RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, პარასკევი 2012
თბილისი ... ...
სპორტი >>

ახალზელანდიური დებიუტი უკრაინასთან, ბორჯღალოსანთა თანხლებით

ახალზელანდიური დებიუტი უკრაინასთან, ბორჯღალოსანთა თანხლებით

24 საათი 28.01.12

  •   aa
    მსოფ­ლიო თა­სის შემ­დეგ პირ­ვე­ლი მე­ტო­ქე უკ­რა­ი­ნა იქ­ნე­ბა
  •   aa
    უკ­რა­ი­ნას­თან ზი­რა­ქიშ­ვი­ლის გა­რე­შე მოგ­ვი­წევს თა­მა­ში

ახალზელანდიური დებიუტი უკრაინასთან, ბორჯღალოსანთა თანხლებით

ერთა თასი იწყება. იწყება საქართველო-უკრაინის დაპირისპირებით და, რაც ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანია, იწყება ახალზელანდიელ მწვრთნელთა ტანდემით - მთავარი მწვრთნელის, მილტონ ჰეიგის და მისი თანაშემწისა და შერკინების მწვრთნელის, კრის გიბსის სახით. უკრაინისთვის სამზადისს ბორჯღალოსნები 30 იანვრიდან "შევარდენის" ბაზაზე შეუდგებიან, 4 თებერვალს კი დნეპროპეტროვსკში, სტადიონ "მეტეორზე", ჰეიგისა და გიბსის სამწვრთნელო დებიუტი გაიმართება. მათ დახმარებას გაუწევენ ილია მაისურაძე, რომელიც ამავე სტატუსით სარგებლობდა ნაკრების შოტლანდიელ მწვრთნელ რიჩი დიქსონთან და ილია ზედგინიძე, რომელმაც ახალი ზელანდიის მსოფლიო თასის შემდეგ სათამაშო კარიერა დაასრულა და მწვრთნელობას შეუდგა.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­რაგ­ბე­თა ნაკ­რე­ბი "შე­ვარ­დე­ნის" ბა­ზა­ზე სამ­შა­ბა­თი­დან პა­რას­კე­ვამ­დე ივარ­ჯი­შებს. ცნო­ბი­ლი გახ­და ის 30-კა­ცი­ა­ნი სია, რო­მე­ლიც ერ­თა თა­სის პირ­ვე­ლი მატ­ჩის­თ­ვის მო­ემ­ზა­დე­ბა.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, უკ­რა­ი­ნელ­თა ქარ­თ­ველ­მა თავ­კაც­მა ზა­ზა ლე­ჟა­ვამ რამ­დე­ნი­მე დღით ად­რე და­ი­ჭი­რა თა­და­რი­გი - და­ა­სა­ხე­ლა იმ 24 მო­რაგ­ბის ვი­ნა­ო­ბა, ვინც, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებს და­უ­პი­რის­პირ­დე­ბა. მათ შო­რი­საა ერ­თი ქარ­თ­ვე­ლი - ცხრა ნო­მე­რი ზუ­რაბ კი­კა­ჩე­იშ­ვი­ლი. მის გარ­და, უკ­რა­ი­ნელ­თა ღირ­სე­ბას იცა­ვენ ჯა­ბა მა­ლა­ღუ­რა­ძე და გი­ორ­გი გე­გი­ძე. თუმ­ცა, ლე­ჟა­ვამ 4 თე­ბერ­ვ­ლის მატ­ჩის­თ­ვის მათ არ უხ­მო.

უკ­რა­ი­ნის ნაკ­რებ­ზე ფსო­ნის ჩას­ვ­ლა, ცო­ტა არ იყოს, სა­რის­კოა - გა­თა­მა­შე­ბის აუტ­სა­ი­დე­რია. გა­სულ სე­ზონ­ში მათ ხუ­თი თა­მა­ში­დან ხუ­თი­ვე წა­ა­გეს, თა­ნაც, პრე­მი­ა­ლუ­რი ქუ­ლის აუღებ­ლად. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გუნ­დი უკ­რა­ი­ნე­ლებს ზუს­ტად ერ­თი წლის წი­ნათ თბი­ლის­ში, "ლო­კო­მო­ტი­ვის" სტა­დი­ონ­ზე შეხ­ვ­და და დი­დი ან­გა­რი­შით მო­უ­გო - 62:3.

უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა, ერ­თა თა­სის გა­თა­მა­შე­ბა­ში ად­გი­ლი რომ შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ, სულ მცი­რე, ორი მატ­ჩი უნ­და მო­ი­გონ, თა­ნაც, ორი­ვე პრე­მი­ა­ლუ­რი ქუ­ლე­ბით (მატ­ჩ­ში ოთხი და მე­ტი ლე­ლო უნ­და გა­ი­ტა­ნონ).

ერ­თა თა­სის გა­თა­მა­შე­ბა­ში ორი წლის ჯამ­ში ბო­ლო ად­გილ­ზე გა­სუ­ლი მო­მა­ვალ წელს, რო­დე­საც 2015 წლის მსოფ­ლიო თა­სის შე­სარ­ჩე­ვი ტურ­ნი­რი და­იწყე­ბა, ქვე­და დი­ვი­ზი­ონ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბულს და­უთ­მობს ად­გილს. იქ კი წარ­მა­ტე­ბის ყვე­ლა­ზე დი­დი შან­სი მეტ-ნაკ­ლე­ბად მომ­ძ­ლავ­რე­ბულ ბელ­გი­ას აქვს.

რო­გორც სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის ახ­ლად და­ნიშ­ნუ­ლი მწვრთნე­ლი მილ­ტონ ჰე­ი­გი ამ­ბობს, არც ერ­თი მე­ტო­ქის და­უ­ფა­სებ­ლო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­ში გა­მო­ძა­ხე­ბულ­თა­გან ათი ში­და პირ­ვე­ლო­ბა­ში მო­თა­მა­შეა. რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, უმ­რავ­ლე­სო­ბა არ­მი­ე­ლია - ისი­ნი ექ­ვ­სი კა­ცით არი­ან წარ­მოდ­გე­ნი­ლი. ორი ყო­ჩე­ლია, თი­თო კი "ლე­ლო­სა" და "ლო­კო­მო­ტივ­ზე" მო­დის. და­ნარ­ჩე­ნე­ბი, რა თქმა უნ­და, საფ­რან­გეთ­ში მო­თა­მა­შე ლე­გი­ო­ნე­რე­ბი არი­ან. და კი­დევ ერ­თი - პო­ლო­ნეთ­ში მო­თა­მა­შე ბე­ქა წიკ­ლა­უ­რი.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბი:

ბურ­ჯი: მი­ხე­ილ ნა­რი­აშ­ვი­ლი (მონ­პე­ლიე, საფ­რან­გე­თი), კარ­ლენ ასი­ეშ­ვი­ლი (ორი­ა­კი, საფ­რან­გე­თი), ლე­ვან ჩი­ლა­ჩა­ვა (ტუ­ლო­ნი, საფ­რან­გე­თი), ბე­ქა შეყ­ლაშ­ვი­ლი (აჟე­ნი, საფ­რან­გე­თი); ჰუ­კე­რი: შალ­ვა მა­მუ­კაშ­ვი­ლი (ყო­ჩე­ბი), ბე­ქა მე­კო­კიშ­ვი­ლი (არ­მია); მე­ო­რე ხა­ზი: ლე­ვან და­თუ­ნაშ­ვი­ლი (ორი­ა­კი, საფ­რან­გე­თი), გი­ორ­გი ნემ­სა­ძე (ვა­ლანს დ`აჟე­ნი, საფ­რან­გე­თი), ვახ­ტანგ მა­ი­სუ­რა­ძე (ლა სე­ნი, საფ­რან­გე­თი), მე­სა­მე ხა­ზი: გი­ორ­გი ჩხა­ი­ძე (სენ-ჟუ­ლი­ე­ნი, საფ­რან­გე­თი), გი­ორ­გი კალ­მა­ხე­ლი­ძე (არ­მია), გი­ვი ბე­რიშ­ვი­ლი (ლო­კო­მო­ტი­ვი), ვიქ­ტორ კო­ლე­ლიშ­ვი­ლი (ასმ კლერ­მონ-ოვერ­ნი, საფ­რან­გე­თი), ბე­ქა ბი­წა­ძე (ბრი­ვი, საფ­რან­გე­თი), მა­მუ­კა გორ­გო­ძე (მონ­პე­ლიე, საფ­რან­გე­თი); 8 - დი­მიტ­რი ბა­სი­ლაია (ვა­ლანს დ`აჟე­ნი, საფ­რან­გე­თი); 9 - ირაკ­ლი აბუ­სე­რი­ძე (ოსე­რი, საფ­რან­გე­თი), ბი­ძი­ნა სამ­ხა­რა­ძე (არ­მია), გი­ორ­გი ბე­გა­ძე (ყო­ჩე­ბი); 10 - მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვი­ლი (სენ-ჟუ­ლი­ე­ნი, საფ­რან­გე­თი), ლა­შა მა­ლა­ღუ­რა­ძე (ვა­ლანს დ`აჟე­ნი, საფ­რან­გე­თი); შუ­ა­მარ­ბი: და­ვით კა­ჭა­რა­ვა (ნი­ცა, საფ­რან­გე­თი), გი­ორ­გი ჯიმ­შე­ლა­ძე (ასმ კლერ­მონ-ოვერ­ნი, საფ­რან­გე­თი), რე­ვაზ გი­გა­უ­რი (ბუ­ლო­ნი, საფ­რან­გე­თი); გა­რე­მარ­ბი: ირაკ­ლი მაჩხა­ნე­ლი (სენტ ეტი­ე­ნი, საფ­რან­გე­თი), გი­ორ­გი შკი­ნი­ნი (არ­მია), ალექ­სან­დ­რე თო­დუა (ლე­ლო), ალექ­სან­დ­რე ტუ­ჩაშ­ვი­ლი (არ­მია), ირაკ­ლი ჩხიკ­ვა­ძე (არ­მია); ფულ­ბე­კი: ბე­ქა წიკ­ლა­უ­რი (არ­კად გდი­ნია, პო­ლო­ნე­თი).

უკ­რა­ი­ნის ნაკ­რე­ბი

უკა­ნა ხა­ზი: სერ­გეი სუ­ხი­ხი, მი­კო­ლა კირ­სა­ნო­ვი, ევ­გე­ნი ჩა­ი­კა, ვი­ა­ჩეს­ლავ კრა­სილ­ნი­კი, რუს­ლან რად­ჩუ­კი, ოლექ­სანდრ ლო­მა­კი­ნი, დმიტ­რო ფე­დი­ში­ნი, ოლექ­სანდრ ცა­პენ­კო, ზუ­რაბ კი­კა­ჩე­იშ­ვი­ლი, სერ­გეი ცერ­კოვ­ნი.

შერ­კი­ნე­ბა: ოლეგ კო­სა­რე­ვი, დე­ნის მა­სი­უ­კო­ვი, სე­გეი გარ­კა­ვი, სერ­გეი მო­ნას­ტი­რი­ო­ვი, ვი­ა­ჩეს­ლავ პო­ნო­მა­რენ­კო, ვი­ტა­ლი კრა­მა­რენ­კო, ოლექ­სანდრ პო­ლი­ან­ს­კი, ედუ­არდ ვერ­ტი­ლეც­კი, დე­ნის მი­ლო­ვი, იური პიდ­გა­ნი­ა­კი, მაქ­სიმ კრავ­ჩენ­კო, მი­კო­ლა დე­ლი­ერ­გი­ე­ვი, ტა­რას მარ­ჩენ­კო, არ­ტემ ლუ­ლი­კი.

სა­ტურ­ნი­რო მდგო­მა­რე­ო­ბა

1. სა­ქარ­თ­ვე­ლო 22 ქუ­ლა

2. რუ­მი­ნე­თი 16

3. პორ­ტუ­გა­ლია 14

4. რუ­სე­თი 11

5. ეს­პა­ნე­თი 10

6. უკ­რა­ი­ნა 0

ერ­თა თა­სი

4 თე­ბერ­ვა­ლი

უკ­რა­ი­ნა-სა­ქარ­თ­ვე­ლო

11 თე­ბერ­ვა­ლი

ეს­პა­ნე­თი-სა­ქარ­თ­ვე­ლო

25 თე­ბერ­ვა­ლი

სა­ქარ­თ­ვე­ლო-პორ­ტუ­გა­ლია

10 მარ­ტი

რუ­მი­ნე­თი-სა­ქარ­თ­ვე­ლო

17 მარ­ტი

სა­ქარ­თ­ვე­ლო-რუ­სე­თი

 

 

 

 

 

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. კინო >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. ავტო >>

    aa
  8. ავტო >>

    aa
  9. ავტო >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. რევიუ >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. მარანი >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  45. ამბები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. ტექნოლოგიები >>

    aa
  48. რევიუ >>

    aa
  49. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  50. რეგიონი >>

    aa
  51. კალათბურთი >>

    aa
  52. სპორტი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. რაგბი >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
  57. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი