RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, პარასკევი 2012
თბილისი ... ...
სპორტი >>

Grande მარ­კო­იშ­ვი­ლი

"კან­ტუ" კან­ტუ­ში "ლე­ი­კერ­სია". კან­ტუ­ში დე­ვიდ ბლა­ტის "მა­კა­ბი" ჩა­ვი­და და ოთხი­ვე მე­ოთხე­დი წა­ა­გო.

24 საათი 04.02.12

ვლა­დი­მირ მი­ცოვ­მა 17 ქუ­ლა და 9 პა­სი აკ­რი­ფა
ვლა­დი­მირ მი­ცოვ­მა 17 ქუ­ლა და 9 პა­სი აკ­რი­ფა

"კან­ტუ" კან­ტუ­ში "ლე­ი­კერ­სია". კან­ტუ­ში დე­ვიდ ბლა­ტის "მა­კა­ბი" ჩა­ვი­და და ოთხი­ვე მე­ოთხე­დი წა­ა­გო.

ბლა­ტის მი­ლი­ო­ნე­რე­ბი მთე­ლი თა­მა­ში უკან იყ­ვ­ნენ. "კან­ტუ" სიღ­რ­მით იგებ­და და "მა­კა­ბი" ბლა­ტის ინ­ტე­ლექ­ტით დის­ტან­ცი­ა­ზე რჩე­ბო­და. "კან­ტუს" ორი გაქ­ცე­ვა ბლატ­მა დრო­უ­ლი წუთ­შეს­ვე­ნე­ბე­ბით და სწო­რი შეც­ვ­ლე­ბით გა­ა­ჩე­რა. ბლატ­მა მა­ნუ­ჩარ მარ­კო­იშ­ვი­ლი ვერ გა­ა­ჩე­რა. ად­რე, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, მა­ნუმ რუ­სე­თის მძი­მე, ცივ ნაკ­რებს 21 ქუ­ლა და­უ­ტო­ვა, 7/4 სა­მი­ა­ნი გა­უშ­ვა. ბლატ­მა მარ­კო­იშ­ვი­ლის­გან რამ­დე­ნი­მე სა­ჩუ­ქა­რი "კან­ტუს­თან" თა­მა­შის დროს მი­ი­ღო. მარ­კო­იშ­ვი­ლი პირ­ვე­ლი იყო.

ბო­ლო მე­ოთხედ­ში "კან­ტუ­ში" სხვებს მა­ნუ­ზე მსუ­ყე სტა­ტის­ტი­კა აქვთ. მარ­კო­იშ­ვი­ლი ბო­ლო 10 წუთ­ში 2 ქუ­ლას და 3 მოხ­ს­ნას იღებს. უბ­რა­ლოდ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის ყვე­ლა­ზე სან­დო წევ­რ­მა "კან­ტუს" დაც­ვა­ში ააღე­ბი­ნა ასა­ღე­ბი და "მა­კა­ბის" ულ­ტ­რას­წ­რა­ფი შე­ტე­ვა დად­გა, ად­ვი­ლად გა­სა­შიფ­რი გახ­და. მარ­კო­იშ­ვილ­მა 4 სა­მი­ა­ნი­დან სა­მი ვერ ჩას­ვა. მა­ნუმ ცუ­დი პრო­ცენ­ტი მა­გა­რი დაც­ვით და მა­ნამ­დე აღე­ბუ­ლი 9 ქუ­ლით, 4 მოხ­ს­ნით გა­და­ფა­რა. მარ­კო­იშ­ვი­ლი "კან­ტუს" ჯო­კე­რი იყო.

ის­რა­ე­ლი­დან წა­უ­გებ­ლად წა­მოს­ვ­ლა ძნე­ლია. "მა­კა­ბის" დარ­ბა­ზი "მა­კა­ბის­თან" ერ­თად სუნ­თ­ქავს, ცოცხ­ლ­დე­ბა, არ ჩერ­დე­ბა. "მა­კა­ბი" თელ ავივ­ში "სან ან­ტო­ნიოა", თით­ქ­მის არ აგებს. თელ ავივ­ში მო­ი­გო "ბარ­სე­ლო­ნამ" და ნა­ვა­როს ძმა­კა­ცე­ბი სხვა ლი­გა­ში არი­ან. ცსკას­თან ერ­თად ოთხ­თა ფი­ნალს ელო­დე­ბი­ან და იცი­ან, რომ ფი­ნა­ლამ­დე ცსკას არ გა­ე­სა­უბ­რე­ბი­ან. "კან­ტუ" არ არის "ბარ­სე­ლო­ნა" და მა­ინც უნ­და გაძ­ლოს.

"მა­კა­ბის­თან" გას­ვ­ლა 9 თე­ბერ­ვალს იქ­ნე­ბა. მე­რე, ორ კვი­რა­ში ბარ­სე­ლო­ნა­ში უნ­და ჩა­ვიდ­ნენ. იქ არ უნ­და და­ი­ძა­ბო, მშვი­დად და­ე­ლო­დო ბო­ლო მე­ოთხე­დის ბო­ლო წამს და ბო­ლო ტურ­ში კა­უ­ნას­შიც მო­სა­გე­ბია.

"კან­ტუ" უნ­და და­ი­ძა­ბოს. "კან­ტუ­ში" მა­ნუ­ჩარ მარ­კო­იშ­ვი­ლია.

"კან­ტუ" მო­უ­მა­ტებს.

H ჯგუ­ფი

კან­ტუ (2:1)-მა­კა­ბი (1:2) 82:74, 23:20, 26:24, 17:16, 16:14 (მი­ცო­ვი 17+9 პ; ბა­ზი­ლე 14+4 მ; შერ­მა­დი­ნი 25 წუ­თი, 13 ქუ­ლა, 5 მოხ­ს­ნა, 3 ჩაჭ­რა, 2 პა­სი, 2 და­ფა­რე­ბა, 1 შეც­დო­მა, 2 ფო­ლი; მარ­კო­იშ­ვი­ლი 28 წუ­თი, 11 ქუ­ლა, 7 მოხ­ს­ნა, 2 ჩაჭ­რა, 1 პა­სი, 2 შეც­დო­მა, 1 ფო­ლი; მა­ძა­რი­ნო 7; ლო­ი­ნე­ნი 6+4 პ; მარ­კო­ნა­ტო 6; ბრუ­ნე­რი 4; ჩინ­ჩა­რი­ნი 4 - ლენ­გ­ფორ­დი 16+5 მ; ჰენ­დ­რიქ­სი 15+7 მ+3 დ; შორ­ცა­ნი­დი­სი 8+4 მ; მა­ლე­ტი 8; ბლიუ 7+5 მ; ელი­ა­ჰუ 6; სმი­ტი 6; ბერ­შ­ტა­ი­ნი 4; ოჰა­ი­ო­ნი 4).

H ჯგუ­ფი

ბარ­სე­ლო­ნა (3:0)-ჟალ­გი­რი­სი (0:3) 94:80, 23:18, 19:25, 21:16, 31:21 (ლორ­ბე­კი 19+5 მ+2 +2 ჩ; ნა­ვა­რო 16+3 მ+3 პ; უერ­ტა­სი 14+6 პ; ვას­კე­სი 11+6 მ; მი­კე­ა­ლი 11; ეიდ­სო­ნი 8+2 მ+2 პ; უოლა­სი 5; ინ­გ­ლე­სი 5; ნდონ­გი 4; პე­რო­ვი­ჩი 1 - უიმ­სი 17+2 მ+2 პ; იავ­ტო­კა­სი 13; იან­კუ­ნა­სი 12+4 მ; რა­კო­ვი­ჩი 12+2 მ; დე­ლი­ნინ­კა­ი­ტი­სი 11+4 მ; კალ­ნი­ე­ტი­სი 9+9 მ+4 პ; კო­ლინ­ზი 6).

"პა­ნა­თი­ნა­ი­კო­სი" გუნ­დია, "ფე­ნერ­ბახ­ჩე" - ნორ­მა­ლუ­რი მო­თა­მა­შე­ე­ბის ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც ასაწყო­ბი, და­სა­ლა­გე­ბე­ლია. თურ­ქეთ­ში ჟე­ი­კო ობ­რა­დო­ვიჩ­მა თა­ვი­დან მა­იკ ბა­ტის­ტი დატ­ვირ­თა და ცენ­ტ­რ­მა პირ­ველ მე­ოთხედ­ში 11 ქუ­ლა აიღო. ბა­ტის­ტ­მა გახ­ს­ნა "ფე­ნერ­ბახ­ჩეს" დაც­ვა და "პა­ნა­თი­ნა­ი­კოს­მა" თა­ვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ზო­ნა და­ა­ყე­ნა. ობ­რა­დო­ვი­ჩის ზო­ნა დარ­ჩა, არ დაშ­ლი­ლა. "პა­ომ" კომ­ფორ­ტუ­ლად, თა­ვი­სი კა­ლათ­ბურ­თით მო­ი­გო.

რო­კო უკი­ჩი კარ­გი პირ­ვე­ლი ნო­მე­რია. ადის მე­ო­რე­ზე, აკუ­რა­ტუ­ლად ის­ვ­რის სას­როლს, ბევრ რა­ღა­ცას ამ­ჩ­ნევს. "პა­ნა­თი­ნა­ი­კოს­თან" უკიჩ­მა კა­ლათ­ბურ­თის პრო­ფე­სო­რის­გან, დი­მიტ­რის დი­ა­მან­ტი­დი­სის­გან ბევ­რი ჩა­ი­წე­რა, მო­ი­ნიშ­ნა. დი­ა­მან­ტი­დის­მა 8 პა­სი და­ტო­ვა, უკიჩს 7 სა­მი­ა­ნი­დან 6 არ ჩა­აგ­დე­ბი­ნა, დაც­ვა­ში ბრი­უს ბო­უ­ე­ნი იყო.

"პა­ნა­თი­ნა­ი­კო­სი" ჯგუფ­ში ჯერ მე­ო­რე­ზეა. თუ "უნიქ­სი" ბო­ლო თა­მა­შამ­დე არ წა­ა­გებს, მა­შინ ობ­რა­დო­ვი­ჩის გუნდს ყა­ზან­ში მო­სა­გე­ბი აქვს. შვი­დი ქუ­ლით მო­სა­გე­ბი აქვს და შეკ­ვე­თით "უნიქ­სის" ტე­რი­ტო­რი­ი­დან +7-ის აღე­ბა ძნე­ლია.

"უნიქ­სის" ლი­დე­რი, ჰენ­რი დო­მერ­კან­ტი ევ­რო­ლი­გის იან­ვ­რის MVP გახ­და. დო­მერ­კან­ტის გარ­და, სხვე­ბიც კარგ ფორ­მა­ში შე­ვიდ­ნენ.

G ჯგუ­ფი

ფე­ნერ­ბახ­ჩე (1:2)-პა­ნა­თი­ნა­ი­კო­სი (2:1) 56:77, 9:24, 13:12, 21:22, 13:19 (ჯე­რელ­სი 12+3 მ+3 ჩ; უკი­ჩი 11+3 პ; ფე­ქე­რი 10+5 მ; გის­ტი 6+3 მ+2 პ; თურ­ქა­ნი 4+8 მ; აცუ­რი 3; ბოგ­და­ნო­ვი­ჩი; პრელ­დ­ჟი­ჩი 3; ონა­ნი 2; შა­ვა­ში 2 - ქა­ი­მა­ქოღ­ლუ 19+6 მ; ბა­ტის­ტე 15+5 მ+3 პ; სა­ტო 12+10 მ; ლო­გა­ნი 8+2 ჩ; დი­ა­მან­ტი­დი­სი 7+8 პ; ცარ­ცა­რი­სი 7; ვუ­გი­უ­კა­სი 3; ნ.კა­ლა­ტე­სი 3; იასი­კი­ა­ვი­ჩუ­სი 3).

მა­ლა­გა­ში პირ­ვე­ლი მე­ოთხე­დი ბო მა­კა­ლე­ბის იყო. პა­ტა­რა, მოძ­რავ­მა ამე­რი­კელ­მა 11 ქუ­ლა აკ­რი­ფა, თა­მა­ში­დან ყვე­ლა­ფე­რი (3/3 სა­შუ­ა­ლო, 1/1 სა­მი­ა­ნი) ჩას­ვა და "მონ­ტე­პას­კიმ" წა­იყ­ვა­ნა. ფა­ვო­რიტ­მა ფა­ვო­რი­ტის კა­ლათ­ბურ­თით მო­ი­გო და ეს­პა­ნე­თი­დან კი­დევ ბევ­რი წა­მო­ი­ღო. "მონ­ტე­პას­კი" ფა­ვო­რი­ტე­ბის მე­ო­რე ეშე­ლონ­ში ზის და სა­ხი­ფა­თოა.

მა­კა­ლე­ბი პირ­ვე­ლი მე­ოთხე­დის კა­ცი იყო და მე­ო­რე ათ წუთ­ში კშიშ­ტოფ ლავ­რი­ნო­ვი­ჩი (F) გა­იხ­ს­ნა. ლიტ­ვის ნაკ­რე­ბის ფორ­ვარ­დ­მა "უნი­კა­ხას" ამ პე­რი­ოდ­ში 13 ქუ­ლა და­უ­ტო­ვა.

მე­სა­მე მე­ოთხედ­ში ცო­ტას იგორ რა­კო­ჩე­ვი­ჩი იღებს, რა­კო­ჩე­ვიჩ­ზე ცო­ტა მეტს - დე­ვიდ მო­სი. "უნი­კა­ხა" ჩა­ნა­წე­რებს აკე­თებს. "მონ­ტე­პას­კიმ" წი­ნა გარ­ჩე­ვა­ში, ეს­პა­ნეთ­ში, "რე­ალს" 88:69 მო­უ­გო. იტა­ლი­ურ-არა­ი­ტა­ლი­უ­რი შე­მად­გენ­ლო­ბით "მონ­ტე­პას­კის" მე­ო­რე ეტაპ­ზე სა­მი­ვე თა­მა­ში აქვს მო­გე­ბუ­ლი.

მოს­მა ბო­ლო მე­ოთხედ­ში მოკ­ლა "უნი­კა­ხა". ამე­რი­კელ­მა 6/4 სა­მი­ა­ნი გა­მო­ი­ყე­ნა, დაც­ვა­ში რამ­დე­ნი­მე აკუ­რა­ტუ­ლად იდ­გა (2 ფო­ლი 30 წუთ­ში) და ორი­ვე გუნ­დ­ში მარ­გი ქმე­დე­ბის ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი (20) ჰქონ­და.

"უნი­კა­ხა" მე­ო­რე ეტა­პის ბა­ლას­ტია. 16 სა­უ­კე­თე­სო­ში შეს­ვ­ლა კლუ­ბის­თ­ვის უკ­ვე შე­დე­გია და შემ­დე­გი სე­ზო­ნის­თ­ვის უკე­თე­სი შე­მად­გენ­ლო­ბით მე­ტის გა­კე­თე­ბა შე­იძ­ლე­ბა. უბ­რა­ლოდ, ჯერ ეს­პა­ნე­თის ჩემ­პი­ო­ნატ­შია საქ­მე­ე­ბი და­სა­ლა­გე­ბე­ლი. მო­ხუ­ცი გარ­ბა­ხო­სა და არას­ტა­ბი­ლუ­რი ბერ­ნი როდ­რი­გე­ზი პრობ­ლე­მებს ვერ მო­აგ­ვა­რე­ბენ.

F ჯგუ­ფი

უნი­კა­ხა (0:3)-მონ­ტე­პას­კი (3:0) 68:91, 19:27, 21:23, 17:21, 11:20 (ფრი­ლენ­დი 14+9 მ; ზო­რი­ჩი 11+7 მ+3 პ+3 დ; რო­უ­ლენ­დი 11+4 მ; ფიტ­ჩი 6; გარ­ბა­ხო­სა 5; პე­რი­ჩი 4; ბ.როდ­რი­გე­ზი 4+4 პ - მო­სი 20+7 მ+2 პ; კ.ლავ­რი­ნო­ვი­ჩი 18; ან­დერ­სე­ნი 15+6 მ; მა­კა­ლე­ბი 13+3 პ; ტორ­ნ­ტო­ნი 13; რა­კო­ჩე­ვი­ჩი 8; ზი­სი­სი 2; კა­რა­რე­ტო 2).

n n n

"გა­ლა­თა­სა­რაი" მე­ოთხედ­ფი­ნალ­ში გას­ვ­ლის შანსს ინარ­ჩუ­ნებს. მოს­კოვ­ში ჩას­ვ­ლა და ტურ­ნი­რის სა­უ­კე­თე­სო გუნ­დ­თან წა­გე­ბა და­გეგ­მი­ლი იყო. ეს "გა­ლა­თა­სა­რა­ი­მაც" იცო­და. ცსკამ მო­ი­გო კომ­ფორ­ტუ­ლი სხვა­ო­ბით და უკ­ვე ფლეი-ოფ­შია. გა­სა­ვარდნ ეტაპ­ზე ან­დ­რეი კი­რი­ლენ­კოს მე­გობ­რე­ბი, ალ­ბათ, "რე­ალ­ზე" გავ­ლენ. მე­რე კი ოთხ­თა ფი­ნალ­ში გავ­ლენ. ეს "რე­ა­ლი" ამ ცსკა­ზე სუს­ტია.

ან­დ­რეი კი­რი­ლენ­კომ ვერ ჩას­ვა სა­მი­ა­ნი, ოდ­ნავ პა­სი­უ­რი იყო დაც­ვა­ში და ცსკამ მა­ინც უპ­რობ­ლე­მოდ მო­აგ­ვა­რა ყვე­ლა­ფე­რი. ცსკა წელს ყველ­გან ყვე­ლა­ფერს აგ­ვა­რებს.

ნე­ნად კრსტი­ჩი "გა­ლა­თა­სა­რა­ის­თ­ვის" ბილ რა­სე­ლი იყო. სერ­ბი ტრი­ა­ლებ­და სამ­წა­მი­ან­ში, თურ­ქუ­ლი მი­ლი­ო­ნე­ბით შეკ­რულ გუნდს შლი­და და ამ პრო­ცეს­ში 10/8 სრო­ლა გა­მო­ი­ყე­ნა, ოთხი­ვე სა­ჯა­რი­მო ათი­ან­ში გა­უშ­ვა, ძა­ლი­ან კარ­გი იყო. კრსტიჩ­მა მარ­გი ქმე­დე­ბის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტ­ში +31 ჩა­ი­წე­რა. ვიქ­ტორ ხრი­ა­პამ ფლე­ი­მე­ი­ქე­რის პა­სე­ბი არი­გა. ხრი­ა­პა მე­ოთხე ნომ­რი­დან პე­რი­მეტ­რ­ზე ამო­დი­ო­და, ალა­გებ­და სი­ტუ­ა­ცი­ას, ტემპს აკონ­ტ­რო­ლებ­და. ხრი­ა­პა და კი­რი­ლენ­კო ის­ვე­ნებ­დ­ნენ. მე­ო­რე ტა­იმ­ში ფა­ვო­რიტ­მა მე­ო­რე ხუ­თე­უ­ლი დატ­ვირ­თა. მე­ო­რე ხუ­თე­ულ­მა "გა­ლა­თა­სა­რაი" დატ­ვირ­თა და მა­ლე თა­მა­ში დამ­თავ­რ­და. ცსკას­თ­ვის - თა­მა­ში და "გა­ლა­თა­სა­რა­ის­თ­ვის" - მას­ტერ­კ­ლა­სი გუნ­დის­გან, რო­მე­ლიც წელს ევ­რო­ლი­გა­ზე დი­დია.

E ჯგუ­ფი

ცსკა (3:0)-გა­ლა­თა­სა­რაი (1:2) 85:70, 19:12, 25:25, 22:15, 19:18 (კრსტი­ჩი 20+9 მ; ტე­ო­დო­ში­ჩი 12; შიშ­კა­უს­კა­სი 11+3 პ; ხრი­ა­პა 11+6 პ+4 მ; შვე­დი 10+3 მ+3 პ; კი­რი­ლენ­კო 9+6 მ+3 დ+2 პ+2 ჩ; გორ­დო­ნი 5+3 მ+3 პ+2 დ; კა­უ­ნი 5+2 დ; დ.ლავ­რი­ნო­ვი­ჩი 2+2 დ - ლუ­კა­სი 15+5 მ+5 პ+3 ჩ; არ­ს­ლა­ნი 13+2 პ; ალ­დე­მი­რი 11+9 მ+2 ჩ; ში­პი 10+3 მ; თო­ფა­ლოღ­ლუ 6+4 პ+2 მ+2 ჩ; შამ­პერ­ტი 6+2 მ; ლა­კო­ვი­ჩი 5; ან­დ­რი­ჩი 4).

 

 

 

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. კინო >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. ავტო >>

    aa
  8. ავტო >>

    aa
  9. ავტო >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. რევიუ >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. მარანი >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  45. ამბები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. ტექნოლოგიები >>

    aa
  48. რევიუ >>

    aa
  49. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  50. რეგიონი >>

    aa
  51. კალათბურთი >>

    aa
  52. სპორტი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. რაგბი >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
  57. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი