RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
25 მაისი, პარასკევი 2012
თბილისი ... ...
სტილი >>

"ჯულიეტა" - "ალფა რომეოს" ახალი ფლაგმანი

ჟენევის საავტომობილო შოუზე, "ფიატის" საავტომობილო ჯგუფში შემავალმა კომპანია "ალფა რომეომ" თავისი ახალი ფლაგმანი მოდელი - ჰეჩბეკი "ჯულიეტა" წარადგინა, რომლითაც მილანური კომპანიის გამოცოცხლება უნდა დაიწყოს.

24 საათი 11.03.10

ჟენევის საავტომობილო შოუზე, "ფიატის" საავტომობილო ჯგუფში შემავალმა კომპანია "ალფა რომეომ" თავისი ახალი ფლაგმანი მოდელი - ჰეჩბეკი "ჯულიეტა" წარადგინა, რომლითაც მილანური კომპანიის გამოცოცხლება უნდა დაიწყოს.

სავარაუდოდ, სწორედ "ჯულიეტა" გახდება ის ავტომობილი, რომლითაც "ალფა რომეო" ამერიკის ბაზარს დაუბრუნდება. ცნობისათვის, იტალიურმა კომპანიამ აშშ-ის ბაზარი 1985 წელს დატოვა.

"ფიატი" "ალფა რომეოს" ახალ სტრატეგიას მალე გამოაქვეყნებს. ანალიტიკოსები დარწმუნებულნი არიან, რომ მილანური ასწლოვანი ავტომწარმოებლის ფეხზე დადგომის საქმეში, მთავარი როლი სწორედ "ჯულიეტას" დაეკისრება. "ფიატის" მთავარმა აღმასრულებელმა სერჯო მარკიონემ იანვარში განაცხადა, რომ მისი კომპანია "ალფა რომეოს" გაყიდვას არ აპირებს და აქციონერებს აღუთქვა, რომ მალე მის ახალ სამოქმედო სტრატეგიას გამოაქვეყნებს.

"კრედიტ სუისის" ანალიტიკოსი სტიუარტ პერსონი აცხადებს, რომ "ალფას" ასაღორძინებლად მთავარი წარმოების რაოდენობის გაზრდა არ იქნება. მთავარია ხარისხი და ეს ბრენდი იმ შემთხვევაშიც გახდება კონკურენტუნარიანი, თუ წარმოების მოცულობას რამდენიმე ასეული ათასის ფარგლებში შეინარჩუნებს. სხვათა შორის, თავის დროზე სწორედ საკითხისადმი ამგვარი მიდგომით განვითარდა სამი გერმანული პრემიუმ ბრენდი (მერსედესი, ბეემვე და აუდი), რომლებიც უკვე წარმოების მილიონიან ზღვარს გასცდნენ.

შარშან "ალფა რომეომ" მთელს მსოფლიოში 110 000 ავტომობილი გაჰყიდა, საიდანაც უმეტესობა ევროპაში დარჩა. გაყიდვების გაზრდის საშუალება შეიძლება გახდეს ამერიკულ ბაზარზე დაბრუნება, თუმცა ეს 2012 წლამდე არ იგეგმება.

"ალფა რომეო" "ფიატის" ჯგუფში 1986 წლიდან შედის და იქიდან მოყოლებული, მისი გაყიდვები თითქმის ყოველწლიურად კლებულობს, რის გამოც, ტურინელები მის გაუქმებასაც კი ფიქრობდნენ, თუმცა მარკიონემ მილანელებს ბოლო შანსი მისცა. თუმცა ანალიტიკოსების უმეტესობა ასეთ რადიკალურ ნაბიჯს მაინც არ ელოდა.

სხვათა შორის, მარკიონე "ალფა რომეო ჯულიეტას" ჟენევურ პრეზენტაციას არ დასწრებია. ამ დროს ის ბრაზილიაში იმყოფებოდა, სადაც "ფიატმა" თავის ბრაზილიურ კომპანია CNH-ის ახალი ქარხნის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ქარხანა, რომლის მშენებლობაც 557 მილიონი დოლარი დაჯდა, სასოფლო-სამეურნეო მანქანა-დანადგარების წარმოებაზეა სპეციალიზებული. მარკიონეს გარდა, მის გახსნას ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვაც დაესწრო. ცნობისათვის, ბრაზილიის ეკონომიკის სოფლის სექტორი სწრაფი ტემპით ვითარდება, მისთვის საჭირო მანქანა-დანადგარების ბაზრის 24.5 პროცენტს კი "ფიატი" აკონტროლებს.

სხვათა შორის, ბრაზილიის ეკონომიკური რეცესია შედარებით მცირე ხანს გაგრძელდა და შარშან, იქაურ ავტო ბაზარზე გაყიდვების 11.4-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. ტურინულ ავტო გიგანტს კი ამ ბაზარზე სოლიდური წილი უკავია.

ყველაზე პოპულარული
  1. ბიზნესი >>

    aa
  2. უცხოეთი >>

    aa
  3. ბიზნესი >>

    aa
  4. კინო >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. სპორტი >>

    aa
  7. ავტო >>

    aa
  8. ავტო >>

    aa
  9. ავტო >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. რევიუ >>

    aa
  23. რევიუ >>

    aa
  24. რევიუ >>

    aa
  25. მარანი >>

    aa
  26. მარანი >>

    aa
  27. მარანი >>

    aa
  28. მარანი >>

    aa
  29. კულინარია >>

    aa
  30. კულინარია >>

    aa
  31. კულინარია >>

    aa
  32. კულინარია >>

    aa
  33. კულინარია >>

    aa
  34. კულინარია >>

    aa
  35. კულინარია >>

    aa
  36. კულინარია >>

    aa
  37. კულინარია >>

    aa
  38. წიგნები >>

    aa
  39. წიგნები >>

    aa
  40. წიგნები >>

    aa
  41. წიგნები >>

    aa
  42. წიგნები >>

    aa
  43. წიგნები >>

    aa
  44. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  45. ამბები >>

    aa
  46. ტექნოლოგიები >>

    aa
  47. ტექნოლოგიები >>

    aa
  48. რევიუ >>

    aa
  49. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  50. რეგიონი >>

    aa
  51. კალათბურთი >>

    aa
  52. სპორტი >>

    aa
  53. რაგბი >>

    aa
  54. რაგბი >>

    aa
  55. წიგნები >>

    aa
  56. წიგნები >>

    aa
  57. წიგნები >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი