RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, პარასკევი 2012
თბილისი ... ...
სპორტი >>

ფეხ­ბურ­თი­დან წა­სუ­ლი ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბი

2011 წელს ფეხ­ბურ­თი­დან სა­მი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი წა­ვი­და, რომ­ლე­ბიც დიდ ფეხ­ბურ­თ­ში გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის და­სას­რულს გა­მოჩ­ნ­დ­ნენ.

24 საათი 30.12.11

"ელ ფე­ნო­მე­ნომ" კა­რი­ე­რა ბრა­ზი­ლი­ურ "კო­რინ­თი­ან­ს­ში" და­ას­რუ­ლა

2011 წელს ფეხ­ბურ­თი­დან სა­მი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი წა­ვი­და, რომ­ლე­ბიც დიდ ფეხ­ბურ­თ­ში გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის და­სას­რულს გა­მოჩ­ნ­დ­ნენ.

ბრა­ზი­ლი­ე­ლი ფორ­ვარ­დი რო­ნალ­დო, ფრან­გი ნა­ხე­ვარ­მ­ც­ვე­ლი პატ­რიკ ვი­ე­ი­რა და იტა­ლი­ე­ლი მცვე­ლი ფა­ბიო კა­ნა­ვა­რო. ამ სა­მე­ულ­მა თა­ვი­სი წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა სწო­რედ 2011 წელს და­ას­რუ­ლა.

უნ­და ით­ქ­ვას, რომ ამ ტრი­ოს გარ­და მიმ­დი­ნა­რე წელს ფეხ­ბურ­თი რამ­დე­ნი­მე საკ­მა­ოდ ცნო­ბილ­მა და წარ­მა­ტე­ბულ­მა ფეხ­ბურ­თელ­მაც და­ას­რუ­ლა და ქვე­მოთ სწო­რედ იმ ფეხ­ბურ­თე­ლებ­ზე გე­სა­უბ­რე­ბით, რომ­ლე­ბიც პენ­სი­ო­ნერ­თა ბა­ნაკ­ში წლე­ულს გა­და­ბარ­გ­დ­ნენ.

"ელ ფე­ნო­მე­ნო"

პენ­სი­ა­ზე გა­სუ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი­დან ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი და გა­მორ­ჩუ­ლი ცხა­დია ბრა­ზი­ლი­ე­ლი რო­ნალ­დო გახ­ლავთ. ბრა­ზი­ლი­ის ნაკ­რებ­ში გა­მარ­თულ 98 მატ­ჩ­ში მას 62 გო­ლი აქვს გა­ტა­ნი­ლი და ამ მხრივ, მხო­ლოდ ფეხ­ბურ­თის მე­ფე პე­ლეს ჩა­მორ­ჩე­ბა. მუნ­დი­ა­ლის ფი­ნა­ლურ ეტა­პებ­ზე გა­ტა­ნი­ლი 15 გო­ლით კი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბის ის­ტო­რი­ა­ში სა­უ­კე­თე­სო ბომ­ბარ­დი­რი გახ­ლავთ. "ელ ფე­ნო­მე­ნოს" კა­რი­ე­რის მან­ძილ­ზე 531 მატ­ჩი აქვს გა­მარ­თუ­ლი და 367 გო­ლი გა­ი­ტა­ნა. აქე­დან 104 მად­რი­დის "რე­ა­ლის" შე­მად­გენ­ლო­ბა­ში გა­მარ­თულ 177 მატ­ჩ­ში. მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი მან ორ­ჯერ მო­ი­გო 1994 და 2002 წლებ­ში. 1998 წელს მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნა­ლის­ტი იყო. ამ­რი­გად, მას მუნ­დი­ა­ლის ფი­ნა­ლი ზე­დი­ზედ სამ­ჯერ აქვს ნა­თა­მა­შე­ბი, რა­საც ბევ­რი ფეხ­ბურ­თე­ლი ვერ და­იკ­ვეხ­ნის. მსოფ­ლი­ოს სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლად კი სამ­ჯერ და­სა­ხელ­და 1996, 1997 და 2002 წლებ­ში.

ეს მხო­ლოდ სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბია, ვი­საც რო­ნალ­დოს თა­მა­ში ნა­ნა­ხი არ აქვს ბევ­რი და­უ­კარ­გავს. "ელ ფე­ნო­მე­ნო" მარ­თ­ლაც ფე­ნო­მე­ნა­ლუ­რი იყო, ვინ იცის, რომ არა გა­უ­თა­ვე­ბე­ლი ტრავ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც რო­ნალ­დოს მთე­ლი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში თან სდევ­და შე­საძ­ლოა იგი ყვე­ლა დრო­ის სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლის ტი­ტულ­საც შეს­წ­ვ­დო­მო­და. კა­რი­ე­რის მი­წუ­რულს კი რო­ნალ­დომ წო­ნა­ში მო­ი­მა­ტა და ამის მი­უ­ხე­და­ვად, პე­რი­ო­დუ­ლად ისეთ ფეხ­ბურთს აჩ­ვე­ნებ­და, რომ ნე­ბის­მი­ერ ახალ­გაზ­რ­დას შე­შურ­დე­ბო­და: "ვი­ცი წო­ნის გა­მო ხში­რად დამ­ცი­ნი­ან, თუმ­ცა ამას ყუ­რადღე­ბას არ ვაქ­ცევ, - თქვა რო­ნალ­დომ პენ­სი­ა­ზე გას­ვ­ლის გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბი­სას, - ჩემ­თ­ვის ფეხ­ბურ­თი­დან წას­ვ­ლის გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბა სიკ­ვ­დი­ლის ტოლ­ფა­სია, რთუ­ლია თა­ვი და­ა­ნე­ბო იმას, რა­მაც ამ­დე­ნი სი­ხა­რუ­ლი მო­გა­ნი­ჭა". რო­ნალ­დოს წას­ვ­ლას­თან ერ­თად ბრა­ზი­ლი­ურ ფეხ­ბურ­თ­ში გარ­კ­ვე­ულ­წი­ლად ეპო­ქა დას­რულ­და.

ნა­ცი­ის გმი­რე­ბი

ხუ­თი წე­ლი გა­ვი­და მას შემ­დეგ, რაც 2006 წელს გერ­მა­ნი­ა­ში მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნალ­ში იტა­ლი­ის ნაკ­რებ­მა საფ­რან­გე­თი და­ა­მარ­ცხა. მა­შინ იტა­ლი­ე­ლებს ფა­ბიო კა­ნა­ვა­რო კა­პიტ­ნობ­და. 37 წლის მცველ­მა პენ­სი­ა­ზე გას­ვ­ლის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ტრავ­მის გა­მო მი­ი­ღო. კა­ნა­ვა­რომ 19 წლი­ა­ნი კა­რი­ე­რი­დან 16 იტა­ლი­ურ ფეხ­ბურ­თ­ში გა­ა­ტა­რა. რა­ო­დენ პა­რა­დოქ­სუ­ლიც არ უნ­და იყოს ფა­ბი­ოს იტა­ლი­ის ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი არას­დ­როს მო­უ­გია, არა­და თა­მა­შობ­და ისეთ გუნ­დებ­ში, რო­გო­რე­ბიც "პარ­მა", "ნა­პო­ლი", "ინ­ტე­რი" და "იუვენ­ტუ­სია".

საფ­რან­გე­თის ნაკ­რე­ბის ყო­ფილ­მა ნა­ხე­ვარ­მ­ც­ველ­მა პატ­რიკ ვი­ე­ი­რამ ერ­თი ფი­ნა­ლი კა­ნა­ვა­როს­თან წა­ა­გო, სა­მა­გი­ე­როდ მე­ო­რე ფი­ნა­ლი რო­ნალ­დოს მო­უ­გო. ვი­ე­ი­რამ კა­რი­ე­რა ზაფხულ­ში 35 წლის ასაკ­ში და­ას­რუ­ლა. პატ­რიკ­მა 1998 წელს მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი მო­ი­გო, ორ წე­ლი­წად­ში კი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნიც გახ­და. იმ ფორ­მა­ცი­ის საფ­რან­გე­თის ნაკ­რებ­ში ვი­ე­ი­რა ისე­თი­ვე შე­უც­ვ­ლე­ლი იყო, რო­გორც ზი­და­ნი.

კი­დევ ერ­თი ფრან­გი, რო­მელ­მაც კა­რი­ე­რა წელს და­ას­რუ­ლა კლოდ მა­კე­ლე­ლეა. მარ­თა­ლია საფ­რან­გე­თის ნაკ­რებ­თან ერ­თად მა­კე­ლე­ლეს არა­ფე­რი მო­უ­გია, მაგ­რამ მას სა­ოც­რად წარ­მა­ტე­ბუ­ლი საკ­ლუ­ბო კა­რი­ე­რა ჰქონ­და. იგი საფ­რან­გე­თის, ინ­გ­ლი­სის და ეს­პა­ნე­თის ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლებს ფლობს.

მან­კუ­ნი­ა­ნუ­რი ტრიო

2011 წელს კა­რი­ე­რა სამ­მა მან­კუ­ნი­ა­ნელ­მა და­ას­რუ­ლა. 31 მა­ისს ფეხ­ბურ­თი­დან წას­ვ­ლის გან­ცხა­დე­ბა 36 წლის პოლ სქო­ულ­ზ­მა გა­ა­კე­თა. პო­ლის უაღ­რე­სად წარ­მა­ტე­ბულ კა­რი­ე­რა­ში ყვე­ლა საკ­ლუ­ბო ტი­ტუ­ლია. ნაკ­რებ­ში მას 66 მატ­ჩი ჰქონ­და გა­მარ­თუ­ლი და 14 გო­ლი გა­ტა­ნი­ლი. სქო­ულ­ზი იმ ლე­გენ­და­რუ­ლი გუნ­დის ნა­წი­ლი იყო, რომ­ლის მშე­ნებ­ლო­ბაც სერ ალექს ფერ­გი­უ­სონ­მა გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 90-იანი წლე­ბის შუ­ა­ში წა­მო­იწყო. მა­შინ შოტ­ლან­დი­ელ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტ­მა "მან­ჩეს­ტერ­ში" ახალ­გაზ­რ­და და უაღ­რე­სად ნი­ჭი­ე­რი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი მი­იყ­ვა­ნა. ძმე­ბი ნე­ვი­ლე­ბი, სქო­ულ­ზი, გიგ­ზი, ბექ­ჰე­მი, ნი­კი ბა­ტი.

სქო­ულ­ზ­თან ერ­თად კა­რი­ე­რა გა­რი ნე­ვილ­მაც და­ას­რუ­ლა. 36 წლის მცველს ტრავ­მებ­მა თა­მა­შის გაგ­რ­ძე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცა. "კა­რი­ე­რა ფან­ტას­ტი­კურ კლუბ­ში გა­ვა­ტა­რე, ჩემს გვერ­დით გე­ნი­ა­ლუ­რი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი თა­მა­შობ­დ­ნენ. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ამ ის­ტო­რი­უ­ლი კლუ­ბის წევ­რი ვი­ყა­ვი", - გა­ნაცხა­და გა­რიმ, რომ­ლის ძმა ფი­ლი "ევერ­ტონ­ში" ახ­ლაც თა­მა­შობს.

რა­ღა თქმა უნ­და, გვერდს ვერც ედ­ვინ ვან დერ სა­არს ავუვ­ლით. ჰო­ლან­დი­ის ნაკ­რებ­ში მას 130 მატ­ჩი აქვს გა­მარ­თუ­ლი იგი ოთხ­ჯერ და­სა­ხელ­და ევ­რო­პის სა­უ­კე­თე­სო მე­კა­რედ. ედ­ვინს ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში თით­ქ­მის ყვე­ლა­ფე­რი აქვს მო­გე­ბუ­ლი. კა­რი­ე­რა კი "ბარ­სე­ლო­ნას­თან" წა­გე­ბუ­ლი ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის ფი­ნა­ლით და­ას­რუ­ლა, თუმ­ცა იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი მა­ინც არ ჩან­და. "ბრწყინ­ვა­ლე კა­რე­ი­რა მქონ­და. ახ­ლა უმ­ჯო­ბე­სია, თუ მეტ დროს ოჯახს და­ვუთ­მობ".

არ­გენ­ტი­ნე­ლი პენ­სი­ო­ნე­რე­ბი

2011 წელს ფეხ­ბურ­თი­დან ოთხი ცნო­ბი­ლი არ­გენ­ტი­ნე­ლი წა­ვი­და. მათ შო­რის ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი რო­ბერ­ტო აიალაა, რო­მელ­საც არ­გენ­ტი­ნის ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში 115 მატ­ჩი აქვს გა­მარ­თუ­ლი. არა­ნაკ­ლებ წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რა ჰქონ­და მარ­ტინ პა­ლერ­მოს, რო­მელ­მაც კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში 404 თა­მა­ში გა­მარ­თა და 236 გო­ლიც გა­ი­ტა­ნა. საყ­რ­დე­ნი ნა­ხე­ვარ­მ­ც­ვე­ლი მა­თი­ას ალ­მე­ი­და კა­რი­ე­რის მი­წუ­რულს "რი­ვერ პლე­იტ­ში" თა­მა­შობ­და და ნამ­დ­ვი­ლად ვერ იტყ­ვის, რომ კა­რი­ე­რის ბო­ლო წარ­მა­ტე­ბუ­ლი ჰქონ­და. "რი­ვერ­მა" არ­გენ­ტი­ნის უმაღ­ლე­სი დი­ვი­ზი­ო­ნი და­ტო­ვა. ალ­მე­ი­დას ბე­დი გა­ი­ზი­ა­რა ერთ დროს არ­გენ­ტი­ნუ­ლი ფეხ­ბურ­თის იმე­დად შე­რაცხულ­მა მარ­სე­ლო გა­ლი­არ­დომ, რო­მელ­მაც გარ­კ­ვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ევ­რო­პა­ში გა­ა­ტა­რა, თუმ­ცა მას­ზე გა­ცე­მუ­ლი ავან­სე­ბი აშ­კა­რად ვერ გა­ა­მარ­თ­ლა.

და­ნარ­ჩე­ნე­ბი

2011 წელს ფეხ­ბურ­თი­დან წა­სუ­ლი კი­დევ რამ­დე­ნი­მე ფეხ­ბურ­თე­ლის გა­მო­ყო­ფა ღირს. სწო­რედ წელს და­ას­რუ­ლა კა­რი­ე­რა და­ნი­ელ­მა ფორ­ვარ­დ­მა იონ დალ ტო­მა­სონ­მა. და­ნი­ის ნაკ­რებ­ში გა­მარ­თულ 112 მატ­ჩ­ში მას 52 გო­ლი აქვს გა­ტა­ნი­ლი. ტო­მა­სო­ნი კა­რი­ე­რის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერთ ცნო­ბილ კლუბ­ში თა­მა­შობ­და, მათ შო­რის "მი­ლან­ში". კა­რი­ე­რა კი მოკ­რ­ძა­ლე­ბულ "ექ­სელ­სი­ორ­ში" და­ას­რუ­ლა.

37 სე­მი ჰი­ი­პია ფი­ნუ­რი ფეხ­ბურ­თის ლე­გენ­დაა. მი­სი უკა­ნას­კ­ნე­ლი კლუ­ბი ლე­ვერ­კუ­ზე­ნის "ბა­ი­ე­რი" იყო. სა­უ­კე­თე­სო წლე­ბი კი "ლი­ვერ­პულ­ში" აქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი.

2011 წლის მა­ის­ში ფეხ­ბურ­თი­დან წას­ვ­ლის გან­ცხა­დე­ბა 35 წლის ივან დე ლა პე­ნი­ა­მაც გა­ა­კე­თა. "პა­ტა­რა ბუ­დას" კა­რი­ე­რა "ბარ­სე­ლო­ნა­ში" იწყე­ბო­და. მას­ზე თვით იოჰან კრუ­ი­ფი ამ­ყა­რებ­და დიდ იმე­დებს, თუმ­ცა დე ლა პე­ნია ბო­ლომ­დე ვერ გა­იხ­ს­ნა და სა­ბო­ლო­ოდ კა­რი­ე­რა "ეს­პა­ნი­ოლ­ში" და­ას­რუ­ლა.

 

 

 

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. კინო >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. ავტო >>

    aa
  8. ავტო >>

    aa
  9. ავტო >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. რევიუ >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. მარანი >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  45. ამბები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. ტექნოლოგიები >>

    aa
  48. რევიუ >>

    aa
  49. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  50. რეგიონი >>

    aa
  51. კალათბურთი >>

    aa
  52. სპორტი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. რაგბი >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
  57. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი