RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, შაბათი 2013
თბილისი ... ...
სპორტი >>

ბა­ლო­ტე­ლი: "ეს იყო სა­ო­ცა­რი სა­ღა­მო"

მა­რიო ბა­ლო­ტე­ლიმ იტა­ლია ევ­რო 2012-ის ფი­ნალ­ში გა­იყ­ვ­ნა.

24 საათი 30.06.12

მა­რიო ბა­ლო­ტე­ლიმ დუბ­ლი გა­ი­ფორ­მა
მა­რიო ბა­ლო­ტე­ლიმ დუბ­ლი გა­ი­ფორ­მა

მა­რიო ბა­ლო­ტე­ლიმ იტა­ლია ევ­რო 2012-ის ფი­ნალ­ში გა­იყ­ვ­ნა.

იტა­ლი­უ­რი ფეხ­ბურ­თის თავ­ნე­ბა ვარ­ს­კ­ვ­ლავ­მა კა­რი­ე­რის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი დუბ­ლი შე­ას­რუ­ლა. მატ­ჩის შემ­დეგ ფეხ­ბურ­თელ­მა თქვა, რომ გო­ლებს უძღ­ვ­ნის დე­დას, ჯან­ლუ­ი­ჯი ბუ­ფონ­მა კი აღი­ა­რა, რომ ფი­ნა­ლუ­რი სას­ტ­ვე­ნის შემ­დეგ გაბ­რა­ზე­ბუ­ლი იყო.

რო­დე­საც ვარ­შა­ვის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი სტა­დი­ო­ნის მიქს-ზო­ნა­ში მა­რიო ბა­ლო­ტე­ლი გა­მოჩ­ნ­და, რე­პორ­ტი­ო­რებს მატ­ჩის გმი­რის­გან ინ­ტერ­ვი­უს აღე­ბა სურ­დათ, მაგ­რამ სუ­პერ­მა­რიო მშვი­დად მი­დი­ო­და იტა­ლი­ელ­თა ავ­ტო­ბუ­სის­კენ და ჟურ­ნა­ლის­ტებს ყუ­რადღე­ბას არ აქ­ცევ­და. ვი­თა­რე­ბას უშ­ვე­ლა იტა­ლი­ის ნაკ­რე­ბის პრეს-ოფი­ცერ­მა, რო­მელ­მაც ბა­ლო­ტე­ლი გა­ა­ჩე­რა....

- ამ გა­მარ­ჯ­ვე­ბას ვუძღ­ვ­ნი დე­და­ჩემს, - თქვა იტა­ლია-გერ­მა­ნი­ის მატ­ჩის გმირ­მა, - დღეს ის სტა­დი­ონ­ზე იყო. მას შემ­დეგ, რაც შემ­ც­ვა­ლეს, ვუთხა­რი: "დე­და, ეს გო­ლე­ბი შენ გე­კუთ­ვ­ნის". ამ მო­მენტს დიდ­ხანს ვე­ლო­დი. დე­და­ჩე­მი უკ­ვე ხან­დაზ­მუ­ლია, მაგ­რამ ვარ­შა­ვა­ში ჩემს სა­გულ­შე­მატ­კივ­როდ მა­ინც ჩა­მო­ვი­და. ფი­ნალს მა­მაც და­ეს­წ­რე­ბა. ახ­ლობ­ლე­ბის მხარ­და­ჭე­რა ძა­ლას მმა­ტებს.

- უკ­ვე სა­მი გო­ლი გაქვთ გა­ტა­ნი­ლი და ერ­თი თა­მა­ში დაგ­რ­ჩათ გა­სა­მარ­თი.

- ცხა­დია, შე­ვეც­დე­ბი, ევ­რო 2012-ის სა­უ­კე­თე­სო ბომ­ბარ­დი­რი გავ­ხ­დე. ამის­თ­ვის ძალ-ღო­ნეს არ და­ვი­შუ­რებ. რაც შე­ე­ხე­ბა დღე­ვან­დელ გო­ლებს, არ შე­მიძ­ლია არ ვთქვა ჩე­მი პარ­ტ­ნი­ო­რე­ბის თა­მაშ­ზე. კა­სა­ნომ და მონ­ტო­ლი­ვომ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პა­სე­ბი მომ­ცეს.

- რა­ტომ შეგ­ც­ვა­ლეს?

- მე­ო­რე ტა­იმ­ში პა­ტა­რა ტრავ­მა მი­ვი­ღე. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, რამ­დე­ნი­მე წუთს მა­ინც ვი­თა­მა­შე, რა­თა მწვრთნელს ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ცვლი­ლე­ბა მო­ემ­ზა­დე­ბი­ნა.

- იტა­ლი­ის ჩემ­პი­ო­ნატ­ში დაბ­რუ­ნე­ბას არ აპი­რებთ?

- ჯერ არა. "სი­ტის" ფა­ნებს ვუყ­ვარ­ვარ და მათ არ და­ვა­ღა­ლა­ტებ. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, "სი­ტის" ქო­მა­გებს ისევ ვეყ­ვა­რე­ბი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ინ­გ­ლი­სის ნაკ­რე­ბი გა­მოვ­თი­შეთ ევ­რო­პის პირ­ვე­ლო­ბას.

- ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნო­ბამ­დე ერ­თი ნა­ბი­ჯი დაგ­რ­ჩათ. რას ფიქ­რობთ ეს­პა­ნე­თის ნაკ­რებ­თან გა­სა­მართ ფი­ნალ­ზე?

- შე­მიძ­ლია შეგ­პირ­დეთ, რომ მინ­დორ­ზე ბო­ლომ­დე და­ვი­ხარ­ჯე­ბით. ახ­ლა მთა­ვა­რია კარ­გად და­ვის­ვე­ნოთ, ძა­ლე­ბი აღ­ვიდ­გი­ნოთ, შემ­დეგ კი, უბ­რა­ლოდ, გა­ვი­დეთ მინ­დორ­ზე და ჩვე­ნი ფეხ­ბურ­თი ვი­თა­მა­შოთ. დღეს სა­ო­ცა­რი სა­ღა­მო იყო, ყვე­ლა­ზე ფან­ტას­ტი­კუ­რი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. თუმ­ცა, მჯე­რა, რომ კვი­რა სა­ღა­მო უკე­თე­სი იქ­ნე­ბა.

ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უ­ბა­რი იტა­ლი­ის ნაკ­რე­ბის სხვა ფეხ­ბურ­თე­ლებ­მაც არ და­ი­ზა­რეს. კლა­უ­დიო მარ­კი­ზიო: "იტა­ლი­ამ ფან­ტას­ტი­კუ­რი მატ­ჩი გა­მარ­თა. ყვე­ლა ძა­ლი­ან და­ვი­ღა­ლეთ. ჩვენ და­ვამ­ტ­კი­ცეთ, რომ ეს­პა­ნე­თის ნაკ­რებს არაფ­რით არ ჩა­მო­ვუ­ვარ­დე­ბით. მე­ტო­ქის წი­ნა­შე შიშ­ზე სა­უ­ბა­რიც არ უნ­და იყოს. კვი­რას მინ­დორ­ზე გა­ვალთ და მო­სა­გე­ბად ვი­თა­მა­შებთ."

ჯან­ლუ­ი­ჯი ბუ­ფო­ნი: "მატ­ჩი რომ დამ­თავ­რ­და, ძა­ლი­ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. იმის ნაც­ვ­ლად, რომ თა­მა­ში მშვი­დად მიგ­ვეყ­ვა­ნა გა­მარ­ჯ­ვე­ბამ­დე, ცეცხ­ლ­თან თა­მა­ში და­ვიწყეთ. ვფიქ­რობ, გერ­მა­ნე­ლებს ერ­თი შემ­თხ­ვე­ვი­თი გო­ლიც რომ გა­ე­ტა­ნათ, და­მა­ტე­ბით დრო­ში 2:9-ს წა­ვა­გებ­დით. მე ყო­ველ­თ­ვის თა­მაშს ვა­ფა­სებ და არა მხო­ლოდ შე­დეგს. მთლი­ა­ნო­ბა­ში ახალ­გაზ­რ­და გუნ­დი გვყავს და ბევ­რი გვაქვს სას­წავ­ლი".

ან­დ­რეა პირ­ლო: "ჯერ­ჯე­რო­ბით არა­ფე­რი გაგ­ვი­კე­თე­ბია. ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ ფი­ნა­ლის საგ­ზუ­რი და­ვი­ბე­ვეთ. ფი­ნა­ლის საგ­ზუ­რი დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად მო­ვი­პო­ვეთ".

მარ­ცხის შემ­დეგ გერ­მა­ნე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი ლა­პა­რა­კის გუ­ნე­ბა­ზე არ იყ­ვ­ნენ, მაგ­რამ ჟუ­რან­ლის­ტებ­თან ურ­თი­ერ­თობ­ზე უარი არ თქვეს. ფი­ლიპ ლა­მი: "თა­ვად ვართ დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი. რამ­დენ­ჯერ­მე უხე­შად შევ­ც­დით და მე­ტო­ქემ დაგ­ვ­სა­ჯა. იტა­ლი­ის ნაკ­რებ­მა ბრწყინ­ვა­ლედ ითა­მა­შა. მე­ო­რე ტა­იმ­ში ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ­დით, რომ ან­გა­რი­ში გაგ­ვე­თა­ნაბ­რე­ბი­ნა. სამ­წუ­ხა­როდ, გო­ლი ძა­ლი­ან გვი­ან გა­ვი­ტა­ნეთ".

იოახიმ ლი­ო­ვი: "ჩვენ გვყავს მარ­კო რო­ი­სი, რო­მე­ლიც ახალ­გაზ­რ­დაა, ჩვენ გვყავს მა­რიო გი­ოტ­ცე, რო­მე­ლიც ასე­ვე ახალ­გაზ­რ­დაა, ჩვენ გვყავს მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი, რო­მე­ლიც ასე­ვე ახალ­გაზ­რ­დაა და თქვენ წი­ნა­შე დგას. უბ­რა­ლოდ, ამ მატ­ჩის შემ­დეგ დავ­ბერ­დით".

 

 

ყველაზე პოპულარული
  1. საზოგადოება >>

    aa
  2. ბლოგი >>

    aa
  3. ინტერვიუ >>

    aa
  4. პოლიტიკა >>

    aa
  5. უცხოეთი >>

    aa
  6. ბლოგი >>

    aa
  7. ბლოგი >>

    aa
  8. პრესომბუდსმენი >>

    aa
  9. თვალსაზრისი >>

    aa
  10. საზოგადოება >>

    aa
  11. თვალსაზრისი >>

    aa
  12. სტილი >>

    aa
  13. რევიუ >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. მარანი >>

    aa
  16. მარანი >>

    aa
  17. მარანი >>

    aa
  18. კულინარია >>

    aa
  19. წიგნები >>

    aa
  20. წიგნები >>

    aa
  21. წიგნები >>

    aa
  22. წიგნები >>

    aa
  23. წიგნები >>

    aa
  24. წიგნები >>

    aa
  25. საზოგადოება >>

    aa
  26. საზოგადოება >>

    aa
  27. ტექნოლოგიები >>

    aa
  28. ტექნოლოგიები >>

    aa
  29. საზოგადოება >>

    aa
  30. რევიუ >>

    aa
  31. თვალსაზრისი >>

    aa
  32. რევიუ >>

    aa
  33. სპორტი >>

    aa
  34. კალათბურთი >>

    aa
  35. კალათბურთი >>

    aa
  36. ჭიდაობა >>

    aa
  37. უცხოეთი >>

    aa
  38. რევიუ >>

    aa
  39. ამბები >>

    aa
  40. სპორტი >>

    aa
  41. სპორტი >>

    aa
  42. სპორტი >>

    aa
  43. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი