RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, პარასკევი 2012
თბილისი ... ...
სპორტი >>

2010 მატჩი, წუთი, გოლი, ქულა

დადგა 2010 წელი და გთავაზობთ 10 საფეხბურთო მოვლენას, რომელიც ასე თუ ისე უკავშირდება რიცხვ 2010-ს.

24 საათი 06.01.10

დადგა 2010 წელი და გთავაზობთ 10 საფეხბურთო მოვლენას, რომელიც ასე თუ ისე უკავშირდება რიცხვ 2010-ს.

1. ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირთა სიაში “ბარსელონას” ფორვარდი ტიერი ანრი 50 გატანილი გოლით მე-3 ადგილს იკავებს. 2001-02 წლების სეზონში, ჩემპიონთა ლიგის მატჩში, რომელშიც “არსენალი” “შალკეს” ეთამაშებოდა, თამაშის 47-ე წუთზე ანრიმ პენალტით გაიტანა გოლი. ეს იყო 2010-ე გოლი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში.

2. ერაყის ნაკრები მეორე აზიური გუნდია, რომელიც ოლიმპიური საფეხბურთო ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. ეს მოხდა ათენში, 36 წლის შემდეგ, რაც 1968 წლის ოლიმპიურ თამაშებზე იაპონელებმა ბრინჯაოს მედლები მოიგეს. ნახევარფინალში ერაყელები პარაგვაის ნაკრებთან 1:3 დამარცხდნენ. იმ თამაშის 83-ე წუთზე ერაყელთა ფორვარდმა რაზაკ ფარჰანმა პრესტიჟის გოლი გაიტანა. სწორედ ეს გოლია 2010-ე ოლიმპიური თამაშების ისტორიაში.

3. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სერბეთისა და ჩერნოგორიის ნაკრებმა ყველა მატჩი წააგო და რეიტინგის მიხედვით ბოლო - 32-ე ადგილი დაიკავა. ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში სერბები კოტ დ`ივუარის ნაკრებს ორბურთიანი უპირატესობით ამარცხებდნენ, მაგრამ ანგარიში ვერ შეინარჩუნეს და მატჩი 2:3 წააგეს. მატჩის მე-20 წუთზე საშა ილიჩის მიერ გატანილი გოლი კი მსოფლიო ჩემპიონატების ფინალური ტურნირების ისტორიაში 2010-ე გამოდგა.

4. გერმანული საფეხბურთო კლუბი “კიოლნი” მიმდინარე საფეხბურთო სეზონში აუცილებლად გაუშვებს საკუთარ კარში 2010-ე გოლს. ახლა კლუბის არსებობის მანძილზე ამ გუნდის კარში 2006 გოლია გასული. დარჩენილი ოთხიც 2010 წელს გავა. ეს უეჭველად მოხდება, მით უმეტეს, რომ პირველი წრის 17 მატჩში “თხებს” უკვე 15 გოლი აქვთ გაშვებული.

5. ხორვატიის ნაკრებმა, პოლონეთის ეროვნული გუნდის დამარცხებით, 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ჯგუფური ტურნირი ასპროცენტიანი შედეგით დაასრულა. 3 თამაში - 9 ქულა. ხორვატებსა და პოლონელებს შორის გამართული მატჩი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში 2010-ე გამოდგა (გათვალისწინებულია შესარჩევი ციკლის მატჩებიც).

6. 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ხორვატიის ნაკრებმა იტალიელები დაამარცხა. სწორედ ამ თამაშში შეწყდა “სკუადრა აძურას” 12-მატჩიანი წაუგებელი სერია მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე. ამ თამაშის შემდეგ პაოლო მალდინის 2010 წუთი დაუგროვდა, რომელიც მან მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ ეტაპზე გაატარა. ამავე ჩემპიონატზე ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ეს მაჩვენებელი 2217 წუთამდე გაზარდა და ეს მსოფლიო რეკორდია.

7. 2005 წლის 12 ოქტომბერს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩს, რომელშიც ლუქსემბურგისა და ესტონეთის ნაკრები გუნდები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, სულ 2010 მაყურებელი ესწრებოდა. რეკორდული მაჩვენებელი კი 1950 წლის 16 ივლისს დაფიქსირდა - “მარაკანას” სტადიონზე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრას, რომელშიც ურუგვაიმ ბრაზილიის ნაკრები დაამარცხა, 199 854 გულშემატკივარი დაესწრო.

8. იაპონიის ქალთა საფეხბურთო ნაკრები 2010 წელს ფიფას რეიტინგში 2010 ქულით შეხვდა. საინტერესოა, რომ მამაკაცთა საფეხბურთო რეიტინგში ამდენი ქულა არავის აქვს. იაპონიის ქალთა ნაკრები რეიტინგში მეექვსე ადგილზეა.

9. ლოთარ მათეუსი (გერმანია), კაფუ (ბრაზილია), ლილიან ტურამი (საფრანგეთი), პეტერ შმეიხელი (დანია), ლუიშ ფიგუ (პორტუგალია), გეორგე ჰაჯი (რუმინეთი), კარელ პობორსკი (ჩეხეთი), გეორგე პოპესკუ (რუმინეთი), ჰაკან შუქური (თურქეთი), ფრანკ დე ბური (ჰოლანდია), ზინედინ ზიდანი (საფრანგეთი), იურგენ კლინსმანი (გერმანია), პატრიკ ვიეირა (საფრანგეთი), ჰენრიკ ლარსონი (შვედეთი), მიკაელ ლაუდრუპი (დანია), ფრანც ბეკენბაუერი (გერმანია) და კენი დალგლიში (შოტლანდია) - ყველა მათგანს საკუთარი ქვეყნის ნაკრებში 100 და მეტი მატჩი აქვს გამართული, ხოლო თუ მათ მიერ გამართულ თამაშებს შევაჯამებთ, სწორედ 2010 მატჩს მივიღებთ.

10. ფრანგი ტიერი ანრი, იტალიელი პაოლო მალდინი, ესპანელები ხავი და რაული, ინგლისელი დევიდ ბექჰემი, ბრაზილიელი რობერტო კარლოსი, აგრეთვე იუგოსლავიელი დეან სავიჩევიჩი - ეს ფეხბურთელები არასდროს არ გამხდარან “ოქროს ბურთის” მფლობელები. “ფრანს ფუტბოლის” მიერ ჩატარებულ გამოკითხვებში მათ ჯამურად 2010 ქულა დააგროვეს, ანუ საშუალოდ 287 თითოეულზე. შედარებისთვის გეტყვით, რომ ლოთარ მათეუსმა “ოქროს ბურთი” 239 ქულის დაგროვებით მოიგო, მაიკლ ოუენმა - 232, პაველ ნედვედმა - 226, რუუდ გულიტმა - 223.

ბოლო კომენტარები
ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. კინო >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. ავტო >>

    aa
  8. ავტო >>

    aa
  9. ავტო >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. რევიუ >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. მარანი >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  45. ამბები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. ტექნოლოგიები >>

    aa
  48. რევიუ >>

    aa
  49. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  50. რეგიონი >>

    aa
  51. კალათბურთი >>

    aa
  52. სპორტი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. რაგბი >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
  57. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი