RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, პარასკევი 2012
თბილისი ... ...
სპორტი >>

შენი თავისუფლება ჩვენი თავისუფლებაა

პაკიაომ ფილიპინებში რევოლუცია მოახდინა

24 საათი 16.11.09

პაკიაომ ფილიპინებში რევოლუცია მოახდინა

გიგა გურასაშვილი

ლას ვეგასგასში ისეთი ჩხუბი იყო, კრივის მექას რომ შეეფერება. რინგის ერთ მხარეს თუ წონითი კატეგორიების მიუხედავად მსოფლიოს უძლიერეს მოკრივედ მიჩნეული ფილიპინელი მენი პაკიაო იდგა, მეორე მხარეს ნახევრადსაშუალო წონაში კრივის მსოფლიო ორგანიზაციის (WBO) პუერტორიკოელი მიგელ კოტო. არცერთს არ დაეწუნება ოსტატობა და მუშტში ძალა და, ალბათ, ამიტომაც იყო მათი ორთაბრძოლა ფაქტობრივად თანაბარძალოვანად რომ წარიმართა. გამარჯვებულის გამოსავლენად კი მსაჯთა დათვლები გახდა საჭირო. ერთი სიტყვით, პაკიაო VS კოტო 12 რაუნდში გაიწელა, ტექნიკური ნოკაუტით გამარჯვება და ნახევრადსაშუალო წონაში WBO-ს ბრილიანტის ქამარი კი ფილიპინელს დარჩა.

დიდი ჩხუბის შემდეგ დალილავებული პაკიაო აღიარებდა, მიგელ კოტო კერკეტი კაკალი გამოდგაო. გარდა იმისა, რომ გამარჯვებას და სანუკვარ ქამარს დაეპატრონა, დღეის იქით ფილიპინელი ერთადერთია საკრივო სამყაროს ისტორიაში, რომელიც შვიდ წონით კატეგორიაში დაეუფლა საჩემპიონო ტიტულებს.

“მძიმე ორთაბრძოლა გამოდგა. გარდა იმისა, რომ ისტორიული მიღწევაა, აღსანიშნავია ისიც, რომ ასეთი რამ ფილიპინელმა გააკეთა”, - “როიტერთან” საუბარში საკუთარ წარმატებას უსვავდა ხაზს პაკიაო.

მართალია, ლას ვეგასური ჩხუბის გამოსავლენად მსაჯებისგან ქულების დაანგარიშება გახდა საჭირო, მაგრამ სტატისტიკას თუ გადავხედავთ პაკიაო მეტოქეს დარტყმების სიზუსტით (336 172-ის წინააღმდეგ) ორი თავით აღემატებოდა. აი, ძალისმიერი დარტყმებით კი ლამის სამჯერ აღემატებოდა (276 93-ის წინააღმდეგ) პუერტორიკოელს.

როგორც არ უნდა იყოს, ჩია ფილიპინელმა საკუთარი საქმე გააკეთა და მომავალი ორთაბრძოლისკენ მიაპყრო მზერა. არა, მომავალი რაღაც ურიგოდ ჟღერს. საშუალო წონითი კატეგორიებში ბევრი ისეთი მოკრივეა, რომლებიც საკრივო სამყაროში ქუხან. ერთგვარი ელიტარული წრეა შეკრული, სადაც კონკურენცია მძაფრზე მძაფრია. მათ შორის, ერთ-ერთი გამორჩეულია ახლახანს რინგს დაბრუნებული ფლოიდ მეივეზერ-უმცროსი. კაცი, რომელიც კრივიდან წასვლამდე ასევე მიიჩნეოდა წონითი კატეგორიების მიუხედავად მსოფლიოს უძლიერეს მოჩხუბრად. აკი, პაკიაო-კოტოს დასრულების შემდეგ ფილიპინელის გულშემატკივართა არმია სკანდირებდა: ფლოიდთან ჩხუბი გვინდაო. მათი არ იყოს, იგივე სურს ფილიპინელის მწვრთნელს ფრედი როუჩსაც. ეგაა, პაკიაომ განმარტა, მომავალი მეტოქის არჩევა პრომოუტერ ბობ არუმისთვის მიმინდვია. ამ საქმეს ჩემი პრომოუტერი აკვარახჭინებსო.

და კიდევ, პაკიაო VS კოტოს ლასვეგასურ ჯახს, რომელიც ფილიპინებში პირდაპირი ტრანსლაციით გადაიცემოდა, არნახული ტელემაყურებელი ჰყავდა. მეტიც, ეკლესიები და ქუჩები დაცარიელდა, პოლიციამ კი საკუთარ მოხსენებებში აღნიშნა, ტრანსლაციისას ბევრს ქალაქსა თუ რაიონში დანაშუალობებს და უბედურ საგზაო შემთხვევებს ადგილი არ ჰქონიაო. ინტერესი იმდენად დიდი იყო პაკიაო-კოტოს ორთაბრძოლის მიმართ, რომ სკვერებსა და ქუჩებში საგანგებოდ დაამონტაჟეს მონიტორები. ერთნი უკეთესი ხედის იმედად ქუჩის განათების ბოძებზე თუ ხეებზე მოკალათებულნი უყურებდნენ ლას ვეგასიდან ტრანსლაციას. ეგ კი არა და სექტემბერში ტაიფუნისგან დაზარალებული ერთ-ერთი ქალაქის მერმა ფასიანი ტრანსლაციისთვის საკუთარი ჯიბიდან გაიღო თანხა, რათა 2,5 ათას მის თანამემამულეს, რომელიც სარჩო-საბადებელსაა მოკლებული და სპორტულ დარბაზებში შეხიზნულან, პაკიაოს ჩხუბისთვის ეცქირა. კიდევ ერთი ქალაქის მერმა კი საკუთარი ყოველკვირეული რადიოგადაცემა გააუქმა პაკიაოს ჩხუბის ყურების სანაცვლოდ.

და ბოლოს, აჯანყებულმა მუსულმანებმა, რომლებსაც სახელისუფლებო ჯარებთან ომი გაუჩაღებიათ, 79 წლის ირლანდიელი მისიონერი მაიკლ სინტონი გაათავისუფლეს ერთ თვიანი ტყვეობიდან.

“შენი თავისუფლება ჩვენი თავისუფლებაა, - დამტყვევებლებს ციტირებდა მისიონერი. - არც ჩვენ გვსურს აქ დიდი ხნით შეყოვნება. ჩვენ პაკიაოს ჩხუბის ხილვა გვსურს”.


ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. კინო >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. ავტო >>

    aa
  8. ავტო >>

    aa
  9. ავტო >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. რევიუ >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. მარანი >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  45. ამბები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. ტექნოლოგიები >>

    aa
  48. რევიუ >>

    aa
  49. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  50. რეგიონი >>

    aa
  51. კალათბურთი >>

    aa
  52. სპორტი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. რაგბი >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
  57. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი