RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, პარასკევი 2012
თბილისი ... ...
სპორტი >>

სარაგბო ზღაპარი

ახალ წელი ზღაპრების და ძველი ლეგენდების მოყოლის დროა, ეს ის პერიოდია, პატარა და ლოყაწითელა, მოგიზგიზე ბუხრის წინ რბილ სავარძელში ჩაფლული, თბილ ქოშებში ფეხებგაყრილი ბაბუას ეჯდე და ყურს უგდებდე, როგორ აუჩქარებლად, გამოთქმით ჰყვება თუნდაც შენთვის ისედაც ცნობილ, ათასჯერ მოსმენილ ზღაპრებს. ზღაპარი კიდე რა არი?

24 საათი 31.12.11

ახალ წელი ზღაპრების და ძველი ლეგენდების მოყოლის დროა, ეს ის პერიოდია, პატარა და ლოყაწითელა, მოგიზგიზე ბუხრის წინ რბილ სავარძელში ჩაფლული, თბილ ქოშებში ფეხებგაყრილი ბაბუას ეჯდე და ყურს უგდებდე, როგორ აუჩქარებლად, გამოთქმით ჰყვება თუნდაც შენთვის ისედაც ცნობილ, ათასჯერ მოსმენილ ზღაპრებს. ზღაპარი კიდე რა არი?

რა და სიცრუის, ნიჭიერების, ფანტაზიის ნაზავი, რომლის სათავეც აუცილებლად სიმართლეა, რომელიც აუცილებელი საჭიროების გამო გაჩნდა და რომელიც ნებსით თუ უნებლიეთ გიყვება, გადმოგცემს ისტორიის რომელიღაცა მონაკვეთს.

და ამით, ანუ ზღაპრებით და ლეგენდებით, რაგბის ძნელად ვინმე შეედაროს. ისინი იმდენია. რომ ყველას ვერასოდეს მოუყრი თავს, ამიტომ მათ ძებნასაც აზრი არ აქვს, როგორც ზღაპრებს და ლეგენდებს სჩვევიათ, შეიძლება სრულიად შემთხვევით გაიგოთ, როგორც მე მაგალითად ცოტა ხნის წინ შევიტყვე, რომ ინგლისის რომელიღაცა გუნდის გულშემატკივრები წვიმის დროს ქოლგებს არ ხსნიან, რათა მოწინააღმდეგე გუნდის ფანობას ხელი არ შეუშალონ მატჩის ყურებაში. არსებობს ორი აფრიკული ზღაპარიც ცალხელა ზანგ ფრთაზე, რომელსაც ისეთი ძალა ჰქონია, რომ სწორედ იმ ერთადერთი ხელით ლომისთვის გამოუგლეჯია პირიდან საცოლე, შემდეგ კისერში სწვდომია ცხოველთა მეფეს და მოუგუდავს, მეორე ლეგენდა კიდევ იმ მსოფლიო თასის ფინალისაა, პირველად რომ დაიშვნენ აპარტეიდის მოხსნის გამო სამხრეთაფრიკელები, ოღონდ ერთი პირობით, გუნდის ძირითად შემადგენლობაში აუცილებლად უნდა ყოფილიყო ერთი ზანგი და იყო კიდეც - ჩესტერ უილიამსი, იყო და მაგრადაც ითამაშა, განსაკუთრებით მეოთხედფინალში სამოასთან, სადაც ოთხი ლელო გაიტანა, მაგრამ ფინალის დამატებით დროში სტრანსკის დარტყმულ არეკნზე მაღალი ძელის უკან აღმოჩნდა და სწორედ ამიტომ არ ჩანდა იმ ცნობილ ფოტოზე, ყველგან რომ გავრცელდა მატჩის შემდეგ, რის გამოც თურმე რაგბის მსოფლიო საბჭოს ერთი ამბავი აუტეხავს: ძალით გააკეთეთ ესე, შავი კაცი რო არ გამოჩენილიყოო. ასევე არსებობს ძალიან საინტერესო ქართული ზღაპარიც, ხელჯოხიან პროფესორზე, იმასაც მოგიყვებით როგორმე, მაგრამ მთავარი, ანუ ზღაპართა ზღაპარი მაინც ინგლისურია და ჟღერს ასე:

"სკოლაში ფეხბურთის თამაშისას თექვსმეტი წლის ბიჭმა გოლი რომ ვერა და ვერ გაიტანა, ბურთი ხელში აიღო, რამდენიმე მოწინააღმდეგე მოატყუა და კარის უკან დაამიწა. ასე გაიტანა უილიამ ვებ ელისმა თავისი პირველი ლელო და გაჩნდა რაგბი."

სინამდვილეში კი, ყველაფერი სულ სხვანაირად იყო. რაგბი არც ფეხბურთიდან წარმოშობილა და არც ქალაქ რაგბიდან (უორკშირის საგრაფო). ის კაცი კი, რომელსაც მიაწერენ ამ ყველაფერს და ვის სახელსაც ატარებს დღევანდელი მსოფლიო თასი, უბრალო მღვდელი იყო, რომელიც იქ, იმ ქალაქის სკოლაში სწავლობდა და რომელსაც, შესაძლოა, არასოდეს ეთამაშა სპორტის ეს სახეობა, ყოველ შემთხვევაში, მისი დაკანონებული ვარიანტი. ლეგენდის მიხედვით, მან ხომ 1823 წლის 7 აპრილს აიღო ბურთი ხელში, ხოლო რაგბის პირველი, ოფიციალური წესების კრებული, შედგენილი ვინმე პაჩკისის მიერ მხოლოდ 1846 წელს გამოვიდა, თუმცა ის ბევრმა არ მიიღო. მაშინ, ინგლისში დაახლოებით ოცდაათამდე კლუბი არსებობდა და ყველას თავისი წესები ჰქონდა. მოკლედ, უილიამ ვებ ელისს რაგბი არ მოუგონია, თან, მით უმეტეს, ფეხბურთიდან, პირიქით, რაგბისმაგვარი თამაშისგან გაჩნდა ფეხბურთი. საქმე სულ სხვაშია, უბრალოდ, მაშინ, იმ (1895 წელს) მშფოთვარე საუკუნის მიწურულს, ვიღაც-ვიღაცეებს საკუთარი იდეის გადასარჩენად ლეგენდა დასჭირდათ და შექმნეს კიდეც, მაგრამ ამაზე უკვე შემდეგ წელს ვილაპარაკოთ.

მე კი გილოცავთ ახლა წელს და გისურვებთ, რომ თოვლის ბაბუამ ან სანტა კლაუსმა (რა ვიცი თქვენთან რომელი მოდის) უამრავ სხვა საჩუქრებთან ერთად საჩუქრად თითო ლაპლანდიური რაგბის ბურთი დაგიტოვოთ სახლში.

ლადო კილასონია

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. კინო >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. ავტო >>

    aa
  8. ავტო >>

    aa
  9. ავტო >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. რევიუ >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. მარანი >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  45. ამბები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. ტექნოლოგიები >>

    aa
  48. რევიუ >>

    aa
  49. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  50. რეგიონი >>

    aa
  51. კალათბურთი >>

    aa
  52. სპორტი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. რაგბი >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
  57. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი