RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, პარასკევი 2012
თბილისი ... ...
სპორტი >>

კახა კალაძე: “მჯერა, რომ გამიგებენ”

საქართველო-იტალიის მატჩი კახა კალაძის საფეხბურთო კარიერაში ყველაზე უიღბლო გამოდგა. “ხუთჯვაროსანთა” კაპიტანმა საკუთარ კარში ორი გოლი გაიტანა და, მისივე თქმით, დღემდე ვერ გამოსულა შოკიდან.კახას უკრაინულ გაზეთ “იზვესტია ვ უკრაინეს” კორესპონდენტი ესაუბრა.

24 საათი 16.09.09

საქართველო-იტალიის მატჩი კახა კალაძის საფეხბურთო კარიერაში ყველაზე უიღბლო გამოდგა. “ხუთჯვაროსანთა” კაპიტანმა საკუთარ კარში ორი გოლი გაიტანა და, მისივე თქმით, დღემდე ვერ გამოსულა შოკიდან.კახას უკრაინულ გაზეთ “იზვესტია ვ უკრაინეს” კორესპონდენტი ესაუბრა.

რა თქმა უნდა, ინტერვიუ იმ ავადსახსენებელი ორი გოლით დაიწყო, თუმცა უკრაინული მედიის უფრო დიდ ინტერესს იწვევს ბოლო დროს კალაძის გარშემო გავრცელებული ჭორი, კერძოდ, დაბრუნდება თუ არა კახა კალაძე, ანდრეი შევჩენკოს მსგავსად, კიევის “დინამოში”. ვფიქრობთ, საქართველოს ნაკრების კაპიტნის ინტერვიუ არც ჩვენი მკითხველისთვის იქნება ინტერესმოკლებული.

- იმ თამაშის შემდეგ შოკიდან ვერ გამოვდივარ. მადლობას ვუხდი თანაგუნდელებს, რომლებიც მომხდარს გაგებით მოეკიდნენ და არავის განუსჯივარ. სამწუხაროდ, იგივეს ვერ ვიტყვი სხვებზე. საქართველოში ჭორი გავრცელდა, თითქოს იტალიელებს თამაში “მივეცი”. რატომღაც ბევრმა ჩათვალა, რომ დავეხმარე იმ ქვეყანას, რომლის ჩემპიონატშიც ვთამაშობ.

- რით ახსნით ასეთ წარუმატებლობას?

- რა გითხრათ! ფაქტი ის არის, რომ ორ სათამაშო ეპიზოდში შევცდი. მინდოდა მეტოქის შეტევა გამენეიტრალებინა, მაგრამ რაც გამოვიდა, თავადაც იცით - საკუთარ კარში ორი გოლი გავიტანე.

- შესაძლოა უადგილო კითხვაა, მაგრამ მაინც: ამ ორი ავტოგოლის გამო თქვენს უსაფრთხოებას ხომ არაფერი ემუქრება?

- მჯერა, რომ გამიგებენ. მართალია, ქართველები ფიცხი ხალხი ვართ, მაგრამ, ამავე დროს, გულიანები და ალბათ მაპატიებენ. შემიძლია დავიფიცო, რომ კულისებს მიღმა არავითარი თამაში მიწარმოებია და არავის დავხმარებივარ.

- ბოლო დროს პრესაში ხშირად წერენ, რომ თქვენ, ანდრეი შევჩენკოს მსგავსად, კიევის “დინამოში” აპირებთ დაბრუნებას. ისიც კი ითქვა, რომ კიევში უკვე შეხვდით “დინამოს” მესვეურებს.

- “დინამო” რომ დიდი კლუბია, ამაზე არაერთხელ მისაუბრია. დღეს რომ ფეხბურთელი ვარ, სწორედ ამ კლუბის დამსახურებაა. თუმცა გუნდში დაბრუნების თაობაზე “დინამოს” ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკება არ გამიმართავს. “მილანის” ფეხბურთელი ვარ და ამ კლუბთან მაკავშირებს კონტრაქტი, რომლის პირობების შესრულებას ბოლომდე პირნათლად ვაპირებ.

- “მილანში” ბევრი რამ შეიცვალა. აშკარაა, რომ ლეონარდოს მოსვლის შემდეგ “როსონერი” ისეთ თამაშს ვერ აჩვენებს, როგორსაც მისგან ელიან. ეს ფაქტი არ გაშფოთებთ?

- ლეონარდო ახლა იწყებს სამწვრთნელო კარიერას. დარწმუნებული ვარ, მსგავსი პრობლემები შეექმნებოდა ნებისმიერ მწვრთნელს, რომელიც დიად კლუბში იწყებს მუშაობას. სულ მალე “მილანი” უფრო სანახაობრივ ფეხბურთს აჩვენებს.

- რატომ ვეღარ ხვდებით ძირითადში?

- ამაში პრობლემური არაფერია. დარწმუნებული ვარ, მწვრთნელის ნდობას მალე მოვიპოვებ და კვლავ ძირითად შემადგენლობაში ვითამაშებ.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. კინო >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. ავტო >>

    aa
  8. ავტო >>

    aa
  9. ავტო >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. რევიუ >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. მარანი >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  45. ამბები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. ტექნოლოგიები >>

    aa
  48. რევიუ >>

    aa
  49. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  50. რეგიონი >>

    aa
  51. კალათბურთი >>

    aa
  52. სპორტი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. რაგბი >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
  57. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი