ილაის წიგნი
გრანტ ჰილი ელ ეიში, "ლეიკერსის" ბოსებთან ლანჩზე გადაფრინდა. კარგი ბიჭი კარგი გუნდის კარგ ბოსებთან მიდის.
24 საათი 19.07.12
გრანტ ჰილი კალიფორნიაში ჩადის
გრანტ ჰილი ელ ეიში, "ლეიკერსის" ბოსებთან ლანჩზე გადაფრინდა. კარგი ბიჭი კარგი გუნდის კარგ ბოსებთან მიდის.
რაღაც ამბები მოსაგვარებელი იქნება და გრანტმა თავისი კუში უნდა მოხსნას. "ლეიკერსში" ერთი განიერი ბუზღუნას, დუაიტ ჰოვარდის მისვლას ელოდებიან და მანამდე კობისთვის ნდობის კედელს აგებენ. იმ კედელში ერთ-ერთი აგური მისტერ ჰილი იქნება. ძველი, ცოტა დამტვრეული აგური. ბრაიანტმა სანტა კლაუსს დუაიტის დაკუნთული კისერი და კარგი პო გასოლი შეუკვეთა. სანტამ უთხრა, კიდევ რამდენიმე ბიჭს გიშოვი და გვარები მითხარიო. კობიმ გრანტ ჰილი დაასახელა. "სპრაიტი" კალიფორნიაშიც "სპრაიტია". გრანტი "სპრაიტის" სახე იყო. "ლეიკერსი" "სპრაიტზე", ჰილზე, სანდო პენსიონერებზე გადადის. ჰილი 5 ოქტომბერს 40 წლის ხდება და დასვენებას არ აპირებს. ჰილის კარიერულ ზურგჩანთაში 17 044 (17.1) ქულა, 6 120 (6.1) მოხსნა, 4 226 (4.2) პასია.
ელიეის ბოსებმა ჰილთან მოლაპარაკება შარშან დაიწყეს. ფორვარდმა რეგულარული "ფინიქსში" დახურა და სტივ ნეშთან ერთად ნოსტალგიის პატარა ბუდეს გადაეფარა. ჰილი კარგი მოთამაშეა. ადრე სკოტი პიპენის ტერიტორიაზე სეირნობდა. რაღაც თვალსაზრისით, გრანტი სკოტიზე პიპენი იყო და სტატისტიკაზე შეყვარებულ სტატისტიკურ ამერიკელებთან მეგობრობდა. ჰილი დადის საქველმოქმედო აქციებზე, ჰილი ქუჩის კალათბურთს თამაშობს, ჰილი ჩიზბურგერებს ითვისებს და გრანტი ამერიკელია. ნაღდი ამერიკელი. როგორც ბრიუს სპრინგსტინი. როგორც სლეში. როგორც დენზელ ვაშინგტონი. როგორც დერეკ ჯიტერი. მისტერ ჰილი პოზიტივია. ეს პოზიტივი ცოტა გახუნდა, ცოტა სისწრაფე დაკარგა, უკვე იშიფრება და ჰილში სიბრძნე, ინტელექტი დიდი დოზით არის. გრანტმა ტკივილთან იძმაკაცა, ჰილი გაჭრეს და გაკერეს. გრანტი საქმეს აკეთებს და "ლეიკერსის" ცოტა დასალაგებელ ბანდას მიხედავს.
ჰილთან ერთად კობი უფრო დაისვენებს. გრანტი მისტერ ბრაიანტს კალათბურთით ვერ დაასვენებს, მაგრამ წუთშესვენებების დროს ბიჭებს მზრუნველი დედიკოს ტონით დაელაპარაკება. "ლეიკერსში" ამას, ძირითადად, კობი აკეთებს. ჰილი კარგი მოტივატორია. თუ გრანტი 20 წუთში 7-8 ქულას, რამდენიმე პასს და აკურატულ დაცვას დატოვებს, კობი ჯეკ ნიკოლსონის მუხლებზე მიწვება, ჯეკის დურბინდიდან მოცეკვავე გოგონებს დააკვირდება და მიაკიმარებს. ბრაიანტი ჰილთან არ ძმაკაცობს და კობი გრანტით დაისვენებს. ჰილი კალათბურთის დენზელ ვაშინგტონია. ილაის წიგნით, რომელშიც ის რამდენიმე სიტყვაა, რაც ყველას აკლია. გრანტმაც თავისი გზა გაიარა და მშვიდი კაცი უნდა ჩამოჯდეს. კალიფორნიაში ბევრი სკამია. იქ ისტვუდები, ჰეკმანები და რაიანები ისვენებენ. ბუნჩულა პენსიონერების ვიზას მალე გრანტ ჰილსაც მისცემენ. კარგი ბიჭი ანგელოზების ქალაქში ჩადის. ანგელოზები ჯერ იზმორებიან, აჩეჩილ თმას ისწორებენ და როგორც კი სამოთხის კარზე კალათბურთის უილ სმიტი დააკაკუნებს, კარი გაიღება და ღრუბლების სკვერში მისტერ ჰილს მიიღებენ. ანგელოზებთან ერთად თეთრ ჩილიმს გრანტიც მოქაჩავს და წამოიღებს. გრანტმა დასვენება უნდა ისწავლოს. ანგელოზებთან ერთად ეს ამბები უფრო სასიამოვნო იქნება.
ჰილი დადის საქველმოქმედო აქციებზე, ჰილი ქუჩის კალათბურთს თამაშობს, ჰილი ჩიზბურგერებს ითვისებს და გრანტი ამერიკელია. ნაღდი ამერიკელი. როგორც ბრიუს სპრინგსტინი. როგორც სლეში. როგორც დენზელ ვაშინგტონი. როგორც დერეკ ჯიტერი. მისტერ ჰილი პოზიტივია. ეს პოზიტივი ცოტა გახუნდა, ცოტა სისწრაფე დაკარგა, უკვე იშიფრება და ჰილში სიბრძნე, ინტელექტი დიდი დოზით არის. გრანტმა ტკივილთან იძმაკაცა, ჰილი გაჭრეს და გაკერეს. გრანტი საქმეს აკეთებს და "ლეიკერსის" ცოტა დასალაგებელ ბანდას მიხედავს. ჰილთან ერთად "ლეიკერსმა" ენტუან ჯეიმისონსაც დაუმესიჯა, ჩვენთან გადმოდი და სუპერფინალს მოგაგებინებთო. ენტუანმა დაიჯერა. უკვე გზაშია. "ლეიკერსი" კარგი ბენდი იქნება. ამერიკული გუნდი კარგი ამერიკელებით და პო გასოლით. მისტერ ჰილთან, ენტუან ჯეიმისონთან და მისტერ ბრაიანტთან ერთად.
ანგელოზების ქალაქში მისტერ ილაი ჩადის და თან ის რამდენიმე სიტყვა ჩააქვს, რაც ყველას აკლია. ილაიმ თავისი გზა გაიარა და წავიდა. გრანტმაც თავისი გზა გაიარა და მშვიდი კაცი უნდა ჩამოჯდეს. კალიფორნიაში ბევრი სკამია. იქ ისტვუდები, ჰეკმანები და რაიანები ისვენებენ. ბუნჩულა პენსიონერების ვიზას მალე გრანტ ჰილსაც მისცემენ. კარგი ბიჭი ანგელოზების ქალაქში ჩადის.
ალექსანდრე ასათიანი