RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, პარასკევი 2012
თბილისი ... ...
სპორტი >>

ანანიძეს "მილანში" ელიან

სულ მალე იტალიურ "მილანში" შესაძლოა ორი ქართველი ვიხილოთ - საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ახალგაზრდა ფეხბურთელს ჯანო ანანიძეს "როსონერის" სკაუტები აკვირდებიან.

24 საათი 11.03.10

ჯანო ანანიძეს
ჯანო ანანიძეს "მილანში" უხმობენ

სულ მალე იტალიურ "მილანში" შესაძლოა ორი ქართველი ვიხილოთ - საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "სპარტაკის" ახალგაზრდა ფეხბურთელს ჯანო ანანიძეს "როსონერის" სკაუტები აკვირდებიან.

ეს ინფორმაცია რუსულმა ინტერნეტ გამოცემა lifesports.ru-მ გაავრცელა. ამავე წყაროს ცნობით, ჯანოს "მილანში" გადასვლის წინააღმდეგი ყოფილა მამამისი - ამირან ანანიძე. გაგაცნობთ მასალას, რომელიც რუსულმა გამოცემამ გამოაქვეყნა.

"მილანის" სელექციონერები "სპარტაკის" ახალგაზრდა ქართველი ვუნდერკინდის ჯანო ანანიძის თამაშს აკვირდებიან. "სახალხო გუნდის" 17 წლის იმედის რამდენიმე თამაშს მილანური კლუბის წარმომადგენლები უკვე დაესწრნენ. ჯანოს "მილანში" გადასვლას მხოლოდ ერთი რამ შეუშლის ხელს - ამ ტრანსფერს კატეგორიულად ეწინააღმდეგება ანანიძის მამა - ამირანი, რომელიც თავისი პირმშოს შორს გაშვებას არ აპირებს. ყოველ შემთხვევაში, მანამ, სანამ ჯანოს 20 წელი არ შეუსრულდება.

"მე წინააღმდეგი ვიქნები. ჩემი შვილი ჯერ ძალიან ახალგაზრდაა. თანაც, აქ საკმაოდ კარგად გვექცევიან. რატომ უნდა დატოვოს ჯანომ ის გუნდი, რომელშიც ასე კარგად თამაშობს. არა, ჩვენ არსად გადასვლას არ ვაპირებთ", - ამბობს ამირანი.

თუმცა, ალბათ არც ჯანოს მამის დათანხმება იქნება ძნელი. ბოლოს და ბოლოს, "მილანში" ჯანოს მფარველი და პატრონი ეყოლება - კახა კალაძე "როსონერიში" უდიდესი პატივისცემით სარგებლობს და ახალგაზრდა თანამემამულეს უმეთვალყურეოდ არ დატოვებს.

"მილანის" მესვეურებმა ჯანოს ტრანსფერის თაობაზე აზრი ჰკითხეს რეზო ჭოხონელიძესაც (ჭოხონელიძე "მილანის" თანამშრომელი იყო, ახლა კი კიევის "დინამოს" გენერალური დირექტორია). ცნობილმა საფეხბურთო მოღვაწემ განაცხადა, რომ "როსონერის" წარმომადგენლები არასდროს ინანებენ, თუ ჯანოს იყიდიან.

საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა პლეიმეიკერისადმი მარტო "მილანი" როდი იჩენს ინტერესს - ჯანოს შეძენის სურვილი უკვე გამოთქვეს ესპანურმა "სევილიამ", იტალიურმა "იუვენტუსმა" და ინგლისურმა "არსენალმა", რომელიც ახალგაზრდა ტალანტების ყიდვით არის განთქმული.

ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, ჯანომ ერთი მატჩი უკვე გამართა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში. "სპარტაკის" ძირითადში ადგილს იმკვიდრებს და რუსეთის ჩემპიონატშიც გამოირჩევა. მისი დებიუტი რუსულ პრემიერლიგაში 2009 წლის 1 აგვისტოს გაიმართა, 18 ოქტომბერს კი პირველი გოლი გაიტანა და რუსული პრემიერლიგის ყველაზე ახალგაზრდა მეგოლედ იქცა."

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. კინო >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. ავტო >>

    aa
  8. ავტო >>

    aa
  9. ავტო >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. რევიუ >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. მარანი >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  45. ამბები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. ტექნოლოგიები >>

    aa
  48. რევიუ >>

    aa
  49. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  50. რეგიონი >>

    aa
  51. კალათბურთი >>

    aa
  52. სპორტი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. რაგბი >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
  57. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი