RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, პარასკევი 2012
თბილისი ... ...
სპორტი >>

19 წლამდელებმა ევროპა დაიპყრეს

ბელგიაში ახალგაზრდა “ბორჯღალოსნების” სრული ტრიუმფით დასრულდა ვეროპის ჩემპიონატი 19 წლამდე მორაგბეთა შორის.

24 საათი 01.11.10

ბელგიაში ახალგაზრდა “ბორჯღალოსნების” სრული ტრიუმფით დასრულდა ვეროპის ჩემპიონატი 19 წლამდე მორაგბეთა შორის.

ჩვენმა ბიჭებმა მეტოქეები პირწმინდად დაჩაგრეს და მთელი ტურნირის განმავლობაში არავის მისცეს იმის უფლება, რომ “ბორჯღალოსანთა” მომავალი თაობის სიძლიერეში ეჭვი შეეტანა.

ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებთან ერთად, რუსეთის, ესპანეთის, რუმინეთის, უკრაინის, პოლონეთისა და ბელგიის ნაკრები გუნდები თამაშობდნენ. მეოთხედფინალში ჩვენმა ბიჭებმა პორტუგულიის ნაკრებს 27:3 სძლიეს და ნახევარფინალში ქართველთა მუდმივ მეტოქეს - რუმინეთს დაუპირისპირდნენ. “ბორჯღალოსნებს” არც “მუხის ფოთლების” ძლევა გასჭირვებიათ.

29:3 - ასეთი ანგარიშით დაამარცხეს რუმინეთის ნაკრები. ფინალში ქართველთა მეტოქე რუსეთის ახალგაზრდული გუნდი იყო. ამ თამაშს მხოლოდ სატურნირო მნიშვნელობა არ ჰქონდა. რუსების დამარცხება ქართველი მორაგბეებისთვის ყოველთვის და ყველგან პრინციპის ამბავია.

ქართველმა 19 წლამდელებმა ჩრდილოელ მეზობელს შავი დღე აყარეს. პირველ ტაიმს პატარა “ბორჯღალოსნები” 24:0 იგებდნენ და მატჩის მეორე ნახევარი ფორმალობად იქცა.

პაატა ნარიმანაშვილის შეგირდებმა ანგარიში ჯარიმით გახსნეს. დარტყმა მჭედლიშვილმა შეასრულა ზესტად. ამას მოჰყვა ქართველთა სამი ლელო და ზუსტად შესრულებული სამი გარდასახვა. ლელოები ლოსაბერიძემ, თარხნიშვილმა და აბრამიძემ მიითვალეს, გარდასახვები კი მჭედლიშვილმა შეასრულა ზუსტად.

მეორე ტაიმში ქართველები ოდნავ მოდუნდნენ, თუმცა, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რუსთა ჩათვლის მოედანში კიდევ ერთი ლელო დაიდო და “ბორჯღალოსნების” უპირატესობა ფინალისთვის შეუფერებელი გახდა. საბოლოოდ ჩვენმა გუნდმა ფინალი 38:7 მოიგო და, ევროპის ჩემპიონის ტიტულთან ერთად, 2011 წლის 20 წლამდელთა მსოფლიო თასის საგზურიც მოიპოვა.

19 წლამდელთა წარმატების შესახებ საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტს, გია ნიჟარაძეს გავესაუბრეთ.

- პირველ რიგში გილოცავთ 19 წლამდელთა წარმატებას...

- მეც მინდა ყველას მივულოცო. ეს მართლაც დიდი წარმატებაა. თუ არ ვცდები, სათამაშო სახეობებში ევროპის ჩემპიონის ტიტული ქართველთაგან არავის მოუპოვებია. ამ ბიჭების იმედი ყოველთვის მქონდა. მერწმუნეთ, ეს ის თაობაა, რომელიც ქართულ რაგბის უდიდეს წარმატებებს მოუტანს. ამ ტიტულის მოგებით სამართლიანობაც აღვადგინეთ და მსოფლიო ალაფაზე თამაშის უფლება მოვიპოვეთ. ალბათ, გახსოვთ, ორი წლის წინ რაგბის მაღალჩინოსნებმა უსამართლო გადაწყვეტილება მიიღეს. მაშინ ფინალში განახევრებული გუნდით რუმინეთთან დავმარცხდით, შედეგად კი ელიტას ჩამოგვაცილეს. ახლა კუთვნილი ადგილი დავიბრუნეთ და შორს არ არის ის დღე, როცა ეს თაობა რაგბის ელიტურ გუნდებთან ერთად ითამაშებს. მადლობას ვუხდი ბიჭებს, გუნდის მთავარ მწვრთნელს პაატა ნარიმანაშვილს, დელეგაციის ხელმძღვანელს, საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს მერაბ ბესელიას, მწვრთნელს ზურაბ ამონაშვილს, გუნდის მენეჯერს დიმიტრი ობოლაძეს, ფიზმომზადების მწვრთნელს მარკ დიქსონს, ექიმს ავთანდილ ღიბრაძეს. არ შემიძლია არ ვახსენო ბატონი ლევან გელაძე, რომელიც 18 წლამდელებს ავარჯიშებს და ამ გუნდს მოთამაშეები მოუმზადა.

- ელოდით თუ არა, რომ ჩვენი გუნდი ყველა თამაშს ასეთი დიდი უპირატესობით მოიგებდა?

- ანგარიშმა შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს. საკმაოდ ძლიერ გუნდებთან გვიწევდა თამაში. რუმინეთი ჩვენი მუდმივი მეტოქეა, რუსებთან თამაშის პრინციპულობაზე კი საუბარიც ზედმეტია. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი მეტოქეები იყვნენ სუსტები. უბრალოდ, ჩვენ გვყავს ამ ასაკში ძლიერი გუნდი და დამაჯერებელი გამარჯვებებიც ამან განაპირობა. ამ გუნდში ის ბიჭები თამაშობენ, რომლებიც ახლახან სამხრეთ აფრიკაში გავლილი სტაჟირებიდან დაბრუნდნენ. რა ანგარიშით მოიგებდნენ ჩვენი ბიჭები, არ ვიცოდი, მაგრამ ჩემპიონები რომ გახდებოდნენ, ამაში დარწმუნებული ვიყავი. ამ გამარჯვებით ბიჭებმა კიდევ ერთი დიდი საქმე გააკეთეს. ფირას დავუმტკიცეთ, რომ, ბოლოს და ბოლოს, უნდა დასრულდეს ჩვენზე სუსტი გუნდების ლობირება. სულ მალე ირბ-ისა და ფირა-ს პრეზიდენტები ესტუმრებიან თბილისს და, იმედია, ახლა მაინც შეიცვლიან ჩვენდამი დამოკიდებულებას. საკუთარი თვალით ნახავენ, თუ რა დიდი ყურადღება ეთმობა აქ რაგბის, როგორ ვითარდება ინფრასტრუქტურა. რუმინელებს 7 მილიონი ევრო გამოუყვეს და ისინი გაცილებით ცუდ ბაზას აშენებენ, ვიდრე ჩვენ. ჩვენი თამაშით არაერთხელ დაგვიმტკიცებია, რომ სხვა დამოკიდებულებას ვიმსახურებთ. ამ ბიჭებმა ფირა-ს მაღალჩინოსნებს ეს კიდევ ერთხელ დაანახეს.

- ბოლოს თბილისში გამართულ ვეტერანთა თამაშზე მინდა გკითხოთ...

- დავაზუსტებ. თბილისს ვეტერანი კი არა, მოყვარული მორაგბეები ეწვივნენ. თბილისში არსებობს მოყვარულთა გუნდი “დევები” და ამ გუნდს რუსეთიდან კლუბი “დრაკონები” ეწვია. რუსული გუნდი მოყვარული მორაგბეებით არის დაკომპლექტებული, ძირითადად უცხოელები არიან, რომლებიც რუსეთში მუშაობენ. რამდენიმე რუსიცაა. ცხადია, თითოეული მათგანი რაგბიზე შეყვარებული ადამიანია. ჩამოვიდნენ, ლამაზი რაგბი ითამაშეს და შემდეგ, რაგბის ტრადიციისამებრ, ლაზათიანი მესამე ტაიმიც გაიმართა.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. კინო >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. ავტო >>

    aa
  8. ავტო >>

    aa
  9. ავტო >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. რევიუ >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. მარანი >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  45. ამბები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. ტექნოლოგიები >>

    aa
  48. რევიუ >>

    aa
  49. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  50. რეგიონი >>

    aa
  51. კალათბურთი >>

    aa
  52. სპორტი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. რაგბი >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
  57. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი