ბალაკს კარიერის დასრულება “ჩელსიში” სურს
“ჩელსისა” და გერმანიის ნაკრების ლიდერ მიხაელ ბალაკს ფიფას ოფიციალური ვებგვერდის ჟურნალისტი, ლონდონურ ცხოვრებაზე, ჩელსიზე და გერმანიის ნაკრებში მის როლზე ესაუბრა.
24 საათი 30.09.09
“ჩელსისა” და გერმანიის ნაკრების ლიდერ მიხაელ ბალაკს ფიფას ოფიციალური ვებგვერდის ჟურნალისტი, ლონდონურ ცხოვრებაზე, ჩელსიზე და გერმანიის ნაკრებში მის როლზე ესაუბრა.
- მიხაელ, აგერ უკვე რამდენიმე წელიწადია ინგლისის დედაქალაქში ცხოვრობთ და მუშაობთ. როგორ მოგწონთ ლონდონი?
- მშვენიერი ქალაქია, განსაკუთრებით მაშინ თუ კარგი ამინდია. ამ ქალაქში ნამდვილად კარგად ვგრძნობ თავს. იცით აქაური კულტურა და კულინარია იმედანად მომეწონა, რომ ლონდონში თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. მოკლედ მეც და ჩემი ოჯახიც ბედნიერი ვართ, ლონდონში ყოფნით.
- “ჩელსიში” ახალი მწვრნელი მოვიდა, როგორ დაახასიათებდით კარლო ანჩელოტის?
- უდიედსი გამოცდილების სპეციალისტია და მისი მთავარი საზრუნავი ის გუნდია სადაც მუშაობს. რა თქმა უნდა როდესაც სამი წლის განმავლობაში ოთხ მწვრთნელს შეიცვლტ ამაში კარგი არაფერია. რაც შეეხება ანჩელოტის მას უკვე დამტკიცებული აქვს თავისი ოსტატობა და ახლა ჯერი ჩვენზეა მასთან ერთად წესით წარმატება უნდა მოვიდეს.
- “ჩელსიში” თქვენ გიწევთ ურთიერთობა ისეთ ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან დიდიე დროგბა, ჯონ ტერი, ფრანკ ლამპარდი, რას გრძნობთ, როდესაც ყოველდღიურად გიწევთ ამ დონის ტოპვარსკვლავებისთვის ხელის ჩამორთმევა?
- ვერ გეტყვით, რომ რაიმე განსაკუთრებულს. ჩვენ თანაგუნდელები ვართ და ცხადია ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ყოველდღიური ვარჯიში თამაშები…მოკლედ ძალაუნებურად დამეგობრდები. მაგალითისთვის მე საკმაოდ კარგი ურთიერთობა მქონდა ანდრეი შევჩენკოსთან და გული მწყდება, რომ მან “ჩელსი” დატოვა. თანაც აქ ლონდონში მე და ჩემს მეუღლეს მეგობრებიც გვყავს, რომლებსაც ფეხბურთთან არაფერი აკავშირებთ და თავისუფალ დროს ხშირად მათთანაც ვატარებთ.
- თქვენი კონტრაქტი “ჩელსისთან” ზაფხულში იწურება. რას აპირებს ამის შემდეგ მიხაელ ბალაკი?
- ვიმედოვნებ, რომ კონტრაქტს გავაგრძელებ. თუმცა ცხადია ჯერ ყველაფერზე ოჯახს დავეკითხები. ჩემს ასაკში რაიმე ხანგრძლივ საფეხბურთო გეგმაზე არ უნდა იფიქრო. მესმის, რომ არც ისე შორსაა ის დღე, როდესაკც კარიერის დასრულება მომიწევს. ამჟამად მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს კლუბში ვარ და უარს ნამდვილად არ ვიტყოდი თუ კარიერასაც აქ დავასრულებ,
- მიუხედავად ხანგრძლივი და წარმატებული კარიერისა თქვენ ტიტულები ფაქტობრივად არ გაქვთ მოგებული. არც საკლუბო და არც სანაკრებო დონეზე.
- მართალი ბრძანდებით და ცხადია მსურს ტიტულის მოგება. წლეულს “ჩელსის” პრიორიტეტი ინგლისის ჩემპიონობის მოგება იქნება. პირადად ჩემი ოცნება კი ჩემპიონთა ლიგის მოგება გახლავთ.
- უკვე რამდენიმე წელია გერმანიის ნაკრების კაპიტანი ბრძანდეით. რას ნიშნავს ეს თქვენთვის?
- ჩემი ქვეყნის ნაკრების კაპიტნობა ჩემთვის უდიდესი პატივია. როდესაც პირველად ამირჩიეს კაპიტნად საშინლად ვნერვიულობდი. დროთა განმავლობაში ცხადია ამას შევეჩვიე და ახლა კაპიტნობა სიამოვნებასაც მანიჭებს.
- გერმანიის ნაკრების წარმატებული თამაში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, რისი შედეგია მუყაითი შრომის თუ ფეხბურთელთა ოსტატობის?
- ორივე ერთად და ამ ას დაუმატეთ თითოეული ფეხბურთელის ფსიქოლოგიური სიძლიერეც.
- 2010 წლის მუნდიალის ფინალური ეტაპი თქვენთვის რიგით მესამე მსოფლიოს ჩემპიონატი იქნება. 2002 და 2006 წლების ფინალური ეტაპებიდან ყველაზე მეტად რა დაგამახსოვრდათ?
- ორივე ტურნირი ჩემთვის როგორც ფეხბურთელისთვის ემოციურად ძალიან მძიმე გამოდგა. 2002-ში მეოთხედფინალშიც და ნახევარფინალშიც გამარჯვების გოლები გავიტანე და ფინალის გამოტოვება მომიწია, ამაზე დიდი საშინელება რა უნდა ყოფილიყო. 2006 წლის მუნდიალზე ატმოსფერო ენითაუწერელი იყო. გერმანელებმა ამ ჩემპიონატისთვის ბევრი გააკეთეს და ტურნირმა აშკარად გაამართლა როგორც წმინდა საფეხბურთო თვალსაზრისით ასევე ორგანიზაციული მხარის მხრივაც.
- ფიფას რეიტინგში გერმანიის ნაკრები მეოთხე ადგილზე. თქვენი აზრით ამაჟამად რა შეფარდებაა გერმანიის ნაკრებსა და სხვა ნაკრებ გუნდებს შორის?
- იცით ამ რეიტინგს დიდ ყურადღებას არ ვაქცევ. მთავარია გუნდი დიდ ტურნირზე როგორ თამაშობს.