RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, პარასკევი 2012
თბილისი ... ...
სტილი >>

"ვენტურისა" და "მიშლენის" ერთობლივი კონცეპცია - "ვოლაჟი"

სპორტული ავტომობილების მწარმოებელმა მონეგასკურმა მცირე კომპანია "ვენტურიმ" და ფრანგულმა "მიშლენმა" ერთობლივად შეიმუშავეს ელექტრომობილი, რომლის პრემიერაც ორი წლის წინ, პარიზის საავტომობილი შოუზე შედგა, წელს კი ის დეტროიტის ჩრდილოამერიკულ საერთაშორისო საავტომობილო შოუზეც გამოფინეს.

24 საათი 10.02.10

სპორტული ავტომობილების მწარმოებელმა მონეგასკურმა მცირე კომპანია "ვენტურიმ" და ფრანგულმა "მიშლენმა" ერთობლივად შეიმუშავეს ელექტრომობილი, რომლის პრემიერაც ორი წლის წინ, პარიზის საავტომობილი შოუზე შედგა, წელს კი ის დეტროიტის ჩრდილოამერიკულ საერთაშორისო საავტომობილო შოუზეც გამოფინეს.

გარდა იმისა, რომ ავტომობილს ბიძგს ელექტრომოტორი აძლევს, ის იმითაცაა საინტერესო, რომ "მიშლენის" სპეციალისტების მიერ შემუშავებული "აქტიური ბორბლის" საკიდარის სისტემითაა აღჭურვილი. ამასთან, თითოეულ ბორბალს 2-2 ძრავი ემსახურება, რომელთაგან ერთის დანიშნულება ბორბლის დატრიალებაა, მეორისა კი - საკიდარის და მუხრუჭების სისტემაში მუშაობა.

ავტომობილი, რომლის ტანიც მთლიანად კარბონის ბოჭკოს კომპოზიტისგანაა დამზადებული, სულ რვა ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომლებიც ელექტროენერგიას ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკისგან ღებულობენ. თითოეული ელექტროძრავი 55 კილოვატ სიმძლავრეს და 232 ნიუტონმეტრ მომენტს გამოიმუშავებს.

მათი მეშვეობით, 1 075-კილოგრამიან ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის ასაკრეფად, 5 წამზე ნაკლები ჰყოფნის. აკუმულატორებში დაგროვილი ენერგია კი საკმარისია იმისათვის, რომ "ვოლაჟმა" 320 კილომეტრი გაიაროს.

საინტერესოა "ვოლაჟის" ინტერიერიც. მასში ხელსაწყო-მაჩვენებლების ადგილზე სენსორული მონიტორი (თაჩ სქრინ) მდებარეობს, რომლის მეშვეობითაც, მძღოლს ავტომობილის თავისი სურვილის შესაბამისად მომართვა შეუძლია. მაგალითად, შესაძლებელია ავტმობილის ისეთ რეჟიმზე გადართვა, როდესაც მისი ელექტრონული ტვინი ენერგიას ეკონომიურად დახარჯავს და ამგვარად, ავტომობილი უფრო მეტი კილომეტრის გავლას შეძლებს. ასევე შესაძლებელია ძრავების მაქსიმალური დატვირთვით გამოყენება, სისწრაფის გაზრდა, ან მაქსიმალური კომფორტის შეკვეთა.

"ვოლაჟის" მთავარ დიზაინერ საშა ლაკიჩის თქმით, იმ ფაქტმა, რომ ძრავებმა და საკიდარმა ბორბლებში და მათ სიახლოვეს გადაინაცვლა, კაპოტქვეშა და ჩვეულებრივი საკიდარების სივრცე გამოთავისუფლდა, რისი წყალობითაც, შესაძლებელი გახდა, დაცარიელებული სივრცეების აეროდინამიკური მოთხოვნების შესაბამისად გამოყენება.

"წარმოქმნილი სიცარიელეები "ვოლაჟის" სტილის ნაწილია. აეროდინამიკა კი ამ სპორტული ავტომობილის სტილს განსაზღვრავს. ადვილი და სასიამოვნო წარმოსადგენია, თუ როგორ უვლის გარს ქარი ავტომობილის ძარას", - ამბობს ლაკიჩი.

"ვენტურის" განცხადებით, "ვოლაჟის" წარმოება 2012 წელს დაიწყება. ისევე როგორც კომპანიის პირველ მოდელ "ფეტიშს", "ვოლაჟსაც" ხელით, შეზღუდული რაოდენობით დაამზადებენ.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. კინო >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. ავტო >>

    aa
  8. ავტო >>

    aa
  9. ავტო >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. რევიუ >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. მარანი >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  45. ამბები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. ტექნოლოგიები >>

    aa
  48. რევიუ >>

    aa
  49. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  50. რეგიონი >>

    aa
  51. კალათბურთი >>

    aa
  52. სპორტი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. რაგბი >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
  57. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი