RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, პარასკევი 2012
თბილისი ... ...
სტილი >>

გლობალიზაცია, ხინკალი და ორი მეგობარი...

ეს არ იყო ტიპიური გამოფენა არც თემით, არც ნამუშევრებით, არც იმ აქციით, რომელიც მისი მსვლელობის დროს გაიმართა.

24 საათი 27.03.10

ეს არ იყო ტიპიური გამოფენა არც თემით, არც ნამუშევრებით, არც იმ აქციით, რომელიც მისი მსვლელობის დროს გაიმართა.

ეს იყო გამოფენა, რომელსაც ნამდილად ჭირდებოდა თანამედროვე ხელოვნების საგამოფენო დარბაზი და სივრცე სუნთქვისთვის. ტრადიცია არატრადიციულად და გამოფენის გახსნისთვის არატრადიციული ინიციატივა "ა ლა ფურშეტი" ხინკლით...

თემა: გლობალიზაცია

ნამუშევრები: ციფრული ფოტო და კომპიუტერული გრაფიკა

შესრულება: თავისუფალი, არასტანდარტული, ღიმილის და ქართულ სინამდვილეში ოდნავი, ან უფრო მეტი დარცხვენის მომგვრელი.

ნამუშევართა რაოდენობა: 12

ავტორთა რაოდენობა: 2

სტატიის ჟანრი: დიალოგი, ინტერვიუ და ორი პორტრეტი...

საუბრის ადგილი: სანდრიკოს და მისი კიდევ ერთი, სხვა მეგობრის სახელოსნო.

საუბრის მიზანი: ორი საინტერესო და განსხვავებული შემოქმედის გაცნობა

თქვენს წინაშე: ნიკუშა მდივანი და სანდრიკო ქათამაშვილი

ნიკუშა: ჯერ დამებადა იდეა. რადგან ჩემი უახლოესი მგობარია, პირველად სანდრიკოს ვუთხარი. იმან მითხრა, კარგი იდეააო. არადა, საერთოდ რაც არ უნდა უთხრა, არასდროს არ მოსწონს. შემდეგ კიდევ ერთხელ თქვა, მგონი მართლა კარგი იდეაა - შენ ფოტო გადაიღე და მე ილუსტრაციაზე ვიმუშავებო. თავიდან სულ სხვა რაღაცით დავიწყეთ და საბოლოოდ მივედით იქამდე, რომ გამოფენა უნდა ყოფილიყო თემაზე “როგორ მოდის გლობალიზაცია საქართველოში და როგორ ხვდება მას საქართველოს მოსახლეობა...” ვფიქრობ, ჩვენში იმდენად ღრმად არის ქართული გენი და ტრადიცია, რომ ძალიან ხშირად მას ის ადამიანებიც ვერ გაურბიან, ვინც ქვეყნიდან წასვლისკენ მიილტვის და მიდის კიდეც. საბოლოო ისინი ისევ იქ ბრუნდებიან, სადაც მათი ტრადიცია და გენია.

ორივე ძალიან მშვიდი ვართ და ჩვენი გზავნილი ადამიანებისადმი ყოველთვის უფრო დაფარული და ორაზროვანი იქნება, ვიდრე პირდაპირი. ეს გამოფენაც ძალიან ლოიალური და მშვიდი იყო. არ ჰქონდა ბრძანებითი ტონი. თუმცა გვითხრეს, უნდა ჰქონოდაო. ბევრმა ვერც გაიგო რა იყო.

- რატომ ხინკალი?

სანდრიკო: ყველაზე ქართულია.

ნიკუშა: საქართველოში მოსახლეობის 90 პროცენტს უყვარს ხინკალი და ჩემი აზრით, კარგი ნაჭამიც რომ იყოს, ერთ ხინკალზე უარს არ იტყვის. თან უხერხული საჭმელია. თავის ხმებით, სუნით, წვენით.

წარმოიდგინეთ, მივდივარ გამოფენაზე, ცოტა მოშიებული ვარ და ვნახე ხინკალი. აქ უკვე ორი გზაა. შევჭამო ხინკალი და დავაფიქსირო, რომ თავისუფალი ტიპი ვარ, თუ არ შევჭამო იმიტომ, რომ მერე შეიძლება ჩემს შეყვარებულთან ვიყო აუტანელი ჩემის სუნისა და წებოვანი ხელების გამო. გვაინტერესებდა რას იზამდა ხალხი... ცოტა პროვოცირებაც გავუკეთეთ. როცა მივიტანეთ, დავდეთ და დავიყვირეთ, მეგობრებო მობრძანდით ხინკალი მიირთვით! თავიდან იყო ისეთი რეაქცია, როგორიც სპიტაკში მიწისძვირისას. ხალხი ჯერ გაჩერდა, მერე ვიღაც მივიდა, გადამრჩენელივით, ხინკალი აიღო პირში ჩაიდო და… ხალხი მიხვდა, რომ ხინკლის ჭამა კარგი ტიპობაა… თავიდან ფერადი ხინკლები გვინდოდა. ერთხანს საწრუპავებიანიც. ბოლოს ვერ მოხერხდა და ისეც ჩვეულებრივი ხინკალი გავაკეთეთ.

- რთულია ერთად მუშაობა?

სანდრიკო: კი, ჩემთვის რთულია. ჩემი აზრით, მხოლოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში გადაიკვეთა ჩვენი გზები და მხოლოდ იმ საღამოს. საერთო ჯამში, ნიკუშას მუშაობის სხვანაირი სტილი აქვს, მე - სხვანაირი. მე შემიძლია მუსიკას ვუსმინო მთელი კვირა და ბოლოს გავაკეთო საქმე. ნიკუშა პირიქითაა. ერთად რომ ვაკეთებდით რაღაცას, სულ მირეკავდა “აბა როგორ არის საქმე” და “აბა რა ხდება”-ს მეკითხებოდა.

ნიკუშა

როგორც საქართველოში ხდება, პროფესიით მშობლების მსხვერპლი ვარ… კომპიუტერული სისტემების და ქსელების სპეციალისტი. ამჟამად ვმუშაობ სარეკლამო კომპანიაში. ჩემი დიდი სურვილია მოვიშორო წვრილ-წვრილი საქმეები და თუ სარეკლამო კომპანიაში მუშაობას გავაგრძელებ, მხოლოდ კრეატიული ფოტოს რეკლამა გავაკეთო. ძირითადად ამ მიმართულებით ვხედავ საკუთარ თავს და ასევე ფოტოგრაფიაში. იმიტომ ვმუშაობ სარეკლამო კომპანიაში, რომ ჩემი იდეები ძირითადად არაკომერციულია. ისეთი, როგორიც ახლა იყო ჩვენი გამოფენა. საქართველოში ასეთ არასარეკლამო იდეას იშვიათად დააფინანსებს ვინმე და რა თქმა უნდა, ამ იდეების განხორციელებას ჩემი ხარჯებით ვაპირებ. ვწერ პატარა ნოველებს და დიდი სურვილი მაქვს, ამ ნოველებზე ვინმემ ანიმაცია გააკეთოს, თუნდაც - სანდრიკომ.

სანდრიკო

ვაკეთებ საბეჭდი პროდუქციის დიზაინს. თუმცა, თანდათან უფრო ნაკლებად. ჩემი პროფესია ანიმატორობაა. მინდა ჩემს საქმეზე გადავერთო. ანიმაციის ნაწილია ხატვა. შესაბამისად, ხატვასთან რაც არის კავშირიში, იმის გაკეთებაც მიწევს. მაგრამ, ეს იმიტომ, რომ ჩვენთან დღეს ანიმაცია არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა რაღაცეებზე ალბათ, არც ვიმუშავებდი. ილუსტრაცია შეიძლება, მაგრამ პრინტის დიზაინს არ გავაკეთებდი.

უცხოელებთან რეგულარულად ვმუშაობ, ყოველ დღე მაძლევენ სხვადასხვა ბარათების შეკვეთებს. რამდენიმე წლის შემდეგ თავს ანიმაციური ფილმების რეჟისორად ვხედავ. მგონია, ყველაფრის მიუხედავად, მაინც გავაკეთებ იმას, რაც მიყვარს.

თავისუფლება

ნიკუშა: ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანაში არ არის თავისუფლება.

სანდრიკო: რასაც მინდა იმას გავაკეთებ. აბსოლუტურად ყველაფერს, რა იდეის განხორციელებაც მომინდება. წინააღმდეგობას ვერ ვხედავ… ყოველ შემთხვევაში, ვერ ვხედავ ისეთ წინააღმდეგობას, რომელმაც შეიძლება შემაფერხოს.

ნიკუშა: რელიგიასთან თუ მოგიწევს შეხება შეგექმნება.

სანდრიკო: არ მგონია, რომ შემექმნას.

ნიკუშა: შეიძლება გაკეთება, მაგრამ შესაძლოა დაგიხიონ ნამუშევარი. თავზე პროექტორი დაგამტვრიონ.

სანდრიკო: სპეციალურად იმას არ გავაკეთებ, რომ დამიხიონ. არა მგონია, შემექმნას ეს პრობლემა ან შეიძლება შემექმნას. მაგრამ, არ მზღუდავს ის, რომ შეიძლება მართლმადიდებელმა მშობელა დამარბიოს. შენ ითრგუნები…

ნიკუშა: მე უფრო მშვიდი და ფრთხილი ტიპი ვარ და ვერიდები სკანდალს. იმიტომ, რომ მე ნანახი მაქვს ფილმი, სადაც ტიპს ორი წლის ნამუშევრას უხევენ, გაჩვენებ.

სანდრიკო: მაჩვენე… აკადამიაში გავიზარდე და მარლთმადიდებელ მშობლებთან პრობლემა არ მქონია.

სანდრიკო ნუკუშაზე

სანდრიკო: ნიკუშა დადის იოგაზე. ადრე დგება.

ნიკუშა: შესავალს გავუკეთებ. ერთად როცა ვართ, ძალიან ცინიკურები ვხდებით… შესაძლოა, პირიქითი დახასიათება გამოგვივიდეს.

სანდრიკო: არა რატომ?! ასე უფრო საინტერესოა ერთმანეთზე საუბარი. მოკლედ, ბოლო წლებია საქმიანი ადამიანი გახდა. არ ვიცი რამ შეცვალა, ალბათ სარეკლამო კომპანიაში მუშაობამ. მუსიკას უსმენს წყნარს, უფრო ზუსტად და კონკრეტულად “ქოლდ ფლეის” და მსგავს რამეებს.

ნიკუშა: არ გეთანხმები ყველაფერს ვუსმენ.

სანდრიკო: არა, ყველაფერს კი უსმენ, მაგრამ რაღაც კონკრეტულის დასახელებაზე თუ მიდგა ჯერი, “ქოლდ ფლეის” დაგარქმევდი. გიყვარს ხელოვნება. უყვარს მეგობრები, თან - ძალიან.

- რა არ უყვარს?

- არ უყვარს? არ უყვარს ხმაური, კლუბში სიარული, გაუგებარი სიტუაციები. იბნევა ხოლმე ასეთ სიტუაციებში და შეიძლება ძალიან არაადეკვატურად მოიქცეს. სამაგიეროდ, კომუნიკაბელურია.

- რატომ ფიქრობ, რომ შემოქმედებითი თავისუფლება არა აქვს?

- ეგრევე თქვა, “აუ, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირიო…” შეიძლება, საერთოდ არ გამოდიოდა ეს კავშირი მაგრამ, იმდენად ჩამჯდარი აქვს ადამიანს, რომ ავტომატურად იქითკენ მიდის.

ნიკუშა: მე იმას კი არ ვამბობ, რომ ის მაფერხებს, რომ შეიძლება მცემონ ან რამე. ერთადერთი, რაც მენანება ამდენი ემოცია, ამდენი ძალისხმევა და გათენებული ღამე რომ მაქვს რაღაცაში ჩადებული და იმას დამიხევენ, შეიძლება გავგიჟდე.

- და იქნებ მართლა აკვიატებული იდეაა ეს კავშირი?

სანდრიკო: ხო, იქნებ ბუდისტ მშობლეთა კავშირი მოვიდეს.

ნიკუშა: უბრალოდ, ბევრი შემთხვევა მახსენდება და კონფლიქტს ვერიდები. ალბათ მოვა ის დროც, გავაკეთებ რაღაც ისეთს, გამოვფენ და მიმაკლავენ იმ ჩემს გამოფენას და სანდრიკო მიტირებს ცხარე ცრემლით. რომ გითხრათ, რამე მაშინებს და მზღუდავს - ასე არაა.

- სანდრიკო, ფოტოებს რატომ იღებს ნიკუშა?

- არ ვიცი, ალბათ იმიტომ, რომ ოაზისი ნახა ფოტოგრაფიაში კომპიუტერული პროგრამების შემდეგ. საერთოდ არაფერი არ მომწონს მისი ნამუშევრებიდან. რამდენიმე ნამუშევარი კი მომწონს მაგრამ ისე, რომ ყველა ფოტოზე ვთქვა - “ვა, ეს რა გადაგიღია” - არ არის. იმის თქმა მინდა, ზოგჯერ ხალხი, რომ აღფრთოვანებას გამოხატავს. ვერ ვხვდები რატომ?!

ნიკუშა: მე სანდრიკოზე მეცინება. მართლა ისე, რომ ხდებოდეს, რომ მხოლოდ ჩემს მეგობრებს მოსწონთ და სხვა არაფერი, მაშინ მესამე აგურის მოძებნას დავიწყებდი. მაგრამ, როცა გადის რამე კონკურსზე, ან უცხოეთში - კარგ შეფასებას იღებს.

ნიკუშა სანდრიკოზე

ნიკუშა: მართლი გითხრათ, მისი ერთი ნამუშევარი მაქვს ნანახი. სადიპლომო ანიმაცია. თევზი გუიდო. ვფიქრობ, რომ თავის საქმეში სანდრიკო არის პროფესიონალი იმიტომ, რომ არ აზროვნებს ისე, როგორც მე. უფრო გამოცდილია, იცის რა უნდა კონკრეტულად, რას რითი შეცვლის, აქვს შესაბამისად კარგი იდეები. მე ყველაფერი მიმყავს ხელოვნების და ვერ ვაკომერციულებ ჩემს პროდუქციას. სარეკლამოში ვმუშაობ მეც და სარეკლამოს აკეთებს სანდრიკოც ძალიან მომწონს მისი ნამუშერები და ვთვლი, რომ ძალიან კრეატიულია. რაც შეეხება მის ხელოვნების მხარეს მის გუიდოს თევზს და ანიმაციას, ძალიან მომწონს იმიტომ, რომ ბევრი გარდატეხა ხდება. რადგან, ჩვენ ვკონტაქტობეთ ამდენი წელია გამოდის, რომ მე ვაფასებ და ვაღიარებ მას.

- სანდრო როგორ ცხოვრობს?

- ოო, სანდრიკო უნიკალურია - ოლიმპიური სელაპია, ცურავს ყოველ დილას, მაგრამ არ ვიცი რატომ. იმიტომ, რომ ცურვის შემდეგ სვამს უამრავ ლუდს. ხმაურიანია, მაგრამ მორიდებული ხმაურიანი. ყოველ დღე დადის კლუბებში...

- რა არ მოგწონს?

- ალბათ ის მომწონს, რომ… მაგრამ, ეგ უფრო ჩემი ხასიათიდან გამომდინარეა. მაგალითად, მაქვს რაღაც მაგარი იდეა და გაგიჟებით ვუამბობ სანდრიკოს, ის კი, უცებ გააუფასურებს. პიროვნულად რომ რაიმე არ მომწონდეს, ალბათ, ურთიერტობაც არ გვექნებოდა.

- ბალანსს როგორ აღწევთ?

ორივე: დათმობით.

სანდრიკო: კარგი ბიჭია ნიკუშა, ცოტა დახვეწა უნდა.

ანუნა ბუკია

 

 

 

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. კინო >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. ავტო >>

    aa
  8. ავტო >>

    aa
  9. ავტო >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. რევიუ >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. მარანი >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  45. ამბები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. ტექნოლოგიები >>

    aa
  48. რევიუ >>

    aa
  49. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  50. რეგიონი >>

    aa
  51. კალათბურთი >>

    aa
  52. სპორტი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. რაგბი >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
  57. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი