RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, პარასკევი 2012
თბილისი ... ...
სტილი >>

"სიტროენმა" DS3-ის სპორტული ვარიანტი შექმნა

ისევე როგორც სხვა კომპანიებმა, "სიტროენმაც" თავისი ახალი ავტომობილის შესახებ, პირველი ინფორმაცია და ფოტოები ჟენევური გამოფენის დაწყებამდე გამოაქვეყნა.

24 საათი 03.03.10

ისევე როგორც სხვა კომპანიებმა, "სიტროენმაც" თავისი ახალი ავტომობილის შესახებ, პირველი ინფორმაცია და ფოტოები ჟენევური გამოფენის დაწყებამდე გამოაქვეყნა.

ეს არის ჰეჩბეკ DS3-ის ბაზაზე შექმნილი სპორტული მოდელი, რომელსაც სახელში "რეისინგი" დაემატა. როგორც ფრანგული კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ პრეს რელიზშია მითითებული, "DS3 რეისინგი" მხოლოდ 1 000 ცალი დამზადდება. სტანდარტული ჰეჩბეკისგან "DS3 რეისინგი" უფრო აგრესიული გარეგნობით გამოირჩევა, რასაც მას კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული აეროდინამიკური ელემენტები ანიჭებს. ამასთან, ავტომობილის სახურავი, სარკეები, 18-დუიმიანი ბორბლები და რადიატორის არშიები ფორთოხლისფრად არის შეღებილი.

ავტომობილის კაპოტის ქვეშ მოთავსებულია ბენზინის 1.6-ლიტრიანი ტურბოძრავი, რომლის მაქსიმალური სიმძლავრეც, 150-დან 200 ცხენის ძალამდეა გაზრდილი. სიმძლავრის ზრდა, პირველ რიგში, ძრავის ელექტრონული ბლოკის პროგრამის შეცვლამ გამოიწვია. მოდერნიზაცია ჩაუტარდა ტურბოკომპრესორს, შეიცვალა შემშვები კოლექტორი. შედეგად, სიმძლავრის გარდა, მაბრუნი მომენტი 240-დან 275 ნიუტონმეტრამდე გაიზარდა და მისი მაქსიმუმი, მუხლა ლილვის 2 500-4 000 ბრ/წთ-ზე მიიღწევა.

სტანდარტულ ჰეჩბეკთან შედარებით, "DS3 რეისინგი" 15 მილიმეტრით დადაბლდა, მისი ბორბლების კვალი კი 30 მილიმეტრით გაგანიერდა. შეიცვალა წინა და უკანა ამორტიზატორები, რომლებიც სტანდარტულზე ხისტია. წინა ბორბლების დამუხრუჭებას 4-ცილინდრიანი სისტემა ემსახურება, სტაბილიზაციის სისტემა კი საჭიროების შემთხვევაში, სრულად ითიშება.

სალონში ახალ, სპორტულ სავარძლებს ნახავთ, რომლებსაც მძლავრი გვერდითა მისაყრდნობები აქვს, სავარძლების ცენტრში კი, საკისრეების ქვევით, "სიტროენ რეისინგია" ამოქარგული. სალონში მრავლად ნახავთ კარბონის კომპოზიტისგან დამზადებულ დეტალებს, რაც ასევე ავტომობილის სპორტულობას უსვამს ხაზს. "სიტროენი" "DS3 რეისინგის" გაყიდვას წლის მეორე ნახევრიდან დაიწყებს.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. კინო >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. ავტო >>

    aa
  8. ავტო >>

    aa
  9. ავტო >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. რევიუ >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. მარანი >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  45. ამბები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. ტექნოლოგიები >>

    aa
  48. რევიუ >>

    aa
  49. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  50. რეგიონი >>

    aa
  51. კალათბურთი >>

    aa
  52. სპორტი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. რაგბი >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
  57. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი