RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, შაბათი 2013
თბილისი ... ...
სპორტი >>

წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი ვო­ი­ა­ჟი

ერ­თა თა­სის წლე­ვან­დე­ლი გა­თა­მა­შე­ბა ჩვენ­თ­ვის მე­ტის­მე­ტად უიღ­ბ­ლოდ და­იწყო.

24 საათი 13.02.12

  •   aa
  •   aa
    ეს­პა­ნე­ლებ­მა ჩვე­ნი დაც­ვა სამ­ჯერ გა­არ­ღ­ვი­ეს

ერ­თა თა­სის წლე­ვან­დე­ლი გა­თა­მა­შე­ბა ჩვენ­თ­ვის მე­ტის­მე­ტად უიღ­ბ­ლოდ და­იწყო.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებ­მა შეც­ვა­ლა მწვრთნე­ლი, შეც­ვა­ლა გუნ­დის გან­ვი­თა­რე­ბის სტრა­ტე­გია და, რო­გორც აღ­მოჩ­ნ­და, ამ სტრა­ტე­გი­უ­ლი გეგ­მის ფარ­გ­ლებ­ში შეც­ვა­ლა შე­მად­გენ­ლო­ბაც. იდეა, რომ­ლის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­საც ქარ­თუ­ლი რაგ­ბის მეს­ვე­უ­რე­ბი ცდი­ლო­ბენ, ძა­ლი­ან კარ­გი და პროგ­რე­სუ­ლია.

ჩვენ გვსურს გუნ­დის გა­ა­ხალ­გაზ­რ­და­ვე­ბა, რომ მსოფ­ლიო თა­სამ­დე მომ­დევ­ნო 4-წლი­ა­ნი ციკ­ლი ნაკ­ლე­ბად მტკივ­ნე­უ­ლი იყოს და ოთხი წლის თავ­ზე, ანუ 2015 წლის­თ­ვის, მი­ვი­ღოთ გუნ­დი, რო­მე­ლიც, ვთქვათ, არ­გენ­ტი­ნას მო­უ­გებს. კე­თილ­შო­ბი­ლუ­რი იდეაა, ვე­რა­ფერს იტყ­ვი, მაგ­რამ რო­გორ შე­ეს­ხ­მე­ბა ამ იდე­ას ხორ­ცი, ცო­ტა ბუნ­დო­ვა­ნია.

მად­რი­დულ შეხ­ვედ­რა­ში ჩვენ და­ვი­ნა­ხეთ სა­ქარ­თ­ვე­ლო, რო­გორც ეს­პა­ნე­თის დო­ნის ნაკ­რე­ბი, რო­მელ­საც ნამ­დ­ვი­ლად არ ეყო­ფა 4-წლი­ა­ნი ციკ­ლი, რომ ევ­რო­პუ­ლი რაგ­ბის გრან­დი გახ­დეს. არა­და, მო­ლო­დი­ნი აბ­სო­ლუ­ტუ­რად სხვა იყო. ჩვენ გვაქვს ელი­ტას­თან თა­მა­შის პრე­ტენ­ზია. შე­სა­ბა­მი­სად, მუ­დამ უნ­და ვა­ხერ­ხებ­დეთ ეს­პა­ნე­თის დო­ნის გუნ­დე­ბის და­მარ­ცხე­ბას. თან იმ­დე­ნად ად­ვი­ლად, რომ ეს­პა­ნე­თი, უბ­რა­ლოდ, სე­რი­ო­ზულ მე­ტო­ქედ არ უნ­და მიგ­ვაჩ­ნ­დეს. ერ­თი თვის წი­ნათ ასეც იყო. ახ­ლა კი ეჭ­ვი გვიპყ­რობს - შევ­ძ­ლებთ კი გავ­ხ­დეთ ელი­ტა?

რა თქმა უნ­და, მილ­ტონ ჰე­ი­გი კარ­გად არ იც­ნობს სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­რაგ­ბო მე­ურ­ნე­ო­ბას, მის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, ლე­გი­ო­ნე­რებს, მაგ­რამ დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, იცის ერ­თი მარ­ტი­ვი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა - გუნ­დი ერ­თი­ა­ნად არ უნ­და გა­მო­იც­ვა­ლოს! ამი­ტომ კარ­გი იქ­ნე­ბო­და ზე­ლან­დი­ელს მო­ეთხო­ვა, რომ ახალ­ბე­დე­ბის გვერ­დით გუნ­დ­ში გა­მოც­დი­ლი მო­თა­მა­შე­ე­ბიც ყო­ფი­ლიყ­ვ­ნენ (მა­გა­ლი­თად, მა­მუ­კა გორ­გო­ძე, რომ­ლის გვერ­დით, ვთქვათ, კო­ტე მი­ქა­უ­ტა­ძე უფ­რო გა­იზ­რ­დე­ბა, რო­გორც მო­რაგ­ბე, ვიდ­რე გორ­გო­ძის გა­რე­შე) და მად­რიდ­ში მთლი­ა­ნად მე­ო­რე შე­მად­გენ­ლო­ბით არ ჩავ­სუ­ლი­ყა­ვით.

ასე­თი მიდ­გო­მით ერ­თხელ უკ­ვე ვჭა­მეთ სირ­ცხ­ვი­ლი - 2007 წელს, რო­ცა მად­რიდს ლა­მის მე­სა­მე შე­მად­გენ­ლო­ბით ვეწ­ვი­ეთ და ეს­პა­ნეთ­მა სა­მარ­ცხ­ვი­ნო მარ­ცხი გვა­გე­მა (31:17). ამ­ჯე­რად მე­ო­რე შე­მად­გენ­ლო­ბით ჩა­ვე­დით და მხო­ლოდ 7 ქუ­ლის სხვა­ო­ბით დავ­მარ­ცხ­დით. სა­ინ­ტე­რე­სოა, ეს­პა­ნეთს რა­ტომ ვუდ­გე­ბით ასე, რა­ტომ ჩაგ­ვ­ყავს მუ­დამ სუს­ტი შე­მად­გენ­ლო­ბა? თით­ქ­მის ათი წე­ლია ამ კითხ­ვა­ზე პა­სუხს ვე­ლო­დე­ბი, მაგ­რამ და­მა­ჯე­რე­ბე­ლი არ­გუ­მენ­ტი ვერ მო­ვის­მი­ნე.

წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, რა მოხ­და ამ მარ­ცხის შემ­დეგ. ერ­თა თა­სის მო­გე­ბის სა­კითხი ძა­ლი­ან გა­ვირ­თუ­ლეთ, რე­ი­ტინ­გ­ში გვა­რი­ა­ნად და­ვი­ხევთ უკან, გაგ­ვი­ბა­თილ­და ის არ­გუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც უხ­ვად გვქონ­და მსოფ­ლიო თა­სის შემ­დეგ და, რომ­ლის თა­ნახ­მად, მსოფ­ლიო ელი­ტას­თან თა­მა­შებს მო­ვითხოვ­დით და, რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, იმ ახალ­ბე­დებს, ვინც მად­რიდ­ში ითა­მა­შა, აუცი­ლებ­ლად წა­უხ­დე­ბათ გუ­ნე­ბა-გან­წყო­ბი­ლე­ბა, რაც გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლის ფსი­ქო­ლო­გი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე ცუ­დად იმოქ­მე­დებს. მა­გა­ლი­თად, ლე­ვან ჩი­ლა­ჩა­ვამ სა­დე­ბი­უ­ტო მატ­ჩი ჩა­ა­ტა­რა და შე­სა­ნიშ­ნა­ვი ლე­ლო გა­ი­ტა­ნა, მაგ­რამ და­მარ­ცხ­და - აშ­კა­რად გუ­ლი გა­უტყ­დე­ბო­და.

მოკ­ლედ რომ ვთქვათ, მწვრთნელ­თა შტაბ­მა დი­დი შეც­დო­მა და­უშ­ვა, ცუ­დი ექ­ს­პე­რი­მენ­ტი ჩა­ა­ტა­რა და ამი­ტო­მაც წა­ვა­გეთ. ახალ­ბე­დებს არც სა­თა­ნა­დო გა­მოც­დი­ლე­ბა აქვთ და არც შე­თა­მა­შე­ბა ეყოთ ეს­პა­ნე­თის და­სა­მარ­ცხებ­ლად.

გა­მოც­დილ მო­რაგ­ბე­თა­გან ზოგს ტრავ­მა აწუ­ხებ­და, ზო­გი კი, უბ­რა­ლოდ, ექ­ს­პე­რი­მენტს შე­ე­წი­რა. მა­მუ­კა გორ­გო­ძე, ვი­საც ეს­პა­ნე­ლე­ბის­თ­ვის ყვე­ლა­ზე მე­ტი ლე­ლო გა­უ­ტა­ნია, შეკ­რე­ბა­ზე ჩა­მო­სუ­ლი იყო, მაგ­რამ კლუბ­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს რაგ­ბის კავ­ში­რის (სრკ) შე­თან­ხ­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნას­თან უნ­და ეთა­მა­შა, შემ­დეგ კი მონ­პე­ლი­ე­ში დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო. რა­კი უკ­რა­ი­ნას­თან 4 თე­ბერ­ვ­ლის შეხ­ვედ­რა გა­და­ი­დო, ამი­ტომ გორ­გო­ძე გუნდს მად­რიდ­ში აღარ გაჰ­ყ­ვა და საფ­რან­გეთ­ში დაბ­რუნ­და. მის­მა "მონ­პე­ლი­ემ" კი პა­რას­კევს “პერ­პი­ნი­ა­ნი” და­ა­მარ­ცხა - 22:11

გა­სა­გე­ბია, რომ მო­რაგ­ბის კა­რი­ე­რას ვუფ­რ­თხილ­დე­ბით, მაგ­რამ ეს არ­გუ­მენ­ტი არ არის. სა­ქარ­თ­ვე­ლოს რაგ­ბის კავ­შირ­მა უნ­და მო­ძებ­ნოს გზა, რომ გუნ­დ­მა სა­სურ­ვე­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა შეკ­რი­ბოს, მით უფ­რო, რომ 6 ერის კა­ლენ­და­რი ემ­თხ­ვე­ვა ერ­თა თა­სი­სას. იმე­დია, მილ­ტონ ჰე­ი­გის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბი სა­სურ­ველ თა­მაშს იპო­ვის და მომ­დევ­ნო შეხ­ვედ­რებ­ში თა­ვის­თ­ვის სა­კად­რის რაგ­ბის წარ­მოგ­ვიდ­გენს.

მად­რი­დულ­მა მატ­ჩ­მა თვალ­ნათ­ლივ გვიჩ­ვე­ნა, რომ ახალ­ზე­ლან­დი­ე­ლი მწვრთნე­ლი ჯერ არ იც­ნობს თა­ვის გუნდს. მა­გა­ლი­თად, გი­ორ­გი შკი­ნი­ნი მატ­ჩ­ში მე­ო­რე ნა­ხევ­რი­დან ჩა­ერ­თო და აშ­კა­რად გა­მო­ა­ცოცხ­ლა “ბორ­ჯღა­ლო­სან­თა” თა­მა­ში. მი­სი დი­დი გარ­ჯის შე­დე­გი იყო, რომ ირაკ­ლი მაჩხა­ნელ­მა მარ­ცხე­ნა ფრთი­დან ეფექ­ტუ­რი ლე­ლო გა­ი­ტა­ნა. თა­მაშ­ში კარ­გად ჩა­ერ­თო ლე­ვან ჩი­ლა­ჩა­ვაც, რომ­ლის ლე­ლომ 7 ქუ­ლამ­დე და­იყ­ვა­ნა ეს­პა­ნელ­თა უპი­რა­ტე­სო­ბა და თა­მა­შის გა­დარ­ჩე­ნის იმე­დი ჩაგ­ვი­სა­ხა. არა­ვინ იცის, ამ მო­რაგ­ბე­ებს სას­ტარ­ტო შე­მად­გენ­ლო­ბა­ში რომ ეთა­მა­შათ, რო­გორ წა­რი­მარ­თე­ბო­და მატ­ჩის სცე­ნა­რი, მაგ­რამ ფაქ­ტია, მილ­ტონ ჰე­იგს თა­ვი­სი მო­რაგ­ბე­ე­ბი უკეთ რომ სცოდ­ნო­და, შკი­ნინ­საც და ჩი­ლა­ჩა­ვა­საც უფ­რო მე­ტი სა­თა­მა­შო დრო მი­ე­ცე­მო­დათ..

“ბორ­ჯღა­ლო­სან­თა” დაც­ვა სამ­ჯერ და­ირ­ღ­ვა, ეს­პა­ნე­ლებ­მა კონ­ტ­რ­შე­ტე­ვებ­ზე სამ­ჯერ გა­ა­თა­მა­შეს ბურ­თი და სა­მი ლე­ლო გაგ­ვი­ტა­ნეს. სულ ეს იყო მას­პინ­ძელ­თა აქ­ტი­უ­რო­ბის შე­დე­გი. სხვა შემ­თხ­ვე­ვებ­ში კი ბურთს ქარ­თ­ვე­ლე­ბი აკონ­ტ­რო­ლებ­დ­ნენ. თა­მა­ში ისე აეწყო, რომ “ბორ­ჯღა­ლოს­ნებს” გა­მარ­ჯ­ვე­ბაც შე­ეძ­ლოთ. სამ­წუ­ხა­როდ, მე­ტო­ქის ჩათ­ვ­ლის ხაზ­თან მი­სულ ირაკ­ლი მაჩხა­ნელს ორ­ჯერ ხე­ლი­დან გა­უ­ვარ­და ბურ­თი, ერ­თხელ კი იგი­ვე ლე­ვან ჩი­ლა­ჩა­ვას და­ე­მარ­თა. ამი­ტომ ეს სა­ლე­ლო­ვე შე­ტე­ვე­ბი გა­ვა­ნი­ა­ვეთ. ცუ­დად გა­ი­სარ­ჯა მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც ორი ჯა­რი­მა და ორი გარ­და­სახ­ვა ქარს გა­ა­ტა­ნა - სა­ერ­თო ჯამ­ში 10 ქუ­ლა. ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა სწო­რედ შე­უ­თა­მა­შებ­ლო­ბას და­ვაბ­რა­ლოთ, რის გა­მოც წა­ვა­გეთ იქ, სა­დაც უნ­და მოგ­ვე­გო. საწყე­ნია.

მომ­დევ­ნო შეხ­ვედ­რას ქარ­თ­ვე­ლი “ბორ­ჯღა­ლოს­ნე­ბი” 25 თე­ბერ­ვალს, თბი­ლის­ში, პორ­ტუ­გა­ლი­ის წი­ნა­აღ­მ­დეგ გა­მარ­თა­ვენ.

ეს­პა­ნე­თი - სა­ქარ­თ­ვე­ლო 25:18

სა­ქარ­თ­ვე­ლო: 15 რე­ზო გი­გა­უ­რი, 14 ირაკ­ლი მაჩხა­ნე­ლი, 13 და­ვით კა­ჭა­რა­ვა, 12 მე­რაბ შა­რი­ქა­ძე, 11 სან­დ­რო თო­დუა, 10 მე­რაბ კვი­რი­კაშ­ვი­ლი, 9 ირაკ­ლი აბუ­სე­რი­ძე

1 მი­ხე­ილ ნა­რი­აშ­ვი­ლი, 2 შალ­ვა მა­მუ­კაშ­ვი­ლი, 3 ბე­ქა შეყ­ლაშ­ვი­ლი, 4 ლე­ვან და­თუ­ნაშ­ვი­ლი, 5 კო­ტე მი­ქა­უ­ტა­ძე, 6 გი­ორ­გი ჩხა­ი­ძე, 7 გი­ვი ბე­რიშ­ვი­ლი,

8 დი­მიტ­რი ბა­სი­ლაია

სა­თა­და­რი­გო: 22 გი­ორ­გი შკი­ნი­ნი, 21 ლა­შა მა­ლა­ღუ­რა­ძე, 20 გი­ორ­გი ბე­გა­ძე, 16 კა­ხა ასე­იშ­ვი­ლი, 17 ლე­ვან ჩი­ლა­ჩა­ვა, 18 გი­ორ­გი ნემ­სა­ძე, 19 გი­ორ­გი კალ­მა­ხე­ლი­ძე

3 ლე­ლო: ბა­სი­ლაია, მაჩხა­ნე­ლი, ჩი­ლა­ჩა­ვა

1 ჯა­რი­მა: კვი­რი­კაშ­ვი­ლი

2 სინ­ბი­ნი: თო­დუა, ჩხა­ი­ძე

მთა­ვა­რი მწვრთნე­ლი: მ ილ­ტონ ჰე­ი­გი

რე­ფე­რი: დე­ვიდ უილ­კინ­სო­ნი (ირ­ლან­დია)

 

 

 

ყველაზე პოპულარული
  1. საზოგადოება >>

    aa
  2. ბლოგი >>

    aa
  3. ინტერვიუ >>

    aa
  4. პოლიტიკა >>

    aa
  5. უცხოეთი >>

    aa
  6. ბლოგი >>

    aa
  7. ბლოგი >>

    aa
  8. პრესომბუდსმენი >>

    aa
  9. თვალსაზრისი >>

    aa
  10. საზოგადოება >>

    aa
  11. თვალსაზრისი >>

    aa
  12. სტილი >>

    aa
  13. რევიუ >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. მარანი >>

    aa
  16. მარანი >>

    aa
  17. მარანი >>

    aa
  18. კულინარია >>

    aa
  19. წიგნები >>

    aa
  20. წიგნები >>

    aa
  21. წიგნები >>

    aa
  22. წიგნები >>

    aa
  23. წიგნები >>

    aa
  24. წიგნები >>

    aa
  25. საზოგადოება >>

    aa
  26. საზოგადოება >>

    aa
  27. ტექნოლოგიები >>

    aa
  28. ტექნოლოგიები >>

    aa
  29. საზოგადოება >>

    aa
  30. რევიუ >>

    aa
  31. თვალსაზრისი >>

    aa
  32. რევიუ >>

    aa
  33. სპორტი >>

    aa
  34. კალათბურთი >>

    aa
  35. კალათბურთი >>

    aa
  36. ჭიდაობა >>

    aa
  37. უცხოეთი >>

    aa
  38. რევიუ >>

    aa
  39. ამბები >>

    aa
  40. სპორტი >>

    aa
  41. სპორტი >>

    aa
  42. სპორტი >>

    aa
  43. კალათბურთი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი