RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, პარასკევი 2012
თბილისი ... ...
სტილი >>

"სიტროენი" ლოების შვიდ გამარჯვებას უმიზნებს

"სიტროენის" რალის გუნდის შეფი ოლივიე ქესნელი იმედოვნებს, რომ მისი გუნდი წლევანდელ სეზონსაც დუბლით დაასრულებს - პილოტების ჩემპიონატსა და კონსტრუქტორთა თასს მოიგებს, მისი პირველი პილოტი სებასტიან ლოები კი მეშვიდე ტიტულს დაეუფლება.

24 საათი 10.02.10

"სიტროენის" რალის გუნდის შეფი ოლივიე ქესნელი იმედოვნებს, რომ მისი გუნდი წლევანდელ სეზონსაც დუბლით დაასრულებს - პილოტების ჩემპიონატსა და კონსტრუქტორთა თასს მოიგებს, მისი პირველი პილოტი სებასტიან ლოები კი მეშვიდე ტიტულს დაეუფლება.

ამასთან, ის დასძენს, რომ სეზონის 13 რბოლიდან, ლოები შვიდის მოგებას მაინც შეძლებს.

"ამ სეზონისთვის არაფერი შეცვლილა. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი ტიტულებია. სებასტიანს კი მიზნად შვიდი გამარჯვება დავუსახეთ", - განაცხადა ქესნელმა.

გასულ სეზონში, ლოებმა სწორედ 7 ეტაპის მოგება შეძლო. არადა, 2008 წელს მან ტიტული 11 გამარჯვებით მოიპოვა. თავად ლოებიც აცხადებს, რომ მისი მიზანი კვლავ უცვლელია და ამ სეზონში მეშვიდე ტიტულისთვის იბრძოლებს.

"რახან ისევ აქ ვარ, ეს იმას ნიშნავს, რომ გამარჯვებები ჯერაც არ მომბეზრებია. მომწონს, რასაც ვაკეთებ. მინდა, გავიმარჯვო და ამისათვის თავს არ დავზოგავ. შარშან, მიკო ჰირვონენთან ბრძოლამ დიდი სიამოვნება მომიტანა. რა თქმა უნდა, ტიტულის დათმობას არ ვაპირებ, მაგრამ მიკო ძალიან მოტივირებულია და ვფიქრობ, ამჯერად მისი დამარცხება კიდევ უფრო ძნელი იქნება", - ამბობს ლოები, ვინც გასულ სეზონში ფინელ პილოტს ერთადერთი ქულით აჯობა.

თვის მხრივ, ჰირვონენი აცხადებს, რომ ახალ სეზონში ის ლოებს კიდევ უფრო ძლიერ წინააღმდეგობას გაუწევს: "გასული სეზონის შემდეგ, გამარჯვებაზე კიდევ უფრო მოწყურებული ვარ და ეს საბრძოლველად განმაწყობს. ახლა ადვილია უკან გახედვა და იმაზე ლაპარაკი, თუ რა უნდა გვექნა, რომ ტიტული მოგვეპოვებინა. მაგრამ ეს უკვე წარსულში დარჩა და ვერაფერს შევცლით. სამაგიეროდ, ამ სეზონში უფრო ძლიერები ვიქნებით".

ქესნელი კი დასძენს, რომ მართალია, ლოებს რბოლების ნახევარზე მეტში გამარჯვებას უგეგმავს, თუმცა არანაკლებ ძლიერ სურს, რომ გუნდის მეორე პილოტმა, ესპანელმა დანიელ სორდომ, თავის კარიერაში, მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვოს.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. კინო >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. ავტო >>

    aa
  8. ავტო >>

    aa
  9. ავტო >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. რევიუ >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. მარანი >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  45. ამბები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. ტექნოლოგიები >>

    aa
  48. რევიუ >>

    aa
  49. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  50. რეგიონი >>

    aa
  51. კალათბურთი >>

    aa
  52. სპორტი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. რაგბი >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
  57. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი