RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, პარასკევი 2012
თბილისი ... ...
სტილი >>

"პინინფარინა" "ალფა რომეოსთვის" კონცეპტუალურ მოდელს დაამზადებს

იტალიურმა სადიზაინერო ატელიე "პინინფარინამ" გამოაქვეყნა პირველი ესკიზი კონცეპტუალური როდსტერისა, რომელსაც საკუთარი 80 წლის და "ალფა რომეოს" დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ამზადებს.

24 საათი 10.02.10

იტალიურმა სადიზაინერო ატელიე "პინინფარინამ" გამოაქვეყნა პირველი ესკიზი კონცეპტუალური როდსტერისა, რომელსაც საკუთარი 80 წლის და "ალფა რომეოს" დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ამზადებს.

ჟურნალ "აუტოუიკის" ინფორმაციით, ამ ავტომობილის მსოფლიო პრემიერა ჟენევის წლევანდელ ავტო შოუზე გაიმართება.

ამავე ჟურნალის ცნობით, ეს კონცეპტუალური ავტომობილი შეგვიქმნის წარმოდგენას იმისას, თუ როგორი იქნება "ალფა რომეოს" შემდეგი თაობის სედან 159-ის ღია ვერსია. არსებული მონაცემებით, ამ სედანის წარმოება, სავარაუდოდ წელს დაიწყება. როდსტერის გარდა, ჟენევაში "ალფა რომეო" ასევე წარადგენს 159-ის კიდევ ორ ვერსიას - სედანისა და კუპეს ძარით, რომლებსაც, შესაბამისად, "ჯუჯარო" და "ბერტონე" მოამზადებენ.

მომდევნო თაობის 159 "კრაისლერის" პლატფორმაზე დამზადდება და მას სახელს შეუცვლიან. ჯერჯერობით დაზუსტებული არაა, თუ რა ეწოდება ახალ სედანს. სავარაუდოდ, მას სახელად მილანური კომპანიის ერთ-ერთი კლასიკური მოდელის სახელს - "ჯულიას" უწოდებენ. ამ სახელით "ალფა რომეო" ავტომობილებს 1962-1978 წლებში აწარმოებდა.

"ალფა რომეოს" საწარმოო პროგრამაში სედანი 159 ხუთი წლის წინ გამოჩნდა, 2008 წელს კი მას მოდერნიზაცია ჩაუტარდა. მოდერნიზაციის დროს, დაკიდების სისტემაში, მუხრუჭებში და ბორბლებში შედარებით მსუბუქი მასალების გამოყენების შედეგად, ავტომობილის წონა 45 კილოგრამით შემცირდა.

კონცეპტუალური ავტომობილის შესახებ დეტალები ჟენევურ გამოფენამდე ცოტა ხნით ადრე გამოქვეყნდება.

ცნობისათვის, "პინინფარინამ" შარშან თავისი აქციების 50.7 გაყიდა, რათა ბანკებისადმი დაგროვილი დავალიანებები დაეფარა. პარალელურად, ატელიე თავისი სამი ქარხნიდან ერთ-ერთს, რომელიც ტურინის გარეუბან გრულიასკოში მდებარეობს, იტალიელ ბიზნესმენ ჯანმარიო როსინიოლოს მიაქირავებს, რომელიც იქ "დე ტომაზოს" სახელით, ავტომობილების წარმოებას დაიწყებს.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. კინო >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. ავტო >>

    aa
  8. ავტო >>

    aa
  9. ავტო >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. რევიუ >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. მარანი >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  45. ამბები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. ტექნოლოგიები >>

    aa
  48. რევიუ >>

    aa
  49. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  50. რეგიონი >>

    aa
  51. კალათბურთი >>

    aa
  52. სპორტი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. რაგბი >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
  57. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი