RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, პარასკევი 2012
თბილისი ... ...
სტილი >>

"პეჟო" "ხუთიანს" ჟენევაში გვიჩვენებს

ეკონომიკური კრიზისი დასასრულს უახლოვდება და ეს ტენდენცია საავტომობილო ბაზარზეც იგრძნობა.

24 საათი 03.03.10

ეკონომიკური კრიზისი დასასრულს უახლოვდება და ეს ტენდენცია საავტომობილო ბაზარზეც იგრძნობა.

ჰოდა, ავტომწარმოებლები ცდილობენ, ეკონომიკურად მომძლავრებულ ავტომოყვარულებს ახალი ავტომობილები შეაგებონ და ამით მოთაფლონ ავტომობილის საყიდლად მომზადებულები. პარალელურად კი, ისინი ისეთ კონცეპციებს ქმნიან, რომლებითაც მათი მომავალი პროდუქტის ახლავე გაცნობა შეიძლება.

საავტომობილო ბაზრის გამოცოცხლების მაუწყებელი პირველი მერცხალი ჟენევის საავტომობილო შოუ გახდება, რომელზეც არნახულად ბევრი ექსპონატის ხილვა იქნება შესაძლებელი. ჩვენ უკვე არაერთი ახალი და კონცეპტუალური ავტომობილის გაცნობა მოვასწარით, რომლებსაც მსოფლიო პირველად სწორედ ჟენევაში იხილავს. ერთ-ერთი ასეთი კი იქნება "პეჟოს" ახალი კონცეპტუალური მოდელი, რომელსაც "ლომებმა" "ხუთიანი პეჟოსგან" უწოდეს.

ეს არის ჰიბრიდული ავტომობილი, რომელშიც, ძალური დანადგარის გარდა, საინტერესო მისი დიზაინიცაა. ეს მანქანა კონცეპტუალური SR1-ის მოდიფიცირებული, უფრო დახვეწილი ვერსიაა, რომელიც ახლოს დგას საწარმოო ვარიანტთან და ნუ გაგიკვირდებათ, თუ მოდელ 509-ს, რომელმაც ერთბაშად ორი მოდელი, 407 და 607 უნდა შეცვალოს, სწორედ ასეთი გარეგნობა ექნება.

"ხუთიანი პეჟოსგან" აღჭურვილია ჰიბრიდული სისტემით, რომლის მთავარი აგრეგატიც Hdi სერიის 2.0-ლიტრიანი დიზელია. ამ ძრავის სიმძლავრე 163 ცხენის ძალაა და ის ავტომობილის წინაა განლაგებული. მასთან კი 37-ცხენისძალიანი ელექტროძრავია შეწყვილებული, რომელიც უკანაა მოთავსებული.

ამ ავტომობილს მხოლოდ ელექტროძრავით მცირე მანძილზე გადაადგილება შეუძლია. სამაგიეროდ, როდესაც ორივე ძრავი მუშაობს, ის სრულამძრავიანი ხდება. ჯერჯერობით "ლომები" მის დინამიკურ მახასიათებლებზე არაფერს ამბობენ. სამაგიეროდ, გვპირდებიან, რომ "ხუთიანს" 100 კილომეტრის გასავლელად, 3 ლიტრი საწვავი ეყოფა, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ის ატმოსფეროს მხოლოდ 99 გრამი ნახშირორჟანგით დააბინძურებს. და როცა მხოლოდ ელექტროძრავით ივლის, გამონაბოლქვი საერთოდ არ ექნება.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. კინო >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. ავტო >>

    aa
  8. ავტო >>

    aa
  9. ავტო >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. რევიუ >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. მარანი >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  45. ამბები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. ტექნოლოგიები >>

    aa
  48. რევიუ >>

    aa
  49. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  50. რეგიონი >>

    aa
  51. კალათბურთი >>

    aa
  52. სპორტი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. რაგბი >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
  57. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი