RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
26 მაისი, კვირა 2013
თბილისი ... ...
სპორტი >>

Ice Cube და დუ­ა­იტ ჰო­ვარ­დი

"ლე­ი­კერ­სის" სამ­ზა­რე­უ­ლო­ში კი­დევ ერ­თი სე­რი­ო­ზუ­ლი ტი­პი შე­ვი­და. რე­პე­რი ორი პიტ­ბუ­ლით და "ლე­ი­კერ­სის" შარ­ფით.

24 საათი 27.07.12

აის ქი­უ­ბი
აის ქი­უ­ბი

"ლე­ი­კერ­სის" სამ­ზა­რე­უ­ლო­ში კი­დევ ერ­თი სე­რი­ო­ზუ­ლი ტი­პი შე­ვი­და. რე­პე­რი ორი პიტ­ბუ­ლით და "ლე­ი­კერ­სის" შარ­ფით.

კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში აის ქი­უ­ბი კარ­გი ბი­ჭია. აის ქი­უ­ბი ყველ­გან კარ­გი ბი­ჭია. ძვე­ლი რე­პე­რი, ძვე­ლი კრი­მი­ნა­ლი, ძვე­ლი გან­გ­ს­ტე­რი, ძვე­ლი ბი­ჭი - აის ქი­უბ­მა ბევ­რი რა­ღაც მო­ას­წ­რო და მის­ტერ AngryMachine "ლე­ი­კერ­სის" გულ­შე­მატ­კი­ვა­რია. ჯეკ ნი­კოლ­სონ­თან, სტი­ვენ სპილ­ბერ­გ­თან, პა­მე­ლა ან­დერ­სონ­თან, ადამ სენ­დ­ლერ­თან, დას­ტინ ჰოფ­მან­თან, ბო­რატ­თან, ბო­რა­ტის ასის­ტენ­ტ­თან ერ­თად. აის ქი­უ­ბი ლოს ან­ჯე­ლეს­ში ახა­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტის პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე მი­ვი­და. ბევ­რ­ზე იჭო­რა­ვა, ბევ­რ­ზე ჭო­რა­ო­ბა და­ე­ზა­რა და რამ­დე­ნი­მე წუ­თი "ლე­ი­კერსს" და­უთ­მო. მის­ტერ ქი­უბს გუნ­დ­ში დუ­ა­იტ ჰო­ვარ­დის გა­დაყ­ვა­ნა არ უნ­და. რა­ღაც თვალ­საზ­რი­სით, ბუთხუ­ზა რე­პე­რი მარ­თა­ლია.

IceCube: "ლე­ი­კერსს" ჰყავს ენ­დ­რიუ ბა­ი­ნუ­მი და არ მეს­მის, რა­ტომ უნ­და გა­ვუშ­ვათ გუნ­დი­დან მო­თა­მა­შე, რო­მე­ლიც უკე­თე­სი, უფ­რო სრულ­ყო­ფი­ლი, გუნ­დის­თ­ვის სა­ჭი­რო გახ­და. ჰო­ვარ­დი სე­რი­ო­ზუ­ლი ტი­პია, მაგ­რამ "ლე­ი­კერ­ს­ზე" მე­ტად უყ­ვარს დო­ლა­რე­ბი. დო­ლა­რე­ბი მეც მიყ­ვარს, ყვე­ლას გვიყ­ვარს, მაგ­რამ ღირ­სე­ბა, ამ გუნ­დის დი­დი ის­ტო­რია უფ­რო მე­ტია, ვიდ­რე მრა­ვალ­წ­ლი­ა­ნი კონ­ტ­რაქ­ტი. ენ­დ­რი­უმ მო­უ­მა­ტა და შარ­შან ჰო­ვარ­დ­ზე ცუ­დი არ იყო. ენ­დ­რიუ ჩვე­ნი კა­ცია, ელ-ეიში თავს კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობს. და­ვი­ტო­ვოთ ბა­ი­ნუ­მი და ამ შე­მად­გენ­ლო­ბით კი­დევ ერ­თხელ ვიქ­ნე­ბით ჩემ­პი­ო­ნო­ბის ფა­ვო­რი­ტე­ბი. თან, კო­ბი გვყავს."

ჰო­ვარ­დის ამ­ბე­ბი არ მთავ­რ­დე­ბა. თქვა: ჯერ "ლე­ი­კერ­ს­ში" ვარ და კონ­ტ­რაქ­ტი გა­ამ­ზა­დე­თო. მე­რე ფულ­ზე წუ­წუ­ნი და­იწყო - მგზავ­რო­ბის ხარ­ჯი უნ­და ამი­ნაზღა­უ­როთ, თო­რემ და­მა­ტე­ბა მი­წევ­სო. "ორ­ლან­დო­ში" დარ­ჩე­ნით ჰო­ვარ­დი ერთ სე­ზონს და­კარ­გავს. შარ­შან, რე­გუ­ლა­რუ­ლის დროს, დუ­ა­ი­ტი ორ­ჯერ და­ე­ლა­პა­რა­კა "მე­ჯი­ქის" ბო­სებს ტრან­ს­ფერ­ზე და თე­მა არ და­ი­ხუ­რა. "ლე­ი­კერ­სი" ჰო­ვარ­დ­ში ამ გე­ნე­რა­ცი­ის უილტ ჩემ­ბერ­ლენს, ჯორჯ მა­ი­ქენს, შაკს ხე­დავს. ფრენ­ჩა­ი­ზი დუ­ა­იტს მომ­ხიბ­ლავ კონ­ტ­რაქტს სთა­ვა­ზობს. ის კი ჯერ ფიქ­რობს, უკე­თეს ვა­რი­ანტს ეძებს. უკე­თე­სი ვა­რი­ან­ტი კა­ლათ­ბურ­თის თა­მა­ში და ერთ სე­ზონ­ში 27 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის აღე­ბაა. ჰო­ვარ­დ­მა ვერ გა­ი­გო, სად და რამ­დე­ნი წლით უნ­და წა­ვი­დეს. ან დარ­ჩეს. ან კა­ლათ­ბურ­თი ითა­მა­შოს. და IceCube უფ­რო ბა­ი­ნუმ­თან ძმა­კა­ცობს, ვიფ­რე დუ­ა­იტ­თან. კო­ბი ბრა­ი­ან­ტის, ბა­ი­ნუ­მის და პო გა­სო­ლის ბენდს კი­დევ ერ­თი ლა­მა­ზი, მოქ­ნი­ლი პროგ­რა­მის დაკ­ვ­რა შე­უძ­ლია. აის ქი­უბ­თან ერ­თად. ბრუ­ტა­ლუ­რი მიქ­ს­ტი. რე­ა­ლუ­რად ბრუ­ტა­ლუ­რი. აის ქი­უბ­მა "ლე­ი­კერ­სის" ახა­ლი ამუ­ნი­ცია შე­უკ­ვე­თა. ზურ­გ­ზე აწე­რია Bynum. აისი მა­გა­რი ტი­პია. სთრით­ბოლ­საც მაგ­რად თა­მა­შობს. ანა­კონ­დებ­საც მაგ­რად იჭერს. KeepTheirHeadRingin’.

 

 

ყველაზე პოპულარული
  1. საზოგადოება >>

    aa
  2. ბლოგი >>

    aa
  3. ინტერვიუ >>

    aa
  4. პოლიტიკა >>

    aa
  5. უცხოეთი >>

    aa
  6. ბლოგი >>

    aa
  7. ბლოგი >>

    aa
  8. პრესომბუდსმენი >>

    aa
  9. თვალსაზრისი >>

    aa
  10. საზოგადოება >>

    aa
  11. თვალსაზრისი >>

    aa
  12. სტილი >>

    aa
  13. რევიუ >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. მარანი >>

    aa
  16. მარანი >>

    aa
  17. მარანი >>

    aa
  18. კულინარია >>

    aa
  19. წიგნები >>

    aa
  20. წიგნები >>

    aa
  21. წიგნები >>

    aa
  22. წიგნები >>

    aa
  23. წიგნები >>

    aa
  24. წიგნები >>

    aa
  25. საზოგადოება >>

    aa
  26. საზოგადოება >>

    aa
  27. ტექნოლოგიები >>

    aa
  28. ტექნოლოგიები >>

    aa
  29. საზოგადოება >>

    aa
  30. რევიუ >>

    aa
  31. თვალსაზრისი >>

    aa
  32. რევიუ >>

    aa
  33. სპორტი >>

    aa
  34. კალათბურთი >>

    aa
  35. კალათბურთი >>

    aa
  36. ჭიდაობა >>

    aa
  37. რევიუ >>

    aa
  38. ამბები >>

    aa
  39. ამბები >>

    aa
  40. ბიზნესი >>

    aa
  41. ბიზნესი >>

    aa
  42. კალათბურთი >>

    aa
  43. სპორტი >>

    aa
  44. სპორტი >>

    aa
  45. სპორტი >>

    aa
  46. სპორტი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი