საქართველო - გერმანია 77:3
24 საათი 08.02.10

საქართველო - გერმანია 77:3
ქართველმა მორაგბეებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ერთა თასის წლევანდელი გათამაშება გამარჯვებით დაიწყეს. ტიმ ლეინის გუნდი ტურნირის აშკარა აუტსაიდერ გერმანიას შეერკინა და 77:3 გაანადგურა. თურმე, რაგბის მამებს ძალიან უნდათ, დიდი გერმანია ერთა თასის A კატეგორიაში დატოვონ, მაგრამ ასეთი თამაშით გერმანელებს მაინც არაფერი გამოუვათ. IRB-ის სხდომაზე უთქვამთ: მოდი, რეგლამენტი შევცვალოთ და ტურნირის ბოლოს B ჯგუფის ლიდერ უკრაინას A ჯგუფის აუტსაიდერი შევაჯიბროთ, მოგებული კი ერთა თასის გათამაშებაზე დავტოვოთო. სიახლე სიახლედ, მაგრამ ამ შემთხვევაში უკრაინა იჩაგრებოდა და ქართულმა დელეგაციამაც არ მისცა სხდომის მონაწილეებს საშუალება, ეს ახალი, გერმანიისთვის სასარგებლო პროექტი განეხორციელებინათ. პროექტი დავბლოკეთ და სწორადაც მოვიქეცით - გერმანია ის გუნდი არ არის, ერთა თასზე საქართველოს ეჯიბრებოდეს.
11 ლელო მივართვით სტუმრებს. აქედან 6 პირველ ტაიმში, 5 - მეორეში. შესაბამისად, საქართველოს ნაკრებს პორტუგალიაში მნიშვნელოვანი მატჩის წინ კარგი სპარინგი გამოუვიდა. პორტუგალიამ სოჭში დიდი შერკინება გადაიტანა რუსეთთან, მაგრამ მაინც დამარცხდა - 10:14 და ალბათ გვარიანადაც დაიღალა. ეს კი მცირე უპირატესობას გვაძლევს.
ტიმ ლეინის გუნდი თითქმის სრული შემადგენლობით შეიკრიბა, მაგრამ, გოდერძი შველიძისა და მამუკა გორგოძის სახით, მაინც დიდი დანაკლისი გვაქვს. გორგოძე მარტამდე ვერ ითამაშებს, შველიძე კი, იმედია, პორტუგალიასთან მატჩში დაგვეხმარება.
საქმე ის არის, რომ პორტუგალიაში მოგება გარანტიას გვაძლევს მსოფლიო თასის ფინალურ ეტაპზე გასასვლელად და ქართველ "ბორჯღალოსნებსაც" ურჩევნიათ, ეს ერთი თამაში მოიგონ, ვიდრე ყველა მატჩში გულის ფანცქალით გამოვიდნენ მინდორზე. იქნებ სწორედ ამიტომ მოხდა, რომ მეორე ტაიმში ტიმ ლეინმა ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეები დაასვენა, ირაკლი აბუსერიძე კი საერთოდ არ გამოუყვანია მინდორზე.
ქართველმა მორაგბეებმა ბოლო დროს დახვეწილ, ტრადიციულ სტილში წარმართეს თამაში. ცდილობდნენ, ხელით ეთამაშათ და ბურთი ეკონტროლებინათ. რაკი გერმანელებმა საერთოდ ვერ გაუწიეს "ბორჯღალოსნებს" შერკინებაში წინააღმდეგობა, ქართველი მორაგბეები სიამოვნებით შლიდნენ მარაოს და ცდილობდნენ, ხაზის მოთამაშეებიც გაეაქტიურებინათ. ჩვენებს კარგად გამოსდიოდათ ეს ხერხი. საკმარისია ითქვას, რომ 11-დან 7 ლელო სწორედ ხაზის მოთამაშეებმა გაიტანეს.
ტიმ ლეინი ცდილობს დააბალანსოს შერკინებისა და ხაზის თამაში და ხელით თამაში შეასისხლხორცებინოს ჩვენებურებს. კარგია, რომ "ბორჯღალოსნებსაც" ესმით თავიანთი მწვრთნელის და შედეგიც აშკარაა. სწორედ ამ ნოვაციის წყალობითაა, რომ ქართველებს ერთა თასზე მეტოქე არ ჰყავთ და ამ ტურნირზე გამარჯვებაც ჩვენი ხვედრი გახდა.
თუ ტიმ ლეინმა სისწრაფეში დახვეწა ხაზისა და შერკინების დაბალანსებული თამაში, მაშინ საქართველოს ნაკრების შეტევები ბევრად უფრო მრავალფეროვანი გახდება და "ბორჯღალოსანთა" თამაში დიდი გუნდის კონტურებს შეიძენს. მაშინ კი ფანტასტიკა აღარ იქნება მსოფლიო თასის ფინალურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების წარმატებული გამოსვლა.
2010 წლის "ერთა თასისა" და 2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის მე-2 წრის პირველი მატჩი
თბილისი. "ბორის პაიჭაძე". 4000 მაყურებელი
საქართველო - გერმანია 77:3
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. მალხაზ ურჯუკაშვილი, 13. დავით კაჭარავა (21. თედო ზიბზიბაძე 70), 12. ირაკლი გიორგაძე, 11. ირაკლი მაჩხანელი, 10. ლაშა მალაღურაძე, (22. ალექსანდრე თოდუა 59) 9. ბიძინა სამხარაძე; 1. დავით ხინჩაგიშვილი, 2. აქვსენტი გიორგაძე (16. იური ნატრიაშვილი 51, აქვსენტი გიორგაძე 73) , 3. დავით ზირაქაშვილი (17. დავით ქუბრიაშვილი 41), 4. ილია ზედგინიძე (18. ლევან დათუნაშვილი 62), 5. გიორგი ნემსაძე, 6. გრიგოლ ლაბაძე, 7. გიორგი ჩხაიძე (19. ლაშა თავართქილაძე 62), 8. ბესარიონ უდესიანი.
სათადარიგოები: 20. ირაკლი აბუსერიძე
11 ლელო: ტექნიკური (9), ნემსაძე (18, 25), კვირიკაშვილი (21, 68), მაჩხანელი (29, 54), სამხარაძე (33, 47), ზიბზიბაძე (78), უდესიანი (80)
11 გარდასახვა: კვირიკაშვილი
მთავარი მწვრთნელი: ტიმ ლეინი
შერკინების მწვრთნელი: დემიენ კამინსი
ფიზ. მომზადების მწვრთნელი: ჯონი ნამუ
მწვრთნელის ასისტენტი: ილია მაისურაძე
მენეჯერი: ვასილ აბაშიძე
გერმანია: 15. რაფაელ ჰაკლი (21. შტეფან ლიბიგი 41), 14. მარკ ცინდერა (20. რაფაელ პირაში 56), 13. კლემენს ფონ გრუმბკო (22. გიომ ფრანკე 44), 12. ედმურ ტაკენდეზა, 11. ბენიამინ სიმი, 10. კირონ დევისი (22. გიომ ფრანკე 8-12), 9. მუსტაფა გიუნგორი; 1. ბენიამინ კრაუზე, 2. ალექსანდერ ვიდიკერი, 3. ტიმ ქოული (16. პატრიკ შლივა), 4. მანუელ ვილჰელმი, 5. დანიელ პროისნერი (18. ლუკას ჰაინდს-ჯონსონი 41), 6. ჯემი ბენ ჰიუსტონი, 7. შალვა დიდებაშვილი (17. როლფ ვახა 70), 8. ალექსანდერ ჰაუკი (19. ლუკას როზენტალი 56).
ჯარიმა: დევისი (32)
მთავარი მწვრთნელი: რუდოლფ ფინშტერერი
მწვრთნელი: ბრუნო შტოლორცი
დელეგაციის ხელმძღვანელი (გერმანიის რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტი): ჰანს-იოახიმ ვალენვაინი
გუნდის კოორდინატორი: ჰანს ლანგე
მსაჯი: პატრიკ პეშონბერი (საფრანგეთი)
6 თებერვალი
რუსეთი. სოჭი
რუსეთი - პორტუგალია 14:10
რუმინეთი. ბუქარესტი
რუმინეთი - ესპანეთი (გადაიდო)
13 თებერვალი
ესპანეთი. მადრიდი
ესპანეთი - რუსეთი
პორტუგალია. ლისაბონი
პორტუგალია - საქართველო
რუმინეთი. ბუქარესტი
რუმინეთი - გერმანია
27 თებერვალი
რუსეთი. სოჭი
რუსეთი - რუმინეთი
გერმანია. ჰოიზენშტამი
გერმანია - პორტუგალია
საქართველო. თბილისი
საქართველო - ესპანეთი
13 მარტი
რუმინეთი. ბუქარესტი
რუმინეთი - საქართველო
ესპანეთი. მადრიდი
ესპანეთი - პორტუგალია
რუსეთი. სოჭი ან კრასნოდარი
რუსეთი - გერმანია
20 მარტი
გერმანია. ჰაიდელბერგი
გერმანია - ესპანეთი
თურქეთი. ტრაბზონი
საქართველო - რუსეთი
პორტუგალია. ლისაბონი
პორტუგალია - რუმინეთი
2011 წლის მსოფლიო თასის0
შესარჩევი ეტაპის სატურნირო მდგომარეობა
საქართველო 6 5 1 0 +164 17
რუსეთი 6 5 0 1 +89 16
პორტუგალია 6 3 1 2 +36 13
რუმინეთი 5 2 0 3 +16 9
ესპანეთი 5 1 0 4 -74 7
გერმანია 6 0 0 6 -231 0
შენიშვნა: გამარჯვებაზე იწერება 3 ქულა, ფრეზე - 2, წაგებაზე - 1.