RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, პარასკევი 2012
თბილისი ... ...
სპორტი >>

თამაში თბილისურ ყანაში

“ასეთ ყანაში თუ ვითამაშებთ, უპირატესობას ვერც ერთ გუნდთან ვერ მოვიპოვებთ.

24 საათი 08.09.10

“ასეთ ყანაში თუ ვითამაშებთ, უპირატესობას ვერც ერთ გუნდთან ვერ მოვიპოვებთ.

ასეთ მინდორზე თამაში იმ გუნდს აძლევს ხელს, ვინც ფრეზე ფიქრობს. ასეთ ყანაში თამაშის მოგება შეუძლებელია”, - განაცხადა საქართველო-ისრაელის მატჩის შემდეგ თემურ ქეცბაიამ.

ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონის მინდვრის საფარი მართლაც სერიოზულ პრობლემას ქმნიდა როგორც საქართველოს, ისე ისრაელის ნაკრებისთვის, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი სტუმრები თბილისში ქულის ასაღებად ჩამოვიდნენ, ჩვენ კი მოგება გვინდოდა, მინდვრის საფარი ისრაელის ნაკრების დამხმარედ იქცა.

ფერნანდესმა მატჩის დაწყებამდეც განაცხადა, რომ თბილისიდან ქულის წაღების შემთხვევაში კმაყოფილი იქნებოდა და მატჩის შემდეგაც არ დაუმალავს, რომ შედეგი მისთვის სრულიად მისაღებია და საქართველოს ნაკრების მიმართ კომპლიმენტები არ დაიშურა.

“თქვენი გუნდის პროგრესი აშკარაა. საკმაოდ კარგი ნაკრები გყავთ და თუ ასე გააგრძელებთ, ბევრს მიაღწევთ. ვულოცავ საქართველოს ნაკრებს მაღალი დონის თამაშს. შედეგით კი, ცხადია, კმაყოფილი ვარ”, - თქვა ფერნანდესმა პრესკონფერენციაზე.

საქართველოს ნაკრები საბერძნეთში მოპოვებული ქულის შემდეგ თბილისში მოგებას გეგმავდა. ეს ცხადი გახდა მატჩის დაწყებამდეც, როდესაც ძირითადში კვირკველიას ნაცვლად ჯანო ანანიძე გამოჩნდა. ქეცბაიამ, ბერძნული მატჩისგან განსხვავებით, უფრო შემტევი ტაქტიკა აირჩია, რაც თამაშითაც გამოჩნდა. საქართველოს ნაკრები სრულ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა, ჩვენი სტუმრები კი ძირითადად საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ. ქეცბაიას გუნდის უპირატესობა იმაშიც გამოიხატა, რომ ებრაელ ფეხბურთელებს საქართველოს ნაკრების კართან ერთი სახიფათო მომენტიც კი არ შეუქმნიათ. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი ნაკრების მცველების დამსახურებაა, განსაკუთრებით კი მალხაზ ასათიანის, რომელმაც გუშინ ბრწყინვალე მატჩი გამართა. “ასკა” შეუდარებელი იყო. დაცვაში აუღელვებლად თამაშობდა და მისი სიმშვიდე სხვებსაც გადაედოთ. მალხაზი მთელი თამაშის განმავლობაში არ შემცდარა და, რაც მთავარია, პარტნიორებსაც ბრწყინვალედ აზღვევდა. რამდენჯერმე მან ჩვენი გუნდის მწვავე შეტევაც წამოიწყო. მოკლედ, გუშინ ასათიანი ერთ-ერთი საუკეთესო იყო მინდორზე. საქართველოს ნაკრების დაცვის კარგი თამაში ნაწილობრივ იმანაც განაპირობა, რომ არც ებრაელი ფორვარდები წყვეტდნენ ციდან ვარსკვლავებს.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრების შემტევ პოტენციალს, აქ პრობლემები აშკარაა. გარკვეულწილად ეს, შესაძლოა, მართლაც მინდვრის საფარის ბრალი იყოს, მაგრამ მთელი მატჩის განმავლობაში გუნდი მეტოქის კარის მიმართულებით რომ სულ რამდენჯერმე დაარტყამს, ეს უკვე დამაფიქრებელია. გარკვეულწილად ჩვენს ნაკრებს ფორტუნამაც ზურგი აქცია. პირველ ტაიმში ისრაელის ნაკრების კართან ორი აშკარა საგოლე მომენტი შეიქმნა. ერთხელ დვალიშვილს არ გამოუვიდა დარტყმა, მეორედ კი სტუმრები კარის ძელმა იხსნა. საგოლე მომენტი მეორე ტაიმშიც შეიქმნა, თუმცა, იღბალმა არც ამჯერად ისურვა ჩვენკენ შემოტრიალება - სირაძის დარტყმის შემდეგ ბურთი მცირე მანძილით აცდა კარს.

ერთ რამ ფაქტია: ქეცბაიას ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებს არ წაუგია. როგორც ჩანს, გუნდმა უკვე ისწავლა, როგორ არ უნდა წააგოს. ახლა საჭიროა, მოგებაც ვისწავლოთ.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. კინო >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. ავტო >>

    aa
  8. ავტო >>

    aa
  9. ავტო >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. რევიუ >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. მარანი >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  45. ამბები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. ტექნოლოგიები >>

    aa
  48. რევიუ >>

    aa
  49. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  50. რეგიონი >>

    aa
  51. კალათბურთი >>

    aa
  52. სპორტი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. რაგბი >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
  57. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი