ტოკიოში მიმდინარე სეზონის ბოლოსწინა ბაშო წარუმატებელია ქართველთათვის. აგვისტოში პირველ მაეგაშირობამდე აღზევებულ ტოჩინოშინს რეიტინგში დაქვეითება არ ასცდება, კოკაი კი ინარჩუნებს ბაშოს დადებითი ბალანსით დასრულების შანსს, თუმცა, გამოცდილი ქართველი ათლეტი ბოლო დღეებში ვერ არის მოწოდების სიმაღლეზე.
12 წლის განმავლობაში საქართველოს მოკრივეთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატებს უმედლოდ ტოვებდა. ბოლოს ვინც მედლამდე მივიდა, თანაც, ოქროს მედლამდე, გიორგი კანდელაკია. ის კი, ვინც 12-წლიან წარუმატებლობას წერტილი დაუსვა, კობა ფხაკაძეა. ქართველმა მოკრივემ მილანის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.