RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
20 მაისი, ორშაბათი 2013
თბილისი ... ...
სპორტი >>

რონ არ­ტეს­ტის დის­კ­ვა­ლი­ფი­კა­ცია

რონ არ­ტეს­ტი ცუ­დი ბი­ჭია. კარ­გი სპორ­ტ­ს­მე­ნი, პო­პუ­ლა­რუ­ლი რე­პე­რი, ნორ­მა­ლუ­რი რო­ლე­რი და ცუ­დი ბი­ჭი.

24 საათი 26.04.12

რონ არ­ტეს­ტი (15) და ჯე­იმს ჰარ­დე­ნი
რონ არ­ტეს­ტი (15) და ჯე­იმს ჰარ­დე­ნი

რონ არ­ტეს­ტი ცუ­დი ბი­ჭია. კარ­გი სპორ­ტ­ს­მე­ნი, პო­პუ­ლა­რუ­ლი რე­პე­რი, ნორ­მა­ლუ­რი რო­ლე­რი და ცუ­დი ბი­ჭი.

არ­ტესტს ად­რე (2004, 19 ნო­ემ­ბე­რი) დეტ­რო­იტ­ში კიკ­ბოქ­სინ­გის მე­რე 86 (73 რე­გუ­ლა­რულ­ში, 13 ფლეი-ოფ­ში) თა­მა­ში გა­მო­ა­ტო­ვე­ბი­ნეს, სა­ბან­კო ან­გა­რი­ში 11 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რით შე­უმ­სუ­ბუ­ქეს. რონ­თან ერ­თად იმ გარ­ჩე­ვა­ში დეტ­რო­ი­ტის" და ინ­დი­ა­ნას" სხვა სე­რი­ო­ზუ­ლი ტი­პე­ბიც მოხ­ვ­დ­ნენ - სტი­ვენ ჯექ­სო­ნი, ბენ უოლა­სი და ჯერ­მე­ინ ონი­ლი. დეტ­რო­ი­ტის" და ინ­დი­ა­ნას" თა­მა­ში ცუ­დად დამ­თავ­რ­და. არ­ტეს­ტი იმ ინ­დი­ა­ნა­ში" ბო­სი იყო. სო­ლი­დუ­რი დის­კ­ვა­ლი­ფი­კა­ცი­ის შემ­დეგ, რო­ნი აზ­რ­ზე მო­დის, გულ­შე­მატ­კივ­რებ­ში აღარ გა­და­დის და რამ­დე­ნი­მე საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცი­ა­ში იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. დი­დი ბი­ჭი გა­ი­ზარ­და, კა­ნონ­მორ­ჩი­ლი ამე­რი­კე­ლი გახ­და. რონ­მა შე­იც­ვა­ლა სა­ხე­ლი, გვა­რი და ძვე­ლი არ­ტეს­ტი გა­და­ფა­რა სამ­მა სიტყ­ვამ - Metta World Peace.

რო­ნის კა­ი­ბი­ჭო­ბა ოკ­ლა­ჰო­მას­თან" ცუდ­მა ეპი­ზოდ­მა გა­და­ფა­რა. არ­ტეს­ტ­მა, ლე­ი­კერ­სის" ერთ-ერ­თ­მა ლი­დერ­მა, ოკ­ლა­ჰო­მას" ჯე­იმს ჰარ­დენს ყურ­ში გა­არ­ტყა, და­აგ­დო. მის­ტერ ჰარ­დენს ტვი­ნის შერ­ყე­ვა აქვს. ჯე­იმ­სი ოკ­ლა­ჰო­მას" ჯო­კე­რია. მშვი­დი, friendly პერ­სო­ნა. სა­ხი­ფა­თო ეპი­ზო­დი იყო. თა­ვის არე­ში დარ­ტყ­მა ყო­ველ­თ­ვის სა­ხი­ფა­თოა. არ­ტეს­ტის­გან - ორ­მა­გად.

რო­ნი, იგი­ვე Metta World Peace, 7 თა­მაშს გა­მო­ტო­ვებს. ლი­გის ბო­სებ­მა და კო­მი­სარ­მა, მის­ტერ დე­ვიდ სტერ­ნ­მა, არ­ტესტს დის­კ­ვა­ლი­ფი­კა­ცია გა­მო­უ­წე­რეს. სა­ჭი­რო დის­კ­ვა­ლი­ფი­კა­ცია.

არ­ტეს­ტი რე­გუ­ლა­რულ­ში ლე­ი­კერ­სის" შემ­დეგ მატჩს - საკ­რა­მენ­ტოს­თან"თა­მაშს გა­მო­ტო­ვებს და ფლეი-ოფის პირ­ველ 6 ტეს­ტ­ში ვერ მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. და­სავ­ლე­თის კონ­ფე­რენ­ცი­ის პირ­ველ წრე­ში კა­ლი­ფორ­ნი­უ­ლი ბენ­დი დენ­ვერ­ზე" გა­ვი­და. ალ­ბათ, ნა­გეთ­სი" კო­ბი ბრა­ი­ან­ტის, პო გა­სო­ლის და ენ­დ­რიუ ბა­ი­ნუ­მის გუნდს 5 და ნაკ­ლებ თა­მაშ­ში ვერ გა­აგ­დებს. ალ­ბათ (თუნ­დაც, უარ­ტეს­ტოდ) სა­ერ­თოდ ვერ გა­აგ­დებს. რო­ნი და­ის­ვე­ნებს, ყვე­ლა­ფერს გა­და­ხარ­შავს და კარ­გი ბი­ჭი გახ­დე­ბა. მა­ნამ­დე მის­ტერ ბრა­ი­ან­ტი ნა­გეთ­სის" პრობ­ლე­მას მო­აგ­ვა­რებს. მე­რე რო­ნიც მო­ვა.

დე­ვიდ სტერ­ნი: ჯე­იმს ჰარ­დე­ნის ეპი­ზო­დი სა­ხი­ფა­თო იყო. ლი­გამ ერ­თა­დერ­თი მი­სა­ღე­ბი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. ჩვე­ნი ოჯა­ხის, NBA-ს ყვე­ლა წევ­რი თავს უსაფ­რ­თხოდ უნ­და გრძნობ­დეს. ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვე და­ის­ჯე­ბა. თა­ვის არე­ში ნე­ბის­მი­ე­რი დარ­ტყ­მა შე­იძ­ლე­ბა ლე­ტა­ლუ­რი იყოს. ნუ ჩხუ­ბობთ, ითა­მა­შეთ კა­ლათ­ბურ­თი". მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი ფი­სოს, მის­ტერ ლე­ო­პოლ­დის ამე­რი­კუ­ლი და ცო­ტა გამ­კაც­რე­ბუ­ლი ვა­რი­ან­ტია.

არ­ტეს­ტ­მა ჯე­იმს ჰარ­დენს ლე­ი­კერ­სის" და ოკ­ლა­ჰო­მას" მე­ო­რე მე­ოთხედ­ში მი­არ­ტყა. ჯე­იმ­სი გა­იყ­ვა­ნეს, არ­ტეს­ტი გა­აგ­დეს და ის თა­მა­ში ორ ოვერ­ტა­იმ­ში ლე­ი­კერ­ს­მა" წა­მო­ი­ღო. სა­ინ­ტე­რე­სო, თით­ქ­მის ფლეი-ოფის გარ­ჩე­ვა წა­მო­ვი­და. კო­ბიმ მე­ო­რე ოვერ­ტა­იმ­ში 6 ქუ­ლა აკ­რი­ფა. კო­ბი იყო.

დეტ­რო­ი­ტის" და ინ­დი­ა­ნას" გარ­ჩე­ვის შემ­დეგ, არ­ტეს­ტის ეს დის­კ­ვა­ლი­ფი­კა­ცია ლი­გის დის­ციპ­ლი­ნა­რე­ბის ჰა­ი­ლა­ი­თებ­ში ზის. კი­დევ რამ­დე­ნი­მე, და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვე ყუ­რის აწე­ვა იყო.

1995/96. ჩი­კა­გო ბულ­ზის" ფორ­ვარ­დ­მა დე­ნის როდ­მან­მა მსაჯს, ტედ ბერ­ნ­ჰარდტს, თა­ვი სა­ხე­ში და­არ­ტყა. დას­ვე­ნე­ბა 5 თა­მა­შით.

1996/97 - მის­ტერ როდ­მან­მა ოპე­რა­ტორს კა­მე­რა წა­არ­თ­ვა, იქ­ვე და­ამ­ტ­ვ­რია. დე­ნი­სის დის­კ­ვა­ლი­ფი­კა­ცია - 11 თა­მა­ში.

შარ­შან - ენ­დ­რიუ ბა­ი­ნუმ­მა ფლეი-ოფის, და­სავ­ლე­თის კონ­ფე­რენ­ცი­ის მე­ო­რე წრის დროს, და­ლა­სის" ხო­სე ხუ­ან ბა­რეა და­კუ­ჭა, გა­და­ტე­ხა, გა­და­აგ­დო. ბა­ი­ნუმ­საც ხუთ­თა­მა­ში­ა­ნი მი­არ­ტყეს.

რონ არ­ტეს­ტი (Metta World Peace) ლე­ი­კერ­სის­თ­ვის" სა­ჭი­რო პერ­სო­ნაა. ამ სე­ზონ­ში რო­ნი 7.7 ქუ­ლას, 3.4 მოხ­ს­ნას, 2.2 პასს იღებს. არ­ტეს­ტის პერ­სო­ნა­ლუ­რი დაც­ვა ლი­გა­ში ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სოა. რონს 1.1 ჩაჭ­რა მო­აქვს და ყვე­ლას აწუ­ხებს. მის­ტერ არ­ტეს­ტი ლე­ი­კერ­სამ­დე" ჩი­კა­გო­ში" (1999/2000-2001/2002), ინ­დი­ა­ნა­ში" (2001/02-2005/06), საკ­რა­მენ­ტო­ში" (2005/06-2007/08), ჰი­უს­ტონ­ში" (2008/09) იყო. რო­ნი კა­რი­ე­რით - (რე­გუ­ლა­რუ­ლის 827 ტეს­ტ­ში) 14.2 (11 757) ქუ­ლა, 4.7 (3 908) მოხ­ს­ნა, 3.0 (2 463) პა­სი, 1.9 (1 544) ჩაჭ­რა. სო­ლი­დუ­რია. არ­ტეს­ტი ორი წლის წინ ჩემ­პი­ო­ნი გახ­და. ლე­ი­კერ­სი" ფი­ნალ­ში სელ­ტიქსს" უგებს. რო­ნი იმ სე­რი­ა­ში პოლ პირსს უქ­მ­ნი­და დის­კომ­ფორტს.

ჯე­იმს ჰარ­დე­ნი ოკ­ლა­ჰო­მა­ში" შე­უც­ვ­ლე­ლი პერ­სო­ნა­ჟია. კე­ვინ დი­უ­რა­ნი იქ პრობ­ლე­მებს აგ­ვა­რებს, რა­სელ უეს­თ­ბ­რუ­ქი პრობ­ლე­მებს ქმნის და ჯე­იმ­სი ოკ­ლა­ჰო­მას" კრავს. ჰარ­დე­ნი არ დგას პირ­ველ ხუ­თე­ულ­ში და 31.2 წუთ­ში 16.8 ქუ­ლას, 4.1 მოხ­ს­ნას, 3.7 პასს იღებს. ჯე­იმსს აგ­რე­სია და ინ­ტე­ლექ­ტი მო­აქვს. ჰარ­დე­ნი აკუ­რა­ტუ­ლია დაც­ვა­ში და თუ უეს­თ­ბ­რუ­ქი იჭ­რე­ბა, პირ­ველ ნო­მერ­ზე დგე­ბა. ჯე­იმ­ს­მა მო­უ­მა­ტა და უჰარ­დე­ნო ოკ­ლა­ჰო­მას" ფლეი-ოფ­ში ბევ­რი რამ აქვს გა­და­საწყო­ბი.

თუ (და, სა­ვა­რა­უ­დოდ,) ლე­ი­კერ­სი" დენ­ვერს" გა­ივ­ლის და ოკ­ლა­ჰო­მას" მოქ­მედ (და უმუ­ღა­მო) ჩემ­პი­ონ­თან, და­ლას­თან" სე­რი­ა­ში პრობ­ლე­მა არა აქვს, მე­ო­რე წრე­ში კარ­გი მატ­ჩი იქ­ნე­ბა. ლე­ი­კერ­სი" და ოკ­ლა­ჰო­მა" პო­ტენ­ცი­უ­რად კონ­ფე­რენ­ცი­ის ფი­ნა­ლია, მაგ­რამ პა­რა­ლე­ლუ­რად აკ­რი­ფა პენ­სი­ო­ნე­რე­ბის ცირ­კ­მა, სან ან­ტო­ნი­ომ" და უკ­ვე მო­ი­გო wild, wild west. "სან ან­ტო­ნიო" კონ­ფე­რენ­ცი­ის ფი­ნალ­ში ერთ-ერთს, ოკ­ლა­ჰო­მას" ან ლე­ი­კერსს" და­ე­ლო­დე­ბა.

ჰარ­დენ­თან ერ­თად ოკ­ლა­ჰო­მა" შთამ­ბეჭ­და­ვი გუნ­დია. უჰარ­დე­ნოდ ბევ­რი რამ იშიფ­რე­ბა.

რონ არ­ტეს­ტ­თან (Metta World Peace) ერ­თად ლე­ი­კერ­სი" სე­რი­ო­ზუ­ლი გუნ­დია. უარ­ტეს­ტოდ ბევ­რი რა­ღაც უფ­რო მშვი­დია.

და­სავ­ლეთ­ში თით­ქ­მის ყვე­ლა­ფე­რი გარ­კ­ვე­უ­ლია. ტიმ დან­კა­ნის და ემა­ნუ­ელ ჯი­ნო­ბი­ლის სან ან­ტო­ნიო" პირ­ველ წრე­ში იუტას" და­ამ­შ­ვი­დებს. ლე­ი­კერ­სი" გა­ვი­და და­ნი­ლო გა­ლი­ნა­რის და ან­დ­რე მი­ლე­რის დენ­ვერ­ზე", ოკ­ლა­ჰო­მა" - და­ლას­ზე". თი­თო თა­მა­ში დარ­ჩათ კლი­პერსს" (40:25) და მემ­ფისს" (40:25). ამ ორ­ში უკე­თე­სი გუნ­დი სე­რი­ას თა­ვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­იწყებს. და­სავ­ლეთ­ში ყვე­ლა­ფე­რი სა­ინ­ტე­რე­სოა. რო­გორც ყო­ველ­თ­ვის.

რონ არ­ტეს­ტი პო­პუ­ლა­რუ­ლი პერ­სო­ნაა. ნორ­მა­ლუ­რად თა­მა­შობს კა­ლათ­ბურთს, კარ­გად თა­მა­შობს ლას ვე­გა­სის აპა­რა­ტებ­ზე და ორ­ჯერ ჯეკ­პო­ტი აქვს მოხ­ს­ნი­ლი. ლას ვე­გას­ში. კა­ლათ­ბურ­თ­ში რო­ნი პო­ლი­ცი­ე­ლი, სხვა გუნ­დის ლი­დე­რის ამ­ყ­ვა­ნი კი­ბორ­გია. არ­ტეს­ტი დაც­ვა­ში მაგ­რად ზის, ბევრს აწუ­ხებს, დის­კომ­ფორტს უქ­მ­ნის. ჰარ­დე­ნის ეპი­ზო­დი სხვა თე­მაა. რო­ნი ამას ხვდე­ბა. რონ­მა ოკ­ლა­ჰო­მას", ჯე­იმს ჰარ­დენს Sorry მი­უ­მე­სი­ჯა.

ბო­დი­ში მი­ღე­ბუ­ლია. ტვი­ნის შერ­ყე­ვაც.

 

 

 

ყველაზე პოპულარული
  1. საზოგადოება >>

    aa
  2. თვალსაზრისი >>

    aa
  3. ინტერვიუ >>

    aa
  4. პოლიტიკა >>

    aa
  5. უცხოეთი >>

    aa
  6. პრესომბუდსმენი >>

    aa
  7. თვალსაზრისი >>

    aa
  8. რევიუ >>

    aa
  9. რევიუ >>

    aa
  10. სტილი >>

    aa
  11. რევიუ >>

    aa
  12. რევიუ >>

    aa
  13. რევიუ >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. მარანი >>

    aa
  16. მარანი >>

    aa
  17. მარანი >>

    aa
  18. კულინარია >>

    aa
  19. კულინარია >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. ავტო >>

    aa
  27. ავტო >>

    aa
  28. ავტო >>

    aa
  29. ავტო >>

    aa
  30. ავტო >>

    aa
  31. ავტო >>

    aa
  32. მეცნიერება >>

    aa
  33. მეცნიერება >>

    aa
  34. რევიუ >>

    aa
  35. საზოგადოება >>

    aa
  36. რევიუ >>

    aa
  37. ამბები >>

    aa
  38. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  39. რევიუ >>

    aa
  40. რევიუ >>

    aa
  41. სპორტი >>

    aa
  42. სპორტი >>

    aa
  43. სპორტი >>

    aa
  44. ბიზნესი >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. ამბები >>

    aa
  47. ამბები >>

    aa
  48. ბიზნესი >>

    aa
  49. ბიზნესი >>

    aa
  50. კალათბურთი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. ამბები >>

    aa
  53. განათლება >>

    aa
  54. უცხოეთი >>

    aa
  55. რაგბი >>

    aa
  56. კალათბურთი >>

    aa
  57. სპორტი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი