RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, პარასკევი 2012
თბილისი ... ...
სტილი >>

"მაზდას" სუპერმსუბუქი MX-5

იაპონურ კომპანია "მაზდას" მოდელი MX-5 ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული როდსტერია, მის ასეთ პოპულარობას კი მარტივი ფორმულა უზრუნველყოფს, რომელიც მხოლოდ ორი ფაქტორით - სიმსუბუქითა და დინამიურობითაა განპირობებული.

24 საათი 03.02.10

იაპონურ კომპანია "მაზდას" მოდელი MX-5 ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული როდსტერია, მის ასეთ პოპულარობას კი მარტივი ფორმულა უზრუნველყოფს, რომელიც მხოლოდ ორი ფაქტორით - სიმსუბუქითა და დინამიურობითაა განპირობებული.

უკვე ოცი წელია, ეს ფორმულა მყიდველს იზიდავს და მფლობელს სიამოვნებას ანიჭებს.

და აი, ამ პოპულარული ავტომობილის წარმოების დაწყებიდან 20 წლის შემდეგ, "მაზდამ" MX-5-ის ბაზაზე კიდევ უფრო მსუბუქი და დინამიური კონცეპტუალური ავტომობილი შექმნა, რომელსაც "MX-5 სუპერლაითი" უწოდა და რომელიც პირველად ფრანკფურტის საავტომობილო შოუზე გამოფინა.

სახელიც მიგვითითებს, რომ ავტომობილი ზემსუბუქია. მას არც შუშები აქვს, არც სახურავი და საყრდენები. ამ უკანასკნელის ნაცვლად, მძღოლს და მის ერთადერთ მგზავრს, ამობრუნების შემთხვევაში, უსაფრთხოების ორი რკალი იცავს, რომლებიც სავარძლების უკან ამობურცულა. ამ შემსუბუქების შედგეი კი ისაა, რომ კონცეპტუალური ავტომობილი სულ რაღაც 995 კილოგრამს იწონის.

სიმსუბუქე, სარბოლი სავარძლები და ბევრი სხვა სპორტული ელემენტი, რომლებსაც ამ ავტომობილის ინტერიერში შეხვდებით, მიგანიშნებთ, რომ "MX-5 სუპერლაითს" სპორტული ტემპერამენტი უნდა ჰქონდეს. ვნახოთ:

კაპოტქვეშ განლაგებულია მოკრძალებული მონაცემების მქონე 1.8-ლიტრიანი ბენზინის ძრავი, რომლის მაქსიმალური სიმძლავრეც სულ რაღაც 125 ცხენის ძალაა. სხვათა შორის, დაახლოებით ასეთივე ძრავი ამოძრავებს ყველაზე დაბალფასიან "ლოტუს ელის S-საც", მაგრამ ის დაახლოებით 90 კილოგრამით ნაკლებსაც იწონის. "სუპერმსუბუქის" ძრავთან ხუთსაფეხურიანი მექანიკური კოლოფია დაკავშირებული, რომელიც გადამუშავებულ მაბრუნ მომენტს უკანა წამყვან ბორბლებს აწვდის. ამ აგრეგატებით, ავტომობილი 0-100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 8.9 წამს უნდება. სამაგიეროდ, ის მოსახვევებს ბევრ, გაცილებით "ჯიშიან" სპორტულ ავტომობილზე სხარტად გადის და ამით, მძღოლს დიდ სიამოვნებას ანიჭებს და 100 კილომეტრის გასავლელად, მხოლოდ 6.3 ლიტრ ბენზინს მოიხმარს.

"MX-5 სუპერლაითი" "მაზდას" გერმანული სტუდიის მიერაა შექმნილი. სამწუხაროდ, მისი წარმოების თითქმის არანაირი შანსი არ არსებობს და ფრანკფურტში დებიუტისთანავე, ის კომპანიის სამუზეუმო ექსპონატი გახდა.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. კინო >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. ავტო >>

    aa
  8. ავტო >>

    aa
  9. ავტო >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. რევიუ >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. მარანი >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  45. ამბები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. ტექნოლოგიები >>

    aa
  48. რევიუ >>

    aa
  49. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  50. რეგიონი >>

    aa
  51. კალათბურთი >>

    aa
  52. სპორტი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. რაგბი >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
  57. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი