RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, პარასკევი 2012
თბილისი ... ...
სპორტი >>

ლიგამ ბრიტანულ-იტალიური ელფერი მიიღო

დღეს 2009-10 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშება განახლდება.

24 საათი 16.02.10

დღეს 2009-10 წლების ჩემპიონთა ლიგის გათამაშება განახლდება.

ევროპული საკლუბო ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი გადამწყვეტ ფაზაში შედის. ფეხბურთის ქომაგთათვის ცნობილია, რომ ჩემპიონთა ლიგის მეთექვსმეტედფინალების კალენდარში გარკვეული ცვლილებებია. კერძოდ, თამაშების ნაწილი დღეს და ხვალ გაიმართება, მეორე ნაწილი კი - ერთი კვირის შემდეგ.

სამშაბთ-ოთხშაბათის მთავარი მატჩი გაიმართება "სან სიროზე", სადაც "მილანი" "მანჩესტერ იუნაიტედს" უმასპინძლებს. ერთი კვირის თავზეც მთავარი იტალიურ-ინგლისური დაპირისპირება იქნება - "სან სიროზე" "ინტერი" "ჩელსის" უმასპინძლებს.

"მილანისა" და "მანჩესტერის" მატჩში დევიდ ბექჰემი იქნება ყურადღების ცენტრში. მანკუნიანელთა ყოფილი კაპიტანი ახლა "მილანის" შავ-წითელი მაისურით თამაშობს და "როსონერის" წარმატებაც დიდწილად "ბექსის" სპორტულ ფორმაზეა დამოკიდებული. კახა კალაძე ალბათ არც ამ მატჩს ითამაშებს - საეჭვოა, რომ ლეონარდომ მას ამ უმნიშვნელოვანეს თამაშში მისცეს თავის გამოჩენის საშუალება. მიუხედავად ამისა, ალბათ მაინც საინტერესოა, რას ფიქრობს მილანელთა ქართველი მცველი მომავალ მატჩზე. კახამ საკუთარი მოსაზრებები თავისი ვებგვერდის ჟურნალისტს გაუზიარა.

"ვბრუნდებით ევროპაში. ჩემპიონთა ლიგას დიდი ხიბლი აქვს. კარგია აქ ასპარეზობა. არ ვიცი, ჩემთვის როგორ იქნება... თუმცა, გუნდი მზად არის. რამდენიმე დღე გვქონდა იმისთვის, რომ ამ მატჩისთვის სათანადოდ მოვმზადებულიყავით. გვახსოვს, რაც მოხდა 2007 წელს. მაგრამ ის სხვა "მანჩესტერი" იყო და ჩვენც - სხვა "მილანი". შედარება სააჭირო არ არის. აწმყოს უნდა ვუყუროთ.

არა მგონია, რომ სწორი იყოს მოწინააღმდეგის შიში. ალბათ უფრო სწორია მისი პატივისცემა. ისინი ძალიან ძლიერები არიან. ინგლისის ჩემპიონატში არცთუ ისე წარმატებული სტარტის შემდეგ გამოასწორეს მდგომარეობა და ამას უკანასკნელი მატჩები ადასტურებს. თუმცა, ჩვენც აქ ვართ, ვიცით, რასაც წარმოვადგენთ. შეგვიძლია მზად ვიყოთ იმისთვის, რომ დარტყმას დარტყმითვე ვუპასუხოთ."

ეს მატჩი ორმაგად მნიშვნელოვანია უეინ რუნისთვის, რომელიც "სან სიროზე" თავის 50-ე მატჩს გამართავს ჩემპიონთა ლიგაში.

არანაკლებ საინტერესო მატჩი გაიმართება ლიონში - არც ისე კარგ ფორმაში მყოფი "ოლიმპიკი" "რეალს" უმასპინძლებს. ხვალ კიდევ ორი დაპირისპირების მომსწრენი გავხდებით. მიუნხენში ლუი ვან გაალის "ბაიერნი" "ფიორენტინას" ხვდება, არსენ ვენგერის "არსენალი" კი პორტოს ეწვევა და ადგილობრივ გუნდს "დრაგაოზე" შეერკინება.

ბოლო კომენტარები
ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. კინო >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. ავტო >>

    aa
  8. ავტო >>

    aa
  9. ავტო >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. რევიუ >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. მარანი >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  45. ამბები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. ტექნოლოგიები >>

    aa
  48. რევიუ >>

    aa
  49. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  50. რეგიონი >>

    aa
  51. კალათბურთი >>

    aa
  52. სპორტი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. რაგბი >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
  57. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი