RSS ბოლო ნომერი მობილური ვერსია
24 saati
19 მაისი, კვირა 2013
თბილისი ... ...
სტილი >>

ახალი პატარა "ოპელის" სახელია "ადამი"

ამის დასტური "ოპელმა" ამ დილით გაავრცელა. ახალ ავტომობილს, "ადამი" დაარქვეს. ალბათ მიხვდებით, რატომ...

24 საათი 09.05.12

ამის დასტური "ოპელმა" ამ დილით გაავრცელა. ახალ ავტომობილს, "ადამი" დაარქვეს. ალბათ მიხვდებით, რატომ...

150 წლის წინათ, ადამ ოპელი იყო ის პიროვნება, რომელმაც ახალი კომპანია ჩამოაყალიბა და მას თავისი გვარი მისცა. ადამ ოპელმა საქმიანობა 1862 წლის 21 იანვარს, საკერავი მანქანების წარმოებით დაიწყო. ზუსტად ერთი წლის შემდეგ, "ადამ ოპელი" კომპანიად ჩამოყალიბდა, ოთხ წელიწადში ველოსიპედების წარმოებაც დაიწყო. 1902 წელს კი ავტომობილების ჯერ დადგა...

"ადამი" სრულიად ახალი ავტომობილია და მას რომ ამ სახელს შეარქმევდნენ, ძნელი მისახვედრი არ უნდა ყოფილიყო. მისი მსოფლიო პრემიერა პარიზის მოტორ შოუზე, სექტემბერში გაიმართება. პრემიერამდე კი მისადმი ინტერესს "ოპელი" ალბათ შენიღბული ავტომობილის ფოტოების და ტიზერების გავრცელებით "გაგვართობს". ცოტ-ცოტა ინფორმაციასაც მოაშველებს.

მაგალითად: ავტომობილი პატარაა, მაგრამ მისი გაბარიტებისთვის მოზრდილი სალონი აქვს, სადაც თავისუფლად თავსდება ოთხი ადამიანი. მას აქვს სამი კარი, სიგრძე სულ რაღაც, 3.70 მეტრი. "ფერადოვანი, დაკუნთული, მხიარული და მახვილგონიერი", - გერმანული კომპანიის მარკეტოლოგები ასე ადამიანურად აფასებენ "ადამს".

ავტომობილი გერმანიაში, ქალაქ რიუსელსჰაიმშია შემუშავებული, თუმცა ადრე გავრცელებული ინფორმაციით, მისი ბენზინის ძრავების გამა, "ჯენერალ მოტორსმა" თავის ჩინელ პარტნიორთან, კომპანია SAIC-თან ერთად შექმნა. ამ გამაში შედის სამ და ოთხცილინდრიანი ძრავები, რომელთა მუშა მოცულობა 1.0-დან 1.4 ლიტრამდეა. ამ სერიის ძრავები საწვავის უშუალოდ შეფრქვევის სისტემებითაა აღჭურვილი და ისინი ევრო6 სტანდარტს შეესაბამება.

ჯერ დადგენილი არაა, თუ "ოპელის" რომელ ავტომობილზე გამოიყენებენ ახალ ძრავებს, თუმცა დიდი ალბათობით, ეს სწორედ "ადამი" იქნება. კომპანია SAIC-ი ამ სერიის ძრავებს MG-სა და "როევეს" ავტომობილებისთვის გამოიყენებს და მათ ჩინეთშივე გამოუშვებს, "ოპელი" კი მათ უნგრეთის ქალაქ შენგოთარდის ქარხანაში დაამზადებს.

"ოპელის" მიერ პეკინის ავტო შოუზე გავრცელებული ინფორმაციით, ახალი ძრავები, ახლანდელ იმავე კლასის ძრავებზე 10 პროცენტით ეკონომიური იქნება. ამასთან, მათ მაბრუნი მომენტი 20 პროცენტით მაღალი ექნება.

ყველაზე პოპულარული
  1. საზოგადოება >>

    aa
  2. თვალსაზრისი >>

    aa
  3. ინტერვიუ >>

    aa
  4. პოლიტიკა >>

    aa
  5. უცხოეთი >>

    aa
  6. პრესომბუდსმენი >>

    aa
  7. თვალსაზრისი >>

    aa
  8. რევიუ >>

    aa
  9. რევიუ >>

    aa
  10. სტილი >>

    aa
  11. რევიუ >>

    aa
  12. რევიუ >>

    aa
  13. რევიუ >>

    aa
  14. რევიუ >>

    aa
  15. მარანი >>

    aa
  16. მარანი >>

    aa
  17. მარანი >>

    aa
  18. კულინარია >>

    aa
  19. კულინარია >>

    aa
  20. ავტო >>

    aa
  21. ავტო >>

    aa
  22. ავტო >>

    aa
  23. ავტო >>

    aa
  24. ავტო >>

    aa
  25. ავტო >>

    aa
  26. ავტო >>

    aa
  27. ავტო >>

    aa
  28. ავტო >>

    aa
  29. ავტო >>

    aa
  30. ავტო >>

    aa
  31. ავტო >>

    aa
  32. მეცნიერება >>

    aa
  33. მეცნიერება >>

    aa
  34. რევიუ >>

    aa
  35. საზოგადოება >>

    aa
  36. რევიუ >>

    aa
  37. ამბები >>

    aa
  38. ხელოვნება და დიზაინი >>

    aa
  39. რევიუ >>

    aa
  40. რევიუ >>

    aa
  41. სპორტი >>

    aa
  42. სპორტი >>

    aa
  43. სპორტი >>

    aa
  44. ბიზნესი >>

    aa
  45. წიგნები >>

    aa
  46. ამბები >>

    aa
  47. ამბები >>

    aa
  48. ბიზნესი >>

    aa
  49. ბიზნესი >>

    aa
  50. კალათბურთი >>

    aa
  51. სპორტი >>

    aa
  52. ამბები >>

    aa
  53. განათლება >>

    aa
  54. უცხოეთი >>

    aa
  55. რაგბი >>

    aa
  56. კალათბურთი >>

    aa
  57. სპორტი >>

    aa
   

ამბები
ბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
რევიუ
სტილი
თვალსაზრისი
ტენდერები
The New York Times
გაზეთ"24 საათის"
ელექტრონული არქივი
ავტორები
მობილურის ვერსია
RSS არხები
Twitter
სიახლეების გამოწერა
რეკლამის განთავსება
www.24saati.ge
გაზეთი "24 საათი"
კონტაქტი