RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, პარასკევი 2012
თბილისი ... ...
სპორტი >>

ძიუდოისტები ტოკიოს ჰაერს სუნთქავენ

ძიუდოს ფუძემდებლებთან სტუმრობამდე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა სამი შეკრება გაიარა.

24 საათი 03.09.10

ჩემპიონატის მესამე დღეს ტატამზე გასვლა უწევს დავით ასუმბანს
ჩემპიონატის მესამე დღეს ტატამზე გასვლა უწევს დავით ასუმბანს

ძიუდოს ფუძემდებლებთან სტუმრობამდე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა სამი შეკრება გაიარა.

აქედან ბოლო თბილისში, დღეს კი უმთავრესი გუნდი ტოკიოშია და მსოფლიო ჩემპიონატისთვის (9-13 სექტემბერი) დასკვნით შეკრებას გადის, რაც უფრო აკლიმატიზაციას ითვალისწინებს.

ტოკიოს მსოფლიოს ჩემპიონატი ძიუდოს გულშემატკივართათვის იმითაც იქნება მნიშვნელოვანი, რომ მასში საქართველოს ნკარები ორი შემადგენლობით წარსდგება.

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, ამიერიდან, მსოფლიოსა და ევროპის პირველობებზე თითოეულ ნაკრებს ტატამზე ორი შემადგენლობის გაყვანა შეეძლება. ამგვარი ცვლილება კი საქართველოს ნაკრებმა სრულიად გამოიყენა და უმთავრეს ასპარეზობაზე 15-კაციანი შემადგენლობით გუშინ გამთენიისას გაემგზავრა.

ერთადერთი, აბსოლუტური წონითი კატეგორიაა, რომლისთვისაც ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ამირან ტოტიკაშვილმა საკუთარი განაცხადი მხოლოდ ერთი ძიუდოისტით ალექსანდრე მსხალაძეთი შეავსო.

საქართველოს ნაკრების გარდა ტოკიოში ორ-ორი შემადგენლობით მხოლოდ ხუთი ნაკრები - იაპონია, სამხრეთ კორეა, აშშ, რუსეთი და მონღოლეთი. უჩვეულო კი ისაა, რომ ამ ნუსხაში საფრანგეთი არაა. ქვეყანა, რომელსაც ასევე დიდი ტრადიციები აქვს და ძიუდოს სამყაროში ანგარიშგასაწევი ძალაა.

ის, რომ თითოეულ წონაში ორ-ორი ძიუსოისტით გვიწევს ასპარეზობა ერთის მხრივ ზრდის წარმატების შანსებს, მაგრამ მეორეს მხრივ სანერვიულოც მეტი იქნება. როგორც არ უნდა იყოს, რამდენიმე დღეში გამოჩნდება რამდენად გაამართლებს ძიუდოს მამათა ამგვარი სიახლე.

ტოკიოში გამგზავრებამდე ამირან ტოტიკაშვილმა კენჭისყრასთან დაკავშირებით ერთგვარი ექსკურსიც მოაწყო. ირკვევა, რომ კენჭისყრისას მხოლოდ სპორტსმენთა რეიტინგებს გაითვალისწინებენ და ბადეებს 16 საუკეთესო რეიტინგის მქონე ძიუდოისტების გადანაწილების შემდეგ შეავსებენ. ასე რომ, შესაძლოა, ქართველებს საწყის წრეებშივე მოუწიოთ ერთმანეთში ურთიერთობის გარკვევა.

ხუთდღიანი ტურნირის პირველ დღეს მედლები გათამაშდება 100 და მძიმე წონით კატეგორიებში. პირველ მათგანში ირაკლი ცირეკიძე და ლევან ჟორჟოლიანი შეუდგებიან საქმეს, მეორეში - ლაშა გუჯეჯიანი და ადამ ოქრუაშვილი. 10 სექტემბერს ტატამზე გავლენ ლევან წიკლაური და გიორგი შინჯიკაშვილი (ორივე 81 კგ.), ვარლამ ლიპარტელიანი და მინდია ბოდაველი (90 კგ.). ჩემპიონატის მესამე დღე დაეთმობათ 60 კილოგრამში მოასპარეზე დავით ასუმბანსა და ამირან პაპინაშვილს და 73-ის ლიდერებს ზაზა კედელაშვილსა და ნუგზარ ტატალაშვილს. მინდია ხომიზური და შალვა ქარდავა (66 კგ.) კი ტატამზე გავლენ 12 სექტემბერს.

აი, ჩემპიონატის დასკვნითი დღე აბსოლუტური წონითი კატეგორიას დაეთმობა. წინასწარი ინფორმაციით, აქაც ორი ქართველი იბრძოლებს. ალექსანდრე მსხალაძეს 100 და მძიმე წონით კატეგორიიდან ერთ-ერთი ძიუდოისტი შეუწყვილდება.

მსოფლიო ჩემპიონატი. ტოკიო - 9-13 სექტემბერი

60 კგ.

დავით ასუმბანი, ამირან პაპინაშვილი

66 კგ.

მინდია ხომიზური, შალვა ქარდავა

73 კგ.

ზაზა კედელაშვილი, ნუგზარ ტატალაშვილი

81 კგ.

ლევან წიკლაური, გიორგი შინჯიკაშვილი

90 კგ.

ვარლამ ლიპარტელიანი, მინდია ბოდაველი

100 კგ.

ირაკლი ცირეკიძე, ლევან ჟორჟოლიანი

+100 კგ.

ლაშა გუჯეჯიანი, ადამ ოქრუაშვილი

აბსოლუტური

ალექსანდრე მსხალაძე

 

 

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. კინო >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. ავტო >>

    aa
  8. ავტო >>

    aa
  9. ავტო >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. რევიუ >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. მარანი >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  45. ამბები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. ტექნოლოგიები >>

    aa
  48. რევიუ >>

    aa
  49. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  50. რეგიონი >>

    aa
  51. კალათბურთი >>

    aa
  52. სპორტი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. რაგბი >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
  57. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი