ძაგნიძე მსოფლიოს ჩემპიონობისთვის იბრძოლებს
12 ოქტომბერს ჭადრაკის სასახლეში პრესკონფერენცია გაიმართა.
24 საათი 13.10.09
12 ოქტომბერს ჭადრაკის სასახლეში პრესკონფერენცია გაიმართა.
ჟურნალისტებს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე და ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ნანა ძაგნიძე შეხვდნენ. ძაგნიძემ ჩინეთის ქალაქ ნანცინში დასრულებულ ქალთა გრან-პრის გათამაშების მეორე ეტაპზე 7,5 ქულა მოაგროვა და მეორე ადგილი დაიკავა. მაკედონიაში დამთავრებულ ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე კი ქართულმა "სამაიამ" ბოლო ტურში პოლონეთის "პოლონიასთან" 2:2 ითამაშა და მესამე ადგილთან ერთად ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.
ძაგნიძემ საპრიზო ფონდიდან 4750 ევრო მიიღო და მშვენიერი შანსი დაიტოვა, რომ დარჩენილი ეტაპების შემდეგ გრან-პრის გამარჯვებული გახდეს და მსოფლიოს ჩემპიონ ალექსანდრ კოსტენიუკს ტიტულს შეეცილოს.
მომავალ წელს ოთხი ეტაპი ჩატარდება, აქედან ძაგნიძე სამში ითამაშებს: რუსეთში, სომხეთში და ჩილეში. მონღოლეთის ტურს კი გამოტოვებს. სულ გან-პრიზე 18 მოჭადრაკე გამოვა. ყველასთვის სავალდებულოა, რომ ოთხ ეტაპზე მაინც ითამაშოს.
შეგახსენებთ, რომ ამ ტურნირზე მაია ჩიბურდანიძეც გამოდის, რომელმაც პირველ ეტაპზე თურქეთში ითამაშა და ბრძოლასაც აგრძელებს. ყველა მოჭადრაკე საბოლოოდ სამ საუკეთესო ეტაპს აირჩევს, რომელზეც გამორჩეული შედეგები ექნება. ქულები დაჯამდება და ორი საუკეთესო ფინალში ითამაშებს, გამარჯვებული კი გადამწყვეტ მატჩში კოსტენიუკს დაუპირისპირდება.
ნანა ძაგნიძე: ჩემთვის ტურნირი კარგად დაიწყო, საბოლოოდ კი მეორე ადგილი დავიკავე. მთლიანობაში კმაყოფილი ვარ, თუმცა ტურნირის მსვლელობის დროს გამოჩნდა, რომ ჩემპიონობაც შემეძლო.
არ მიყვარს თავის მართლება, მაგრამ ჩინეთში მოვიწამლე და ამან ხელი ძალიან შემიშალა. ძალიან სუსტად ვიყავი. დარჩენილ სამ ტურნირზე თუ ასეთ შედგეს ვაჩვენებ მაშინ საშუალება მექნება, რომ ფინალში კოსტენიუკს ვეთამაშო.
გია გიორგაძე: ვულოცავ ნანა ძაგნიძეს ამ წარმატებას. მარლაც კარგი შედეგია. ჩინეთში ძლიერი მოჭადრაკეები თამაშობდნენ. "სამაიას" გამოსვლაც კმაყოფილების საბაბს გვაძლევს. მაკედონიაში ორი უძლიერესი გუნდი თამაშობდა.
"სპარტაკი" და "მონტე-კარლო". ორივე ეს გუნდი სერიოზული მოჭადრაკეებით არის დაკომპექტებული. სამომავლოდ "სამაია" კიდევ უფრო გაძლიერდება და ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.
სპორტისა დაახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტი