RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, პარასკევი 2012
თბილისი ... ...
სპორტი >>

ბა­ნე­გა და სხვე­ბი

ნე­ბის­მი­ე­რი მწვრთნე­ლი და ფეხ­ბურ­თე­ლი გეტყ­ვით, რომ ტრავ­მე­ბი ფეხ­ბურ­თის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია.

24 საათი 22.02.12

ევერ ბა­ნე­გა
ევერ ბა­ნე­გა

ნე­ბის­მი­ე­რი მწვრთნე­ლი და ფეხ­ბურ­თე­ლი გეტყ­ვით, რომ ტრავ­მე­ბი ფეხ­ბურ­თის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია.

ბედ­ნი­ე­რია ის ფეხ­ბურ­თე­ლი, რო­მე­ლიც კა­რი­ე­რის მან­ძილ­ზე სე­რი­ო­ზულ ტრავ­მას არ მი­ი­ღებს, მაგ­რამ ასე­თე­ბი თით­ქ­მის არ არ­სე­ბო­ბენ. ვარ­ჯიშ­ზე და მატ­ჩის დროს ტრავ­მის მი­ღე­ბა სრუ­ლი­ად ბუ­ნებ­რი­ვია, მაგ­რამ არ­სე­ბობს შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ღი­მილს იწ­ვევს - ტრავ­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა მინ­დორს მიღ­მა, გა­უფ­რ­თხი­ლებ­ლო­ბის გა­მო, კუ­რი­ო­ზულ ვი­თა­რე­ბა­ში მი­ი­ღეს.

მოკ­ლედ, თუ ტრავ­მის მი­ღე­ბა გი­წე­რია და მინ­დორ­ზე გა­დარ­ჩი, სად­მე სხვა­გან, სრუ­ლი­ად არა­სა­ფეხ­ბურ­თო ვი­თა­რე­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა და­ზი­ან­დე. ამის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია "ვა­ლენ­სი­ას" 23 წლის ნა­ხე­ვარ­მ­ც­ვე­ლი ევერ ბა­ნე­გა, რო­მელ­მაც ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გურ­ზე ტერ­ფი და­ი­ზი­ა­ნა. ბა­ნე­გას მან­ქა­ნის ხე­ლის მუხ­რუჭ­ზე და­ყე­ნე­ბა და­ა­ვიწყ­და და ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან გად­მო­სულ ფეხ­ბურ­თელს სა­კუ­თარ­მა მან­ქა­ნამ ტერ­ფ­ზე გა­და­უ­ა­რა. არ­გენ­ტი­ნე­ლი ალ­ბათ ხუთ თვეს ვერ ითა­მა­შებს ფეხ­ბურთს.

ბა­ნე­გას კი­დევ რა უჭირს, ინ­გ­ლი­სის 21 წლამ­დელ­თა ნაკ­რე­ბის ყო­ფილ­მა ფეხ­ბურ­თელ­მა ლე­როი ლი­ტამ ლო­გინ­ში მო­ა­ხერ­ხა ტრავ­მის მი­ღე­ბა. დი­ლას გაღ­ვი­ძე­ბუ­ლი ლი­ტა ისე მაგ­რად გა­იზ­მო­რა, რომ მყე­სე­ბი გა­უწყ­და.

ფეხ­ბურ­თე­ლებს აბა­ზა­ნა­ში შეს­ვ­ლი­სა­საც სიფ­რ­თხი­ლე მარ­თებთ. სან­ტი­ა­გო კა­ნი­სა­რეს­მა სწო­რედ აბა­ზა­ნა­ში მი­ღე­ბუ­ლი ტრავ­მის გა­მო გა­მო­ტო­ვა 2002 წლის მუნ­დი­ა­ლი. ეს­პა­ნელ მე­კა­რეს ოდე­კო­ლო­ნის ბოთ­ლი ხე­ლი­დან გა­უ­ვარ­და, ნამ­ს­ხ­ვ­რევ­ზე კი ისე გა­იჭ­რა ფე­ხი, რომ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატს მიღ­მა დარ­ჩა.

ადა­მი­ა­ნის სა­უ­კე­თე­სო   მე­გო­ბა­რი?

ცნო­ბი­ლია, რომ ძაღ­ლი ადა­მი­ა­ნის სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რია. ზო­გი­ერ­თი ფეხ­ბურ­თე­ლი კი ასე არ ფიქ­რობს. ამის დას­ტუ­რად რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო შემ­თხ­ვე­ვას გა­ვიხ­სე­ნებთ.

უელ­სელ და­რენ ბერ­ნარს სახ­ლ­ში პა­ტა­რა პუ­დე­ლი ჰყავ­და, რო­მელ­მაც სამ­ზა­რე­უ­ლო­ში მო­ი­საქ­მა. და­რენ­მა გუ­ბე ვერ შე­ამ­ჩ­ნია, ფე­ხი და­უს­რი­ალ­და და მუხ­ლი იმ­დე­ნად და­ი­ზი­ა­ნა, რომ ხუ­თი თვე გა­უც­და. "სტოკ სი­ტის" ნა­ხე­ვარ­მ­ც­ველ­მა ლა­იმ ლო­უ­რენ­ს­მა კი ძაღ­ლის გა­სე­ირ­ნე­ბი­სას მი­ი­ღო ტრავ­მა. ანა­ლო­გი­უ­რი ტრავ­მე­ბით "თავს იწო­ნე­ბენ" კარ­ლო კუ­დი­ჩი­ნი და ჟუ­ლი­ენ ეს­კუ­დეც. ძაღ­ლებ­თან ყვე­ლა­ზე რთუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა კი "ბრენ­ტ­ფორ­დის" ყო­ფილ მე­კა­რე ჩიკ ბრო­დის ჰქონ­და. მინ­დორ­ზე გა­მო­ვარ­დ­ნი­ლი გერ­მა­ნუ­ლი ნა­გა­ზი ბრო­დის და­ე­ტა­კა და ისე­თი ტრავ­მა მი­ა­ყე­ნა, რომ მე­კა­რე იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და კა­რი­ე­რა და­ეს­რუ­ლე­ბი­ნა.

ფეხ­ბურ­თე­ლებს ცხო­ვე­ლებ­თან და ბავ­შ­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის არც ისე სა­სი­ა­მოვ­ნო გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ. ნორ­ვე­გი­ელ­მა სვენ გრონ­და­ლენ­მა სა­ნაკ­რე­ბო კა­რი­ე­რა 1970 წელს და­ას­რუ­ლა. ამის მი­ზე­ზია მძი­მე ტრავ­მა, რო­მე­ლიც ფეხ­ბურ­თელ­მა ძუნ­ძუ­ლით სირ­ბი­ლი­სას მი­ი­ღო. საბ­რა­ლო სვე­ნი ხა­რი­რემს და­ე­ჯა­ხა. სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ ვერ შე­ამ­ჩ­ნია ნორ­ვე­გი­ელ­მა ფეხ­ბურ­თელ­მა ამ­ხე­ლა ცხო­ვე­ლი.

ინ­გ­ლი­სის ნაკ­რე­ბის ყო­ფილ­მა ნა­ხე­ვარ­მ­ც­ველ­მა დე­ვიდ ბე­ტიმ კი შვი­ლის გა­მო რამ­დე­ნი­მე მატ­ჩი გა­მო­ტო­ვა. ბავ­შ­ვ­მა სამ­თ­ვ­ლი­ა­ნი ვე­ლო­სი­პე­დით გა­და­უ­ა­რა ბე­ტის ფეხ­ზე. და­ნი­ელ ალან ლილ­სენს კი ქა­ლიშ­ვი­ლის ოხუნ­ჯო­ბის გა­მო მო­უხ­და რამ­დე­ნი­მე თა­მა­შის გა­მო­ტო­ვე­ბა. ალანს შვილ­მა თვალ­ში თი­თი ატა­კა და კი­ნა­ღამ ცა­ლი თვა­ლით და­აბ­რ­მა­ვა.

ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი რე­მონ­ტის კე­თე­ბას და სა­კუ­თა­რი სახ­ლის წინ გა­ზო­ნის გაკ­რე­ჭა­საც უნ­და მო­ე­რი­დონ.

"არ­სე­ნა­ლის" ყო­ფილ­მა ვარ­ს­კ­ვ­ლავ­მა ჩარ­ლი ჯორ­ჯ­მა სწო­რედ მინ­დ­ვ­რის საკ­რე­ჭი მან­ქა­ნის გა­მო და­ას­რუ­ლა კა­რი­ე­რა. ფეხ­ბურ­თელ­მა სახ­ლის წინ გა­ზო­ნის მო­წეს­რი­გე­ბა სცა­და, მაგ­რამ ეს იმ­დე­ნად უხე­ი­როდ გა­ა­კე­თა, რომ ფე­ხის თი­თი მო­იჭ­რა. კი­ნა­ღამ ხე­ლის თი­თე­ბის გა­რე­შე დარ­ჩა საფ­რან­გე­თის ნაკ­რე­ბის მე­კა­რე გრე­გო­რი კუ­პე, რო­მე­ლიც სახ­ლ­ში, კე­დელ­ზე, თა­რო­ე­ბის მი­ჭე­დე­ბას აპი­რებ­და და ჩა­ქუ­ჩი თი­თებ­ში ჩა­ირ­ტყა. "ლი­ვერ­პუ­ლის" ყო­ფილ­მა მე­კა­რემ მი­ხა­ელ სტენ­ს­გა­არ­დ­მა კი სა­უ­თო­ე­ბე­ლი და­ფის და­კეც­ვი­სას და­ი­ზი­ა­ნა მხა­რი და ამის გა­მო კა­რი­ე­რაც და­ას­რუ­ლა.

უც­ნა­უ­რი და სა­ო­ცა­რი ტრავ­მე­ბი

რა­ო­დენ გა­საკ­ვი­რიც არ უნ­და იყოს, ასეთ უც­ნა­ურ ტრავ­მებს რა­ტომ­ღაც ძი­რი­თა­დად მე­კა­რე­ე­ბი იღე­ბენ. გერ­მა­ნელ მე­კა­რეს ნორ­ბერტ ნიგ­ბურგს რეს­ტო­რან­ში, მა­გი­დი­დან წა­მოდ­გო­მი­სას მე­ნის­კი გა­უწყ­და და ამ მი­ზე­ზით კა­რი­ე­რაც და­ას­რუ­ლა. "მან­ჩეს­ტე­რის" მე­კა­რემ ალექს სტეპ­ნიმ კი ისე ხმა­მაღ­ლა და­უყ­ვი­რა თა­ვის მცვე­ლებს, რომ ყბა ამო­უ­ვარ­და.

არ­სე­ბობს იმ­დე­ნად უც­ნა­უ­რი ტრავ­მე­ბი, რომ მა­თი კლა­სი­ფი­ცი­რე­ბაც კი შე­უძ­ლე­ბე­ლია. მა­გა­ლი­თად, "ჰა­ი­დუ­კის" ფეხ­ბურ­თელ­მა მი­ლან რა­პა­იჩ­მა სე­ზო­ნის სტარ­ტი იმის გა­მო გა­მო­ტო­ვა, რომ აერო­პორ­ტ­ში თვით­მ­ფ­რი­ნავ­ში ჩა­საჯ­დო­მი ბი­ლე­თი თვალ­ზე მი­ეკ­რა. პსჟ-ს ფეხ­ბურ­თელ­მა ლი­ო­ნელ ლე­ტი­ზიმ კი იატა­კი­დან ნამ­ცხ­ვ­რის ნაჭ­რის აღე­ბი­სას მი­ი­ღო ზურ­გის ტრავ­მა.

უც­ნა­ურ ტრავ­მებს ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი მინ­დორ­ზეც იღე­ბენ, მა­გა­ლი­თად, გო­ლის აღ­ნიშ­ვ­ნის დროს. ტი­ე­რი ან­რიმ და მარ­კო ტრა­დე­ლიმ სა­ხე მა­შინ და­ი­ზი­ა­ნეს, რო­დე­საც გოლს კუთხუ­რის ალამ­თან აღ­ნიშ­ნავ­დ­ნენ. ორი­ვეს ეს ალა­მი მოხ­ვ­და სა­ხე­ში. "არ­სე­ნა­ლის" ყო­ფილ­მა ფეხ­ბურ­თელ­მა პე­რი გროვ­ს­მა კი სა­თა­და­რი­გო­თა სკამ­ზე მი­ი­ღო ტრავ­მა. გა­ტა­ნი­ლი გო­ლის შემ­დეგ ის ისე შეხ­ტა, რომ სა­თა­და­რი­გო­თა სკა­მის სა­ხუ­რავს მი­არ­ტყა თა­ვი.

ამ მხრივ ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი რამ 2004 წლის დე­კემ­ბერ­ში მოხ­და. "სერ­ვე­ტის" ნა­ხე­ვარ­მ­ც­ველ­მა პა­ო­ლო დი­ე­გომ ტრი­ბუ­ნებ­ზე გა­დახ­ტო­მით მო­ინ­დო­მა გო­ლის აღ­ნიშ­ვ­ნა და სა­ქორ­წი­ნო ბე­ჭე­დი დამ­ცავ ჯე­ბირს გა­მოს­დო. საბ­რა­ლო პა­ო­ლოს თი­თი მოს­წყ­და, მსაჯ­მა კი ეს უბე­დუ­რე­ბა არ აკ­მა­რა და ყვი­თე­ლი ბა­რა­თიც უჩ­ვე­ნა.

"ფერ­გი" და "ბექ­სი"

ბექ­ჰე­მის წარ­ბის ამ­ბა­ვი საქ­ვეყ­ნოდ არის ცნო­ბი­ლი. "მან­ჩეს­ტე­რი"-"არ­სე­ნა­ლის" მატ­ჩის შემ­დეგ გაბ­რა­ზე­ბულ­მა სერ ალექ­ს­მა ბუცს ფე­ხი და­არ­ტყა და დე­ვიდს წარ­ბ­ში მო­არ­ტყა. "ბექსს" წარ­ბ­ზე ნა­კე­რე­ბი და­ა­დეს. ბრა­ზი­ლი­ელ ემერ­სონს კი მა­სა­ჟის დროს და­უ­ზი­ა­ნეს მხა­რი.

 

 

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. კინო >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. ავტო >>

    aa
  8. ავტო >>

    aa
  9. ავტო >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. რევიუ >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. მარანი >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  45. ამბები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. ტექნოლოგიები >>

    aa
  48. რევიუ >>

    aa
  49. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  50. რეგიონი >>

    aa
  51. კალათბურთი >>

    aa
  52. სპორტი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. რაგბი >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
  57. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი