RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
19 მაისი, კვირა 2013
თბილისი ... ...
სპორტი >>

ევ­რო­ბა­ლას­ტი

16 წლამ­დე­ლებ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­მა სომ­ხეთს 106:50 მო­უ­გო. +56 ყვე­ლა შემ­თხ­ვე­ვა­ში სა­სი­ა­მოვ­ნოა.

24 საათი 16.07.12

დუ­და სა­ნა­ძე (7) ალე­ხან­დ­რო ბა­რე­ა­რა­ზე ავი­და.
დუ­და სა­ნა­ძე (7) ალე­ხან­დ­რო ბა­რე­ა­რა­ზე ავი­და.

16 წლამ­დე­ლებ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­მა სომ­ხეთს 106:50 მო­უ­გო. +56 ყვე­ლა შემ­თხ­ვე­ვა­ში სა­სი­ა­მოვ­ნოა.

სტა­ტის­ტი­კა სტა­ტის­ტი­კას ინა­ხავს და კარ­გი იყო, +56 ჩვენ­თან დარ­ჩე­ბა. 20 წლამ­დე­ლებ­ში სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­მა ეს­პა­ნეთ­თან 49:111 წა­ა­გო. -62 ყვე­ლა შემ­თხ­ვე­ვა­ში ცუ­დია.ეს­პა­ნე­თი ამ ასაკ­შიც ეს­პა­ნე­თია და საქ­მეს გე­მოვ­ნე­ბით აკე­თებს. ეს­პა­ნეთ­თან წა­გე­ბა უხერ­ხუ­ლი არ არის. უბ­რა­ლოდ, თუ თა­მა­ში­სას უფ­რო მე­ტით აგებ, ვიდ­რე ქუ­ლას იღებ, ეს უკ­ვე გა­უ­გე­ბა­რი, გა­უ­მარ­თ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა. და­ვით უს­ტი­აშ­ვი­ლი კარ­გი მწვრთნე­ლია. მოქ­ნი­ლი აზ­როვ­ნე­ბით, სა­სი­ა­მოვ­ნო მე­თო­დე­ბით, სათ­ქ­მე­ლის გად­მო­ცე­მის საკ­მა­რი­სი უნა­რით. უს­ტი­აშ­ვი­ლი ბევ­რად კარ­გია, ვიდ­რე ის ნაკ­რე­ბი, რო­მე­ლიც და­თომ სლო­ვე­ნი­ა­ში წა­იყ­ვა­ნა. 50:88 ლატ­ვი­ას­თან, 67:103 თურ­ქეთ­თან, -62 ეს­პა­ნეთ­თან. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბი პირ­ვე­ლი ეტა­პის ბა­ლას­ტი იყო.

ეს­პა­ნეთ­თან ვერ მოვ­ხ­სე­ნით მო­სახ­ს­ნე­ლი. ოთხ მე­ოთხედ­ში 22 (7 სხვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე) მოხ­ს­ნა ცო­ტა უხერ­ხუ­ლია.

ეს­პა­ნეთ­თან ვერ მო­ვაგ­ვა­რეთ პრობ­ლე­მე­ბი დაც­ვა­ში. ეს­პა­ნე­ლებ­მა 55 სა­შუ­ა­ლო­დან 35 (63.6 %) ჩას­ვეს. ეს­პა­ნე­თი ჩვენ­თან ოფი­ცი­ა­ლუ­რი თა­მა­შის დროს ვარ­ჯი­შობ­და, სპა­რინ­გობ­და.

ეს­პა­ნეთ­მა სა­მი­ა­ნე­ბი სა­შუ­ა­ლოდ (21/7) გა­უშ­ვა და აკუ­რა­ტუ­ლად მოხ­ს­ნა თით­ქ­მის ყვე­ლა­ფე­რი, რაც ვერ ჩას­ვა. ფა­ვო­რიტ­მა ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ი­დან 18 მოხ­ს­ნა წა­მო­ი­ღო. უხერ­ხუ­ლია.

ეს­პა­ნეთ­მა თა­მა­ში 17 პა­სით და 8 შეც­დო­მით და­ხუ­რა. რეს­პექ­ტა­ბე­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კაა.

სა­ქარ­თ­ვე­ლომ თა­მა­ში 4 პა­სით და 20 შეც­დო­მით და­ხუ­რა. ნაკ­რე­ბი ამ სტა­ტის­ტი­კა­ზე უკე­თე­სი უნ­და იყოს. უს­ტი­აშ­ვი­ლის ინ­ტე­ლექ­ტი მეტს იმ­სა­ხუ­რებს. რა­ღაც არ აეწყო.

შარ­შან, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, უკე­თეს გუნ­დებ­თან უკე­თე­სად თა­მა­ში ვის­წავ­ლეთ. სწავ­ლის სურ­ვი­ლი ნამ­დ­ვი­ლად იყო და მთე­ლი ნაკ­რე­ბი ბო­ლომ­დე იღ­ლე­ბო­და. რუ­სეთ­თან მი­ნუს ცო­ტას წა­გე­ბა მი­სა­ღე­ბია. იმ მო­მენ­ტ­ში ის წა­გე­ბა მომ­დევ­ნო, უფ­რო წარ­მა­ტე­ბუ­ლი თა­მა­შე­ბის წინ ექ­ს­კურ­სია გა­მო­ვი­და. კი­რი­ლენ­კოს­თან და ხრი­ა­პას­თან წა­გე­ბით ნაკ­რებ­მა კომ­პ­ლი­მენ­ტე­ბი და­იმ­სა­ხუ­რა. ის რუ­სე­თი იმ ჩემ­პი­ო­ნა­ტის მე­სა­მე ნაკ­რე­ბი გახ­და. სა­ქარ­თ­ვე­ლომ კარ­გად ითა­მა­შა სლო­ვე­ნი­ას­თან და მხო­ლოდ მე­ო­რე ტა­იმ­ში, პე­რი­მეტ­რის გახ­ს­ნით წა­ვა­გეთ. ის სა­ქარ­თ­ვე­ლო აგებ­და და სწავ­ლობ­და. ეს სა­ქარ­თ­ვე­ლო აგებ­და და ამ წა­გე­ბა­ზე წე­რა ძნე­ლია. რა­ზე უნ­და წე­რო? მი­ნუს სა­მოც­და­ორ­ზე? უსი­ა­მოვ­ნოა. ამ ჰან­დი­კა­პის შემ­დეგ ბი­ჭებ­მა უნ­და და­ის­ვე­ნონ და დას­ვე­ნე­ბის დრო არ არის. დღეს ახა­ლი ტუ­რი იწყე­ბა. მე­ო­რე, XIII-XVI ად­გი­ლე­ბის­თ­ვის წვა­ლე­ბა­ში ეს­ტო­ნე­თი, შვე­დე­თი და მონ­ტე­ნეგ­რო დაგ­ვის­ვეს. ამას მი­ზე­რუ­ლი აზ­რი აღარ აქვს.

ეს­პა­ნე­თი ჩვე­ნი ჯგუ­ფი­დან პირ­ვე­ლი ად­გი­ლით გა­ვი­და. მე­ო­რე­ზე თურ­ქე­თი დაჯ­და. სა­ინ­ტე­რე­სო, მძი­მე მატ­ჩ­ში თურ­ქეთ­მა ლატ­ვი­ას და­მა­ტე­ბით დრო­ში 64:61 მო­უ­გო. თურ­ქე­თი კარ­გი იყო. ლატ­ვი­აც. ეს­პა­ნე­თი ამ ჯგუ­ფის კო­პერ­ფილ­დია.

ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ყვე­ლამ ცუდ­ზე უარე­სად გა­ა­კე­თა საქ­მე. ჩა­მოვ­ყა­როთ.

ტე­ტე­ლაშ­ვი­ლი - 9 წუ­თი, 1 ქუ­ლა, 2 შეც­დო­მა, მოხ­ს­ნის გა­რე­შე, კარ­გი თა­მა­შის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი მი­ნუს 21. -21.

ფხა­კა­ძე - 17 წუ­თი, 3 ქუ­ლა, 2 შეც­დო­მა, მოხ­ს­ნის გა­რე­შე. სა­ინ­ტე­რე­სოა. თან, ძა­ლი­ან უინ­ტე­რე­სო. კარ­გი თა­მა­შის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი - მი­ნუს 28. ტურ­ნი­რის სტა­ტის­ტი­კა - 2.7 ქუ­ლა, 2.7 პა­სი, 1.7 მოხ­ს­ნა, 5.3 მოხ­ს­ნა.

სა­ნა­ძე - 30 წუ­თი, 10 ქუ­ლა, 5 მოხ­ს­ნა, პა­სის გა­რე­შე, 3 შეც­დო­მა. სა­ნა­ძე ნაკ­რე­ბის ლი­დე­რია, დი­დი ნაკ­რე­ბის კან­დი­და­ტებ­ში ზის და პა­ტა­რებ­ში უფ­რო აკუ­რა­ტუ­ლად უნ­და ის­რო­ლოს. ეს­პა­ნეთ­თან დუ­დამ 6 სა­მი­ა­ნი გა­უშ­ვა. ექ­ვ­სი­ვე სხვა­გან წა­ვი­და. კარ­გი თა­მა­შის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი - მი­ნუს 42. კარ­გი მო­თა­მა­შის­თ­ვის ცუ­დია. 15.7 ქუ­ლა სა­ინ­ტე­რე­სოა. 5.0 მოხ­ს­ნაც წა­ვა. 21/5 სა­მი­ა­ნი არა­და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია.

ბო­ქო­ლიშ­ვი­ლი - ამ ნაკ­რე­ბის კი­დევ ერ­თი პო­პუ­ლა­რუ­ლი, ჩვენს დო­ნე­ზე გა­პი­ა­რე­ბუ­ლი ბი­ჭი და ეს­პა­ნეთ­თან არა­ფე­რი არ წა­ვი­და. 30 წუ­თი, 8 ქუ­ლა, 3 მოხ­ს­ნა, 2 პა­სი, 3 შეც­დო­მა. 4 ნას­რო­ლი, 4 ცუ­დი სა­მი­ა­ნი და კარ­გი თა­მა­შის ცუ­დი კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი - მი­ნუს 48. სა­შუ­ა­ლოდ იღებს 9.0 ქუ­ლას, 1.7 პასს და 2.7 შეც­დო­მას.

ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი - 5 წუ­თი და არა­ფე­რი. ყვე­ლა­ფერ­ში ნუ­ლი. არ უს­ვ­რია, არ გა­უ­ფუ­ჭე­ბია, არა­ვინ არ და­უ­ლე­წავს და მშვი­დად იყო. კარ­გი თა­მა­შის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი - მი­ნუს 13.

მა­ჩა­ლა­ძე - 11 წუ­თი, 1 და­ფა­რე­ბა. მშვე­ნი­ე­რი. და­ფა­რე­ბა ეს­პა­ნეთ­თან უნ­და და­ი­მახ­სოვ­რო. ვი­საც და­უ­ფა­რე, ის შე­იძ­ლე­ბა მა­ლე "მემ­ფის­ში", მარკ გა­სოლ­თან ან "ბარ­სე­ლო­ნა­ში", სე­ნი­ორ ნა­ვა­როს­თან წა­ვი­დეს. ხდე­ბა ხოლ­მე. ლი­მი­ტი­რე­ბულ დრო­ში 3 პერ­სო­ნა­ლუ­რიც მი­ი­ღო. ბევ­რია. თა­ვის მი­ნუს თვრა­მეტ­თან ერ­თად.

თე­ნი­ეშ­ვი­ლი - 25 წუ­თი, 4 ქუ­ლა, 0 მოხ­ს­ნა, 0 პა­სი, 4 შეც­დო­მა, 4 ფო­ლი. კარ­გი თა­მა­შის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი - მი­ნუს 38.

ალ­ხა­ნა­ი­ძე - 23 წუ­თი, 6 ქუ­ლა, 6 მოხ­ს­ნა, 1 პა­სი, 1 ჩაჭ­რა, 2 შეც­დო­მა, 3 ფო­ლი. 4 ორი­ა­ნი­დან 2 გა­მო­ი­ყე­ნა. კარ­გი თა­მა­შის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი - მი­ნუს 28.

რო­გა­ვა - დიდ ნაკ­რებ­ში გა­მო­ი­ძა­ხეს რო­გა­ვა, არ გა­მო­ი­ძა­ხეს გამ­ყ­რე­ლი­ძე. თა­ო­ბე­ბი იც­ვ­ლე­ბა და თა­ო­ბებ­ში ნი­ჭი უნ­და შე­იც­ვა­ლოს. მარ­ტო თა­ო­ბის შეც­ვ­ლა არ არის საკ­მა­რი­სი უკე­თე­სი შე­დე­გის­თ­ვის. რო­გა­ვა, ალ­ბათ, კარ­გი ბი­ჭია და ეს­პა­ნეთ­თან და­კარ­გუ­ლი იყო - 8 წუ­თი, უქუ­ლოდ, უპა­სოდ, 1 შეც­დო­მით, ერ­თი არა­ზუს­ტი სა­მი­ა­ნით. მი­ნუს 12 სხვე­ბის ფონ­ზე ჯეკ­პო­ტია. დი­დებ­ში სხვა კა­ლათ­ბურ­თი წა­ვა.

ლო­მი­ნაშ­ვი­ლი - 5 წუთ­ში 2 ქუ­ლა და 1 შეც­დო­მა. მი­ნუს 5. ცო­ტა დრო­ში ცო­ტა მო­ას­წ­რო. 204 სან­ტი­მეტ­რ­ში მე­ტი აგ­რე­სია და ნაკ­ლე­ბი რი­დი უნ­და იყოს. ნორ­მა­ლუ­რი თა­მა­ში და ცუ­დი ჯა­მუ­რი სტა­ტის­ტი­კა. სამ თა­მაშ­ში უფ­რო მე­ტი ფო­ლი (9) მი­ი­ღო, ვიდ­რე - ჯა­მუ­რი ქუ­ლა (4) და მოხ­ს­ნა (2). ცუ­დია.

ბურ­ჯა­ნა­ძე - 35 წუ­თი, 15 ქუ­ლა, 5 მოხ­ს­ნა, 1 შეც­დო­მა, 1 ფო­ლი. კარ­გი სტა­ტის­ტი­კა წა­მო­ი­ღო. ამ ამ­ბავ­ში კარ­გი და ისე, მარ­გი ქმე­დე­ბის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი ძა­ლი­ან ცუ­დი იყო - მი­ნუს 58. ბე­ქამ 17 სრო­ლი­დან 5 გა­მო­ი­ყე­ნა, 9 სა­მი­ა­ნი­დან 6 სხვა­გან გა­უშ­ვა. ბურ­ჯა­ნა­ძე ნი­ჭი­ე­რია. ეს ნი­ჭი უკეთ უნ­და გა­მო­ვი­ყე­ნოთ და რაც არ იცის, ის უნ­და ვას­წავ­ლოთ. ვინც უნ­და ას­წავ­ლოს, იმან. ბურ­ჯა­ნა­ძე ტურ­ნირ­ზე - 12.7 ქუ­ლა, 6.3 მოხ­ს­ნა.

ელი­ა­ძეს არ უთა­მა­შია. და­ის­ვე­ნა და ვინც ითა­მა­შა, ისიც დას­ვე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

და­ვით უს­ტი­აშ­ვი­ლი ამ ნაკ­რებ­ზე უკე­თეს გუნდს იმ­სა­ხუ­რებს.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს 20 წლამ­დე­ლებ­მა პირ­ველ სამ თა­მაშ­ში 69 სა­მი­ა­ნი­დან 16 გა­მო­ი­ყე­ნეს. 23.2 %. გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლია.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს 20 წლამ­დე­ლებ­მა პირ­ველ სამ თა­მაშ­ში სა­ჯა­რი­მო­ე­ბის 67.7 პრო­ცენ­ტი (62/42) გა­მო­ი­ყე­ნეს. დი­დი ბი­ჭე­ბის ცუ­დი სტა­ტის­ტი­კა.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს 20 წლამ­დე­ლებ­მა ცუ­დად ითა­მა­შეს. 20 წლამ­დე­ლე­ბის­თ­ვის ცუ­დად.

ჯგუ­ფუ­რი ეტა­პის ბო­ლო თა­მა­ში ეს­პა­ნეთ­თან 49:111 წა­ვა­გეთ. -62 ყვე­ლა შემ­თხ­ვე­ვა­ში ცუ­დია. ეს­პა­ნე­თი ამ ასაკ­შიც ეს­პა­ნე­თია და საქ­მეს გე­მოვ­ნე­ბით, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად, ეს­პა­ნუ­რად აკე­თებს. ეს­პა­ნეთ­თან წა­გე­ბა გე­პა­ტი­ე­ბა, არ გეჩხუ­ბე­ბი­ან და კუთხე­ში არ და­გა­ყე­ნე­ბენ. უბ­რა­ლოდ, თუ თა­მა­ში­სას უფ­რო მე­ტით აგებ, ვიდ­რე ქუ­ლას იღებ, ეს გა­უ­გე­ბა­რი, გა­უ­მარ­თ­ლე­ბე­ლი ხდე­ბა. და­ვით უს­ტი­აშ­ვი­ლი კარ­გი მწვრთნე­ლია. მოქ­ნი­ლი აზ­როვ­ნე­ბით, სა­სი­ა­მოვ­ნო მე­თო­დე­ბით, სათ­ქ­მე­ლის გად­მო­ცე­მის საკ­მა­რი­სი უნა­რით. უს­ტი­აშ­ვი­ლი სულ სწავ­ლობს. გორ­დონ ჰერ­ბერ­ტის­გან, კენ შილ­დ­სის­გან, იგორ კო­კოშ­კო­ვის­გან. უს­ტი­აშ­ვი­ლი ბევ­რად კარ­გია, ვიდ­რე ის ნაკ­რე­ბი, რო­მე­ლიც და­თომ სლო­ვე­ნი­ა­ში წა­იყ­ვა­ნა. 50:88 ლატ­ვი­ას­თან, 67:103 თურ­ქეთ­თან, -62 ეს­პა­ნეთ­თან. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბი პირ­ვე­ლი ეტა­პის ბა­ლას­ტი იყო.

U 20. ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტი. სლო­ვე­ნია

I ჯგუ­ფუ­რი ეტა­პი.

ეს­პა­ნე­თი - სა­ქარ­თ­ვე­ლო 111:49 (29:13, 25:12, 32:19, 25:5)

ეს­პა­ნე­თი: სან­სი (17), დი­ე­სი (17), ხ.ფერ­ნან­დე­სი (15).

სა­ქარ­თ­ვე­ლო: ბურ­ჯა­ნა­ძე (15+5 მ), სა­ნა­ძე (10), ბო­ქო­ლიშ­ვი­ლი (8), ალ­ხა­ნა­ი­ძე (6), თე­ნი­ეშ­ვი­ლი (4), ფხა­კა­ძე (3), ლო­მი­ნაშ­ვი­ლი (2), ტე­ტე­ლაშ­ვი­ლი (1).

 

 

 

ყველაზე პოპულარული
  1. საზოგადოება >>

    aa
  2. თვალსაზრისი >>

    aa
  3. ინტერვიუ >>

    aa
  4. პოლიტიკა >>

    aa
  5. უცხოეთი >>

    aa
  6. პრესომბუდსმენი >>

    aa
  7. თვალსაზრისი >>

    aa
  8. რევიუ >>

    aa
  9. რევიუ >>

    aa
  10. სტილი >>

    aa
  11. რევიუ >>

    aa
  12. რევიუ >>

    aa
  13. რევიუ >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. მარანი >>

    aa
  16. მარანი >>

    aa
  17. მარანი >>

    aa
  18. კულინარია >>

    aa
  19. კულინარია >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. ავტო >>

    aa
  27. ავტო >>

    aa
  28. ავტო >>

    aa
  29. ავტო >>

    aa
  30. ავტო >>

    aa
  31. ავტო >>

    aa
  32. მეცნიერება >>

    aa
  33. მეცნიერება >>

    aa
  34. რევიუ >>

    aa
  35. საზოგადოება >>

    aa
  36. რევიუ >>

    aa
  37. ამბები >>

    aa
  38. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  39. რევიუ >>

    aa
  40. რევიუ >>

    aa
  41. სპორტი >>

    aa
  42. სპორტი >>

    aa
  43. სპორტი >>

    aa
  44. ბიზნესი >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. ამბები >>

    aa
  47. ამბები >>

    aa
  48. ბიზნესი >>

    aa
  49. ბიზნესი >>

    aa
  50. კალათბურთი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. ამბები >>

    aa
  53. განათლება >>

    aa
  54. უცხოეთი >>

    aa
  55. რაგბი >>

    aa
  56. კალათბურთი >>

    aa
  57. სპორტი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი