სტუდია ‘თვითმხილველი’ ჟურნალისტთა და საზოგადოების წარმომადგენელ ‘მოქალაქე–რეპორტიორთა’ ქსელია, რომელიც მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმებისა და მულტიმედიიური პროდუქციის საშულებით აშუქებს თანამედროვე საზოგადოების ცხოვრებას საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში. პროექტი ხორციელდება არასამთავრობო მედია ორგანიზაცია “გოუ ჯგუფი“–ს (Go Group) მიერ, რომელიც პროფესიონალ ჟურნალისტთა და რედაქტორთა ჯგუფმა 2009 წელს დააფუძნა.