RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
18 მაისი, შაბათი 2013
თბილისი ... ...
სპორტი >>

"აპო­ე­ლი­დან" "რე­ა­ლამ­დე"

დღეს გა­ი­მარ­თე­ბა ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის მე­ოთხედ­ფი­ნა­ლე­ბის წი­ლის­ყ­რა.

24 საათი 16.03.12

"რე­ა­ლი" ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის მთა­ვა­რი ფა­ვო­რი­ტია

დღეს გა­ი­მარ­თე­ბა ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის მე­ოთხედ­ფი­ნა­ლე­ბის წი­ლის­ყ­რა.

ევ­რო­პუ­ლი საკ­ლუ­ბო ფეხ­ბურ­თის ყვე­ლა­ზე პრეს­ტი­ჟულ ტურ­ნირს რვა გუნ­დი შე­მორ­ჩა. სა­ნამ წი­ლის­ყ­რა ჩა­ტარ­დე­ბო­დეს, გა­დავ­ხე­დოთ ამ რვა გუნ­დის რე­ი­ტინგს.

8."აპო­ე­ლი"

კვიპ­რო­სუ­ლი კლუ­ბის­თ­ვის 2011-12 წლე­ბის ჩემ­პი­ონ­თა ლი­გა გა­სუ­ლი წლის ივ­ლის­ში და­იწყო. "აპო­ელ­მა" შე­სარ­ჩე­ვი ციკ­ლი გა­ი­ა­რა და ისე მოხ­ვ­და ჯგუ­ფურ ეტაპ­ზე. მა­შინ ვინ­მეს რომ ეთ­ქ­ვა, ეს გუნ­დი მე­ოთხედ­ფი­ნალ­ში გა­ვაო, ალ­ბათ გი­ჟად ჩათ­ვ­ლიდ­ნენ, მაგ­რამ "აპო­ელ­მა" ყვე­ლა პროგ­ნო­ზი თავ­და­ყი­რა და­ა­ყე­ნა. ჯერ ჯგუ­ფი­დან გა­ვი­და, მე­რე კი მერ­ვედ­ფი­ნალ­ში შე­უძ­ლე­ბე­ლი შეძ­ლო და "ლი­ო­ნის" ბა­რი­ე­რიც გა­და­ლა­ხა. არა­და, ამ გუნდს არც მი­ლი­არ­დე­რი მფლო­ებ­ლი ჰყავს და არც ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბით არის და­კომ­პ­ლექ­ტე­ბუ­ლი. შეძ­ლებს თუ არა "აპო­ე­ლი" მე­ტის გა­კე­თე­ბას? ალ­ბათ, ვე­რა. წე­სით, კვიპ­რო­სუ­ლი ზღა­პა­რი მე­ოთხედ­ფი­ნალ­ში მა­ინც უნ­და დას­რულ­დეს, მაგ­რამ მიმ­დი­ნა­რე ჩემ­პი­ონ­თა ლი­გამ და თა­ვად "აპო­ელ­მა" უკ­ვე იმ­დე­ნი სენ­სა­ცია შე­მოგ­ვ­თა­ვა­ზეს, რომ წი­ნას­წარ ამ გუნდს გა­წირ­ვაც არ ღირს. ერ­თი წუ­თით წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, რომ წი­ლის­ყ­რით "აპო­ელს" "ბენ­ფი­კა" ან "მარ­სე­ლი" შეხ­ვ­და. მა­შინ კვიპ­რო­სე­ლებს ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ზე ოც­ნე­ბის სრუ­ლი უფ­ლე­ბა ექ­ნე­ბათ.

7."მარ­სე­ლი"

ვა­ღი­ა­როთ, რომ მე­ოთხედ­ფი­ნალ­ში "მარ­სე­ლის" გას­ვ­ლაც სენ­სა­ციაა. ეს გუნ­დი სე­ზონს არც ისე კარ­გად ატა­რებს. საფ­რან­გე­თის ჩემ­პი­ო­ნატ­ში მხო­ლოდ მერ­ვე ად­გილ­ზეა. ფრან­გე­ბი ვერც ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის გა­თა­მა­შე­ბა­ში აჩ­ვე­ნე­ბენ შთამ­ბეჭ­დავ ფეხ­ბურთს, თუმ­ცა, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში ფორ­ტუ­ნა "მარ­სე­ლის" მხა­რე­საა. ფრან­გებს შემ­დეგ ეტაპ­ზე გას­ვ­ლის დი­დი შან­სი არ უნ­და ჰონ­დეთ, მაგ­რამ თუ "მარ­სელს" წი­ლის­ყ­რით გა­უ­მარ­თ­ლა და, ვთქვათ, "აპო­ე­ლი" ან "ბენ­ფი­კა" შეხ­ვ­და, ვინ იცის, რა მოხ­დე­ბა.

6."ბენ­ფი­კა"

ისე­ვე რო­გორც "აპო­ე­ლი" და "მარ­სე­ლი", "ბენ­ფი­კაც" მე­ოთხედ­ფი­ნა­ლის და­უ­პა­ტი­ჟე­ბე­ლი სტუ­მა­რია. მარ­თა­ლია, პორ­ტუ­გა­ლი­ურ­მა გრან­დ­მა "მან­ჩეს­ტე­რი" ჯგუფ­ში ჩა­ტო­ვა, მაგ­რამ შთამ­ბეჭ­და­ვი ფეხ­ბურ­თი მა­ინც ვერ აჩ­ვე­ნა. დარ­ჩე­ნი­ლი რვა გუნ­დი­დან "ბენ­ფი­კა" მხო­ლოდ "აპო­ელ­სა" და "მარ­სელ­ზე" მაღ­ლა დგას და ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში გას­ვ­ლის რე­ა­ლუ­რი შან­სიც იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში ექ­ნე­ბა, თუ მე­ოთხედ­ფი­ნალ­ში ამ დუ­ე­ტი­დან რო­მე­ლი­მეს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა.

5."ჩელ­სი"

"ნა­პო­ლის" და­მარ­ცხე­ბით "ჩელ­სიმ" გულ­შე­მატ­კი­ვარს გან­ვ­ლი­ლი წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბე­ბის და­ვიწყე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცა. ლონ­დო­ნურ­მა გუნ­დ­მა სი­ცი­ლი­ე­ლებ­თან მატ­ჩ­ში მარ­თ­ლაც სა­უცხოო ფეხ­ბურ­თი აჩ­ვე­ნა და თუ მო­მა­ვალ­შიც ასე გა­აგ­რ­ძე­ლა, ნე­ბის­მი­ე­რი მე­ტო­ქის და­მარ­ცხე­ბა შე­უძ­ლია, მაგ­რამ დარ­ჩე­ნილ რვა გუნ­დ­ში ის ალ­ბათ მხო­ლოდ მე­ხუ­თეა. ჯერ ერ­თი, ლონ­დო­ნელ­თა თავ­კაცს, რო­ბერ­ტო დი მა­ტე­ოს, ამ დო­ნის თა­მა­შე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა თით­ქ­მის არა აქვს და, მე­ო­რეც, მხო­ლოდ ერ­თი კარ­გი თა­მა­შით "ჩელ­სის" სიძ­ლი­ე­რე­ზე ლა­პა­რა­კი ნა­ად­რე­ვია. "ნა­პო­ლის­თან" "არის­ტოკ­რა­ტებ­მა" მარ­თ­ლაც სუ­პერ­ფეხ­ბურ­თი აჩ­ვე­ნეს, მაგ­რამ შეძ­ლებს კი ლონ­დო­ნუ­რი გრან­დი იგი­ვე გა­ა­კე­თოს მე­ოთხედ­ფი­ნალ­ში, თუ მი­სი მე­ტო­ქე "ბარ­სე­ლო­ნა" ან "რე­ა­ლი" იქ­ნე­ბა?!

ერ­თი რამ ფაქ­ტია: მე­ოთხედ­ფი­ნალ­ში "ჩელ­სი" არა­ვის­თ­ვის იოლი მე­ტო­ქე არ იქ­ნე­ბა და ლონ­დო­ნე­ლებს ნე­ბის­მი­ერ მე­ტო­ქეს­თან ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში გას­ვ­ლის "რე­ა­ლუ­რი" შან­სი ექ­ნე­ბათ.

4."მი­ლა­ნი"

"რო­სო­ნე­რი" იტა­ლი­ის ჩემ­პი­ო­ნატ­ში ლი­დე­რობს და მი­ლა­ნურ გუნდს სკუ­დე­ტოს მო­პო­ვე­ბის რე­ა­ლუ­რი შან­სი აქვს. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემ­პი­ონ­თა ლი­გას, "მი­ლან­მა" არა­ერ­თ­გ­ვა­რო­ვა­ნი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვა. "არ­სე­ნალ­თან" პირ­ველ მატ­ჩ­ში მა­სი­მი­ლი­ა­ნო ალეგ­რის გუნ­დის ძლი­ე­რი მხა­რე­ე­ბი სრუ­ლად და­ვი­ნა­ხეთ, გან­მე­ო­რე­ბით­მა მატ­ჩ­მა კი "მი­ლა­ნის" სუს­ტი მხა­რე­ე­ბი გვაჩ­ვე­ნა. "მი­ლა­ნის" თა­მა­ში დიდ­წი­ლა­დაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი ზლა­ტან იბ­რა­ჰი­მო­ვიჩ­ზე და თუ შვე­დი მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზე იქ­ნე­ბა, "მი­ლანს" ნე­ბის­მი­ე­რი მე­ტო­ქის და­მარ­ცხე­ბა შე­უძ­ლია.

3."ბა­ი­ერ­ნი"

მი­უნ­ხე­ნის "ბა­ი­ერ­ნი" ბუნ­დეს­ლი­გის გა­თა­მა­შე­ბა­ში მთლად და­მა­ჯე­რე­ბელ თა­მაშს ვერ აჩ­ვე­ნებს და გა­თა­მა­შე­ბის ცხრილ­ში დორ­ტ­მუნ­დის "ბო­რუ­სი­ა­საც" ჩა­მორ­ჩე­ბა. თუმ­ცა, "ბა­ი­ერ­ნის" მეს­ვე­უ­რებ­მა არა­ერ­თხელ თქვეს, რომ მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­ში გუნ­დის მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტი ჩემ­პი­ონ­თა ლი­გაა. ბო­ლოს და ბო­ლოს, ფი­ნა­ლუ­რი მატ­ჩი ხომ "ბა­ი­ერ­ნის" სტა­დი­ონ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა. მე­ოთხედ­ფი­ნალ­ში "ბა­ი­ერ­ნ­მა" ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის რე­კორ­დი და­ამ­ყა­რა - მე­ტო­ქეს შვი­დი უპა­სუ­ხო გო­ლი გა­უ­ტა­ნა. შე­საძ­ლოა ვინ­მემ თქვას, "ბა­ზე­ლის" კარ­ში შვი­დი გო­ლის გა­ტა­ნა არც ისე ძნე­ლიაო, მაგ­რამ შვიდ გოლს გა­ტა­ნა სჭირ­დე­ბა. "ბა­ი­ერ­ნის" ლი­დე­რე­ბი ბრწყინ­ვა­ლე ფორ­მა­ში არი­ან და გუნ­დი მთლი­ა­ნად კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბუ­ლია ჩემ­პი­ონ­თა ლი­გა­ზე. ასე რომ, თუ მი­უნ­ხე­ნე­ლე­ბი მე­ოთხედ­ფი­ნალ­სა და ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში ეს­პა­ნურ გრან­დებს აც­დ­ნენ, ფი­ნალ­ში გას­ვ­ლის რე­ა­ლუ­რი შან­სიც აქვთ და ტურ­ნი­რის მო­გე­ბის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი ფა­ვო­რი­ტე­ბიც იქ­ნე­ბი­ან.

2."ბარ­სე­ლო­ნა"

ძნე­ლია "ბარ­სე­ლო­ნა" მთა­ვარ ფა­ვო­რი­ტად არ და­ა­სა­ხე­ლო, მაგ­რამ, შექ­მ­ნი­ლი ვი­თა­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის მთა­ვა­რი ფა­ვო­რი­ტი კა­ტა­ლო­ნი­უ­რი კლუ­ბი მა­ინც არ არის. ამ სე­ზონ­ში "ბარ­სე­ლო­ნა" ფან­ტას­ტი­კურ ფეხ­ბურთს აჩ­ვე­ნებს, მაგ­რამ კა­ტა­ლო­ნი­ე­ლებს სტა­ბი­ლუ­რო­ბა აკ­ლი­ათ. რა არის ამის მი­ზე­ზი? ალ­ბათ, მო­ტი­ვა­ცი­ის და­კარ­გ­ვა. "ბარ­სას" ფეხ­ბურ­თე­ლებს უკ­ვე ყვე­ლა­ფე­რი აქვთ მო­გე­ბუ­ლი და ძნე­ლია ყვე­ლა მატ­ჩ­ზე ერ­თ­ნა­ი­რი მო­ტი­ვა­ცი­ით გას­ვ­ლა. ალ­ბათ, სწო­რედ ეს არის იმის მი­ზე­ზი, რომ ეს­პა­ნე­თის ჩემ­პი­ო­ნატ­ში "ბარ­სა" "რე­ალს" ათი ქუ­ლით ჩა­მორ­ჩე­ბა. რა თქმა უნ­და, ჩემ­პი­ონ­თა ლი­გა და ეს­პა­ნე­თის ჩემ­პი­ო­ნა­ტი რა­დი­კა­ლუ­რად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ტურ­ნი­რე­ბია, მაგ­რამ ეს­პა­ნე­თის ჩემ­პი­ო­ნატ­ში არას­ტა­ბი­ლუ­რი თა­მა­ში რე­ი­ტინ­გის შედ­გე­ნი­სას მა­ინც გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია. ჩემ­პი­ონ­თა ლი­გა ზე­დი­ზედ ორ­ჯერ არა­ვის მო­უ­გია. ეს ტრა­დი­ცია, შე­საძ­ლოა, წლე­ულს მა­ინც და­ირ­ღ­ვას. "ბარ­სე­ლო­ნას" თა­ვი­სუფ­ლად შე­უძ­ლია ტურ­ნი­რის მო­გე­ბა.

1."რე­ა­ლი"

უკა­ნას­კ­ნე­ლად "რე­ალ­მა" ჩემ­პი­ონ­თა ლი­გა 2002 წელს ზი­და­ნის ფან­ტას­ტი­კუ­რი გო­ლის წყა­ლო­ბით მო­ი­გო. ახ­ლა მად­რი­დუ­ლი კლუ­ბი არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ფორ­მა­შია. "სა­მე­ფო კლუ­ბის" ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი ტი­ტუ­ლებს მოწყუ­რე­ბუ­ლი არი­ან. ეს­პა­ნე­თის ჩემ­პი­ო­ნო­ბა მო­უ­რი­ნი­ოს გუნდს თით­ქ­მის გა­ნაღ­დე­ბუ­ლი აქვს. ახ­ლა მთე­ლი ყუ­რადღე­ბა ჩემ­პი­ონ­თა ლი­გა­ზეა გა­და­ტა­ნი­ლი. ერ­თა­დერ­თი გუნ­დი, რო­მელ­საც მო­უ­რი­ნი­ოს "რე­ა­ლის" შე­ჩე­რე­ბა შე­უძ­ლია, "ბა­რეს­ლო­ნაა". რა თქმა უნ­და, "რე­ა­ლი"-"ბარ­სე­ლო­ნას" ფი­ნა­ლი იდე­ა­ლუ­რი იქ­ნე­ბო­და. ერ­თ­მატ­ჩი­ან და­პი­რის­პი­რე­ბა­ში "სა­მე­ფო კლუბს" კა­ტა­ლო­ნი­უ­რი გრან­დის და­მარ­ცხე­ბის მე­ტი შან­სი აქვს.

 

 

 

 

ყველაზე პოპულარული
  1. საზოგადოება >>

    aa
  2. თვალსაზრისი >>

    aa
  3. ინტერვიუ >>

    aa
  4. პოლიტიკა >>

    aa
  5. უცხოეთი >>

    aa
  6. პრესომბუდსმენი >>

    aa
  7. თვალსაზრისი >>

    aa
  8. რევიუ >>

    aa
  9. რევიუ >>

    aa
  10. სტილი >>

    aa
  11. რევიუ >>

    aa
  12. რევიუ >>

    aa
  13. რევიუ >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. მარანი >>

    aa
  16. მარანი >>

    aa
  17. მარანი >>

    aa
  18. კულინარია >>

    aa
  19. კულინარია >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. ავტო >>

    aa
  27. ავტო >>

    aa
  28. ავტო >>

    aa
  29. ავტო >>

    aa
  30. ავტო >>

    aa
  31. ავტო >>

    aa
  32. მეცნიერება >>

    aa
  33. მეცნიერება >>

    aa
  34. რევიუ >>

    aa
  35. საზოგადოება >>

    aa
  36. რევიუ >>

    aa
  37. ამბები >>

    aa
  38. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  39. რევიუ >>

    aa
  40. რევიუ >>

    aa
  41. სპორტი >>

    aa
  42. სპორტი >>

    aa
  43. სპორტი >>

    aa
  44. ბიზნესი >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. ამბები >>

    aa
  47. ამბები >>

    aa
  48. ბიზნესი >>

    aa
  49. ბიზნესი >>

    aa
  50. კალათბურთი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. ამბები >>

    aa
  53. განათლება >>

    aa
  54. უცხოეთი >>

    aa
  55. რაგბი >>

    aa
  56. კალათბურთი >>

    aa
  57. სპორტი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი