პრაღაში, ევროპის მართლაც ამ ერთ-ერთ უმშვენიერეს ქალაქში მრავალი ისტორიული თუ არქიტექტურული ნაგებობაა, რომელიც თავისი გრანდიოზულობით, მონუმენტურობითა და ბრწყინვალებით გვაოცებს.
ამერიკულმა კომპანია "ტრექსამ", ელექტრომობილებისთვის მოდულური უნივერსალური პლატფორმა შეიმუშავა, რომელსაც ნებისმიერ მსურველს მიჰყიდის, ვისაც საკუთარი ავტომობილის შექმნა სწადია.
შარშან, ჟენევის საავტომობილო შოუზე, გერმანულმა საინჟინრო ფირმა EDAG-მა, რომელიც მთელს მსოფლიოში თავისი კონცეპტუალური მოდელებითაა ცნობილი, კონცეპტუალური "ლაით ქარ" (მსუბუქი ავტომობილი) წარმოადგინა, რითაც სპეციალისტების დიდი ყურადღება გამოიწვია.
"პეჟო" წელს დაარსებიდან 200 წლის იუბილეს აღნიშნავს და ამასთან დაკავშირებით, ჟენევის საავტომობილო გამოფენისთვის, კონცეპტუალურ მოდელ SR1-ს ამზადებს, რომლის გარეგნობაშიც, ფრანგული კომპანიის ხელმძღვანელთა განცხადებით, "ლომების" ახალი კორპორატიული სტილის შტრიხების დანახვა შეიძლება.
"მაკლარენმა" საზოგადოებას თავისი ახალი ბოლიდი, MP4-25 წარუდგინა, რომლითაც ბრიტანელები - ჯენსონ ბატონი და ლუის ჰამილტონი, ახალ სეზონში ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.
პატარა ჰოლანდიურმა საავტომობილო კომპანია "სპაიკერმა", რომელიც სპორტული, ექსკლუზიური ავტომობილების წარმოებითაა ცნობილი, "ჯენერალ მოტორსისგან" შვედური "სააბის" შეძენაზე თანხმობა მიიღო.
გერმანული კომპანია "კარლსონი" აქამდე სხვა კომპანიების მიერ გამოშვებული ავტომობილების ტიუნინგით იყო დაკავებული, თუმცა ცოტა ხნის წინ, მისმა ხელმძღვანელობამ გერმანიის ავტოტრანსპორტის ფედერალური სამსახურისგან, საკუთარი ავტომობილების წარმოების ლიცენზია აიღო და გამოაცხადა, რომ ჟენევის საავტომობილო შოუზე, პირველ საკუთარ კონცეპტუალურ მოდელს, "კარლსონ C25-ს" გვიჩვენებს.
იაპონურ კომპანია "მაზდას" მოდელი MX-5 ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული როდსტერია, მის ასეთ პოპულარობას კი მარტივი ფორმულა უზრუნველყოფს, რომელიც მხოლოდ ორი ფაქტორით - სიმსუბუქითა და დინამიურობითაა განპირობებული.
პარიზში, ლონდონურ სააუქციონო სახლ "ბონჰემის" მიერ გამართულ აუქციონზე, ძველი და დაჟანგული "ბუგატი ბრეშა ტაიპ-22", რომელმაც 70 წელზე მეტი, შვეიცარიის ერთ-ერთი ტბის ფსკერზე გაატარა, სოლიდურ ფასად გაიყიდა.
"ალფა რომეომ" რომ 1923 წელს "ფიატიდან" ინჟინერი ვიტორიო იანო გადაიბირა, მაშინ მას ისეთი სარბოლი ავტომობილების შექმნა დაავალა, რომლითაც მილანელები რბოლებში გამარჯვებებს შეძლებდნენ.
სპორტული ავტომობილების მწარმოებელმა მონეგასკურმა მცირე კომპანია "ვენტურიმ" და ფრანგულმა "მიშლენმა" ერთობლივად შეიმუშავეს ელექტრომობილი, რომლის პრემიერაც ორი წლის წინ, პარიზის საავტომობილი შოუზე შედგა, წელს კი ის დეტროიტის ჩრდილოამერიკულ საერთაშორისო საავტომობილო შოუზეც გამოფინეს.
საუკუნეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ჰენრი ფორდის კომპანიამ ავტომობილის კონვეიერული წარმოება დაიწყო და ამ ტექნოლოგიით, პირველად მოდელი T გამოუშვა, რომელიც "პაწია ლიზის" სახელითაც იყო ცნობილი.
იტალიურმა სადიზაინერო ატელიე "პინინფარინამ" გამოაქვეყნა პირველი ესკიზი კონცეპტუალური როდსტერისა, რომელსაც საკუთარი 80 წლის და "ალფა რომეოს" დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ამზადებს.
"რედ ბულ რეისინგის" შეფი ქრისტიან ჰორნერი თვლის, რომ ფორმულა 1 კიდევ ერთ ავტომწარმოებელს დაკარგავს, თუ ჩემპიონატის ხელმძღვანელობა არ ეცდება ძრავების გაყინვის რეგლამენტის დაცვას, რაც იმას გულისხმობს, რომ 2012 წლამდე ძრავების სრულყოფა იკრძალება.
"სიტროენის" რალის გუნდის შეფი ოლივიე ქესნელი იმედოვნებს, რომ მისი გუნდი წლევანდელ სეზონსაც დუბლით დაასრულებს - პილოტების ჩემპიონატსა და კონსტრუქტორთა თასს მოიგებს, მისი პირველი პილოტი სებასტიან ლოები კი მეშვიდე ტიტულს დაეუფლება.
ვალენსიაში ჩატარებული პირველი ტესტის შემდეგ, ლუის ჰამილტონმა განაცხადა, რომ შარშანდელი და ახალი მანქანები ისე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც დღე და ღამე.
იმის მიუხედავად, რომ შარშანდელი პირველი 9 თვის მონაცამებით, "ფოლკსვაგენს" მსოფლიოში ყველაზე მეტი ავტომობილი ჰქონდა გაყიდული, საბოლოოდ, ამ მაჩვენებლით მხოლოდ მესამე ადგილს დასჯერდა. თუმცა ეს არ ცვლის გერმანული კომპანიის მიზანს, რომელიც 2018 წლისთვის მსოფლიო ლიდერობის ხელში ჩაგდებას ითვალისწინებს.
"ტოიოტას" დიდი პრობლემები აქვს - სამ კონტინენტზე მილიონობით ავტომობილის გამოხმობა სატერფულების უხეირო კვანძის გამო უწევს, რის გამოც, ძალიან გაუჭირდება გაყიდვების არსებული ტემპის შენარჩუნება და ალბათ, ვერც გაყიდვების წლევანდელ გეგმას შეასრულებს.
ჟენევის ავტო შოუზე, ფრანგული კომპანია "რენო" ორადგილიან კუპე კაბრიოლეტ "უინდს" წარადგენს. ჰეჩბეკ "ტვინგოს" ბაზაზე აგებული ამ ავტომობილის გაყიდვები ევროპაში ზაფხულში დაიწყება.
პეკინის მოტორ შოუზე, ფრანგულმა კომპანია "პეჟომ" ახალი სედანი 408 DF (DF დონ ფენს, პეჟოს ჩინელ პარტნიორს აღნიშნავს, რომელთან ერთადაც, ის ჩინეთში ავტომობილებს აწარმოებს) წარადგინა, რომელიც ჩინური ბაზრისთვისაა განკუთვნილი.
"მიცუბიში" მალე იაპონიაში თავისი სრულიად ახალი კომპაქტური ქროსოვერის გაყიდვებს დაიწყებს, მოგვიანებით კი, ჟენევის ავტო შოუზე, მას ევროპელი მყიდველების სამსჯავროზე გამოიტანს.
ექსპონატი პლაგ-ინ ჰიბრიდული სისტემით აღჭურვილი კომპაქტური ჰეჩბეკი "სუიფტი" იქნება, რომელიც პირველად იაპონურმა კომპანიამ შინაური ბაზრისთვის შარშან, ტოკიოს შოუზე წარადგინა.
კომპაქტური კლასის ავტომწარმოებლებს ერთგვარი ტრადიცია ჩამოუყალიბდათ - ისინი მყიდველს თავიანთი საწარმოო პროგრამის ყველაზე გაყიდვადი ავტომობილის სპორტულ ვერსიებს სთავაზობენ და ამით ხაზს უსვამენ, რომ ევროპული კლასიფიკაციით C კლასად მონათლული ავტომობილები მოსაწყენნი არ არიან და მათგან საკმაოდ, ზოგჯერ კი მეტისმეტად ტემპერამენტიანი "სადოღე ცხენის" მიღებაც შეიძლება.
ბევრი სპეციალისტი თვლის, რომ ავტომწარმოებლებისთვის უმჯობესია, თუ ჯერ ჰიბრიდული მოდელების წარმოებას დაიწყებენ და მერე გადაერთვებიან ელექტრომობილებზე, რადგან ახალი ტექნოლოგიების ათვისება საკმაო ხარჯებთანაა დაკავშირებული და უკეთესი იქნება, თუ ეს პროცესი ეტაპობრივად განვითარდება.
"ფორდი" უახლოეს მომავალში, ბაზარზე თავის პოპულარულ ჰეჩბეკ "ფოკუსის" სპორტული მოდიფიკაციის, RS-ი შემსუბუქებულ ვერსიას, სახელად "კლაბსპორტს" და "ფოკუსისვე" ყველაზე მძლავრ მოფიფიკაციას გამოიტანს, რომელიც ჰიბრიდული სისტემით იქნება აღჭურვილი.
"ჯენერალ მოტორსის" გერმანული შტო "ოპელი" ჟენევის ავტო შოუზე თავის ახალ კონცეპტუალურ ნამუშევარს გამოიტანს, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, "ფლექსტრიმ GTE" ეწოდება.
ფორმულა 1-ის ერთ-ერთმა საუკეთესო გუნდმა "რედ ბულ რეისინგმა" საზოგადოებას თავისი ახალი მანქანა - RB6 უჩვენა, რომლითაც მისი პილოტები, ავსტრალიელი მარკ უებერი და გერმანელი სებასტიან ფეტელი ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.
ისევე როგორც ფორმულა 1-ის ახალწვეულმა "ვირჯინ რეისინგმა", ინგლისის სილვერსტოუნში ბაზირებულმა ინდურმა "ფორს ინდიამაც" თავისი ახალი ბოლიდის - VJM03-ის პრეზენტაცია ვირტუალურ სამყაროში, ინტერნეტით ჩაატარა.
"აუდიმ" ინტერნეტით თავისი სრულიად ახალი ავტომობილის, კომპაქტურ ჰეჩბეკ A1-ის ფოტოები და ზოგადი ინფორმაცია გამოაქვეყნა და გამოაცხადა, რომ ამ ავტომობილით, კონკურენციას გაუწევს ისეთ სერიოზულსა და პოპულარულ მეტოქეს, როგორიც "ბეემვეს" რეტრო-სტილის "მინია".
არგენტინულ ინტერნეტ გამოცემა "არგენტინა აუტო ბლოგთან" საუბრისას, იტალიურ ფირმა "პაგანის" ხელმძღვანელმა ჰორაციო პაგანიმ თავისი ფირმის ახალი სუპერავტომობილის შესახებ ისაუბრა და მის შესახებ ზოგიერთი დეტალი გამოჰყო.
"პეჟომ" თავისი საქარხნო გუნდის საპატივცემულოდ, რომელმაც შარშანდელ სეზონში, რალის საერთაშორისო ჩემპიონატი (IRC) მოიგო, თავის პოპულარულ ჰეჩბეკ 207-ის სპეციალური ვერსია შექმნა, რომელიც შეზღუდული რაოდენობით გაიყიდება.
ესპანურმა კომპანია "სეატმა" თავისი უნივერსალი "იბიცა სპორტ ტურერი" (ST) განაახლა და მის პრემიერას ჟენევის ავტო შოუზე გეგმავს, თუმცა რამდენიმე ფოტო და მწირი ინფორმაცია მის შესახებ პრემიერამდე ცოტა ხნით ადრე გამოაქვეყნა.
"ჯენერალ მოტორსის" ყველაზე მასობრივი მარკა, ამერიკული "შევროლე" ევროპაში ექსპანსიას იწყებს - ჟენევაში რამდენიმე ისეთ ავტომობილს გამოფენს, რომლებიც აქამდე ძველ კონტინენტზე არ იყიდებოდა.
ამერიკულმა სატუნინგო კომპანია "ჰენესი პერფორმენს ინჯინიარინგმა" "კადილაკის" სედანი CTS-V დაამუშავა და მყიდველს მისი სამი ახალი ვარიანტი შესთავაზა, რომლებიც ერთმანეთისგან ძრავების სიმძლავრით განსხვავდება.
ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდებს შორის, "ლოტუსი" ჯერჯერობით ბოლოა, რომელმაც საზოგადოებას თავისი სარბოლი ავტომობილი - T127 წარუდგინა. პრეზენტაცია ლონდონში ჩატარდა.
"ნისან მოტორის" მთავარი აღმასრულებელი კარლოს გონი აცხადებს, რომ მისი კომპანიის ელექტრომობილ "ნისან ლიფს", ანალოგიური კლასის ავტომობილების დონის ფასი ექნება და ამის მიუხედავად, მისი მეშვეობით, მოგებასაც მიიღებს.
გარდა იმისა, რომ ფორმულა 1-ს დაუბრუნდა, "ლოტუსი" თავისი სამოდელო გამის გაფართოებაზეც ზრუნავს - კომპანიამ ახლახანს თავის ძირითად მოდელ "ელიზს" მოდერნიზაცია ჩაუტარა და მის შესახებ ინფორმაცია ინტერნეტით გაავრცელა.
"ფოლკსვაგენმა" თავისი ახალი ავტომობილის, ჰეჩბეკ "პოლოს" ბაზაზე შექმნილ ქროსოვერ "ქროსპოლოს" ფოტოები გამოაქვეყნა და გამოაცხადა, რომ ამ ავტომობილის მსოფლიო პრემიერას ჟენევის საავტომობილო შოუზე გამართავს.
ხერესში ჩატარებულ წინასასეზონო ტესტებზე, პარასკევს "რედ ბულის" ავსტრალიელმე პილოტმა მარკ უებერმა წრე წუთსა და 19.299 წამში გაიარა და ტრასის ახალი ორიენტირი დააფიქსირა.
ჩეხური კომპანია "შკოდა", რომელიც "ფოლკსვაგენის" ჯგუფში შედის, წარმოებისთვის დაბალფასიან საოჯახო სედანს ამზადებს, რომლითაც "რენოს" პოპულარული "ლოგანისთვის" (სურათზე) კონკურენციის გაწევას იმედოვნებს.
შვეიცარულ კომპანია "პროტოსქარს" ჟენევის საავტომობილო შოუზე გამოსაფენად მომზადებული აქვს სპორტული ელექტრომობილი LAMPO2, რომელიც შარშან, ჟენევაში ნაჩვენებ კონცეპტუალურ მოდელ LAMPO-ს ლოგიკური გაგრძელებაა.
შვედურმა კომპანია "ვოლვომ" თავისი განახლებული სედანის, S60-ის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია, ამ ავტომობილის ჟენევურ მსოფლიო პრემიერამდე ერთი თვით ადრე გამოაქვეყნა.
"ფორდის" განყოფილება "სპეშლ ვიჰაიქლ ტიმმა" (SVT - სპეციალური მანქანების გუნდმა) პოპულარულ მასკლ ქარ "მუსტანგ შელბი GT500-ის" მოდიფიცირებული ვერსია მოამზადა, რომელიც საბაზო ვერსიასთან შედარებით, უფრო მსუბუქი და მძლავრია.
ინგლისურმა კომპანია "ბენტლიმ", რომელიც გერმანული "ფოლკსვაგენის" ჯგუფში შედის, წარმოებისთვის თავისი კუპეს, "კონტინენტალ სუპერსპორტის" ღია ვარიანტი - "კონტინენტალ სუპერსპორტს კონვერტაიბლი" მოამზადა, რომელიც, "ბენტლის" ხელმძღვანელთა განცხადებით, მსოფლიოს უსწრაფესი კაბრიოლეტია.
ამერიკული სატუნინგო ატელიე "ჰენესი პრეფორმენს ინჯინირინგი" ადრე მხოლოდ სხვა კომპანიების პოპულარული ავტომობილების მოდერნიზებით იყო დაკავებული და ამ საქმიანობით სახელიც გაითქვა, მაგრამ როგორც ჩანს, მის ხელმძღვანელობას ეს არ აკმაყოფილებდა და მათ საკუთარი მოდელის შემუშავება გადაწყვიტეს.
"პორშემ" თავისი სარბოლი ავტომიბილის, 911 GT3 R-ის ჰიბრიდული ვერსიის ფოტოები გაავრცელა, რომლის პრემიერა ჟენევის საავტომობილო შოუზე გაიმართება, მაისში კი ის მონაწილეობას ნურბურგრინგის 24-საათიან რბოლაში მიიღებს.
ჩიკაგოს ავტო შოუზე, კორეულმა კომპანია "კიამ" პლაგ-ინ ჰიბრიდული სისტემით აღჭურვილი კონცეპტუალური მოდელი "რეი" გამოფინა, რომლის ბაზაზეც, მალე სერიული ავტომობილის წარმოება დაიწყება.