RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
23 მაისი, ხუთშაბათი 2013
თბილისი ... ...
სტილი >>

„ფოლკსვაგენი" „ჯეტას" CC ვერსიასაც გამოუშვებს

რამდენიმე წელია, მსოფლიო ავტოინდუსტრიას ახალი ვირუსი შეეყარა, რომელსაც ოთხკარიანი კუპე შეიძლება ვუწოდოთ.

24 საათი 09.05.12

რამდენიმე წელია, მსოფლიო ავტოინდუსტრიას ახალი ვირუსი შეეყარა, რომელსაც ოთხკარიანი კუპე შეიძლება ვუწოდოთ.

ამ ვირუსის გავრცელება „მერსედეს-ბენცმა" დაიწყო, როდესაც ბაზარზე მოდელი CLS წარადგინა. შტუტგარტელებს მალევე გამოუჩნდნენ მიმბაძველები, მათ შორის მეზობელი „პორშე", რომელმაც მყიდველს „პანამერა" შესთავაზა, „ბეემვე", თავისი მე-6 სერიის გრან კუპეთი და „აუდი", თავისი A5 და A7 „სპორტბეკებით".

როგორც ხედავთ, ახალი მოდის დამკვიდრება გერმანულმა პრემიუმ ბრენდებმა დაიწყეს, რომლებმაც სამოდელო გამის გასაფართოებლად და ამის კვალობაზე, გაყიდვების გასაზრდელად სწორედ ეს ორიგინალური მეთოდი გამოიყენეს. არადა, ხშირ შემთხვევაში, ასეთ ავტომობილებს საბაზო სედანებთან შედარებით, რიგი მინუსები აქვთ, როგორიცაა უკან დადაბლებული სახურავი და აქედან გამომდინარე, უკანა სავარძელზე მსხდომთათვის კომფორტის გაუარესება. მაგრამ ოთხკარიანი კუპეები მაინც პრესტიჟულობით გამოირჩევა და უფრო ძვირად იყიდება, ვიდრე შესაბამისი სედანები.

„ფოლკსვაგენი" პირველი არაპრემიუმ მწარმოებელია, რომელმაც ეს უცნაური მოდა უფრო დაბალ საფასო სეგმენტზე განავრცო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ბაზარზე „პასატ CC" გამოვიდა, რომელსაც ფეისლიფტის შემდეგ, უბრალოდ CC უწოდეს. როგორც ჩანს, ვოლფსბურგელებს ეს არ ეყოთ და ახალი მოდის მიმდევრებს „ჯეტას" ვერსია CC-ს (ფოტოზე) უმზადებენ. ყოველ შემთხვევაში, ამას გვატყობინებს ინტერნეტ გამოცემა „ავტოუიკი". მისი ინფორმაციით, ახალ პროექტს „ფოლკსვაგენმა" უკვე მწვანე შუქი აუნთო. ოღონდ, პატარა CC ახალი „ჯეტას" ბაზაზე დამზადდება, რომელსაც უახლეს პროდუქტზე - მოდულურ პლატფორმაზე დაამყნობენ. „ავტოუიკისვე" ცნობით, ამ ეტაპზე, ახალი ავტომობილის ინდექსია SC, რაც სპორტულ კუპეს ნიშნავს.

„ჩვენს მიერ ჩატარებულმა სამარკეტინგო კვლევამ აჩვენა, რომ „ჯეტას" უფრო სპორტულსა და დახვეწილ სტილში შესრულებულ ვერსიას ბაზარი კარგად შეხვდება. ეს იქნება CC-ზე მომცრო და ხელმისაწვდომი ავტომობილი", - ამბობს „ფოლკსვაგენის" წარმომადგენელი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა. მისივე თქმით, არაა გამორიცხული, რომ ახალ ავტომობილს სახელად SC შერჩეს.

აღსანიშნავია, რომ „ფოლკსვაგენის" ახალი ავტომობილი, ბაზარზე ერთადერთი კომპაქტური ოთხკარიანი კუპე არ იქნება. მართალია, ეს სეგმენტი ჯერ არავის გაუხსნია, თუმცა მასში მალე ერთბაშად სამი ავტომობილი გამოჩნდება: SC-ს გარდა, ეს იქნება მისივე ნათესავი „აუდის" ემბლემით, რომელსაც ინგოლშტადტელებიც იმავე მოდულურ პლატფორმაზე დაფუძნებული A3-ის ბაზაზე ააგებენ. მესამე იქნება „მერსედეს-ბენცის" CLC, რომელსაც უკვე პატარა CLS-ად მოიხსენიებენ და რომლის კონცეპტუალური ვერსიაც სამქიმიანებმა ახლახანს პეკინის ავტო შოუზე წარადგინეს.

ყველაზე პოპულარული
  1. უცხოეთი >>

    aa
  2. რევიუ >>

    aa
  3. სპორტი >>

    aa
  4. სპორტი >>

    aa
  5. სპორტი >>

    aa
  6. ავტო >>

    aa
  7. ავტო >>

    aa
  8. ავტო >>

    aa
  9. ავტო >>

    aa
  10. ავტო >>

    aa
  11. ავტო >>

    aa
  12. ავტო >>

    aa
  13. ავტო >>

    aa
  14. ავტო >>

    aa
  15. ავტო >>

    aa
  16. ავტო >>

    aa
  17. ავტო >>

    aa
  18. ავტო >>

    aa
  19. ავტო >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. საზოგადოება >>

    aa
  23. თვალსაზრისი >>

    aa
  24. ინტერვიუ >>

    aa
  25. პოლიტიკა >>

    aa
  26. უცხოეთი >>

    aa
  27. პრესომბუდსმენი >>

    aa
  28. თვალსაზრისი >>

    aa
  29. რევიუ >>

    aa
  30. რევიუ >>

    aa
  31. სტილი >>

    aa
  32. რევიუ >>

    aa
  33. რევიუ >>

    aa
  34. რევიუ >>

    aa
  35. რევიუ >>

    aa
  36. მარანი >>

    aa
  37. მარანი >>

    aa
  38. მარანი >>

    aa
  39. კულინარია >>

    aa
  40. კულინარია >>

    aa
  41. ავტო >>

    aa
  42. ავტო >>

    aa
  43. ავტო >>

    aa
  44. ავტო >>

    aa
  45. ავტო >>

    aa
  46. ავტო >>

    aa
  47. ავტო >>

    aa
  48. ავტო >>

    aa
  49. ავტო >>

    aa
  50. ავტო >>

    aa
  51. ავტო >>

    aa
  52. ავტო >>

    aa
  53. მეცნიერება >>

    aa
  54. მეცნიერება >>

    aa
  55. რევიუ >>

    aa
  56. საზოგადოება >>

    aa
  57. რევიუ >>

    aa
  58. ამბები >>

    aa
  59. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  60. რევიუ >>

    aa
  61. რევიუ >>

    aa
  62. სპორტი >>

    aa
  63. სპორტი >>

    aa
  64. სპორტი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი