RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, პარასკევი 2012
თბილისი ... ...
სპორტი >>

აბსოლუტური გზა ევროპამდე

ბაქოში ჩასატარებელი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატისთვის (13-18 აპრილი) საქართველოს ნაკრები მონდომებით ემზადება და საამისოდ დუშეთთში ახლახან გახსნილი ოლიმპიური მზადების ცენტრი არჩია.

24 საათი 16.03.10

მოძმანაშვილი ხალიჩას უბრუნდება
მოძმანაშვილი ხალიჩას უბრუნდება

ბაქოში ჩასატარებელი თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატისთვის (13-18 აპრილი) საქართველოს ნაკრები მონდომებით ემზადება და საამისოდ დუშეთთში ახლახან გახსნილი ოლიმპიური მზადების ცენტრი არჩია.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ზაზა თურმანიძემ შეკრებაზე გაფართოებულ შემადგენლობას უხმო. აქვეა ორი წლის წინათ დოპინგზე ჩავარდნილი და დისკვალიფიცირებული მძიმეწონოსანი დავით მოძმანაშვილი. შესაძლოა მას ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის საშუალება მიეცეს, მანამდე კი საქართველოს აბსოლუტურ ჩემპიონატზე გამარჯვება მართებს.

2008 წლის 1 აპრილს დავით მოძმანაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა, მაგრამ მოგვიანებით მის ანალიზში აკრძალული პრეპარატის კვალს მიაგნეს… ქართველ ფალავანს ოქროს მედალი ჩამოართვეს და ორწლიანი დისკვალიფიკაციაც მისცეს.

ასეთი შემთხვევის შემდეგ, შესაძლოა, ბევრს ჭიდაობაზე გული აეყარა, კარიერა დაემთავრებინა, მაგრამ ამ შემთხვევაში საპირისპირო მოხდა. მკაცრი განაჩენის მიუხედავად და იმის გათვალისწინებით, რომ მისთვის საერთაშორისო სარბიელზე ყველა კარი ჩარაზული იყო, მოძმანაშვილს თითქმის არც ერთი შეკრება არ გამოუტოვებია. ნაკრებში დასაბრუნებლად მისთვის საგანგებოდ დაიგეგმა ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონის არსენ მეკოკიშვილის სახელობის აბსოლუტური ჩემპიონატი.

და მაინც, ვითარებაში უკეთ გასარკვევად, ვამჯობინეთ, ნაკრების მთავარ მწვრთნელს ზაზა თურმანიძეს დუშეთში შევხმიანებოდით და მისთვის რამდენიმე კითხვა დაგვესვა.

- მართალია, ევროპის ჩემპიონატისთვის ნაკრები საქართველოს ჩემპიონებით დაკომპლექტდება, მაგრამ მაინც ამ მხრივ სურათი ხომ არ შეიცვალა, კორექტივების შეტანას ხომ არ აპირებთ?

- არავითარი ცვლილება არ იქნება, თუ, რა თქმა უნდა, რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა (ტრავმას ვგულისხმობ). როგორც თავიდან ითქვა, ევროპის ჩემპიონატზე მხოლოდ საქართველოს ჩემპიონები იასპარეზებენ. ასეთი გადაწყვეტილება იმიტომ მივიღეთ, რომ საქართველოს ჩემპიონატისადმი მოჭიდავეებს მეტი პატივისცემა გამოეჩინათ და ნაკრებში ადგილის დასამკვიდრებლად მარტო საერთაშორისო ტურნირებზე არ გაეკეთებინათ აქცენტი.

- ბაქოში წამსვლელის ვინაობა მხოლოდ მძიმე წონაშია გასარკვევი. ამისთვის აბსოლუტური ჩემპიონატის ჩატარებაც გადაგიწყვეტიათ, რომელშიც ორწლიანი იძულებითი შესვენების შემდეგ დავით მოძმანაშვილიც იასპარეზებს.

იქმნება შთაბეჭდილება, რომ მოძმანაშვილს საგზური დაბევებული აქვს. არადა, აბსოლუტურ ჩემპიონატზე ათამდე სპორტსმენი იასპარეზებს. მათ შორის ლუკა კურტანიძეც…

- ეს მხოლოდ ვარაუდებია. მის მიმართ დიდი ინტერესია. მართალია, დიდი ძალაა ნაკრებისთვის, მაგრამ მაინც დასამტკიცებელი აქვს, რამდენად იმსახურებს პირველნომრობას. ევროპის ჩემპიონატზე გასამგზავრებლად ჯერ აბსოლუტური ჩემპიონატი უნდა მოიგოს.

- დავით მოძმანაშვილს დღემდე არ შეუწყვეტია ვარჯიში. როგორ ფორმაშია?

- თავს არ ზოგავს. ფიზიკურად კარგად გრძნობს თავს, ტანკივითაა. მაგრამ, ხომ იცით, წარმატებისთვის მარტო ფიზიკური კონდიციები არ არის საკმარისი. ცუდია, რომ საერთაშორისო ასპარეზზე დიდი ხანია არ გამოსულა.

- აბსოლუტური ჩემპიონატის სამასპინძლოდ საგარეჯოზე ან თბილისზე იყო საუბარი. რამე ხომ არ შეიცვალა?

- ბოლოს მაინც თბილისზე გავაკეთეთ არჩევანი. აბსოლუტური ჩემპიონატი 24 მარტს ჩატარდება. გამოვა ყველა ის ფალავანი, ვისაც მძიმე წონაში პირველნომრობა სურს. ჭიდაობის მოყვარულთ უშეღავათო ორთაბრძოლები ელით.

 

 

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. კინო >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. ავტო >>

    aa
  8. ავტო >>

    aa
  9. ავტო >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. რევიუ >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. მარანი >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  45. ამბები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. ტექნოლოგიები >>

    aa
  48. რევიუ >>

    aa
  49. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  50. რეგიონი >>

    aa
  51. კალათბურთი >>

    aa
  52. სპორტი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. რაგბი >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
  57. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი