RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, პარასკევი 2012
თბილისი ... ...
სტილი >>

"სუზუკი" ჟენევაში "კიზაშის" ევროპულ ვერსიას გამოფენს

ჟენევის ავტო შოუზე, რომელიც მარტის პირველ რიცხვებში დაიწყება, იაპონური კომპანია "სუზუკი" თავისი ახალი სედანის, "კიზაშის" ევროპულ ვერსიას გამოფენს.

24 საათი 03.02.10

ჟენევის ავტო შოუზე, რომელიც მარტის პირველ რიცხვებში დაიწყება, იაპონური კომპანია "სუზუკი" თავისი ახალი სედანის, "კიზაშის" ევროპულ ვერსიას გამოფენს.

ინგლისურ ჟურნალ "ავტოქარის" ცნობით, სედანი, რომელიც უკვე იყიდება ამერიკულ ბაზარზე, ჟენევის შოუს დასრულებისთანავე გამოჩნდება კომპანიის შვეიცარიულ სადილერო პუნქტებში, დროთა განმავლობაში კი მისი გაყიდვა სხვა ევროპულ ქვეყნებშიც დაიწყება.

"კიზაშის" ევროპული ვარიანტი ბენზინზე მომუშავე ოთხცილინდრიანი ძრავით აღიჭურვება, რომლის მუშა მოცულობაც 2.4 ლიტრია. ძრავს 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი, ან უსაფეხურო ვარიატორი უწყვილდება. პირველი ვერსიით, ძრავის სიმძლავრე 185 ცხენის ძალას აღწევს, მეორე ვერსიით კი - 178 ცხენის ძალას.

მოგვიანებით, იაპონური კომპანია ევროპელ მყიდველს 3.2-ლიტრიანი ძრავით და ჰიბრიდული დანადგარით აღჭურვილ "კიზაშისაც" შესთავაზებს. ოღონდ, ჯერ დაზუსტებული არაა, თუ კონკრეტულად როდის მოხდება ეს.

"სუზუკი" მყიდველს სრულამძრავიანი ტრანსმისიით აღჭურვილ "კიზაშისაც" შესთავაზებს. ეს სისტემა უნივერსალურია. კერძოდ, ჩვეულებრივ, ის წინაამძრავიან რეჟიმში იმუშავებს, სპეციალურ ღილაკზე დაჭერის შემდეგ კი ტრანსმისია მაბრუნ მომენტს ოთხივე ბორბალს გაუნაწილებს. ამასთან, საგზაო პირობების შესაბამისად, უკანა ბორბლებს საერთო მომენტის 50 პროცენტამდე გადაეცემა.

ევროპაში "სუზუკი კიზაში" კონკურენციას გაუწევს "ფორდ მონდეოს", "სიტროენ C5-ს", "ტოიოტა ავენსისს", "ფოლკსვაგენ პასატს" და "ოპელ ინსინიას". ახალი სედანის ევროპული ვერსიის ფასი მოგვიანებით გამოცხადდება.

 

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. კინო >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. ავტო >>

    aa
  8. ავტო >>

    aa
  9. ავტო >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. რევიუ >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. მარანი >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  45. ამბები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. ტექნოლოგიები >>

    aa
  48. რევიუ >>

    aa
  49. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  50. რეგიონი >>

    aa
  51. კალათბურთი >>

    aa
  52. სპორტი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. რაგბი >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
  57. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი