RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, პარასკევი 2012
თბილისი ... ...
სპორტი >>

სდიე დრაკონს ცაში

11-12 თებერვალს ევროპის ექვსმა ერმა არასრული მეორე ტური გამართა.

24 საათი 19.02.12

11-12 თებერვალს ევროპის ექვსმა ერმა არასრული მეორე ტური გამართა.

შაბათს პარიზში "სტად დე ფრანსზე" საფრანგეთი ირლანდიასთან სათამაშოდ ემზადებოდა, 70 ათასი გულშემატკივარი კი სეირის საყურებლად, როცა მატჩის დაწყებამდე ათი წუთით ადრე ინგლისელმა მსაჯმა დეივ პირსონმა მინდორზე გაყინული სექციები შენიშნა და თამაშის გადადება ბრძანა, რითაც გულშემატკივართა წყრომა დაიმსახურა. განსაკუთრებით ირლანდიელი მაყურებლები გაკაპასდნენ - ხარჯი გაგვიწევია, ამხელა გზაზე ჩამოვსულვართ და კომპენსაცია მაინც მოგვეცითო. კომპენსაციის საკითხი არა, მაგრამ ამ მატჩის გამართვის თარიღი კი გადაწყდა - საფრანგეთი და ირლანდია 4 მარტს მიბრუნდებიან "სტად დე ფრანსზე".

მოყინულმა და დათოვლილმა სტადიონმა ვერ შეაფერხა რომში სათამაშოდ გამზადებული იტალია და ინგლისი. მშვენიერი თამაშიც გამოვიდა, რომელსაც ინტრიგაც და დაძაბულობაც ბოლომდე მიჰყვა და "სტადიო ოლიმპიკოზე" ლამის სენსაციაც დატრიალდა. პირველ ტაიმში იტალია 0:6 აგებდა და გუნდებიც თითქოს ამ ბალანსით უნდა გასულიყვნენ შესვენებაზე, მაგრამ "სკუადრა აძურამ" სამ წუთში ორი ლელო მოიპოვა, ჯერ თავის შეტევაზე, მერე ინგლისელთა კონტრშეტევაზე და პირველი ტაიმი12:6 დასრულდა, ხოლო მეორეს დასაწყისში მასპინძლები 15:9 დაწინაურდნენ.

ინგლისს იტალიასთან მანამდე 17-ჯერ ეთამაშა და ყველა მოეგო, 18-ე შეხვედრაში კი ვეტერანმა ჩარლი ჰოჯსონმა და ახალბედა ოუენ ფარელმა იხსნეს. ჰოჯსონმა იტალიელ ანდრეა მასის ფეხით მოგერიებისას დაუფარა, ბურთი მოიხელთა და თავის გუნდს იმ ცივ საღამოს ერთადერთი ლელო მოუტანა, 20 წლის ფარელმა კი გარდასახვაც შეაგდო, შემდეგ ორი საჯარიმოც გაიტანა და თამაში 19:15 დასრულდა.

უელსმა მშვენიერ ფორმაში ყოფნა კარდიფის "მილენიუმზე" შოტლანდიის 27:13 ძლევით დაადასტურა. პირველ ტაიმში საინტერესო ბევრიც არაფერი მომხდარა, ორივე კარში თითო საჯარიმო გავიდა, მეორე ნახევარში კი "წითელი დრაკონების" შოუ დაიწყო. შოტლანდიელებმა საკუთარ თავს თავად გამოუტანეს განაჩენი, როცა ორმა მათგანმა მიყოლებით გამოიმუშავა ყვითელი ბარათი და სქოთები ზედიზედ 20 წუთი კაცნაკლულები ცდილობდნენ უელსელთა შეჩერებას. მაგრამ სდიე ქარს მინდორში. . .

მასპინძლებმა 15 წუთში სამჯერ დაალელოვეს სტუმრები, მეორე და მესამე ლელოები ლეი ჰალფპენმა დადო, მანვე სამივე გარდასახვაც გაიტანა და ზედ ორი საჯარიმო დაურთო. ამგვარად უელსური 27 ქულიდან მის პირად ანგარიშზე 22 მოვიდა.

მატჩის დასრულებამდე ოციოდ წუთით ადრე შოტლანდიამ პრესტიჟის ლელო მოინადირა - ნაკრების ახალწვეულმა კრეიგ ლეიდლოუმ ლელოც დადო, თავადვე გარდასახა და საერთოდ, 12 თებერვალს კარდიფში შოტლანდიელთაგან მხოლოდ ის აგროვებდა ქულებს.

ექვსი ერი ამ უქმეებზე ისვენებს და თამაშს 25 თებერვალს განაახლებს. ირლანდია იტალიას მასპინძლობს, საფრანგეთი შოტლანდიაში ჩადის, ხოლო ორ-ორი თამაშის მომგები ინგლისი და უელსი ერთმანეთს ლონდონის გარეუბან თვიქნემში შეერკინებიან.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. კინო >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. ავტო >>

    aa
  8. ავტო >>

    aa
  9. ავტო >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. რევიუ >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. მარანი >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  45. ამბები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. ტექნოლოგიები >>

    aa
  48. რევიუ >>

    aa
  49. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  50. რეგიონი >>

    aa
  51. კალათბურთი >>

    aa
  52. სპორტი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. რაგბი >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
  57. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი