RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, პარასკევი 2012
თბილისი ... ...
სპორტი >>

უმ­სუ­ბუ­ქე­სი ბრინ­ჯაო პა­რი­ზი­დან

თბილისის მსოფლიო თასის შემდეგ ესტაფეტა ჩაიბარა პარიზის დიდმა სლემმა, რომელიც ლონდონის ოლიმპიური თამაშებისთვის სარეიტინგო ქულების დარიცხვით გაცილებით შთამბეჭდავია.

24 საათი 06.02.12

  •   aa
    ჭრი­კი­ში­ლი პა­რი­ზულ ტა­ტამს საწყის წრე­ში გა­მო­ე­თი­შა
  •   aa
    პა­პი­ნაშ­ვილ­მა, ბრინ­ჯა­ოს­თან ერ­თად, 120 სა­რე­ი­ტინ­გო ქუ­ლაც გა­მო­ი­მუ­შა­ვა

თბილისის მსოფლიო თასის შემდეგ ესტაფეტა ჩაიბარა პარიზის დიდმა სლემმა, რომელიც ლონდონის ოლიმპიური თამაშებისთვის სარეიტინგო ქულების დარიცხვით გაცილებით შთამბეჭდავია.

თუ თბილისის ტატამზე ჩემპიონობისთვის 100 ქულა იყო გათვალისწინებული, პარიზში ჩემპიონობა 300 ქულად ფასობს. საქართველოს ნაკრების ყველაზე მაღალრეიტინგიანმა ძიუდოისტმა ამირან პაპინაშვილმა იმაზე მეტი ქულა დაიმსახურა, ვიდრე ამას შინაურ კედლებში შეძლებდა. თუმცა, ნაკრების დანარჩენმა წევრებმა მას ფეხი ვერ აუწყვეს და პირველივე წრეებში გამოეთიშნენ ასპარეზობას.

პა­რი­ზის დი­დი სლე­მი ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბას არას­დ­როს უჩი­ო­და, ისე­ვე რო­გორც წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თო­ბას, რაც 85 ქვეყ­ნის 395 ვაჟ ძი­უ­დო­ის­ტ­ში აისა­ხა (იყ­ვ­ნენ ქალ­თა ნაკ­რე­ბე­ბიც).

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბი დი­დი სლე­მის ტა­ტამს რვა­კა­ცი­ა­ნი შე­მად­გენ­ლო­ბით ეწ­ვია. ნაკ­რე­ბის მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა პე­ტერ ზა­ი­ზენ­ბა­ხერ­მა ყვე­ლა წო­ნა და­ა­კომ­პ­ლექ­ტა. გა­მო­ნაკ­ლი­სი მხო­ლოდ 73 კგ წო­ნაა - აქ მწვრთნელ­მა გუნ­დის შევ­სე­ბის­გან თა­ვი შე­ი­კა­ვა. 90 კგ-სა და მძი­მე წო­ნა­ში კი ორ-ორ ძი­უ­დო­ისტს უხ­მო.

ტურ­ნი­რის პირ­ვე­ლი დღე სამ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ას (60, 66, 73) და­ეთ­მო. სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რე­ბის­თ­ვის ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი უმ­სუ­ბუ­ქე­სი წო­ნა გა­მოდ­გა - ჩვე­ნი გუნ­დის ყვე­ლა­ზე მა­ღალ­რე­ი­ტინ­გი­ან­მა წევ­რ­მა ამი­რან პა­პი­ნაშ­ვილ­მა პი­რად რე­ი­ტინგს 120 ქუ­ლა შე­მა­ტა - ოთხი შეხ­ვედ­რი­დან სამ­ში გა­ი­მარ­ჯ­ვა და ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი მო­ი­პო­ვა. და­სა­ნა­ნია, რომ ფი­ნალ­ში გამ­ს­ვ­ლელ ბრძო­ლა­ში ქარ­თ­ვე­ლი მსოფ­ლი­ოს რე­ი­ტინ­გ­ში მას­ზე 22 სა­ფე­ხუ­რით დაბ­ლა მდგომ სამ­ხ­რეთ­კო­რე­ელ (28-ე ად­გი­ლი) ვონ ჯინ კიმ­თან იპონ­ზე წა­მო­ე­გო.

იმის გა­მო, რომ დიდ სლემ­ზე რე­პე­შა­ჟის წე­სი არ მოქ­მე­დებს, ამი­რან პა­პი­ნაშ­ვი­ლი ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში გას­ვ­ლის­თ­ვის ავ­ტო­მა­ტუ­რად და­ე­უფ­ლა მე­სა­მე ად­გილს და თა­ვის რე­ი­ტინგს 120 ქუ­ლა შე­მა­ტა.

კო­რე­ელ­მა ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლამ­დე დიდ სლემს გა­მო­თი­შა უკ­რა­ი­ნის სა­ხე­ლით მო­ას­პა­რე­ზე, ტო­მით ქარ­თ­ვე­ლი გი­ორ­გი ზან­თა­რაია. ამა­ვე წო­ნა­ში რუ­სე­თის სა­ხე­ლით ას­პა­რე­ზობ­და რო­ბერტ მშვი­დო­ბა­ძე, რო­მელ­მაც ჩა­სათ­ვ­ლე­ლი მე­ხუ­თე ად­გი­ლით და­ას­რუ­ლა ას­პა­რე­ზო­ბა.

ტურ­ნი­რის პირ­ველ დღეს ტა­ტამ­ზე გა­ვი­და შალ­ვა ქარ­და­ვაც (66 კგ.), მაგ­რამ წარ­მა­ტე­ბას ვერ მი­აღ­წია. მე­თექ­ვ­ს­მე­ტედ­ფი­ნალ­ში მან იტა­ლი­ელ ფრან­ჩეს­კო ფა­რალ­დოს­თან წმინ­დად წა­ა­გო და მხო­ლოდ 24 სა­რე­ი­ტინ­გო ქუ­ლას დას­ჯერ­და. ამ შეხ­ვედ­რამ­დე მან უკ­რა­ი­ნის სა­ხე­ლით მო­ჭი­და­ვე სო­მეხს, გე­ვორქ გე­ვორ­ქი­ანს სუფ­თად მო­უ­გო.

გუ­შინ, დას­კ­ვ­ნით დღეს, ჩემ­პი­ო­ნე­ბი და პრი­ზი­ო­რე­ბი გა­მოვ­ლინ­დ­ნენ 81, 90, 100 კგ და მძი­მე წო­ნით კა­ტე­გო­რი­ებ­ში. ჩვე­ნი ნაკ­რე­ბი­დან ტა­ტამ­ზე გა­ვიდ­ნენ ავ­თან­დილ ჭრი­კიშ­ვი­ლი (81 კგ.), ზუ­რაბ ზვი­ა­და­უ­რი, ვარ­ლამ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი (ორი­ვე 90 კგ.), ლე­ვან ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი (100 კგ.), ზვი­ად ხან­ჯა­ლი­აშ­ვი­ლი და ადამ ოქ­რუ­აშ­ვი­ლი (+100 კგ.). ვერც ერ­თ­მა ვერ მი­აღ­წია ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლამ­დე, რაც ბრინ­ჯა­ოს მედ­ლი­სა და სა­რე­ი­ტინ­გო 120 ქუ­ლის მომ­ტა­ნი იქ­ნე­ბო­და.

ზვი­ა­და­უ­რი და ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი პირ­ვე­ლი­ვე შეხ­ვედ­რა­ში და­მარ­ცხ­დ­ნენ, ჭრი­კიშ­ვილ­მა, ხან­ჯა­ლი­აშ­ვილ­მა და ოქ­რუ­აშ­ვილ­მა კი თი­თო მე­ტო­ქე და­ა­მარ­ცხეს. ორი მო­გე­ბით ყვე­ლა­ზე შორს წა­ვი­და ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი, მაგ­რამ ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლამ­დე ერ­თი ნა­ბი­ჯი და­აკ­ლ­და - მე­ოთხედ­ფი­ნალ­ში წა­გე­ბით ჩა­სათ­ვ­ლე­ლი მე­ხუ­თე ად­გი­ლი და 60 სა­რე­ი­ტინ­გო ქუ­ლა მო­ი­პო­ვა.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებს ლონ­დო­ნის ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის­თ­ვის სა­ჭი­რო ქუ­ლე­ბის­თ­ვის კი­დევ მო­უ­წევს ას­პა­რე­ზო­ბა. ჯერ ობერ­ვარ­ტის მსოფ­ლიო თას­ზე (11-12 თე­ბერ­ვა­ლი), შემ­დეგ - დი­უ­სელ­დორ­ფის დიდ პრიზ­ზე (18-19 თე­ბერ­ვა­ლი), პრა­ღის მსოფ­ლიო თას­ზე (25-26 თე­ბერ­ვა­ლი) და ჩე­ლი­ა­ბინ­ს­კის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე (26-28 აპ­რი­ლი).

დი­დი სლე­მის ჩემ­პი­ო­ნებ­სა და პრი­ზი­ო­რებს 300, 180 და 120 სა­რე­ი­ტინ­გო ქუ­ლა ერ­გე­ბათ, დი­დი პრი­ზის მე­და­ლოს­ნებს - 200, 120 და 80. მსოფ­ლი­ოს თას­ზე ჩემ­პი­ო­ნო­ბა 100 ქუ­ლად ფა­სობს, ვერ­ცხ­ლი - 60 ქუ­ლად, ხო­ლო ბრინ­ჯა­ოს­თ­ვის 40 ქუ­ლაა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე კი ოქ­რო, ვერ­ცხ­ლი და ბრინ­ჯაო, შე­სა­ბა­მი­სად, 180, 108 და 72 ქუ­ლად ფა­სობს.

 

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. კინო >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. ავტო >>

    aa
  8. ავტო >>

    aa
  9. ავტო >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. რევიუ >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. მარანი >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  45. ამბები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. ტექნოლოგიები >>

    aa
  48. რევიუ >>

    aa
  49. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  50. რეგიონი >>

    aa
  51. კალათბურთი >>

    aa
  52. სპორტი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. რაგბი >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
  57. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი