RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, პარასკევი 2012
თბილისი ... ...
სტილი >>

სტოიკოსების წინააღმდეგ

აპათია - ყველაფრისადმი გულგრილობას, ინტერესისა და ხალისის არქონას ნიშნავს.

24 საათი 29.01.12

აპათია - ყველაფრისადმი გულგრილობას, ინტერესისა და ხალისის არქონას ნიშნავს.

ამასთან, ამ ბერძნულ სიტყვას სხვა მნიშვნელობაც გააჩნია - სტოიკოსთა ლექსიკონში ეს ტერმინი მათ ერთერთ ძირითად ცნებას ასახავს და გულისხმობს იმ სულიერ მდგომარეობას, როდესაც სიმშვიდეს მუდამ ინარჩუნებ, მიუხედავად იმისა, თუ რა ხდება შენს გარშემო. სხვა სიტყვებით, ეს ვნებებისგან სრულ გათავისუფლებას ნიშნავს. აქედან გამომდინარე, მიიჩნევა, რომ სტოიციზმში ეს სიტყვა დადებით დატვირთვას ატარებს, მაშინ, როდესაც აპათია, გავრცელებული მნიშვნელობით, აპრიორი უარყოფითია.

კარგად თუ დავფიქრდებით, ასე მარტივადაც არ არის საქმე. რამდენად სასურველია ჩვეულებრივი მოკვდავისთვის, ისეთ სულიერ მდგომარეობას მიაღწიოს, როცა ვეღარ შეძლებს განიცადოს ძლიერი ემოცია, გაუხარდეს, აღშფოთდეს, ექსტატიკურ კონდიციებამდე მივიდეს? სხვა მხრივ, აპათია ზოგადად ისეც გამორიცხავს ამაღლებულ განწყობას, მაგრამ როდესაც ის დეპრესიის თანმხლები მოვლენაა და არა სტოიკოსთა სავარჯიშოების, ყოველთვის რჩება იმედი - ყველაფერი გაივლის და ჩვენც ისევ ისეთები გავხდებით, როგორებიც ადრე ვიყავით, ისევ ძალიან მოგვინდება ფრანგულის და კუნგ ფუს გაკვეთილებზე სიარული, ისევ ძალიან გავბრაზდებით, როდესაც საყვარელი შემსრულებელი ალბომის გამოშვების თარიღს გადასწევს...

არის კიდევ ერთი სახის აპათია, რომელიც მე ყველაზე იოლად დასამარცხებელი მგონია, ის სეზონურ ასთენიასთან პირდაპირ კავშირშია და თავს მაშინ გვახსენებს, როცა თბილი, მზიანი დღეების იმედი საბოლოოდ დავკარგეთ, გაზაფხული კი ძალიან შორს გვეჩვენება. აღარც მუშაობა გვეხალისება, წვეულებებზე სიარულის იდეაც კი აღარ არის მომხიბვლელი, ყველაფერს გვირჩევნია, დათვივით დიდი ხნით დავიძინოთ მზის სხივების გამოჩენამდე. თუმცა არის კიდევ ერთი გამოსავალი, ძველი და კარგად ნაცადი - შვებულების აღება და კრუიზში წასვლა. თუ კრუიზში არა, უბრალოდ, სამხრეთის რომელიმე კურორტზე მაინც. ამის გაკეთება იმ შემთხევაშიც ღირს, თუ აპათიის წინააღმდეგ იმუნიტეტი გვაქვს გამომუშავებული - სიცივეს, თოვლ-ჭყაპს, გაყინული ფანჯრების ყურებას მზე, პლაჟი, ფერადი კოქტეილების სმის პერსპექტივა ნამდვილად ჯობია.

ამ ყველაფერთან ერთად, დიზაინერები სპეციალურად ზამთრის შვებულებისთვის ცალკე კოლექციებს გვთავაზობენ, თანაც იმდენად მრავალფეროვანს, ტრენდის არჩევის პროცესი ყველანაირ აპათიას დაგავიწყებს. საკურორტო კოლექციები (resort, იგივე cruise collections) ადრე შეძლებული ფენისთვის იქმნებოდა, რომლებიც ცივ სეზონზე თბილ ქვეყნებში მოგზაურობას იწყებდნენ. დღეს სპეციალურად საკურორტო სეზონისთვის განკუთვნილი სამოსის შეძენა ყველგან შესაძლებელია, forever21-ის მაღაზიაშიც კი. გარდა ხელმისაწვდომობისა, ამ კოლექციებს ერთი ძალიან დადებითი მხარეც გააჩნია - ისინი წინასწარ გვკარნახობენ მომავალი, გაზაფხული-ზაფხულის მოდის მთავარ ტენდენციებს, შესაბამისად, ამ სამოსის ტარება მთელი წლის განმავლობაში კომფორტული და აქტუალურია.

წელსაც ასე მოხდა - საკურორტო კოლექციებში ნათლად წარმოჩინდა ის განწყობა, რომელიც შემდეგ გაზაფხული-ზაფხული 2012-ის მოდას გადაედო. ტყავის ქვედაკაბები, სპორტულ-ბოჰემური სტილი, სიჭრელე, მაქმანებიანი სამოსი, ფერების ბლოკირების ტენდენცია, tribal, ეთნიკური მოტივები, მოკლედ, აქ თითქმის ყველაფერია მომავალი თბილი სეზონის აქტუალური ტრენდებიდან, თუმცა საკურორტო სამოსს მაინც აქვს თავისი სპეციფიკური მხარეები.

პირველ რიგში, ის მაქსიმალურად მოსახერხებელია, ამასთან, დიზაინერები უფრო თამამად გვთავაზობენ მთავარ ტენდენციებად პიჟამას (სელინი, ლუი ვუიტონი), ჰავაის პრინტს (Marc by Marc Jacobs, სტელა მაკარტნი)... ჟივანში, ვერსაჩე, შანელი, ივ სენ ლორანი - ეს იმ დიზაინერების არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც კვლავ შემოგვთავაზეს უკვე გვარიანად მობეზრებული ყვავილის პრინტი სამოსსა თუ ფეხსაცმელზე. უკვე ბევრჯერ ნანახი, თუმცა შესანიშნავი ექსპერიმენტები ფერების ბლოკირების თემაზე გვიჩვენეს სელინმა, ბოტეგა ვენეტამ, რიდ კრაკოფმა. რაც განსაკუთრებით წაადგება ნებისმიერი სახის აპათიას, ეს ნეონის ფერებია - ვარდისფერისა და ფორთოხლისფერის ელექტრო კომბინაცია ბოტეგა ვენეტასთან, ღია ყვითელი - Thakoon-თან ისევე მხიარულად გამოიყურება, როგორც სამხრეთული ფერადი კოქტეილები რომის არომატით.

პატარა შავი კაბის მაგივრობას კრუიზში პატარა წითელი კაბა გასწევს. ის საკურორტო პერიოდის ერთ-ერთ ტრენდად იქცა, რაც პირველ რიგში კაროლინა ერერას და დონა კარანის დამსახურებაა. თამამად შეგვიძლია ტყავის ფერადი ქვედაკაბების შეძენა, რადგან ისინი ძალიან აქტუალურია გაზაფხულის კოლექციებშიც. ზოლები და მეზღვაურის სტილი კლასიკად ქცეული კლიშეა, რომლის მატერიალიზებაც კარგად მოახერხეს სელინმა თავისი პიჟამით და ლა პერლამ ლურჯი საცურაო კოსტიუმით. ყველაზე აქტუალური ალბათ მაინც ფერადი სპორტული ტანსაცმლის ტარებაა, რომელიც წყლის სპორტული თამაშების მოტივებზე შეიქმნა - დერეკ ლემის და მაიკლ კორსის ნამუშევრები დაივინგის კოსტიუმებს უფრო მოგვაგონებს, ვიდრე ჩვეულებრივ სამოსს, თუმცა თუ ამას პრაბალ გურუნგის მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელს დავუმატებთ, ასე გამოწყობილს გალერეაში ახალი გამოფენის დასათვალიერებლად წასვლაც შეგვეძლება.

თუ სამოსის არჩევანი დიდია, სხვაგვარადაა საქმე არომატებთან. არც ისე იოლია ისეთი პარფიუმის პოვნა, რომელიც თბილ ამინდსაც მოუხდება და თან იმასაც გაგვახსენებს, რომ შინ, ჩრდილოეთში ზამთარია, სუსხიანი და თოვლიანი. ერთი სიტყვით, ამ შემთხვევაში მსუბუქი არომატია საჭირო, რომელსაც ციტრუსების ნაცვლად, სითბოს ელემენტი ექნება. შესანიშნავია, რომ არსებობს შისეიდოს ახალი Zen, რომელიც ასე განსხვავდება 1964 წელს შექმნილი თავისი წინამორბედისგან. მასში ყველაფერია - ფორთოხლის, გრეიპფრუტისა და ანანასის მაცოცხლებელი ნოტები დასაწყისში, რომლებიც ნელა ტრანსფორმირდება ყვავილებში და ვარდის, ფრეზიისა და ჰიაცინტის ბუკეტს ქმნის. ამასთან, მერქნის და მუშკის დაბოლოება კომპოზიციას საბოლოოდ ძალიან დელიკატურ, მსუბუქ და თბილ შლეიფს ანიჭებს, რაც საშუალებას მოგვცემს სამხრეთის მთელი არომატი შევიგრძნოთ, იმ შემთხვევაშიც, თუ კრუიზში წასვლას ვერ მოვახერხებთ. ეს პარფიუმი უჩვეულო სიმშვიდის აურას ატარებს და იმ სტოიკოსების მდგომარეობასთან აღძრავს ასოციაციას, ვინც ნანატრ აპათიას მიაღწია.

ასეთია ფილადელფიური Work Drugs და მათი ახალი ალბომი Summer Blood-იც. იახტ-როკისა და ჩილვეივის სინთეზით ისინი მუსიკას smooth-fi-ს ჟანრში ქმნიან და ამაში ალბათ ერთ-ერთი საუკეთესოებიც არიან. ისეც, სოფტ-როკის რიტმები და ზაფხულის განწყობა ისაა, რომელიც სეზონურ აპათიას იოლად დაამარცხებს, მზის სხივების გარეშეც კი.

საუკეთესო კომპოზიციები ალბომიდან: Red Racer, Third Wave.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. კინო >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. ავტო >>

    aa
  8. ავტო >>

    aa
  9. ავტო >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. რევიუ >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. მარანი >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  45. ამბები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. ტექნოლოგიები >>

    aa
  48. რევიუ >>

    aa
  49. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  50. რეგიონი >>

    aa
  51. კალათბურთი >>

    aa
  52. სპორტი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. რაგბი >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
  57. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი