

- 2011-01-01 ჩემპიონის საახალწლო მისალოცი
-
შობის ყოველ დღესასწაულზე, ფორმულა ერთის კომერციულ უფლებათა გამგებელი ბერნი ეკლსტოუნი მკაცრად იცავს ტრადიციას და საშობაო შარჟ-მისალოც ბარათებს აქვეყნებს.-
- 2011-01-01 სანტას მარხილები ავტომწარმოებლებისგან
-
ტრადიციულად, ინგლისური ჟურნალი "ქარ", წლის მიწურულს, ავტოკომპანიებს სანტა კლაუსისთვის ორიგინალური მარხილის კონცეპტუალური ესკიზების შექმნას სთხოვს, რაზეც ისინი სიამოვნებით თანხმდებიან და ჟურნალის წლის ბოლო ნომერში, მათი ნამუშევრები ქვეყნდება.-
- 2011-01-12 "აუდი" კუპეს ტიპის სედანის გამოშვებას აპირებს
-
"აუდის" ხელმძღვანელობა ახალი, სამოდელო გამის დამაგვირგვინებელი მოდელის გამოშვების შესაძლებლობას განიხილავს.-
- 2011-01-12 "ბუგატი" სედანს "აუდის" პლატფორმაზე ააგებს
-
"ფოლკსვაგენს" თავის ჯგუფში რამდენიმე საავტომობილო კომპანია ჰყავს გაერთიანებული და მათი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას ცდილობს იმისათვის, რომ დასახულ მიზანს მიაღწიოს და წარმოებული ავტომობილების რაოდენობის მხრივ, 2018 წელს, მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებლის საპატიო სტატუსს დაეუფლოს.-
- 2011-01-12 "ლამბორგინიმ" არარსებული მოდელის გაყიდვა დაიწყო
-
"ლამბორგინის" ჯერ უახლესი სუპერ ავტომობილის, "ავენტადორის" ფოტოც კი არ გამოუქვეყნებია, თუმცა ამის მიუხედავად, თავის გერმანელ დილერს - "აუტო სალონ ზინგენს" (რომელიც სხვადასხვა მარკის ეგზოტიკური ავტომობილების გაყიდვაზეა სპეციალიზებული) მასზე შეკვეთების მიღების დაწყება დაავალა. ამასთან, ახალი ავტომობილის შესახებ ყველანაირი ტექნიკური ინფორმაციის გავრცელების უფლებაც მისცა.-
- 2011-01-12 თვალწარმტაცი არარეალური კონცეპცია "როლს როის აპარიშნ"
-
ავტოინდუსტრიას არაერთი შესანიშნავი დიზაინერი ჰყავს, რომლებიც ხშირად ისეთ არარეალურ მოდელებს ხატავენ, მათ ნამუშევარს რომ ნახავთ, იფიქრებთ, რომ ის 12 წლის ბავშვმა შექმნა.-
- 2011-01-12 "ფორდის" ელექტრული ფოკუსი წარმოებისთვის მზადაა
-
სუფთა ელექტრომობილების ბაზარზე, რომლის პიონერიც (სერიული ავტომობილები იგულისხმება) "ნისან ლიფია", მალე მეორე მოთამაშე გამოჩნდება - წარმოებისთვის პრაქტიკულად მზადაა "ფორდის" პოპულარულ ჰეჩბეკ "ფოკუსის" ბაზაზე შექმნილი ელექტრომობილი, რომელიც მწარმოებელმა ახლახანს ლას ვეგასში გმოფინა, სადაც სამომხმარებლო ელექტრონიკის შოუ ტარდება.-
- 2011-01-12 "მერსედეს ბენცი" "ბეემვე მეგასიტის" კონკურენტს ამზადებს
-
"მერსედეს ბენცმა" წამოიწყო პროექტი, რომელსაც "ბეემვეს" ანალოგიური პროექტის მსგავსად, "მეგა სიტი მობაილიტი" უწოდა და რომლის მიზანიც, კომპაქტური ავტომობილის რამდენიმე კონცეპტუალური მოდელის შემუშავებაა.-
- 2011-01-12 ქართული "ლამბორგინი"
-
რა თქმა უნდა, "ლამბორგინი" საქართველოში თავისი სუპერ ავტომობილების წარმოებას არ აპირებს.-
- 2011-01-12 ფეტელი სტატისტიკითაც საუკეთესოა
-
სებასტიან ფეტელი მსოფლიო ჩემპიონი ისე გახდა, სეზონის განმავლობაში, ლიდერი ერთხელაც არ ყოფილა. ცხრილს სათავეში ერთადერთხელ - ბოლო რბოლის შემდეგ მოექცა და ტიტულსაც დაეუფლა.-
- 2011-01-12 ლოები ფორმულა 1-ში გადასვლას გამორიცხავს
-
რალიში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი, ფრანგი სებასტიან ლოები (სურათზე) ამბობს, რომ არ სურს თავისი კარიერის ფორმულა 1-ში გაგრძელება.-
- 2011-01-12 "რედ ბული" შეიძლება "ფოლკსვაგენის" ძრავებზე გადავიდეს
-
"რედ ბულ რეისინგი" "რენოს" ძრავების გამოყენებას მანამ გააგრძელებს, სანამ ფორმულა ერთში ძრავების ახალი რეგლამენტი ამოქმედდება.-
- 2011-01-12 ალონსო "ფერარიში" ათი წლით დარჩება
-
მიუხედავად იმისა, რომ გასულ სეზონში, მსოფლიოს ჩემპიონის მესამე ტიტულამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა და ეს გუნდური მცდარი სტრატეგიის ბრალი იყო, ესპანელი ფერნანდო ალონსო თავისი გამოსვლით მაინც კმაყოფილია და ამბობს, რომ შემდგომ ათ სეზონს იტალიურ გუნდში გაატარებს.-
- 2011-01-12 ჰამილტონმა ტიტულისთვის პირადი პრობლემების გამო ვერ იბრძოლა
-
ლუის ჰამილტონი ამბობს, რომ გასული სეზონის განმავლობაში, მას მუდმივად პირად პრობლემებთან გამკლავება უწევდა, რამაც ტიტულისთვის ბრძოლაში ხელი შეუშალა.-
- 2011-01-12 მონტოია ფ1-ში დაბრუნებას აღარ აპირებს
-
ამას წინათ, ინტერნეტით გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც გვამცნობდა, რომ თითქოს, კოლუმბიელი მრბოლი ხუან პაბლო მონტოია ფორმულა ერთში დაბრუნებას აპირებს.-
- 2011-01-12 "მაზერატი" "პორშე კაიენის" კონკურენტს გამოუშვებს
-
"ფიატი" და "კრაისლერი" როცა ერთიანდებოდნენ, ყველამ იცოდა, რომ ადრე თუ გვიან, ეს ორი კომპანია, თავისი ყველაზე პოპულარული პლატფორმების ერთმანეთისთვის გაზიარებას აუცილებლად დაიწყებდა.-
- 2011-01-12 "მინი" პროდუქციას გაამრავალფეროვნებს
-
"ბეემვეს" ხელში გადასვლის შემდეგ, ინგლისური "მინი" წლიდან წლამდე ზრდიდა გაყიდვებს და შესაბამისად, წარმოების მოცულობასაც. გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა მისი საქმეც შეაფერხა.-
- 2011-01-12 "ოპელი" სააქციო საზოგადოება გახდა
-
ბოლო ორი წელია, "ოპელი" გაურკვევლობაში იყო - "ჯენერალ მოტორსი" ჯერ მის გაყიდვას დიდი მონდომებით ცდილობდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც თითქოს, გერმანულ კომპანიას ახალი მფლობელი გამოუჩნდა, ამერიკულმა ავტოგიგანტმა გადაწყვეტილება შეცვალა და ის თავის ჯგუფში დატოვა.-
- 2011-01-23 "მაიბახს" "ასტონ მარტინი" თუ გადაარჩენს
-
2002 წელს, "დაიმლერმა" მივიწყებული ბრენდი - "მაიბახი" აღადგინა იმ იმედით, რომ სუპერ ლუქსის კლასის სეგმენტში სოლიდური წილის მოსაპოვებლად იბრძოლებდა და კონკურენციას "როლს როისს" და "ბენტლის" გაუწევდა.-
- 2011-01-23 "მიცუბიშის” გლობალური პატარა ავტომობილი
-
ჟენევის საავტომობილო გამოფენამდე ჯერ ორი თვეა, მაგრამ მისი მონაწილეები უკვე აქტიურობენ და ინტერნეტით თავიანთი სიახლეების შესახებ, ინფორმაციას ნაბიჯ-ნაბიჯ ავრცელებენ.-
- 2011-01-23 "ფოლკსვაგენი" ახალ დაბალფასიან ბრენდს შექმნის
-
გერმანული კომპანია "ფოლკსვაგენი" ახალი ბრენდის შექმნის შესაძლებლობას განიხილავს, ბრენდისა, რომელიც ჩინეთში იმუშავებს და თავად შეიმუშავებს, აწარმოებს და გაჰყიდის დაბალფასიან ავტომობილებს.-
- 2011-01-26 ამერიკის წლის საუკეთესო ავტომობილები
-
ავტომობილებზე მწერალი ჟურნალისტებისგან შემდგარმა ჟიურიმ, ამერიკის წლის საუკეთესო ავტომობილებად ელექტრული ჰიბრიდი "შევროლე ვოლტი" და ქროსოვერი "ფორდ ექსპლორერი" დაასახელა.-
- 2011-01-26 "როლს როისი" თავისი ემბლემის ასი წლის იუბილეს აღნიშნავს
-
ინგლისური კომპანია "როლს როისი" წელს თავისი ლეგენდარული ემბლემის, "აღტყინების სულის" (გინდა აღტაცების სულის) შექმნიდან 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.-
- 2011-01-26 "სუბარუ" ელექტრომობილ "სტელას" წარმოებას შეწყვეტს
-
სხვადასხვა მონაცემებით, "სუბარუ სტელა" მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი სერიული ელექტრომობილია, თუმცა მისი წარმოება მალე შეწყდება.-
- 2011-01-26 დეტროიტის ავტო შოუ
-
ტრადიციისამებრ, წლის პირველ დიდ საავტომობილო შოუს დეტროიტის საგამოფენო კომპლექსი "კობო სენტერი" მასპინძლობს, სადაც აწ უკვე მსოფლიოს მეორე უდიდეს საავტომობილო ბაზარზე წილის გაზრდის მოსურნე კომპანიები, თავიანთი სიახლეებით იწონებენ თავს.-
- 2011-01-26 დეტროიტის ავტო შოუ
-
მერსედეს-ბენცი-
- 2011-01-26 "რედ ბულმა" ახალი ბოლიდის პრეზენტაცია დანიშნა
-
ფორმულა 1-ის ახალმა ჩემპიონმა, "რედ ბულ რეისინგმა" გამოაცხადა, რომ ახალი ბოლიდის RB7-ის პრეზენტაციას პირველ ოფიციალურ ტესტემაბდე რამდენიმე საათით ადრე, 1 თებერვალს ჩაატარებს.-
- 2011-01-26 "პირელის" საბურავებს მეტი პიტ სტოპი დასჭირდება
-
იმისათვის, რომ ფორმულა ერთის რბოლები უფრო საინტერესო გახდეს, იტალიური კომპანია "პირელი" ისეთ საბურავებს დაამზადებს, რომლებიც შედარებით მალე გაცვდება და ამიტომ, რბოლებისას მეტ პიტ სტოპს მოითხოვს.-
- 2011-01-26 "მერსედესი" ორივე ტიტულისთვის იბრძოლებს
-
"მერსედეს მოტორშპორტის" ვიცე პრეზიდენტი ნორბერტ ჰაუგი (ფოტოზე) იმედოვნებს, რომ ახალი მანქანა მის გუნდს ორივე ტიტულისთვის ბრძოლის საშუალებას მისცემს.-
- 2011-01-26 დეტროიტის ავტო შოუ
-
ტოიოტა პრიუსი-
- 2011-01-26 "ჰიუნდაი" კუპე "ველოსტერით" ექსპანსიას აძლიერებს
-
ძლიერი კრიზისის მიუხედავად, "ჰიუნდაი" მსოფლიო ბაზარზე წინსვლას აგრძელებს. კორეული კომპანია ლამის ერთადერთი დიდი ავტომწარმოებელია, რომელსაც ამ კრიზისის დროს, გაყიდვები კი არ შეუმცირდა, საგრძნობლად გაეზარდა და სიდიდით მეხუთე ავტო კომპანია გახდა.-
- 2011-01-26 "ფორდი" ევროპაში მეორე ადგილს ინარჩუნებს
-
ბოლო წლებში, "ფორდმა" რამდენიმე შესანიშნავი ავტომობილის წარმოება დაიწყო და კიდევ უკეთესები, პრემიერამდე კარგა ხნით ადრე გააცნო საზოგადოებას, ეს ყველაფერი კი მის გაყიდვებზე პირდაპირ აისახება.-
- 2011-01-26 "პორშე" პატარა ქროსოვერს ალბათ ჩინეთში გამოუშვებს
-
ცოტა ხნის წინ, "პორშემ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ "კაიენზე" მომცრო ზომის უგზოობის მოდელს, სახელად "კაიუნს" გამოუშვებს.-
ყველაზე პოპულარული
- ოპოზიციის შემოდგომა
- საქართველოში ახალი "ბერლინის კედელი" შენდება
- უბრალოდ - ევროპაში!
- ქართული ავიაციის სტანდარტებს ამერიკელი ექსპერტები შეამოწმებენ
- თბილისური შემოდგომის ხიბლი
--
--