RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, პარასკევი 2012
თბილისი ... ...
სპორტი >>

ქალებს ვერცხლი გუნდურად ერგოთ

მოჭადრაკეთა გუნდური ევროპის ჩემპიონატი, რომელიც საქართველოს ქალთა ნაკრებმა წაუგებლად განვლო.

24 საათი 02.11.09

მოჭადრაკეთა გუნდური ევროპის ჩემპიონატი, რომელიც საქართველოს ქალთა ნაკრებმა წაუგებლად განვლო.

საბოლოოდ, ქართველი მანდილოსანი მოჭადრაკეებისთვის ვერცხლის მედლებით (მესამედ) დასრულდა ქართველებს 9 შეხვედრაში 7 გამარჯვება და 2 ყაიმი მოუგროვდათ, მაგრამ მოხდა ისე, რომ მათ დარად, 16 ქულა აღმოაჩნდა ევროპის ჩემპიონ რუსეთის ნაკრებსაც, რომელმაც დამატებითი მაჩვენებლების წყალობით პირველობა ირგუნა. არადა ნოვი სადში დასრულებულ კონტინენტის პირველობაზე ჩრდილოელებმა ერთადერთი შეხვედრა სწორედ საქართველოს ნაკრებთან დათმეს.

საქართველოს ნაკრები ნოვი სადში ნინო გურიელის კაპიტნობითა და ხუთი მოთამაშით - ნანა ძაგნიძე (4 ქულა 8 პარტიაში), ლელა ჯავახიშვილი (5.5-7), სოფიკო ხუხაშვილი (5-7), ნინო ხურციძე (3-6), ბელა ხოტენაშვილი (6.5-8) წარსდგა. მათ შორის საყურადღებოა ნაკრების დებიუტანტის ხოტენაშვილის თამაში, რომელმაც გარდა იმისა, რომ ბევრ სახელოვან მეტოქეს აჯობა და იმავდროულად 6,5 ქულას მოუყარა თავი, საერთო ჩათვლაში, მხოლოდ რუსეთის ნაკრების ლიდერ ნადეჟდა კოსინცევას ჩამორჩა. კოსინცევამ კი თავის მხრივ 9 ტურში 8 ქულა მიითვალა, რაც უდიდესი შედეგია. მესამე ადგილი უკრაინელებმა დაისაკუთრეს.

ქალებისგან განსხვავებით თავი ვერ გამოიჩინა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის გია გიორგაძეს კაპიტნობით მოთამაშე ვაჟთა ნაკრებმა. არადა 4 ტურის შემდეგ ქულათა მაქსიმალური რაოდენობით პირველ საფეხურზე იმყოფებოდნენ, მაგრამ დარჩენილ ხუთ ტურში გამარჯვება ვეღარ შეძლეს. დასკვნით შეხვედრაში ქართველები რეიტინგში გაცილებით დაბლა მდგომ ნორვეგიას დაუზავდნენ და საბოლოოდ 10 ქულით მე-13 საფეხურზე აღმოჩნდნენ.

მოთამაშეთა მონაგარი კი ასეთი იყო: ბაადურ ჯობავა (5-9), მიხეილ მჭედლიშვილი (2.5-6), ლევან ფანცულაია (4-7), მერაბ გაგუნაშვილი (3.5-7), თორნიკე სანიკიძე (4-7). ვაჟთა ჩემპიონატში ოქროს მედლები აზერბაიჯანის ნაკრებმა მოიპოვა, რომელმაც რუსებს ბოლო ტურში გადაასწრო. ბრინჯაო კი, ქალთა ტურნირის მსგავსად, უკრაინის გუნდმა დაისაკუთრა.

ევროპის გუნდური

ჩემპიონატი ჭადრაკში.

ნოვი სადი (სერბეთი).

ვაჟები

საბოლოო მდგომარეობა

15 - აზერბაიჯანი

14 - რუსეთი

13 - უკრაინა, სომხეთი

12 - გერმანია, ესპანეთი, პოლონეთი

11 - უნგრეთი, ჰოლანდია, სერბეთი 1, ისრაელი

10 - ინგლისი, საქართველო, რუმინეთი, შვეიცარია

9 - სლოვენია, საფრანგეთი, ბულგარეთი, ფინეთი, საბერძნეთი, ავსტრია, დანია, ჩეხეთი, ნორვეგია

8 - სერბეთი 2, ხორვატია, ბელგია, მაკედონია

7 - ბოსნია-ჰერცეგოვინა, თურქეთი, ლიტვა, იტალია

6 - ჩერნოგორია, ისლანდია, უელსი

5 - ლუქსემბურგი

2 - შოტლანდია

1 - მონაკო.

ქალები

საბოლოო მდგომარეობა

16 - რუსეთი, საქართველო

12 - უკრაინა, აზერბაიჯანი

11 - სომხეთი, საფრანგეთი, ჩეხეთი

10 - პოლონეთი, სლოვენია, უნგრეთი, რუმინეთი, გერმანია, ისრაელი

9 - ჰოლანდია, საბერძნეთი, ესპანეთი

8 - ინგლისი, იტალია, ხორვატია, ავსტრია, ბულგარეთი

7 - ჩერნოგორია, სერბეთი

6 - ბოსნია-ჰერცეგოვინა

5 - თურქეთი

4 - მაკედონია, ნორვეგია

3 - ფინეთი

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. კინო >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. ავტო >>

    aa
  8. ავტო >>

    aa
  9. ავტო >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. რევიუ >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. მარანი >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  45. ამბები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. ტექნოლოგიები >>

    aa
  48. რევიუ >>

    aa
  49. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  50. რეგიონი >>

    aa
  51. კალათბურთი >>

    aa
  52. სპორტი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. რაგბი >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
  57. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი