RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
21 მაისი, სამშაბათი 2013
თბილისი ... ...
სპორტი >>

ამე­რი­კა ერ­თო­ბა

ამე­რი­კე­ლე­ბი ლონ­დონ­ში გა­ერ­თო­ბი­ან, მო­სა­გებს მო­ი­გე­ბენ და უცებ და­ხუ­რა­ვენ ოლიმ­პი­ურ ციკლს.

24 საათი 21.07.12

ამე­რი­კე­ლე­ბის ჯო­კე­რი, მის­ტერ ლებ­რონ ჯე­იმ­სი
ამე­რი­კე­ლე­ბის ჯო­კე­რი, მის­ტერ ლებ­რონ ჯე­იმ­სი

ამე­რი­კე­ლე­ბი ლონ­დონ­ში გა­ერ­თო­ბი­ან, მო­სა­გებს მო­ი­გე­ბენ და უცებ და­ხუ­რა­ვენ ოლიმ­პი­ურ ციკლს.

ამე­რი­კე­ლე­ბი ჩიფ­სე­ბი­სა და ფერ­გი­უ­სო­ნე­ბის უბან­ში ჩა­დი­ან და ბევ­რი გარ­ჩე­ვა ბევ­რით, დი­დი სხვა­ო­ბით უნ­და მო­ი­გონ. მა­იკ კჟი­ჟევ­ს­კი ამე­რი­კის ნაკ­რე­ბის ბო­სია და ბო­სი ის­ვე­ნებს. ად­რე, 20 წლის წინ, ბარ­სე­ლო­ნა­ში ჩაკ დე­ი­ლიმ ჩა­ი­სე­ირ­ნა. მის­ტერ დე­ი­ლი ამე­რი­კის ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი და ყვე­ლა­ზე მშვი­დი პერ­სო­ნა­ჟი იყო. მთე­ლი ტურ­ნი­რის დროს დე­ი­ლის არ აუღია წუთ­შეს­ვე­ნე­ბა და ამე­რი­კამ ავ­ტოგ­რა­ფე­ბის სე­სი­ით, უკომ­პ­ლექ­სოდ მი­ან­გ­რია სა­ბო­ნი­სე­ბი და და­ნარ­ჩე­ნე­ბი. მა­შინ ამე­რი­კის რუს­ტერ­ში ლა­რი ბერ­დი, მე­ჯიქ ჯონ­სო­ნი და მა­იკლ ჯორ­და­ნი იყ­ვ­ნენ. დე­ვიდ რო­ბინ­სო­ნი ორი ხე­ლით არი­გებ­და ავ­ტოგ­რა­ფებს და კარლ მე­ლო­უ­ნი იდაყ­ვე­ბით იღებ­და ქუ­ლებს. ჩარლზ ბარ­კ­ლიმ იცელ­ქა, სკო­ტი პი­პენ­მა ხე­რე­სი მი­ირ­თ­ვა და ამე­რი­კამ ის ტურ­ნი­რი ვუდ­ს­ტო­კი­ვით და­ამ­თავ­რა. სპორ­ტის რო­ლინ­გე­ბი ეს­პა­ნეთ­ში ბო­ლო ლა­ივ­ზე ჩა­ვიდ­ნენ და იმ­ღე­რეს. მა­გა­რი გა­მო­ვი­და. ეს ამე­რი­კაც სე­რი­ო­ზუ­ლი ბენ­დია. კარ­გი სო­ლო­ის­ტე­ბით და შარ­მით. ლონ­დონ­ში ამე­რი­კუ­ლი ოც­ნე­ბის სა­ნა­ხა­ვად აქ­სელ რო­უ­ზიც ჩა­ი­სე­ირ­ნებს. გაც­ვე­თი­ლი რო­კე­რი ახა­ლი ამე­რი­კის დე­გუს­ტა­ცი­ა­ზე ჩა­დის.

დიდ ბრი­ტა­ნეთ­თან ტეს­ტ­ში ამე­რი­კე­ლე­ბის პირ­ველ ხუ­თე­ულ­ში იდ­გ­ნენ კო­ბი ბრა­ი­ან­ტი, დე­რონ უილი­ამ­სი, ლებ­რონ ჯე­იმ­სი, კე­ვინ დი­უ­რა­ნი და ტა­ი­სონ ჩენ­დ­ლე­რი. ბრი­ტებ­მა ხუ­თე­ულ­ში ჯო­ელ ფრი­ლენ­დი, ნე­ით რე­ინ­კინ­გი, მა­იკ ლენ­ზ­ლი, პო­უპს მენ­სა-ბონ­სუ და კა­პი­ტა­ნი, ლუ­ოლ დენ­გი შე­აგ­დეს. სა­ინ­ტე­რე­სო გარ­ჩე­ვა იყო. ამე­რი­კა ერ­თო­ბო­და, ბრი­ტა­ნე­თი კა­ლათ­ბურთს თა­მა­შობ­და და მე­რე ამე­რი­კამ მო­ინ­დო­მა. მო­გე­ბა, მე­ო­რე გუნ­დის დამ­ცი­რე­ბა მო­ინ­დო­მა და შე­უ­ბე­რა. პირ­ველ­მა ხუ­თე­ულ­მა და­იწყო, მე­ო­რე ხუ­თე­ულ­მა და­ამ­თავ­რა და თა­მა­ში ლა­მა­ზად და­ი­ხუ­რა. დენ­გ­მა თა­ვი­სი ქუ­ლე­ბი აიღო, კარ­მე­ლო ენ­ტო­ნიმ ბლო­მად ჩა­ყა­რა, კო­ბი გა­ერ­თო და ამე­რი­კამ და­ის­ვე­ნა. ყვე­ლა კმა­ყო­ფი­ლი იყო.

დიდ შეს­ვე­ნე­ბა­ზე ამე­რი­კას +19 აქვს. "ბრუკ­ლი­ნის" ლა­რა კროფ­ტ­მა, მის­ტერ დე­რონ უილი­ამ­ს­მა მე­სა­მე მე­ოთხე­დი თავ­ხე­დუ­რად და­იწყო. წა­უს­თ­რით­ბო­ლა, საქ­მე გა­ა­კე­თა და სა­მი­ა­ნე­ბი ჩა­ყა­რა. მან­ჩეს­ტერ­ში კჟი­ჟევ­ს­კის კრი­მი­ნა­ლებ­მა გა­დაჭ­რეს ბრი­ტა­ნე­თი და 16 979 გულ­შე­მატ­კი­ვა­რი გა­ერ­თო. დენ­გ­მა საქ­მეს მი­ხე­და და ამე­რი­კამ დენგს მი­ხე­და. ლუ­ოლს სრო­ლა და­უ­ტო­ვეს, კა­პი­ტან­მა თა­ვი­სუფ­ლე­ბა მი­ი­ღო და და­ნარ­ჩე­ნებს ყუ­რი აუწი­ეს. და­ნარ­ჩე­ნე­ბი ამე­რი­კულ კონ­ს­პექ­ტებს და­ი­ზე­პი­რე­ბენ და დი­დი ბრი­ტა­ნე­თი დიდ ბრი­ტა­ნეთ­ზე უკე­თე­სი, უფ­რო მოქ­ნი­ლი გუნ­დი იქ­ნე­ბა. დე­რო­ნის­გან, კო­ბის­გან და და­ნარ­ჩე­ნი კი­ბორ­გე­ბის­გან ბევრს აით­ვი­სებ. დენ­გ­მა ბევ­რი რა­ღაც უნ­და აუხ­ს­ნას ბი­ჭებს. უკე­თე­სი იქ­ნე­ბა.

დე­რონ­მა 6 სა­მი­ა­ნი­დან 5 ჩას­ვა. ამე­რი­კა სიღ­რ­მით, უკე­თე­სი ბი­ჭე­ბით უკეთ თა­მა­შობს და ამე­რი­კამ ყვე­ლა ამე­რი­კე­ლის ბო­ნუ­სე­ბი გა­მო­ი­ყე­ნა. კარ­მე­ლო ენ­ტო­ნი კარ­გად აყე­ნებს ცენტრს მე­სა­მე ნომ­რებ­ზე და მე­ოთხე ნომ­რებს სის­წ­რა­ფით უხა­ზავს. ლებ­რონ ჯე­იმ­სი ლებ­რონ ჯე­იმ­სია. მას ვერ იყე­ნე­ბენ. ის, ლებ­რო­ნი, თვი­თონ გა­მო­გი­ყე­ნებს. ტა­ი­სონ ჩენ­დ­ლე­რი, ქუ­ლე­ბის აღე­ბის თვალ­საზ­რი­სით, ერ­თ­ჯე­რა­დი პერ­სო­ნაა და მის­ტერ ჩენ­დ­ლე­რი ჩა­საგ­დებს ჩა­აგ­დებს, მო­სახ­ს­ნელს მოხ­ს­ნის, არ და­ი­ძა­ბე­ბა. კე­ვინ ლა­ვი ამე­რი­კუ­ლი ოც­ნე­ბის თეთ­რი ბარ­კ­ლია. ლა­ვი "მი­ნე­სო­ტა­ში" ლა­რი ბერ­დის ნდო­ბას და სრო­ლას იღებს. ამე­რი­კის ნაკ­რებ­ში ლა­ვი, უბ­რა­ლოდ, კარ­გი ბი­ჭია. კე­ვინ­მა ეს იცის და ის მზად არის ტურ­ნი­რის­თ­ვის. ლავ­მა უნ­და აკ­რი­ფოს. კე­ვინ დი­უ­რან­მა სუ­პერ­ფი­ნა­ლი ვერ მო­ი­გო. მე­რე ჯე­იმს ჰარ­დე­ნის მხარ­ზე წა­იქ­ვი­თი­ნა და ოლიმ­პი­ა­დის­თ­ვის აზ­რ­ზე მო­ვი­და. დი­უ­რა­ნი ცუ­დი ბი­ჭია, ამე­რი­კის­თ­ვის - კარ­გი და, ზო­გა­დად, ცუ­დი, სა­შინ­ლად აუტა­ნე­ლი. კე­ვინ­მა უნ­და მო­უ­მა­ტოს. კრის პო­ლი ჯერ მე­ო­რე ხუ­თე­ულ­ში ზის და თუ კჟი­ჟევ­ს­კი დე­რონს ბო­ლომ­დე ენ­დო­ბა, კრი­სი მე­ო­რე ხუ­თე­უ­ლის ფლე­ი­მე­ი­ქე­რი იქ­ნე­ბა.

მა­იკ კჟი­ჟევ­ს­კი: "რა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი დარ­ბა­ზი, გულ­შე­მატ­კი­ვა­რი იყო. მან­ჩეს­ტერ­მა ორი კარ­გი გუნ­დის კა­ლათ­ბურ­თი მი­ი­ღო. ლუ­ოლ დენ­გი მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სოა. დენ­გი დი­დი ბრი­ტა­ნე­თის ლი­დე­რია. მო­თა­მა­შე, რო­მელ­საც ამე­რი­კის ნაკ­რებ­ში პა­ტივს სცე­მენ. ლუ­ოლ­მა მაქ­სი­მუ­მი გა­ა­კე­თა, მაგ­რამ ჩვენ უფ­რო სწრა­ფად გა­ვა­კე­თეთ საქ­მე და დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა ბევ­რი შეც­დო­მა და­უშ­ვა. ჩემ­მა გუნ­დ­მა გუნ­დუ­რად ითა­მა­შა. ეს ჩვე­ნი კა­ლათ­ბურ­თია. ამე­რი­კის ნაკ­რებ­ში ბევ­რი ლე­გენ­დაა და ყვე­ლამ იცის, რომ წარ­მა­ტე­ბა მხო­ლოდ გუნ­დუ­რი კა­ლათ­ბურ­თით მო­ვა. ბევრ რა­ღა­ცა­ზე ვმუ­შა­ობთ."

დიდ ბრი­ტა­ნეთ­თან კარ­მე­ლო ენ­ტო­ნიმ 19 ქუ­ლა და 4 პა­სი დას­ვა. 5/3 სა­მი­ა­ნიც კარ­გი თე­მაა. "ნიქ­სის" ფორ­ვარ­დი ყვე­ლა­ფერს იდე­ა­ლუ­რად აკე­თებს და კარ­მე­ლომ ხან­და­ხან სხვე­ბიც უნ­და შე­ამ­ჩ­ნი­ოს. 4 პა­სი კარ­გია და ორ­ჯერ მე­ტი გა­უ­ცე­მე­ლი პა­სი - ძა­ლი­ან ცუ­დი.

დიდ ბრი­ტა­ნეთ­თან კე­ვინ ლავ­მა 15 წუთ­ში 6 ქუ­ლა და 3 მოხ­ს­ნა წა­მო­ი­ღო. 4 ფოლ­თან ერ­თად. დი­დი ბი­ჭი ბარ­კ­ლის, მე­ლო­უ­ნის და ად­მი­რა­ლის სა­უ­კე­თე­სო მიქ­ს­ტია. ლა­ვი გუნ­დის ხერ­ხე­მა­ლია. რა­ღაც მო­მენ­ტ­ში კჟი­ჟევ­ს­კი ბიჭს ძი­რი­თად­ში გად­მო­აგ­დებს. ჩენ­დ­ლე­რი და­ის­ვე­ნებს და დას­ვე­ნე­ბუ­ლი ლა­ვი პრობ­ლე­მებს მო­აგ­ვა­რებს. სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა.

დიდ ბრი­ტა­ნეთ­თან ჯე­იმს ჰარ­დენ­მა ლი­მი­ტი­რე­ბულ დრო­ში 9 ქუ­ლა და რამ­დე­ნი­მე პა­სი და­დო. ჯე­იმ­სიც აზ­რ­ზე მო­დის. ლებ­რონ­თან ფი­ნა­ლის წა­გე­ბის შემ­დეგ. ჰარ­დე­ნი მკვლე­ლია.

დიდ ბრი­ტა­ნეთ­თან კრის პოლ­მა 3 ქუ­ლა და 6 პა­სი და­აგ­რო­ვა. კრი­სი ბლე­იქ გრი­ფი­ნის გა­რე­შე აკე­თებს საქ­მეს და უკ­ვე მო­იწყი­ნა. პო­ლი ნაკ­რე­ბის ინ­ტე­ლექ­ტია. ეს ყვე­ლამ იცის.

დიდ ბრი­ტა­ნეთ­თან თა­ვი­სი დრო პირ­ველ­წ­ლი­ან­მა ენ­ტო­ნი დე­ვის­მაც მი­ი­ღო. 13 წუ­თი, 11 ქუ­ლა, 7/5 ზუს­ტი სრო­ლა, 3 მოხ­ს­ნა და 4 და­ფა­რე­ბა. ეს უკ­ვე მარ­კუს კემ­ბის ტე­რი­ტო­რიაა.

დიდ ბრი­ტა­ნეთ­თან რა­სელ უეს­თ­ბ­რუქ­მა თით­ქ­მის ორ­მა­გი დუბ­ლი შე­ას­რუ­ლა. 15 ქუ­ლა და 9 მოხ­ს­ნა რა­სე­ლუ­რად სექ­სუ­ა­ლუ­რი და არა­რე­ა­ლუ­რია. რა­სი არა­ა­მე­რი­კულ ამ­ბებს და ლებ­რონ­თან ერ­თად თა­მაშს ეჩ­ვე­ვა. ცუ­დი ბი­ჭი და და­უნ­დო­ბე­ლი დიქ­ტა­ტო­რი. რა­სი გა­იხ­ს­ნე­ბა.

დიდ ბრი­ტა­ნეთ­თან ან­დ­რე იგუ­ო­და­ლაც და­ღა­ლეს. კჟი­ჟევ­ს­კის "სიქ­სერ­ზის" ლი­დე­რის დაც­ვა ერ­თხელ მო­ე­წო­ნა და ან­დ­რე მა­ი­კის ერთ-ერ­თი ფა­ვო­რი­ტია. დე­ნის როდ­მა­ნის, კე­ვინ გარ­ნე­ტის, გა­რი პე­ი­ტო­ნის და სკო­ტი პი­პე­ნის ელე­მენ­ტე­ბი დაც­ვა­ში. იგუ­ო­და­ლამ ბრი­ტებ­თან 17 წუთ­ში 2 ქუ­ლა, 6 მოხ­ს­ნა და 2 პა­სიც მი­ი­ღო. ან­დ­რე სხვე­ბის ჯოკ­რებს გა­და­ჯოკ­რავს.

დიდ ბრი­ტა­ნეთ­თან კო­ბი გლი­ა­სეს წრუ­პავს, 19 წუთ­ში 5 ქუ­ლას იღებს და ყვე­ლა ხე­დავს, რომ კო­ბი ჯერ და­დის. თუ ამე­რი­კა ოლიმ­პი­ა­და­ზე არ და­იღ­ლე­ბა, ბრა­ი­ან­ტიც ძუნ­ძუ­ლით და­ას­რუ­ლებს მთელ ამ ამ­ბებს. კო­ბი წი­ნა ოლიმ­პი­ა­და­ზე მარ­წყ­ვებს თა­მა­შობ­და და კო­ბი გა­ერ­თო. ბრა­ი­ან­ტი ევ­რო­ბას­კეტ­ში ვერ იღ­ლე­ბა. იქ ტე­ლე­ტო­ვი­ჩე­ბი და ლორ­ბე­კე­ბი იღ­ლე­ბი­ან. კო­ბი სხვა თე­მაა. კო­ბი ელე­გან­ტუ­რი აგ­რე­სია და კა­ლათ­ბურ­თის შო­პე­ნია. ან სნუპ დო­გი.

დიდ ბრი­ტა­ნეთ­თან ტა­ი­სონ ჩენ­დ­ლერს 10 წუთ­ში ქუ­ლა არ აუღია. სტა­ბი­ლუ­რი, უღა­ლა­ტო ტაი.

დიდ ბრი­ტა­ნეთ­თან დი­უ­რან­მა 13 ქუ­ლა წა­მო­ი­ღო და 5 სა­მი­ა­ნი­დან 1 ჩას­ვა. ხდე­ბა ხოლ­მე. კე­ვი­ნი გა­მოს­წორ­დე­ბა და დი­უ­რან­მა ორი წლის წინ პი­რა­დად მო­ი­გო მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი.

დიდ ბრი­ტა­ნეთ­თან ლებ­რონ­მა 20 წუთ­ში 16 ქუ­ლა, 6 მოხ­ს­ნა და 4 პა­სი აკ­რი­ფა. ლებ­რო­ნის უნი­ვერ­სა­ლიზ­მი სა­ჭი­რო თე­მაა. ამე­რი­კა ლებ­რო­ნა­რი­უმ­ში გა­იხ­ს­ნე­ბა, ბო­ლომ­დე გა­იშ­ლე­ბა.

ამე­რი­კე­ლე­ბი ლონ­დონ­ში გა­ერ­თო­ბი­ან, მო­სა­გებს მო­ი­გე­ბენ და უცებ და­ხუ­რა­ვენ ოლიმ­პი­ურ ციკლს. ამე­რი­კე­ლე­ბი ჩიფ­სე­ბი­სა და ფერ­გი­უ­სო­ნე­ბის უბან­ში ჩა­დი­ან და ბევ­რი გარ­ჩე­ვა ბევ­რით, დი­დი სხვა­ო­ბით უნ­და მო­ი­გონ. მა­იკ კჟი­ჟევ­ს­კი ამე­რი­კის ნაკ­რე­ბის ბო­სია და ბო­სი ის­ვე­ნებს. ად­რე, 20 წლის წინ, ბარ­სე­ლო­ნა­ში ჩაკ დე­ი­ლიმ ჩა­ი­სე­ირ­ნა. მის­ტერ დე­ი­ლი ამე­რი­კის ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი და ყვე­ლა­ზე მშვი­დი პერ­სო­ნა­ჟი იყო. მთე­ლი ტურ­ნი­რის დროს დე­ი­ლის არ აუღია წუთ­შ­სეს­ვე­ნე­ბა და ამე­რი­კამ ავ­ტოგ­რა­ფე­ბის სე­სი­ით, უკომ­პ­ლექ­სოდ მი­ან­გ­რია სა­ბო­ნი­სე­ბი და და­ნარ­ჩე­ნე­ბი. მა­შინ ამე­რი­კის რუს­ტერ­ში ლა­რი ბერ­დი, მე­ჯიქ ჯონ­სო­ნი და მა­იკლ ჯორ­და­ნი იყ­ვ­ნენ. დე­ვიდ რო­ბინ­სო­ნი ორი ხე­ლით არი­გებ­და ავ­ტოგ­რა­ფებს და კარლ მე­ლო­უ­ნი იდაყ­ვე­ბით იღებ­და ქუ­ლებს. ჩარლზ ბარ­კ­ლიმ იცელ­ქა, სკო­ტი პი­პენ­მა ხე­რე­სი მი­ირ­თ­ვა და ამე­რი­კამ ის ტურ­ნი­რი ვუდ­ს­ტო­კი­ვით და­ამ­თავ­რა. სპორ­ტის რო­ლინ­გე­ბი ეს­პა­ნეთ­ში ბო­ლო ლა­ივ­ზე ჩა­ვიდ­ნენ და იმ­ღე­რეს. მა­გა­რი გა­მო­ვი­და.

დიდ ბრი­ტა­ნეთ­თან ტეს­ტ­ში ამე­რი­კე­ლე­ბის პირ­ველ ხუ­თე­ულ­ში იდ­გ­ნენ კო­ბი ბრა­ი­ან­ტი, დე­რონ უილი­ამ­სი, ლებ­რონ ჯე­იმ­სი, კე­ვინ დი­უ­რა­ნი და ტა­ი­სონ ჩენ­დ­ლე­რი. კჟი­ჟევ­ს­კი რა­ღა­ცებს შეც­ვ­ლის და არ შე­იც­ვ­ლე­ბა სა­ბო­ლოო შე­დე­გი - ამე­რი­კა გა­ერ­თო­ბა და მო­ი­გებს. რო­გორც ხდე­ბა ხოლ­მე. დან­რ­ჩე­ნე­ბი და­ნარ­ჩე­ნე­ბი არი­ან. ესეც უც­ვ­ლე­ლია.

არ­გენ­ტი­ნა და ეს­პა­ნე­თიც გა­ი­ტეს­ტე­ბი­ან. მა­ნუს­თან და პოს­თან სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა.

 

ყველაზე პოპულარული
  1. საზოგადოება >>

    aa
  2. თვალსაზრისი >>

    aa
  3. ინტერვიუ >>

    aa
  4. პოლიტიკა >>

    aa
  5. უცხოეთი >>

    aa
  6. პრესომბუდსმენი >>

    aa
  7. თვალსაზრისი >>

    aa
  8. რევიუ >>

    aa
  9. რევიუ >>

    aa
  10. სტილი >>

    aa
  11. რევიუ >>

    aa
  12. რევიუ >>

    aa
  13. რევიუ >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. მარანი >>

    aa
  16. მარანი >>

    aa
  17. მარანი >>

    aa
  18. კულინარია >>

    aa
  19. კულინარია >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. ავტო >>

    aa
  27. ავტო >>

    aa
  28. ავტო >>

    aa
  29. ავტო >>

    aa
  30. ავტო >>

    aa
  31. ავტო >>

    aa
  32. მეცნიერება >>

    aa
  33. მეცნიერება >>

    aa
  34. რევიუ >>

    aa
  35. საზოგადოება >>

    aa
  36. რევიუ >>

    aa
  37. ამბები >>

    aa
  38. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  39. რევიუ >>

    aa
  40. რევიუ >>

    aa
  41. სპორტი >>

    aa
  42. სპორტი >>

    aa
  43. სპორტი >>

    aa
  44. ბიზნესი >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. ამბები >>

    aa
  47. ამბები >>

    aa
  48. ბიზნესი >>

    aa
  49. ბიზნესი >>

    aa
  50. კალათბურთი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. ამბები >>

    aa
  53. განათლება >>

    aa
  54. უცხოეთი >>

    aa
  55. რაგბი >>

    aa
  56. კალათბურთი >>

    aa
  57. სპორტი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი