RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, პარასკევი 2012
თბილისი ... ...
სტილი >>

ჰამილტონი მანქანით კმაყოფილია

ვალენსიაში ჩატარებული პირველი ტესტის შემდეგ, ლუის ჰამილტონმა განაცხადა, რომ შარშანდელი და ახალი მანქანები ისე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც დღე და ღამე.

24 საათი 10.02.10

ვალენსიაში ჩატარებული პირველი ტესტის შემდეგ, ლუის ჰამილტონმა განაცხადა, რომ შარშანდელი და ახალი მანქანები ისე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც დღე და ღამე.

მსოფლიოს 2008 წლის ჩემპიონმა, ახალი მანქანით, ვალენსიას რიკარდო ტორმოს სახელობის ტრასაზე პირველ დღეს 108 წრე გაიარა და მესამე უსწრაფესი დრო აჩვენა, თუმცა წინასასეზონო ტესტების დროს ნაჩვენებ შედეგს დიდი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ მას MP4-25 მოეწონა. დღის უსწრაფესი შედეგები კი "ფერარის" ბრაზილიელმა ფელიპე მასამ და "ზაუბერის" იაპონელმა კამუი კობაიაშიმ აჩვენეს.

"როგორც იქნა, ღიმილის ხასიათზე დავდექი. ყველა პრობლემა, რომლებიც შარშანდელ მანქანასთან მქონდა, ახალმა დამავიწყა. თუმცა ჯერაც ბევრია სამუშაო და არსებობს მანქანის კიდევ უფრო გაუმჯობესების პოტენციალი", - ამბობს ჰამილტონი.

შარშან, სეზონის წინ, "მაკლარენმა" ახალი მანქანა პირველად პორტუგალიის პორტიმაუში გასინჯა და მაშინვე გამოვლინდა, რომ ის ისეთი ვერ იყო, როგორიც ჩემპიონობისთვის საბრძოლველად გამოდგებოდა. გუნდს ნახევარი სეზონი დასჭირდა იმისათვის, რომ კონკურენტუნარიანი გამხდარიყო და მართალია, ჰამილტონმა რამდენიმე რბოლის მოგება შეძლო, თუმცა სეზონის ბოლომდე, მანქანის სათანადოდ დახვეწა მაინც ვერ მოხერხდა.

"იმედია, მანქანას ყველა ის ვირუსი მოვაშორეთ, რომლებიც მას შარშან ჰქონდა. ახლა მისი დახვეწის დროა და მჯერა, რომ ისეთივე შედეგები გვექნება, როგორიც გასული სეზონის მიწურულს გვქონდა. დღევანდელმა ტესტებმა მაჩვენა, რომ ბევრი რამ გავაუმჯობესეთ", - განაცხადა ჰამილტონმა, ვისაც სულ არ აღელვებს ის ფაქტი, რომ ვალენსიაში მასა მასზე ნახევარი წამით სწრაფი იყო.

"აშკარაა, რომ "ფერარი" ძალიან სწრაფია, მაგრამ არავინ იცის, ავზებში რამდენი საწვავი უსხიათ. მთავარია, რომ ბოლოში არ ვართ, რაც სასიამოვნოდ განმაწყობს. ამასთან, მას არც ორი-სამი წამით ჩამოვრჩენილვარ. ამ ეტაპზე, ყველაზე მეტად იმ ფაქტმა გამახარა, რომ მანქანა საიმედო, გამძლეა. ტექნიკური პრობლემები პრაქტიკულად არ გვქონია და ამ ეტაპზე, ყველაზე მთავარი ესაა", - აგრძელებს ჰამილტონი და დასძენს, რომ ყველაფრის მიუხედავად, ჯერ ნაადრევია იმაზე ლაპარაკი, თუ სხვებთან შედარებით, რამდენად კარგია ახალი ბოლიდი, თუმცა მთავარი ისაა, რომ ის ტრასაზე მანქანის მოქცევით კმაყოფილია.

მეორე დღეს ჰამილტონს ტრასაზე მისი ახალი თანაგუნდელი, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ჯენსონ ბატონი შეენაცვლა, რომელთან ერთადაც, ტრასაზე მიხაელ შუმახერიც გამოვიდა. ჰამილტონს კი ხერესის ტესტებამდე, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონთან ერთად ტრასაზე ყოფნის საშუალება არ მიეცემა.

შუმახერმა "მერსედესის" W01 პირველად ტესტების პირველივე დღეს გასინჯა და მესამე უსწრაფესი შედეგი აჩვენა. ტესტების მეორე დღეს მან ფიზიკურ ვარჯიშს დაუთმო, მესამე დღე კი კვლავ ტრასაზე გაატარა.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. კინო >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. ავტო >>

    aa
  8. ავტო >>

    aa
  9. ავტო >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. რევიუ >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. მარანი >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  45. ამბები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. ტექნოლოგიები >>

    aa
  48. რევიუ >>

    aa
  49. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  50. რეგიონი >>

    aa
  51. კალათბურთი >>

    aa
  52. სპორტი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. რაგბი >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
  57. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი