RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, პარასკევი 2012
თბილისი ... ...
სტილი >>

ჟანგიანი "ბუგატი" 260 000 ევროდ გაიყიდა

პარიზში, ლონდონურ სააუქციონო სახლ "ბონჰემის" მიერ გამართულ აუქციონზე, ძველი და დაჟანგული "ბუგატი ბრეშა ტაიპ-22", რომელმაც 70 წელზე მეტი, შვეიცარიის ერთ-ერთი ტბის ფსკერზე გაატარა, სოლიდურ ფასად გაიყიდა.

24 საათი 03.02.10

პარიზში, ლონდონურ სააუქციონო სახლ "ბონჰემის" მიერ გამართულ აუქციონზე, ძველი და დაჟანგული "ბუგატი ბრეშა ტაიპ-22", რომელმაც 70 წელზე მეტი, შვეიცარიის ერთ-ერთი ტბის ფსკერზე გაატარა, სოლიდურ ფასად გაიყიდა.

შარშან ეს ავტომობილი, რომელიც 1925 წელსაა გამოშვებული, ტბის ფსკერზე მყვინთავებმა აღმოაჩინეს. სააგენტო ბლუმბერგის ცნობით, დაჟანგულ მანქანაში მყიდველმა 260 500 ევრო გადაიხადა, რაც ავტომობილის სასტარტო სააუქციონო ფასზე 30 000 ევროთი მეტია.

ეს ავტომობილი მისმა მფლობელმა 1936 წელს მიატოვა. ეს მაშინ მოხდა, როდესაც მისი შვეიცარიაში გადაყვანა და იქ გაყიდვა სურდა. მაგრამ, საზღვრის გადაკვეთისას გაირკვა, საბაჟო გადასახადი იმდენად მაღალი იყო, რომ ავტომობილის ღირებულებასაც გადაფარავდა.

მფლობელმა საბაჟო გადასახადის გადახდა ვერ შეძლო და "ბუგატი" საბაჟოზე მიატოვა, რომლის თანამშრომლებსაც, მიტოვებული საქონლის განადგურებას კანონი ავალდებულებდა. მებაჟეებმაც "ბრძნული" გადაწყვეტილება მიიღეს და ავტომობილი, რომელიც დღეს ანტიკვარია, ტბაში გადაუძახეს. მას შემდეგ, "ბუგატი ბრეშა ტაიპ-22" ტბის ფსკერზე, ზედაპირიდან 53 მეტრის სიღრმეზე "ბინადრობდა".

"ბონჰემის" სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ტბიდან ამოტანილი და ჟანგის მიერ შეჭმული ავტომობილის მხოლოდ 20 პროცენტი ექვემდებარება აღდგენას. რაც შეეხება ფულს, რომელიც აუქციონერებმა ამ ავტომობილში მიიღეს, ის მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდება.

დაჟანგული "ბუგატის" გარდა, აუქციონზე კიდევ დაახლოებით 90-მდე იშვიათი ავტომობილი იყო გამოტანილი, რომელთა საერთო ღირებულებამაც 15 მილიონი ევრო შეადგინა. თუმცა, მათგან მხოლოდ ნახევარი გაიყიდა. არგაყიდულთა შორისაა 1932 წელს გამოშვებული და სრულად აღდგენილი "ალფა რომეო 8C-2300 მონცა", რომლის სასტარო ფასიც 1.3 მილიონი ევრო იყო და ერთადგილიანი "ტალბო დარაკ გრან პრი", რომლის სასტარტო ფასი არც გამოცხადებულა.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. კინო >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. ავტო >>

    aa
  8. ავტო >>

    aa
  9. ავტო >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. რევიუ >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. მარანი >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  45. ამბები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. ტექნოლოგიები >>

    aa
  48. რევიუ >>

    aa
  49. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  50. რეგიონი >>

    aa
  51. კალათბურთი >>

    aa
  52. სპორტი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. რაგბი >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
  57. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი