RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, პარასკევი 2012
თბილისი ... ...
სპორტი >>

მსოფ­ლიო თა­სი ქარ­თ­ველ­თა მას­პინ­ძ­ლო­ბი­თა და კარ­ნა­ხით დას­რულ­და

ძიუდოისტთა მსოფლიო თასს წარმომადგენლობითობა არასდროს აკლდა, მაგრამ 2012 წლის თასი ამ მხრივ აშკარად გამორჩეული გამოდგა.

24 საათი 30.01.12

  •   aa
    ლი­პარ­ტე­ლი­ან­მა ჩემ­პი­ო­ნო­ბით რე­ი­ტინ­გ­ში 100 ქუ­ლა ჩა­ი­წე­რა
  •   aa
    ოქ­რუ­აშ­ვილ­მა და ხან­ჯა­ლი­აშ­ვილ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნა­ლი გა­ი­მე­ო­რეს

ძიუდოისტთა მსოფლიო თასს წარმომადგენლობითობა არასდროს აკლდა, მაგრამ 2012 წლის თასი ამ მხრივ აშკარად გამორჩეული გამოდგა.

49 ქვეყნის დელეგაციიდან 41 სპორტსმენებით იყო წარმოდგენილი - სულ 220 ძიუდოისტით.

შვიდი წონა და მედლების 28 კომპლექტი, რომლისგანაც სპორტის სასახლე ორ დღეში დაცარიელდა.

მედლების თითქმის სრული კომპლექტი, როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ნაკრებს დარჩა, რომელიც, როგორც მასპინძელი, თითო წონაში ოთხ-ოთხი ძიუდოისტით გავიდა ტატამზე. შვიდიდან ექვსი წონითი კატეგორიის ფინალი ქართველთა გამარჯვებით დასრულდა. ის ერთადერთი ოქრო კი 100 კილოგრამში გერმანელმა დაისაკუთრა.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის ასე­თი უპი­რა­ტე­სო­ბის ერთ-ერ­თი მი­ზე­ზი ის იყო, რომ თბი­ლი­სის მსოფ­ლიო თასს წო­ნი­თი კა­ტე­გო­რი­ე­ბის მო­წი­ნა­ვე ათე­უ­ლის არც ერ­თი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი არ სტუმ­რობ­და. ათე­ულ­ში მყოფთ ლონ­დო­ნის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის­თ­ვის საგ­ზუ­რე­ბი გა­ნაღ­დე­ბუ­ლი აქვთ და ახ­ლა მა­თი მთა­ვა­რი საზ­რუ­ნა­ვი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გრა­ფი­კით მზა­დე­ბაა. ჩა­მოს­ვ­ლის შემ­თხ­ვე­ვა­შიც ჩემ­პი­ო­ნო­ბით მო­პო­ვე­ბუ­ლი შე­საძ­ლო 100 ქუ­ლა მათ ბევრს არა­ფერს შე­მა­ტებ­და.

მო­ნა­წი­ლე­თა შო­რის ყვე­ლა­ზე მა­ღალ­რე­ი­ტინ­გი­ა­ნე­ბი იყ­ვ­ნენ ვარ­ლამ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი (90 კგ.) და კა­ნა­დე­ლი ნიკ ტრი­ტო­ნი (73 კგ.), რომ­ლე­ბიც თა­ვი­ანთ წო­ნებ­ში მე­ცა­მე­ტე და მეთხუთ­მე­ტე სა­ფე­ხუ­რებ­ზე არი­ან. აქე­დან ლი­პარ­ტე­ლი­ან­მა მსოფ­ლიო რე­ი­ტინ­გ­ში ყოფ­ნა ჩემ­პი­ო­ნო­ბით გა­ნიმ­ტ­კი­ცა, კა­ნა­დე­ლი კი პირ­ვე­ლი­ვე შეხ­ვედ­რა­ში მო­მა­ვალ ფი­ნა­ლისტ თენ­გიზ პა­პოშ­ვილ­თან და­მარ­ცხ­და.

ტურ­ნი­რის პირ­ველ დღეს მედ­ლე­ბი სამ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში (60, 66, 73) გა­თა­მაშ­და და სა­მი­ვე­ში კვარ­ცხ­ლ­ბე­კის უმაღ­ლეს სა­ფე­ხურ­ზე სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ავიდ­ნენ. ამას­თან, სა­მი­დან ორ­ში ქარ­თუ­ლი ფი­ნა­ლი შედ­გა. სა­მი ოქ­რო­სა და ორი ვერ­ცხ­ლის გარ­და, სა­ჩემ­პი­ო­ნო ყუ­ლა­ბა­ში ერ­თი ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი­ცაა.

პირ­ვე­ლი დღის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, გა­ცი­ლე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი გა­მოდ­გა ტურ­ნი­რის მე­ო­რე დღე. წი­ნა დღის მი­მართ ინ­ტე­რესს გან­საზღ­ვ­რავ­და ათე­ნის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ჩემ­პი­ო­ნის ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რის (90 კგ.) ტა­ტამ­ზე დაბ­რუ­ნე­ბა.

ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი პა­უ­ზის შემ­დეგ, სა­შე­ჯიბ­რო ას­პა­რეზ­ზე დაბ­რუ­ნე­ბულ­მა ტი­ტუ­ლო­ვან­მა ქარ­თ­ველ­მა თბი­ლი­სის მსოფ­ლი­ოს თა­სი ბრინ­ჯა­ოს მედ­ლით და ტრავ­მით და­ას­რუ­ლა.

და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს პირ­ვე­ლი ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი ფი­ნა­ლურ საგ­ზურს მე­ოთხედ­ფი­ნალ­ში, სერბ დი­მიტ­რი გე­რა­სი­მენ­კოს­თან წა­გე­ბის გა­მო გა­მო­ე­თი­შა, ბრინ­ჯა­ოს გზა­ზე ჯერ უკ­რა­ი­ნელ ქვე­ჯაუ ნა­ბა­ლის სძლია, რე­პე­შა­ჟის ფი­ნალ­ში კი მოლ­დო­ველ ივან რე­მა­რენ­კოს იპო­ნით გა­უს­წორ­და. ოღონდ წმინ­დად მო­გე­ბუ­ლი შეხ­ვედ­რა ისე­დაც და­შა­ვე­ბუ­ლი მხრის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბად და აუტა­ნელ ტკი­ვი­ლად და­უჯ­და - ზვი­ა­და­უ­რი ტა­ტა­მი­დან ექი­მე­ბის გა­საყ­ვა­ნი გახ­და. რო­გორც გა­ირ­კ­ვა, მა­შინ­ვე კლი­ნი­კა­ში წა­უყ­ვა­ნი­ათ გა­მო­საკ­ვ­ლე­ვად. თა­სის დას­კ­ვ­ნით დღეს მო­პო­ვე­ბუ­ლი სა­მი ოქ­როს, ამ­დე­ნი­ვე ვერ­ცხ­ლი­სა და ბრინ­ჯა­ოს მედ­ლი­დან გა­მო­სარ­ჩე­ვია 81 კგ წო­ნი­თი კა­ტე­გო­რია, წო­ნა, რო­მელ­შიც თა­ვის ასაკ­ში ყვე­ლაფ­რის მომ­გე­ბი ბე­ქა ღვი­ნი­აშ­ვი­ლი ას­პა­რე­ზობ­და. ჭა­ბუ­კებ­ში ევ­რო­პის და მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი, ევ­რო­პის ახალ­გაზ­რ­დუ­ლი ოლიმ­პი­უ­რი ფეს­ტი­ვა­ლის ჩემ­პი­ო­ნი ტა­ტამ­ზე მას­ზე გა­მოც­დილ და ძლი­ერ მე­ტო­ქე­ებს არ შე­ე­პუა და ფი­ნა­ლამ­დე გა­იკ­ვა­ლა გზა. ფი­ნალ­ში კი ავ­თან­დილ ჭრი­კიშ­ვილ­თან და­მარ­ცხ­და.

100 კგ ის ერ­თა­დერ­თი წო­ნაა, რო­მელ­შიც ჩემ­პი­ო­ნი ქარ­თ­ვე­ლი ვერ გახ­და. სო­სო მსხა­ლა­ძეს ტი­ტუ­ლამ­დე გა­დამ­წყ­ვე­ტი გა­მარ­ჯ­ვე­ბა და­აკ­ლ­და. ფი­ნალ­ში მას გერ­მა­ნელ­მა დი­მიტ­რი პე­ტერ­ს­მა სძლია. მძი­მე წო­ნა­ში კი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ჩემ­პი­ო­ნა­ტის ფი­ნა­ლი გან­მე­ორ­და, თა­ნაც, მსგავ­სი და­სას­რუ­ლით - ადამ ოქ­რუ­აშ­ვილ­მა ზვი­ად ხან­ჯა­ლი­აშ­ვი­ლი და­ა­მარ­ცხა.

მსოფ­ლიო თა­სი, თბი­ლი­სი

60 კგ.

1. ბეთ­ქილ შუკ­ვა­ნი (სა­ქარ­თ­ვე­ლო)

2. არ­ტემ არ­შან­ს­კი (ის­რა­ე­ლი)

3. ლუ­დო­ვიკ ჩა­მარ­ტი­ნი (შვე­ი­ცა­რია)

3. ას­ხატ ტელ­მა­ნო­ვი (ყა­ზა­ხე­თი)

66 კგ.

1. ლა­შა შავ­და­თუ­აშ­ვი­ლი (სა­ქარ­თ­ვე­ლო)

2. სან­დ­რო იაკო­ბაშ­ვი­ლი (სა­ქარ­თ­ვე­ლო)

3. იას­პერ დე იონ­გი (ჰო­ლან­დია)

3. გო­ლან პო­ლა­კი (ის­რა­ე­ლი)

73 კგ.

1. ნუგ­ზარ ტა­ტა­ლაშ­ვი­ლი (სა­ქარ­თ­ვე­ლო)

2. თენ­გიზ პა­პოშ­ვი­ლი (სა­ქარ­თ­ვე­ლო)

3. ზე­ბე­და რეხ­ვი­აშ­ვი­ლი (სა­ქარ­თ­ვე­ლო)

3. ვეი ლიუ (ჩი­ნე­თი)

81 კგ.

1. ავ­თან­დილ ჭრი­კიშ­ვი­ლი (სა­ქარ­თ­ვე­ლო)

2. ბე­ქა ღვი­ნი­აშ­ვი­ლი (სა­ქარ­თ­ვე­ლო)

3. ლე­ვან წიკ­ლა­უ­რი (სა­ქარ­თ­ვე­ლო)

3. იოაჰიმ ბო­ტიე (ბელ­გია)

90 კგ.

1. ვარ­ლამ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი (სა­ქარ­თ­ვე­ლო)

2. კა­რო­ლის ბა­უ­ზა (ლიტ­ვა)

3. ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რი (სა­ქარ­თ­ვე­ლო)

3. დმიტ­რი გე­რა­სი­მენ­კო (სერ­ბე­თი)

100 კგ.

1. დი­მიტ­რი პე­ტერ­სი (გერ­მა­ნია)

2. სო­სო მსხა­ლა­ძე (სა­ქარ­თ­ვე­ლო)

3. ირაკ­ლი კობ­ლი­ა­ნი­ძე (სა­ქარ­თ­ვე­ლო)

3. მარ­ტინ პა­ჩე­კი (შვე­დე­თი)

+100 კგ.

1. ადამ ოქ­რუ­აშ­ვი­ლი (სა­ქარ­თ­ვე­ლო)

2. ზვი­ად ხან­ჯა­ლი­აშ­ვი­ლი (სა­ქარ­თ­ვე­ლო)

3. გჟე­გოჟ ეიტე­ლი (პო­ლო­ნე­თი)

3. ან­ხელ პა­რა (ეს­პა­ნე­თი)

 

 

 

 

 

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. კინო >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. ავტო >>

    aa
  8. ავტო >>

    aa
  9. ავტო >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. რევიუ >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. მარანი >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  45. ამბები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. ტექნოლოგიები >>

    aa
  48. რევიუ >>

    aa
  49. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  50. რეგიონი >>

    aa
  51. კალათბურთი >>

    aa
  52. სპორტი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. რაგბი >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
  57. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი