RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, პარასკევი 2012
თბილისი ... ...
სტილი >>

"ჰიუნდაიმ" ჟენევისთვის ჰიბრიდული კონცეპცია მოამზადა

კომპანია "ჰიუნდაიმ" კონცეპტუალურ მოდელ i-Flow-ს ფოტოები და მის შესახებ მწირი ინფორმაცია გამოაქვეყნა.

24 საათი 03.03.10

კომპანია "ჰიუნდაიმ" კონცეპტუალურ მოდელ i-Flow-ს ფოტოები და მის შესახებ მწირი ინფორმაცია გამოაქვეყნა.

კორეული კომპანიის ახალ კორპორატიულ სტილში შესრულებული ამ საშუალო ზომის ბიზნეს კლასის სედანის მსოფლიო პრემიერა, ჟენევის ავტო შოუზე იგეგმება

i-Flow მეტად დახვეწილი აეროდინამიკით გამოირჩევა. აეროდინამიკურ მილში გატარებული მრავალი საათის წყალობით, ამ ავტომობილზე, შემხვედრი ჰაერის ნაკადის წინააღმდეგობის კოეფიციენტი მხოლოდ 0.25-ია. ეს გარემოება კონცეპტუალური მოდელის ეკონომიურობასაც აუმჯობესებს.

კონცეპტუალური ავტომობილის ჰიბრიდულ სისტემაში გაერთიანებულია 1.7-ლიტრიანი დიზელის ძრავი, რომელსაც ორსაფეხურიანი ტურბოკომპრესორი ემსახურება და ელექტროძრავი, რომელიც ენერგიით ლითიუმ-იონური აკუმულატორებისგან იკვებება.

"ჰიუნდაი" არც შიდაწვის და არც ელექტროძრავის ტექნიკურ მონაცემებს არ აქვეყნებს. სამაგიეროდ, მის მიერ გამოცემულ რელიზში წერია, რომ კონცეპტუალურ ავტომობილს, 100 კილომეტრის გასავლელად 3.0 ლიტრი საწვავი ჰყოფნის, ყოველი კილომეტრის გავლისას კი, ის ატმოსფეროში მხოლოდ 85 გრამ ნახშირირჟანგს გამოჰყოფს.

ჟენევაში "ჰიუნდაის" კიდევ ერთი ექსპონატი იქნება პოპულარულ ჰეჩბეკ i30-ის მოდიფიცირებული ვარიანტი, რომელიც ამ ეტაპზე, i30U-ს სახელითაა ცნობილი. ამ ავტომობილის შესახებ, კორეული კომპანია ჯერჯერობით არანაირ ინფორმაციას არ ავრცელებს.

კონცეპტუალური i-Flow-ს ბაზაზე შექმნილი სერიული ავტომობილის გაყიდვას, "ჰიუნდაი" ევროპაში 2012 წელს დაიწყებს.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. კინო >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. ავტო >>

    aa
  8. ავტო >>

    aa
  9. ავტო >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. რევიუ >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. მარანი >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  45. ამბები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. ტექნოლოგიები >>

    aa
  48. რევიუ >>

    aa
  49. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  50. რეგიონი >>

    aa
  51. კალათბურთი >>

    aa
  52. სპორტი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. რაგბი >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
  57. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი