RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, პარასკევი 2012
თბილისი ... ...
სპორტი >>

DON`T CRY, MARADONA!

“ჩვენ გერმანელებს მივეცით უპირატესობა და მათ ამით ისარგებლეს.

24 საათი 05.07.10


დიდი დიეგო გერმანიამ დააპატარავა
დიდი დიეგო გერმანიამ დააპატარავა

“ჩვენ გერმანელებს მივეცით უპირატესობა და მათ ამით ისარგებლეს.

ცუდად არ გვითამაშია, მაგრამ რაღაც დაგვაკლდა. მატჩის შემდეგ გასახდელში ერთმანეთს თითქმის არ ველაპარაკებოდით, ყველა გულგატეხილი იყო. მესი ტიროდა. ნურავინ იტყვის, რომ ის ნაკრებში თამაშისას ბოლომდე არ იხარჯება. ლეომ, ისევე როგორც მთელმა გუნდმა, გამარჯვებისთვის ყველაფერი გაიღეს. მე, შესაძლოა, წავიდე. გადაწყვეტილებას მას შემდეგ მივიღებ, რაც ოჯახს, ფეხბურთელებს და არგენტინის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს დაველაპარაკები. თუმცა, ვინც არ უნდა იყოს არგენტინის ნაკრების მწვრთნელი, გუნდმა უნდა გააგრძელოს იმ სტილში თამაში, რომელშიც თამაშობდა. ეს ბიჭები ნამდვილ არგენტინულ ფეხბურთს აჩვენებდნენ. დღევანდელ დღეს იმ დღეს შევადარებდი, როდესაც კარიერა დავასრულე. აბსოლუტურად გამოფიტული ვარ. თავს ისე ვგრძნობ, თითქოს სახეში მუჰამედ ალის მუშტი მომხვედროდეს”, - განაცხადა დიეგო მარადონამ გერმანიის ნაკრებთან მარცხის შემდეგ.

ბუნდესნაკრები დონ დიეგოსთვის რუბიკონად იქცა. ისტორიას გადავავლოთ თვალი. 1990 წელი. დიეგო მარადონა არგენტინის ნაკრებს მარტო მიათრევს მსოფლიო ჩემპიონის ტიტულისკენ. ფინალურ მატჩში “ალბისელესტე” გერმანიის ნაკრებს ხვდება და მატჩის ბედი მსაჯის მიერ უსამართლოდ დანიშნულმა პენალტმა გადაწყვიტა. არგენტინამ წააგო, დიეგო კი ტიროდა.

მას შემდეგ 20 წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში მარადონას ცხოვრებაში იყო ყველაფერი - აღმაფრენაც და დაცემაც, ნარკოტიკები, მეგობრობა ფიდელ კასტროსთან, სრული დეგრადაცია, შემდეგ მკურნალობა და ნორმალური ცხოვრების დაწყება. 2010 წლის მუნდიალზე დიეგო რესპექტაბელურ მწვრთნელად მოგვევლინა, კოსტიუმში გამოწყობილი ლეგენდა სულ სხვაგვარად წარდგა ჩვენს წინაშე და, ალბათ, მათი სიმპათიაც კი დაიმსახურა, ვინც მას დასანახავად ვერ იტანს. სამხრეთ აფრიკის მუნდიალზე ბევრი ვარსკვლავი ჩავიდა - მესი, კაკა, რონალდუ, ვილია, ტორესი… მაგრამ ამ მუნდიალის ვარსკვლავი მაინც დიეგო მარადონა იქნებოდა, რომ არა ბუნდესნაკრები, რომელმაც კიდევ ერთხელ გადაუჭრა დიეგოს აბსოლუტური დიდებისკენ მიმავალი გზა. ამჯერად - მსაჯების დახმარების გარეშე, ამჯერად დამსახურებულად. ლიოვის გუნდმა პირწმინდად დაჩაგრა მარადონას ნაკრები. გერმანული მანქანა ერთი კონკრეტული თამაშისთვის უკეთ მოემზადა. რა თქმა უნდა, შაბათს კეიპტაუნის “გრინ პოინტზე” დაფიქსირებული საბოლოო შედეგი არ ასახავს რეალურ ძალთა თანაფარდობას, რაც არგენტინისა და გერმანიის ნაკრებ გუნდებს შორის არსებობს - ბუნდესნაკრები ამდენად ძლიერი არ არის არგენტინაზე. თუმცა, იმ კონკრეტულ მატჩში გერმანელებმა გაცილებით უკეთ ითამაშეს, ვიდრე სამხრეთამერიკელებმა და ნახევარფინალშიც სრულიად დამსახურებულად გავიდნენ.

ლიოვმა დანაპირები აასრულა. მან თქვა: ვიცი, როგორ უნდა მოვუგო არგენტინასო და ეს გვაჩვენა კიდეც. გერმანიის ნაკრებმა ბოლომდე გამოიყენა არგენტინული დაცვის შეცდომები და მეტოქეს არაფერი არ აპატია.

თავად თამაშის პერიპეტიებზე საუბარი ალბათ არც ღირს - გულშემატკივარმა ყველაფერი თავად იხილა. ბუნდესმანქანამ მაქსიმალური სიჩქარე ჩართო და შეიძლება თუ არა ამ მანქანის შეჩერება, ამას მხოლოდ ნახევარფინალი გვიჩვენებს, სადაც ლიოვს და მის შეგირდებს ევროპის ჩემპიონის წინააღმდეგ მოუწევთ თამაში. ამავე დროს, გვინდა ერთ დეტალზე გავამახვილოთ ყურადღება: მუნდიალზე გერმანიის ნაკრების ლიდერად ითვლებოდა ახალგაზრდა გაგერმანელებული თურქი მესუთ ოზილი, რომელიც თამაშის დაწყებისას გერმანიის ჰიმნსაც კი არ მღერის, მეოთხედფინალმა კი დაგვანახა, ვინ არის გერმანელთა ნამდვილი ლიდერი. ბასტიან შვაინშტაიგერი - აი, ის ფეხბურთელი, რომელიც შაბათის მატჩის მთავარ გმირად იქცა. “ბასტის” თავად არ გაუტანია, მაგრამ სწორედ მან განაპირობა გერმანელთა უპირატესობა მოედნის ცენტრში, რამაც ბუნდესნაკრები საბოლოო შედეგამდე მიიყვანა.

კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც მუნდიალის გმირობაზე აცხადებს პრეტენზიას, მიროსლავ კლოზეა. ის არა მარტო ამ მუნდიალის, არამედ მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში შესვლას უმიზნებს. შაბათს გატანილი ორი გოლის წყალობით გერმანელთა მთავარ მეგოლეს მსოფლიო ჩემპიონატებზე უკვე თოთხმეტი გოლი დაუგროვდა. ამ მაჩვენებლით ის მხოლოდ ბრაზილიელ რონალდოს ჩამორჩება და გაუტოლდა ლეგენდარულ გერდ მიულერს. კლოზეს კიდევ ორი მატჩი აქვს გასამართი და შესაძლოა რონალდოს რეკორდიც დაამხოს.

“რა თქმა უნდა, ჩემთვის კომპლიმენტია, როცა გერდ მიულერს მადარებენ, თუმცა, გერდს მხოლოდ ორ მსოფლიო ჩემპიონატზე აქვს ნათამაშები. ჩემთვის კი ეს მესამე მუნდიალია. მიხარია, რომ კიდევ ორი მატჩის თამაშის საშუალება მექნება, თუმცა, რეკორდებზე არ ვფიქრობ. ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ და წარმატება თავად მოვა”, - თქვა კლოზემ.

argentina - germania

0:4

კეიპტაუნი, “გრინ პოინტი”

მსაჯი: რავშან ირმატოვი (უზბეკეთი)

გოლები: 0:1 მიულერი (3), 0:2 კლოზე (68), 0:3 ფრიდრიხი (74), 0:4 კლოზე (89).

გაფრთხილება: ოტამენდი (11), მასკერანო (79) - მიულერი (35)

არგენტინა: რომერო, ოტამენდი (პასტორე 70), დემიკელისი, ბურდისო, ჰაინცე, მასკერანო, დი მარია (აგუერო 76), მაქსი როდრიგესი, მესი, ტევესი, იგუაინი.

მთავარი მწვრთნელი: დიეგო მარადონა.

გერმანია: ნოიერი, ლამი, მერტეზაკერი, ფრიდრიხი, ბოატენგი (იანსენი 72), ხედირა (კროოსი 77), შვაინშტაიგერი, იოზილი, მიულერი (ტროხოვსკი 84), პოდოლსკი, კლოზე.

მთავარი მწვრთნელი: იოახიმ ლიოვი.

“24 საათის” რჩეული: ბასტიან შვაინშტაიგერი.

 

 

 

 

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. კინო >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. ავტო >>

    aa
  8. ავტო >>

    aa
  9. ავტო >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. რევიუ >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. მარანი >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  45. ამბები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. ტექნოლოგიები >>

    aa
  48. რევიუ >>

    aa
  49. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  50. რეგიონი >>

    aa
  51. კალათბურთი >>

    aa
  52. სპორტი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. რაგბი >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
  57. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი