RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, პარასკევი 2012
თბილისი ... ...
სტილი >>

"ფერარიმ" სამომავლო გეგმა გამოაქვეყნა

სიდნეიში, "ფერარისა" და "მაზერატის" ახალი სადილერო ცენტრის გახსნის ცერემონიაზე, იტალიური კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა ამედეო ფელისამ "ფერარის" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში, მარანელოელები ოთხ ახალ მოდელს გამოუშვებენ.

24 საათი 03.03.10

სიდნეიში, "ფერარისა" და "მაზერატის" ახალი სადილერო ცენტრის გახსნის ცერემონიაზე, იტალიური კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა ამედეო ფელისამ "ფერარის" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში, მარანელოელები ოთხ ახალ მოდელს გამოუშვებენ.

ფელისას თქმით, მიმდინარე წლის ბოლომდე, კომპანიის დილერები მიიღებენ მოდელ "599 GTB ფიორანოს" გაძლიერებულ ვერსია GTO-ს, რომელიც 650 ცხენის ძალამდე გაძლიერებული 6.0-ლიტრიანი V12 ძრავით იქნება აღჭურვილი. მერმის იგეგმება მოდელ "458 იტალიას" ღია ვერსიის გამოშვება. სამაგიეროდ, ჯერჯერობით უცნობია, გამოუშვებენ თუ არა მარანელოელები ამავე ავტომობილის შემსუბუქებულ ვერსია "სკუდერიას".

ფელისამ ასევე დაადასტურა ის ინფორმაციაც, რომლის მიხედვითაც, ჟენევის ავტო შოუზე, "ფერარი" მოდელ "599 GTB ფიორანოს" ბაზაზე შექმნილი ჰიბრიდული ავტომობილის (სურათზე) პროტოტიპს გამოფენს. ეს ავტომობილი უკვე ერთი წელია, რაც საგზაო გამოცდებს გადის. ფელისას განცხადებით, საბაზო ვერსიასთან შედარებით, ჰიბრიდული მოდელი 80 კილოგრამით მძიმეა. მანვე დასძინა, რომ ამ ავტომობილის გაყიდვები უახლოეს ხუთ წელიწადში არ დაიწყება.

"ჯერჯერობით, არც ჰიბრიდული ტექნოლოგიაა ბოლომდე შემუშავებული და არც მომწოდებლები არიან მზად. ჯერჯერობით, ყველაფერი დამუშავების პროცესშია. ძალიან ბევრი სამუშაოა შესასრულებელი. ჯერ ისიც კი ვერ გადაგვიწყვეტია, თუ როდის დავიწყოთ ამ ავტომობილის წარმოება. საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ჩვენს აავტომობილებზე ჰიბრიდული დანადგარები, 2015 წელზე ადრე ვერ გამოჩნდება. ჰიბრიდული შეიძლება გახდეს წინა, შუამოტორიანი სპორტული ავტომობილები. ასევე მანქანები, რომლებიც V8 ან V12 ძრავებითაა აღჭურვილი. თუ ჩვენ ამ ტექნოლოგიის ათვისებას შევძლებთ, მაშინ მას ჩვენს ყველა ავტომობილზე გამოვიყენებთ", - განაცხადა ფელისამ.

მანვე დასძინა, რომ პირველი მოდელი, რომელზეც ენერგიის დამზოგ სისტემებს გამოიყენებენ, მოდელი "კალიფორნიაა". ასეთი ავტომობილი "ფერარის" სადილერო ცენტრებში მერმის გამოჩნდება. ის აღიჭურვება საწვავის უშუალოდ შეფრქვევის სისტემით, სტოპ-სტარტით, ელექტროძრავებით, ცილინდრების გათიშვის სისტემით. მათი მეშვეობით, საერთო ჯამში, საწვავის ხარჯის 15 პროცენტით შემცირებაა შესაძლებელი.

დაბოლოს, უკვე შემუშავების პროცესშია ლეგენდარული "ენცოს" შემცვლელი. წინასწარი ინფორმაციით, ახალი ავტომობილი V12 ძრავით აღიჭურვება, რომლის სიმძლავრეც 750-800 ცხენის ძალა იქნება. არც ისაა გამორიცხული, რომ მის ბაზაში 50-100 ცხენის ძალით სუსტი V8 აგრეგატი განლაგდეს. ამ ავტომობილის გაყიდვები უახლოეს ორ წელიწადში დაიწყება და "ფერარი" მას, ისევე როგორც "ენცოს" შემთხვევაში, მხოლოდ 500 ეგზემპლარს დაამზადებს.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. კინო >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. ავტო >>

    aa
  8. ავტო >>

    aa
  9. ავტო >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. რევიუ >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. მარანი >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  45. ამბები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. ტექნოლოგიები >>

    aa
  48. რევიუ >>

    aa
  49. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  50. რეგიონი >>

    aa
  51. კალათბურთი >>

    aa
  52. სპორტი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. რაგბი >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
  57. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი